სამყაროს აღსასრულის დასაწყისი თუ ჩვეულებრივი ციკლური პროცესი?
"უახლოეს მომავალში სამყაროს ბალანსი დაირღვევა, კლიმატური კატასტროფა გახშირდება, ზოგან შტორმები და გადაუღებელი წვიმები დაიწყება, ზოგან კი - გვალვა. საშიშროება მსოფლიოს ყველა რეგიონს ემუქრება... პატარა კუნძულები საერთოდ გაქრება..." - ამ ვერსიას ნასას (აშშ-ის კოსმონავტიკისა და აეროდინამიკის ნაციონალური სააგენტო) ექსპერტები ავრცელებენ. მათი თქმით, ევროპაში დაწყებული უჩვეული ყინვები გლობალური დათბობის მანიშნებელია. კლიმატოლოგები ცენტრალური ევროპის უდიდეს ტერიტორიაზე ძლიერ ყინვას, არქტიკული ყინულის დნობას უკავშირებენ. მათი თქმით, რუსეთის ჩრდილოეთით, ბარენცისა და კარიბის ზღვებში ყინულის საფრის უზარმაზარი მასივები გაქრა; სწორედ ამან გამოიწვია არქტიკული ანტიციკლონის წარმოქმნა, რომელიც კონტინენტის უდიდეს ნაწილზე გავრცელდა და უკვე 350-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ამ ფაქტს რუსი ექსპერტი, ვლადიმირ ჩუპროვი კლიმატური სისტემის დისბალანსს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ატმოსფეროში ადამიანის ჩარევამ გამოიწვია. მისი თქმით, ჰაერის ქიმიური შემადგენლობის შეცვლის შედეგად პლანეტაზე ტემპერატურამ საშუალოდ 0,8 გრადუსით მოიმატა და გლობალური დათბობა დააჩქარა. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახური არც ნასას მკვლევრებისა და არც რუსი ექსპერტის მოსაზრებას არ იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ უჩვეულოდ ცივ ამინდსა და გლობალურ დათბობას შორის კავშირი არ არსებობს; უბრალოდ, დედამიწისთვის დამახასიათებელი ციკლური პროცესი მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ქართველ მეცნიერებსა და კლიმატოლოგებს...
ნიკა მჟავანაძე, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენელი:
- აპოკალიფსური სიტუაციის დახატვა ცოტა გადამეტებულად მეჩვენება, მაგრამ გლობალური დათბობა ნამდვილად დაწყებულია. ამაზე მყინვარების დნობა მეტყველებს. საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მყინვარებს საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირა, მაგრამ დღეს ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღარ არსებობს, ზოგი კი საგრძნობლადაა შემცირებული (მაგალითად, კავკასიონის მყინვარი ერთი მესამედითაა შემცირებული). მყინვარების დნობას შესაძლოა, სავალალო შედეგები -� მდინარეების ადიდება და ღვარცოფები მოჰყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელ მსოფლიოში მაღლა იწევს ოკეანისა და ზღვის დონე. ეს პროცესი შეუქცევადი გახდება თუ არა, ადამიანების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. ბოლო დროს ადამიანები მეტისმეტად დიდი რაოდენობით საწვავს მოვიხმართ. ჰაერში გაფრქვეულ ნახშირორჟანგს მზის ენერგია ემატება და იქმნება სათბურის ეფექტი - ანუ დედამიწა გამოყოფს დამატებით ტემპერატურას. სწორედ ეს განაპირობებს გლობალურ დათბობას, ოზონის შრის გაფართოებასა და კიდევ ბევრ სხვა უბედურებას. ასეთ დროს საქართველოს მხრიდან ტყეების 49-წლიანი იჯარით გაცემა და დიდი ჰესების მშენებლობა დანაშაულის ტოლფასია: ამით კიდევ უფრო ვაჩქარებთ უკვე დაწყებულ პროცესებს.
