ვერძი
ვერძები უფრო გრძნობენ, ვიდრე ფიქრობენ. მათ შეუძლიათ უკიდურესი დიდსულოვნების გამოვლენა და ძალიან უყვართ საჩუქრების კეთება, ეხერხებათ ბრძანებების გაცემა.
ვაჟკაცური, ორიგინალური იდეებით და ყოველივე ახლისადმი უშრეტი ცნობიმოყვარეობით აღსავსენი არიან.
ქალ-ვერძებს უყვართ მოდის გასწრება, აქვთ მიდრეკილება ექსტრავაგანტულობისაკენ, უპირატესობას ანიჭებენ ნათელ ფერებს: ყვითელს, მწვანეს, ლიმნისფერს, ნარინჯისფერს.
ვერძი ქალებიც და მამაკაცებიც პოტენციური გიჟები არიან, ისინი გმირები, დამპყრობლები არიან. უხეში ძალის გავლენით შეიძლება ჩამოყალიბდეს სულსწრაფი პიროვნება, რომელიც არ უწევს ანგარიშს სხვა ადამიანების გრძნობებს და გააფთრებული ხდება თუ მას ხელს უშლიან, უსამართლო და აგრესიულია სადიზმამდე და ნგრევამდე (თვითნგრევამდეც კი). ვერძს გააჩნია საკუთარი მე-ს, თვითდამკვიდრების, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის, თვითდრამატიზების და თვითგარიყვის მომენტიც. ვერძთან არ ღირს კამათი.
კურო
ვენერასა და ხირონის ორმაგი გავლენა კუროს მგრძნობიარესა და სენტიმენტალურს ხდის, მას უყვარს უბრალო, მაგრამ კარგად შეკერილი ტანისამოსი, არ უყვარს ყელსაბამი, უხეში საყელოები და ჰალსტუხები, უყვარს ნაზი სუნამოები. ტანსაცმელს დიდხანს ხმარობს, ერთსა და იმავე სტილს მიმართავს, თუ თვლის, რომ ის მას უხდება. ჩვეულებრივ, კუროები მშვიდობისმოყვარულნი და მომთმენნი არიან. აქვთ ჰარმონიის მოთხოვნა და ამის გამო ბევრ რამეს ურიგდებიან, მაგრამ საშინელებაა, როდესაც მათ მოთმინებას ბოლო ეღება. კუროებს არ უყვართ კამათი, განსაკუთრებით მაღალ ხმაზე და ვერ იტანენ დისჰარმონიულ ცხოვრებას. ენდობიან თავიანთ აღქმას, შინაგან რწმენას, რომელიც უფრო გრძნობებზეა დამყარებულ, ვიდრე მოსაზრებებზე. ფრთხილი დამკვირებელები არიან, არჩევენ კიდევ ერთხელ გაიხედონ წინ, ვიდრე გააკეთებენ დასკვნებს.
მათ უნდა დასძლიონ აზრი, თითქოსდა მთელი სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავდეს, უნდა ისწავლონ ლოიალურობა.
ისინი გულჩათხრობილნი არიან, როდესაც საკითხი მათ პირად საქმეებს ეხება, მაშინაც კი როდესაც კარგი მოსაუბრენი არიან.
დიდსულოვანი, მაგრამ ამავე დროს ძუნწები და მესაკუთრეები არიან. უნდა ისწავლონ სწორი ბალანსის გაკეთება: გაცემა-მიღება.
კუროებს საღი გონიერება და უბრალოება ახასიათებს, მათში გრძნობები უფრო მძაფრია, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებში.
ტყუპები
მხატვრების რთული ნიშანია, ჰაერის ნიშანი, რომელიც ცვალებადობს მერკურის გავლენით, გაორებულია. ინტელექტუალური, უშუალო, კარგი მოსაუბრე, ვაჟკაცური, ჰუმანური, მიმზიდველი გარეგნობის მქონე არის.
