უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, სახლები არის პლანეტარული ფუნქციების ნიღბები, როლები,რომლებიც ცხოვრებისეული სიტუაციებით არის ნაკარნახევი, შეძენილი თვისებებია, რომელიც ასევე გარემოებების გავლენით ადვილად შეიძლება შეიცვალოს.
ხოლო ნიშნები პლანეტარული ფუნქციების ნამდვილი ბუნებაა, ჭეშმარიტი მახასიათებლები, რომელიც ხშირად არ ჩანს ზედაპირზე, ხშირად გარემო პირობებით იზღუდება...
მაგალითად ადამიანი მზით თევზებში 5 სახლში შეიძლება გავდეს ლომს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხვდება ლომურ სიტუაციებში და უწევს ლომის ფუნქციის, როლის შესრულება...მაგრამ სინამდვილეში ის თევზია.
ანუ ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, ორგანიზება, "თამადობა", უცხოა ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომპლიმენტების უხვად მიღება და ა.შ. უცებ ამ ყველაფრის გაკეთება უწევს, უწევს არა საკუთარი ნებით, არამედ სიტუაციის კარნახით, გარემოებების გავლენით... ძალიან გაუჭირდება მგრძნობიარე, მიმნდობ, პასიურ რომანტიკოსს ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ 30-35 წლის გამოცდილების შემდეგ უკვე გამოიკვეთება ეს შეძენილი თვისებები(ლომური) და უფრო დომინანტურიც იქნება ვიდრე თანდაყოლილი(თევზური)
Комментариев нет:
Отправить комментарий