სვეტლანა ნიორაძე, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი:
- ატმოსფეროში ძალზე საინტერესო მოვლენები ვითარდება. ბოლო დროს, ადამიანები შეშფოთებულები ლაპარაკობენ იმის შესახებ, ვითომ საქართველოში ანომალიური, უჩვეულო ყინვებია და ეს რაღაც სასწაულს მოასწავებს. საქართველოში, მათ შორის თბილისშიც გაცილებით ცივი ზამთარიც ყოფილა - მაგალითად, 1974 წლის იანვარში თბილისში -14 გრადუსი, 1892 წლის იანვარში კი - -23 გრადუსიც კი დაფიქსირდა. 1972 წელს თბილისის ზღვა 58 დღის განმავლობაში იყო გაყინული, მტკვარი კი რამდენიმე ადგილას 40-სანტიმეტრიანი ყინულით დაიფარა. მეცნიერული კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ამინდის ჭირვეულობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა ბუნებრივ პროცესებზეც - იქნება წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. ასეთი რაღაცები გასულ წლებსა და საუკუნეებშიც ხდებოდა.
თამაზ ჭელიძე, გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
- ათასობით წლის წინ, ე.წ. გამყინვარების პერიოდში, ევროპა მყინვარებით დაიფარა. ბოლო 4500 წლის განმავლობაში დედამიწაზე ასეთი გამყინვარება 65-ჯერ მოხდა. საქართველოს ეს პროცესი 1000 წლის წინაც შეეხო, როცა მყინვარწვერი ჯერ კიდევ არ იყო დაფარული თოვლით და ყინულით, მის კალთებზე კი ადამიანები ცხოვრობდნენ. ამას მოწმობს 4100 მეტრ სიმაღლეზე, მყინვარწვერის კალთებზე ახლახან აღმოჩენილი უძველესი მონასტერი, სადაც ფუტკარი ჰყავდათ და მიწას ამუშავებდნენ. მყინვარწვერი - ჩამქრალი ვულკანია. იგი დაახლოებით 10000 წლისაა. მოკლედ, ძველი მყინვარების დნობა და ახლების წარმოქმნა ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია და არა - კატასტროფა.
ნინო ჩხობაძე, მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე:
- ამ ზამთარს საქართველოში - არა, მაგრამ ევროპაში მართლაც უჩვეულო ყინვებია. ეს აშკარად კლიმატის ცვლილების შედეგებია, მაგრამ რა მასშტაბით გაგრძელდება ეს ცვლილებები, რამდენად საგანგაშო იქნება და არის თუ არა გლობალური დათბობის დასაწყისი, ეს ჯერ არავინ იცის. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა კიდევ მიმდინარეობს...
- კლიმატის ცვლილებებს რა იწვევს?
- კლიმატის ცვლილება ანუ ციკლური პროცესი დედამიწისთვის ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. პროცესის დაჩქარების ზუსტი მიზეზი ჯერ არავინ იცის. ამ საკითხზე ევროპის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტები მუშაობენ. ჩვენ მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ატმოსფეროში სათბური გაზების დაგროვება ან წლების წინ ამოფრქვეული ვულკანია.
- ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგიერთმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა გლობალური დათბობა პოლიტიკურ თემად აქცია და ამით საკმაოდ დიდ ფულსაც შოულობენ...
- მართლაც, ბევრი ეკოლოგი წუხს, რომ გლობალური დათბობა პოლიტიკურ თემად გადაიქცა. მეცნიერები ამ თემასთან დაკავშირებული კვლევებისთვის საკმაოდ დიდ გრანტებს "ხსნიან", ეკოსისტემების გადარჩენაზე კი რეალურად აღარავინ ზრუნავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გლობალური დათბობა ყურით მოთრეული თემაა. კლიმატი ნამდვილად იცვლება; დათბობაა ეს თუ გამყინვარება - სხვა საკითხია, მაგრამ ბუნებაში რაღაც რომ ხდება, ცხადია და ამაზე ყველა მეცნიერის აზრი ერთნაირია...
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული ვერსია აქვს ასტროეზოთერული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ თორნიკე ბიძინაშვილს:
- ფაქტია, რომ კლიმატურმა კატაკლიზმებმა მსოფლიო მოიცვა. პოლუსები იცვლება, დედამიწის ღერძი გადაიხარა, დღე-ღამის დრო 4 წუთით შემცირდა... ეს პრობლემები შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ დედამიწამ 2 უდიდესი მიწისძვრა (იაპონიასა და რუსეთში) გადაიტანა, მაგრამ როგორ გგონიათ - რატომ მოხშირდა მიწისძვრა და სხვა ანომალიური მოვლენა? ბევრი ამბობს, რომ 2012 წელს აღსასრული მართლაც მოდის და მაიას ტომის წინასწარმეტყველებაც სრულდება.
- თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანები მუდმივად ელოდებოდნენ მეორედ მოსვლას, წარღვნას, დიდ სამსჯავროს და ა.შ. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ის, რაც დღეს ხდება, თანამედროვე ომის ვერსიაა, ოღონდ - არა ატომური ბომბებით ან ეკონომიკით.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენ ორ დიდ სახელმწიფოს შორის კლიმატური ომის მომსწრენი ვართ. ამერიკასა და რუსეთს კლიმატური იარაღი აქვთ, რითაც შესაძლებლობა ეძლევათ, იმოქმედონ როგორც ამინდზე, ასევე - დედამიწის ქანებზე. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პოლუსების ცვლილება, მიწისქვეშა დინებების შეცვლა, წყალდიდობები და სხვა სტიქიური მოვლენები. ამერიკამ ტექნოლოგიურ ბრძოლაში აშკარად დაჯაბნა რუსეთი და ბევრად უფრო ძლიერი იარაღი შექმნა, რომელიც ალასკაზეა განთავსებული. 13 ჰექტარი მიწის ფართობზე დამონტაჟებული 180 ანტენა ქმნის უდიდეს საანტენო ქსელურ დანადგარს, რომელსაც ჰქვია "ხაარპი" - ანუ მაღალი სიხშირის კვლევითი პროგრამა. მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ამინდის ცვლილებები, ასევე - კატაკლიზმები და სტიქიური უბედურებები გამოიწვიოს.
ამერიკელები ამბობენ, რომ სისტემა "ხაარპი" ატმოსფეროს ზედა ფენების შესასწავლად გამოიყენება. არადა, ამ სისტემის ბაზაში შედის არა მხოლოდ ანტენური დანადგარები, არამედ ლაზერული ლოკატორები, მაგნიტომეტრები, უძლიერესი კომპიუტერები მაგნიტური ველის სამართავად და სიგნალის მისაღებად. ბაზა იკვებება გაზის მძლავრი თბოელექტროსადგურით. "ხაარპი" ზემოქმედებს იონის სფეროზე, ქმნის ელექტრონულ-პლაზმურ ველს და 15000 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია: ნებისმიერი მფრინავი ობიექტის ჩამოგდება, გემების ჩაძირვა, რაკეტების განადგურება და ა.შ. ეს არის ყველაზე მრისხანე, მძლავრი იარაღი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მოუგონიათ. მას შეუძლია წარმოქმნას 100 კილომეტრამდე დიამეტრის პლაზმური ლინზა, გააძლიეროს მზის სხივები რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, ქვეყანასა თუ ქალაქში და გამოიწვიოს ანომალიური სიცხეები ან პირიქით - იონთა სინთეზის ხარჯზე პროვოცირება გაუწიოს ნალექის წარმოქმნას. სწორედ ეს ლინზებია, ატმოსფეროში ცეცხლოვანი ბურთების სახით რომ გვევლინება და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები გვგონია. მაიას ტომის ლეგენდა ამერიკელებმა თავად გამოიგონეს. ის უბრალოდ, არ არსებობს...
- ე.ი. თქვენი აზრით, ევროპაში დაწყებული გამყინვარება ამერიკული იარაღის შედეგია?
- დიახ, ასეა.
- ამერიკას ეს რისთვის უნდა სჭირდებოდეს?
- ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა მალე ყველაფერი ნათელი გახდება...
P.S. დაგვეთანხმებით, მოულოდნელი და შემაშფოთებელი ვერსიაა. ზოგი გაიზიარებს და ირწმუნებს, ზოგს უნდოდ გაეღიმება. ჩვენ მკითხველისთვის საინტერესოდ მივიჩნიეთ და გაგაცანით. დანარჩენს მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. თბილ გაზაფხულს გისურვებთ...
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”

Комментариев нет:
Отправить комментарий