ტყუპები მხოლოდ მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ინსტიქტურ გულგრილობას ნიშნავს, რომელიც დამცავ მექანიზმს წარმოადგენს კრიტიკის, ირონიის, ნებისმიერი ხუმრობის, ემოციური ზემოქმედების წინააღმდეგ.
მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებულები ისწრაფვიან განაგონ საკუთარი თავი, დაიცვან და მოაწყონ თავიანთი ცხოვრება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი ეძებენ სიმარტივეს, მაგრამ ამას ხშირად ნევრასტენიამდე მიყავს ისინი. უყავრთ თამაში, აქვთ გამჭრიახი გონება. ცოცხალნი, მოხერხებულნი, ცოდნის მოყვარენი არიან, ზოგჯერ წარუმატებლობას განიცდიან ცვალებადობისა და დაბნეულობის გამო. განვითარებულ გონიერებას უნდა დაემატოს მტკივნეული მგრძნობელობა, ცვალებადობა და წვრილმანების გაზვიადებისკენ მიდრეკილება. ისინი გაუწონასწორებელნი, არათანმიმდევრულნი არიან, რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულებიც არიან. მგრძნობიარობას, ეგოისტურობას, აგრეთვე მეწვრილმანეობას იჩენენ. ტყუპების არსებობა ყოველთვის ბოლომდე ბედნიერი არ არის. უიღბლობისა და საოჯახო საზრუნავის გამო ისინი ხან დოვლათით ტკბებიან, ხან კი სიღარიბეში იტანჯებიან. წარუმატებლობის მიზეზი ზოგჯერ ენერგიის არქონა და საქმეების თვითდინებაზე გაშვება ხდება. მათ ზიანს აყენებს ფატალიზმისა და ცვალებადობისკენ მიდრეკილება. თუ ძალისხმევას გამოიყენებენ, ტყუპებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ისინი მსუბუქი ხასიათის და ცვალებადი ბუნების არიან. ეს შინაგანი ინტელექტუალებია. მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ და ადვილად იტაცებენ ყველაფერს, სიგიჟემდე უყვართ კამათი და ქეიფი, გააჩნიათ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრების უნარი. ტყუპები ეგოცენტრულები, ხშირად ემოციურები, ცივები და ყოველთვის მერყევნი არიან. ასტრონომები და ასტროლოგები ამას ხსნიან იმით, რომ მერკური- უსქესო პლანეტაა, ის გავლენას ახდენს ტყუპებსა და ქალწულზე, რომელთაც არ გააჩნიათ გრძნობები. ისინი მოხერხებულნი, შეუპოვარნი და საზრიანები არიან. სატურნის არახელსაყრელი მდებარეობისას მოუწესრიგებელი, უკონტაქტო ადამიანები იბადებიან. ტყუპები საყვარელი, ჭკვიანი, მსუბუქი, თავისუფალი, დამთმობი ადამიანები არიან, მათ უყვართ შეხვედრები, მოგზაურობა, შემთხვევითი კონტაქტები და კავშირები. ქალებს ჭრელი ტანსაცმლის ტარება მოსწონთ. ტყუპების ნიშანი მართავს ნერვულ სისტემას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებებულებს გააჩნიათ სწრაფი რეაქცია, ხშირად აქვთ ლიტერატურული ნიჭი. ნიჭიერი ტყუპების ნეგატიურ თვისებას წარმოადგენს ცვალებადობა. უზარმაზარია მათი შეწყობის უნარი ისევე, როგორც მიდრეკილება ტყუილისა და არაორგანიზებულობისკენ. არც ისე ძლიერებს, მათ ეშინიათ დაღლილობის, ვინაიდან მალე იღლებიან იმის გამო, რომ მათი სიმკვირცხლე აღემატება მათ ძალებს.
კირჩხიბი
ინტელექტი სულში სიბნელისაგან ვარდება. კირჩხიბს აქვს კარგად განვითარებული ინტელექტი, არაჩვეულებრივი მახსოვრობა, მაგრამ ის არ უნდა გამოიყენოს თვითწყრომის, სინანულისა და შურისძიებისათვის.
კარგია, თუ კირჩხიბი წინსვლის იარაღად გამოიყენებს თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა უკან დასახევ ბუდედ. მას რომ არ ეშინოდეს მისმიერვე შექმნილი ფანტომებისა და იყენებდეს მათ სათავისოდ, მას რომ შეეძლოს იცხოვროს რეალობაში და არა ოცნებებში! ის, რომ იფიქრებდეს ხვალინდელ დღეზე და განდევნიდეს ყოველივეს, რაც იყო გუშინ! მაგრამ კირჩხიბი უკან იხევა, მას ეშინია. თუ საჭიროა _ წინ მიდის, მაგრამ შიშისგან ჩერდება სუნთქვაშეკრული. არცერთ სხვა ნიშანს არ გააჩნია მასზე მეტი პოტენციური ალერსიანობა, არავის არ შეუძლია იყოს მასზე მეტად მხიარული, მოსიყვარულე. და ასე თუ არა, ყოველთვის არსებობს მკაცრი სინამდვილისაგან ქვეცნობიერებაში გაქცევის საფრთხე.
არც ერთ ნიშანს ისე არ ენატრება თავისი სახლი, სამშობლო,როგორც კირჩხიბს. მას დრო სჭირდება დაფიქრებისთვის, არ შეიძლება მისი დაჩქარება. თუ მოთმინება გეყოფათ კირჩხიბი, როგორც იშვიათი მცენარის კულტივირებისთვის მასზე მეტს არავინ გასცემს. ქალ – კირჩხიბს კატასავით უყვარს ზრუნვა საკუთარ სხეულზე, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, მაქმანს, ნაზ ფერებს, გრძელ თმებს, კეთილგონიერი ელეგანტურობით მისდევს მოდას. მამაკაცები, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობაში მოწესრიგებულები არიან, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად დაუდევრობის ტენდენცია უჩნდებათ.
ლომი
მზე ნიშნავს სიცოცხლეს, სითბოს, ცეცხლს, ალს, სინათლეს, შეგნებას, იდეალიზმს, დისციპლინას, სხივოსნურ დიდებას. ადამიანური შეგნება ეწინააღმდეგება მთვარისეულ ქვეცნობიერებას. შინაგანად ლომები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ როლს, რის გამოც ისინი შეიძლება სტატუსის მაძიებელნი გახდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს გარეგნული მსგავსება ცხოველების მეფესთან, მაგრამ ყველას აქვს მისი ამბიცია.
ლომები ცეცხლოვანი ვნების არიან, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, უარს ამბობენ დამატებით როლზე, სამყაროს ცენტრად, ვარსკვლავად, საკუთარი წარმოსახვის ანარეკლად თვლიან თავს. მათ სურთ ხელმძღვანელობა, შთაგონება, წარმატების ჩუქება, საჩუქრებით ავსება, დაცვა, გართობა.
მათ შეუძლიათ იყვნენ უგუნურობამდე დიდსულოვნები. არ გააჩნიათ საფრთხის გრძნობა. ლოიალურებს, გულახდილებს მათ არ შეუძლიათ ცხოვრება მორალურ უარყოფაში, მათ სჭირდებათ ახსნა და დარეგულირება ეჭვის შეტანისთანავე. მათი ძალის საიდუმლო-რწმენასა და სიმართლეშია.
არ უყვართ სიბნელე, ცხოვრობენ ცეცხლის, ომების, კატაკლიზმების გვერდით, რომლებსაც ზოგჯერ თავად იწვევენ.
მათი მტერია -სიამაყე, განსაკუთრებით თუ ის არ არის გამართლებული. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ფსიქიური ინფლაცია: დეპრესია, ახირება, სალანძღავი მტკივნეული იუმორი. გამოდის აბეზარი, მტკივნეული, პომპეზური პიროვნება, რომელიც სჯის განუხორციელებელი ამბიციებისთვის საკუთარი მანკიერების მხევალ ტირანს, წვრილ მოუსვენარ ავანტიურისტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უწევს ანგარიშს. ნაპოლეონის კომპლექსმა შესაძლოა საგიჟეთში მიიყვანოს ისინი. ქალ-ლომს სურს, რომ მას აქცევდნენ ყურადღებას, მასზე ზრუნავდნენ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, ორნამენტებს, ხასხასა ფერებს, მკვეთრ სუნამოებს. ისინი არ მისდევენ მოდას, მათ ის შემოაქვთ და საზოგადოების გამოჩენილი მანდილოსნების კოპირებას ახდენენ, თუ საშუალება აქვთ, ბევრს ხარჯავენ ჩაცმულობაზე, თუ არა და ხაზს უსვამენ რაოდენობას ხარისხის ნაცვლად და იაფასიანი ბეწვეულით, ყალბი ძვირფასეულობით, ვულგარული სუნამოებით სარგებლობენ. მამაკაცები დიდ დროს ანდომებენ ჩაცმას, დავარცხნას. ისინი კარგად გამოიყურებიან სმოკინგში. ლომს სქელი ჯიბის ჟინი აქვს.
ქალწული
ქალწული შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მდიდარი ნიშანი. აქვთ კულტურის, სრულყოფის მოთხოვნილება; აქვს ლოგიკური, დედუქციური და სისტემურო აზროვნება. ეს სკეპტიკოსებია, რომლებსაც არ სჯერათ გულწრფელობის და ინტუიციის. ისინი იშვიათად აზვიადებენ, აანალიზებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს ნათლად ხედავენ, ყოველივეს თავიანთ თავზე იღებენ, აკრიტიკებენ, ამარტივებენ, ასუფთავებენ. აქვთ ღრმა მოთხოვნილება სისუფთავის მიმართ. ისინი კატებივით იყოფიან ცნობისმოყვარეობასა და შიშს შორის.
ქალწული კატების და საერთოდ პატარა ცხოველების ნიშანია, ისინი მოუსვენარნი არიან, კარგად ფიქრობენ ვიდრე რამეს გააკეთებენ. ზოგჯერ ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რის გამოც ისინი კარგავენ სპონტანურობას და შესაბამისად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს. ისინი ჭკვიანები, შრომისუნარიანები, საიმედოები არიან და შეუძლიათ ყველფრის გაკეთება, არიან იდეალური საშუალო წარმომადგენლები და მანიაკები, უდიდესი მოაზროვნეები და გენიოსები. არსებობს ქალწულების სამი სხვადასხვა ტიპი:
I. ის ყოველთვის თავშეკავებული, შებოჭილი. ეს ტენდენცია შეიძლება იყოს დიაპაზონში დადებითიდან უარყოფით უკიდურესობამდე: წესრიგის მოთხოვნიდან მანიაკალურ პედანტურობამდე. გროშების მოგროვებიდან დიდ კოლექციონიორებამდე, სისუფთავიდან მეტისმეტ მოწესრიგებულობამდე, ფრთხილი დაგეგმვიდან ხვალისთვის ყველაფრის გადადებამდე.
II. მიდის უკუუკიდურესობამდე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაღარათამდე როგორც პროტესტისა და უთანხმოების ფორმამდე. უყვარს ნებისმიერი სახის ტალახი, აქვთ ძალისა და ძალაუფლების წყურვილი, ეგოისტურობამდე მკაცრები არიან. ამ ტიპს ხშირად ადარებენ მორიელს.
III. შერეულია, პირვველსა და მეორეს შორის მერყეობს. ერთი ხელით იჭერენ და მეორეთი გასცემენ. შუალედური პიროვნებაა. დღეს თხუპნია, ხვალ სისუფთავის ჟინით შეპყრობილი. რესპექტაბელური მოქალაქე მოულოდნელად ხდება გაშმაგებული. ყველა ტიპი აისახება ჩაცმულობაში, აქვთ კლასიკური, უმწიკვლო სტილი, კონსერვატიული, რომელიც ყურადღებას აქცევენ დეტალებს, მაგრამ განსაკუთრებული ფანტაზიის, გაბედულობის ან თავისუფლების გარეშე. ზოგჯერ შეგნებულად ნატიფი, ზეფორმალურია. ეს შეიძლება გადავიდეს ერთფეროვნება¬ში, რომელიც ყოველგვარ კავშირს კარგავს მოდასთან, მათ უყვართ ტანსაცმლის ბოლომდე გაცვეთა, მერყეობენ ახალი ნივთების შეძენისას. "დადებითი"ქალწული ატარებს გულდასმით შერჩეულ და მორგებულ ტანსაცმელს, რომელიც უბრალოების სასიმოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.
სასწორი
ტემპერამენტიანია, მერყეობს ბალანსის, შესაფერისი მომენტის, საჭირო სიტყვის მოძებნისას. არცერთ ნიშანს არ ჰყავს უფრო მეტი მანიაკალურ-დეპრესიული და არც გმირი ადამიანები, არც ერთ ნიშანს უკეთ არ აქვს გამოხატული დროის შეგრძნება. სასწორი ხაზს უსვამს ცოდნის როლს, უყვარს ფაქტების დაგროვება, აფასებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ინფორმაციის დამალვას ბოროტმოქმედებად თვლის. ჰაერივით თავისუფალი ცირკულირება სურთ, სძულთ სიბნელე, ცუდად განათებული ოთახები, სჭირდებათ ირგვლივ ადამიანების ყოფნა, იციან როგორ დაიპყრონ ისინი: შარმით, ალერსით, მლიქვნელობით, სტუმართმოყვარეობით, გულუხვობით, დიდსულოვნებით, ხალისიანი მომსახურებით, სხვა ადამიათა შეხედულებების გაგებით. მამაკა-ცებიც და ქალებიც მთელი ცხოვრების მანძილზე პირფერობენ, საპასუხოდ ქების, სიყვარულის, აღფრთოვანების მოლოდინში. არ შეუძლიათ არ იგრძნონ თავი პოპულარულ, ყველასთვის საყვარელ ადამიანებად, მოტყუებულად გრძნობენ თავს თუ ხედავენ, რომ ისინი არ უყვართ. გარე სამყაროზე დამოკლიდებულება ხელს უშლის მათ ორიგინალობას, ისინი უკეთ მუშაობენ სხვების იდეებზე და აუმჯობესებენ მათ. მდიდარი ზრახვებით, კეთილი ნებით აღსავსენი არიან, არ გამოირჩევიან ნებისყოფით. ტენდენცია პასუხისმგებლობაზე თავის არიდება. ისინი უკეთ დაიძინებენ, ვიდრე იბრძოლებენ. ვერავის და ვერაფერს ეტყვიან უარს. ცდუნებებს შორის არჩევანის გაკეთებისას ირყევა მათი ნება, ამან შეიძლება მათი გულგრილობა, კომპრომისი, არასაკმარისი ვალდებულება, ზოგჯერ რაღაც სიძნელე, საბოლოოდ კი დანაშაულის კომპლექსი გამოიწვიოს. სასწორი ზომისა და ზომიერების ნიშანია, ისინი გაზომვის წინააღმდეგ არ არიან, მაგრამ არ სურთ შუამავლობა, მათი ისტორია შეხედულებათა სიმრავლეა, ისინი ამჯობინებენ იდეის დაკარგვას, მაგრამ იხსნიან სიცოცხლეს. სასწორმა უნდა ისწავლოს გრძნობების გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად და ზეპასიურობის და საძლევად. ქალი-სასწორი ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებს ქმნის, ის ელეგანტურობის მწვერვალზეა. ფრთხილია, რადგან უყვარს მოთაფვლა, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ყურადღებას აქცევს საკუთარი ტანსაცმლის შეკერილობას, მაგრამ ყოველთვის არ არის თავდაჯერებული ფერის შერჩევაში. მამაკაცები ძალიან შეწუხებულები არიან მოდით, ზოგჯერ სნობიზმამდე, ჩაცმაში ხანდახან ქალებს ემგვანებიან.
მორიელი
მორიელი - სიყვარულისა და სიკვდილის ნიშანია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს სხვებზე. წყლის ნიშანი -ქალური, მუდმივი, გააფთრებული, ღამის, მდუმარე, მოხერხებული, ნაყოფიერი. დევიზი: "სიყვარულის სიმღერა ბრძოლის ველზე". მარსის მიერ მართვადი მორიელი ყველაზე ახალი პლანეტის პლუტონის გავლენის ქვეშ იმყოფება. მორიელის წყალი დუნეა, თევზების (ოკეანე), კირჩხიბის (წყარო) წყლისგან განსხვავებით. მორიელს ცუდი რეპუტაცია აქვს, მას მერვე სახლს – სიკვდილის სახლს უკავშირებენ და ავიწყდებათ, რომ მთლიანად სახლი არის სიმდიდრე, მემკვიდრეობა. მუდმივ თუ ცვალებად მორიელს უზარმაზარი წინააღმდეგობა გააჩნია და ფენიქსივით შეუძლია აღსდგეს. მორიელზე ბატონობს მარსის ორი თვისება: ეროტიზმი და აგრესიულობა. ეს ტიპი მთელი ძალით ცხოვრობს წარმატებებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობით, მშრალი და გვალვიანი მარსი მორიელს სიჯიუტეს და სიფიცხეს ანიჭებს, მას მებრძოლის თვისებები აქვს. მორიელის ენერგია საშიშია, ისევე როგორც ვერძისა. მორიელი _ სიყვარულისა და სიკვდილის გაორება, ენერგია, დრამა, ვნება, საიდუმლოება, ინდივიდუალიზმი, ბუნტია. პლუტონი სულის სიღრმის, ეშმაკისეული სახის განსახიერებას ახდენს, მორიელი განისაზღვრება ფარული სიცხოველით და თავს დამაჯერებლად და უცილობლად იმკვიდრებს. ეს ვლინდება ხელშეუხებლობასა და მოუწესრიგე¬ბლობაში, ცხოვრებისეული სწრაფვების შეკავებში, შიდა კონფლიქტებში, და იწვევს ჰაერის უკმარისობას და ნერვოზს (სასტიკი პლუტონი ხსნის არსებობის ღრმა შინაარსს). ძალაუფლების მოყვარული, გააფთრებული, ინსტინქტური ხასიათის მქონე შეუწყნარებელია მაშინაც კი, როდესაც ცეცხლი ინფანტილურობით არის შენიღბული. მორიელი ძლიერი ვნებების მატარებელია, მთვლემარე, მაგრამ არა უსიცოცხლო, ეს ხასიათი არ იცვლება. კმაყოფილია თავისი თავით, მიუხედავად გარეგნული თვისებებისა. მან იცის თუ რა სურს. მისი ბუნების არსი გადაწყვეტილების მიღებაშია, უშრეტია სიცოცხლის წყურვილი. ვერ ეგუება ვერანაირ ძალდატანებას. ანარქიზმამდე დაუმორჩილებელია თუ მას ეწინააღმდეგებიან. ინდივიდუალისტია, არ უწევს ანგარიშს საზოგადოებრივ აზრსა და წეს-ჩვევებს. არაჰარმონიული ცის ქვეშ არის დაბადებული. მისი გადაწყვეტილებები უცვლელია. ცხოვრებისთვის შეიარღებულს აქვს თავდაცვის უნარი. არ ეშინია თავდასხმის, ძლიერი ნებისა და სიმტკიცის წყალობით. დიდია მორიელის გავლენა სხვა ნიშნებზე. ის ერთი შეხედვიდან აღწევს სხვის სულში: თავად უნდობელი, შეუღწევადი და მიუწვდომელია. ის არ ცდილობს ვინმეს მოხიბვლას, მაგრამ აქვს ძლიერი და მომთხოვნი მგრძნობელობა. სურვილების განხორციელება ამოუცნობი გზით ათავისუფლებს, ამაღლებს და ამშვიდებს მას. არ არის მოლაყბე და ექპანსიური, შრომის მოყვარეა და მეტ-ნაკლებად სადო-მაზოხისტი. აგრესია და ეროტიზმი ყველაზე დამღუპველი და ნაყოფიერი ნიშანია. ქალი მორიელი _ შესანიშნავი კულინარია, ფიზიკურად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი, ძლიერი კიდურებით და დიდი შრომისუნარიოანობით. მთლიანობაში აქტიური, ამაყი, თავშეკავებული, მომთხოვნი, ცნობისმოყვარე, მიზეზიანი, ჩაფიქრებულია. მკვლევარები და დამკვირვებლები არიან, შურიანები, ირონიულები და წინააღმდეგობრივი. მათი აღელვება ადვილია. აქვთ სიკეთის უნარი, მიდრეკილება მაგნეტიზმისა და ძლიერი სექსულობისაკენ; რეფორმისტები არიან, ზოგჯერ ნათელმხილეველები, შეუძლიათ მოზომონ თავიანთი ქიმერული გეგმები და კონსტრუქციულად გამოიყენონ თავიანთი ნება. უყვართ ბრძოლა, არასოდეს არ ეცემიან სულით სიძნელეების გადალახვისას. ჰყავთ ბევრი შვილი, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს საბედისწერო ქალის ტიპი.
მშვილდოსანი
შეუძლიათ იყონ ნათელი გონების გაბედული ადამიანები, რომელთაც ხშირად ჰყავთ კარგი აუდიტორია. აგრეთვე შეუძლიათ იყონ მაღალი სულის, დიდი და წარჩინებული, ხან კი უბრალოდ ეგომანიაკები არიან. უმრავლესობა ბევრს და შორს მოგზაურობს, როგორც აზრებში, ასევე სინამდვილეში, ზოგიერთები კი `ბუხართან~ კოლექციონერობით არიან დაკავებული. დასაშვებია ორი უკიდურესობის თანაარსებობა, უმთავრესად არადისონანსურად. ხშირად რეფორმისტები არიან, ნოსტალგია ცხოვრობს მეამბოხე რეფორმატორში, ხოლო ავანტიურისტის ოცნებები _ სანიმუშო მოქალაქეში. მაგრამ ნეგატიურია თუ პოზიტიური, აქტიური თუ პასიური _ ყველას აღელვებს საზოგადოებაში საკუთარი მდგომარეობა, მათ უნდათ შთაბეჭდილების მოხდენა და რომ ეს შთაბეჭდილება ხანგრძლივი იყოს, მათ სურთ კაცობრიობაში წვლილის შეტანა. სწყურიათ დედამიწაზე თავიანთი კვალის დატოვება. ყველაზე მეტად სწადია ადამიან-კენტავრს იყოს სრულყოფილი ადამიანი, ხშირად აღწევს თავისას უფრო ხანდაზმულ ასაკში, ზოგჯერ 60 წლისათვის, როდესაც გრძნობები ადგილისა და ადამიანების გამოცვლას ითხოვენ, როდესაც გამომგონებლის ცნობისმოყვარეობა საშიში ხდება.
ზრდასრული მშვილდოსანი _ მოწიფული დასრულებული ნიშანია, ქალები ხშირად აღწევენ გარკვეულ ზრდას _ ფიზიკურს, სოციალურს, სულიერს. ზოგჯერ ისწრაფვიან გაუტოლდნენ ან აჯობონ კიდევაც მამაკაცებს მშვილდიდან ისრის ტყორცნაში. ცნობილია ქალი მშვილდოსანი, რომელმაც ორივე მკერდის ამპუტაცია გაიკეთა, ტიბეტის მონასტერში მოსახვედრად, რათა დაეწერა სენსაციური სტატია ბერების ცხოვრებაზე. ბევრი ლესბოსელი მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაიბადა. როგორც ამ თვისების გამოხატულება _ ჩაცმულობის გემოვნება ქალებში ვარირებს ტვიდის კოსტიუმებიდან, კარგად შეკერილი სპორული შარვლებიდან და გულდასმით სტილიზებული მოკლე ვარცხნილობებიდან საზეიმო მდიდრულ ჩაცმულობამდე, ლამაზ ბეწვეულობამდე, მაღალ სტილურ ვარცხნილობამდე და ძვირფას სამკაულებამდე. მიუხედავად მიმართულებისა, ისინი არჩევენ ხარისხს.
იგივე ეხება მამაკაცებსაც. სპორტსმენები არიან, უყვართ იმპორტული სვიტრები და შარვლები, კარგად შეკერილი ბრიჯები, მაგრამ შეუძლიათ მიიღონ დიპლომატის ან საპატიო სახელმწიფო მოღვაწის სახეც.
თხის რქა
ბედის, სამყაროს დასაწყისის, ფილოსოფიის, შურისძიების, დროის უმოწყალობის ნიშანია, რომელიც ინსტინქტებს უკავშირდება, ის იყენებს ზომიერებას და თავშეკავებულობას თვითშენარჩუნების შინაგანი სისტემის სახით. მთლიანობაში ის არ ზრუნავს მიმზიდველობაზე, იშვიათად საუბრობს საკუთარ თავზე და თვლის, რომ შარმის გამოყენება არ ეკადრება მის ღირსებას. ისინი არ ახდენენ თავიანთი ღირსებების დემონსტირებას, რის გამოც სუსტ შთაბეჭდილებას ახდენენ ან საერთოდ არ ახდენენ მას. უყვართ სუსტად განათებული ოთახები. ისევე როგორც სხვა ნიშნებში, არჩევენ დაბალ, საშუალო და მაღალ ტიპს, მაგრამ ყოველი მათგანი მიისწრაფვის სულიერ ან ცხოვრებისეულ მწვერვალზე ასვლისკენ. ამის მისაღწევად ყველას არ აქვს სასიცოცხლო ძალის მარაგი გამძლეობა, მოთმენა, მიუხედავად დიდი სიმტკიცისა, რომელიც თხის რქის ძირითად ნიშანს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი კლდე არის, რომელიც წინ ეღობება მძიმე სიტუაციას, ზოგი კი, ქალწულის მსგავსად, მუშა ფუტკარს წააგავს, არ იღლებიან მომენტალური გადაწყვეტილების ძებნაში ან კუროს სიჯიუტით წყვეტენ პრობლემას, სანამ არ იპოვიან სწორ და საბოლოო პასუხს, სანამ ტყვიას ოქროდ არ აქცევენ. შეუძლიათ იყონ ცივსისხლიანი ბიზნესმენები ან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ გარიგების ნიჭი. ისინი მომთმენი, სამართლიანი, მოსიყვარულე, თუმცა მკაცრი მამები არიან, რომლებიც არ ახდენენ თავიანთი სიყვარულის დემონსტრირებას. შარმის და მიმზიდველობის უგულვებელყოფა აისახება თხის რქის ჩაცმულობაში. მამაკაცების და ქალების ძირითადი მოტივებია უბრალოება, ზომიერება, გაწონასწორებულობა, სიდინჯე. ხშირად არ მისდევენ მოდას. ბევრ მათგანს უბრალოდ სძულს ტანსაცმელზე ფულის დახარჯვა. ახალგაზრდობაში ასკეტურები, მერე უცებ ექტრავაგენტურები ხდებიან. ერთადერთი მოტივი, რომელიც აიძულებს მათ ჩაცმულობისთვის თუნდაც მცირე ყურადღების დათმობას, არის ამბიცია. ურჩევნიათ კორექტულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე გამოიწვიონ სხვების ინტერესი.
მერწყული
არჩევენ სუსტ და ძლიერ მერწყულს. საერთოდ ეს ანგელოზის და ეშმაკის ერთობლიობაა. მათ სძულთ თეატრალურობა, არ უყვართ ეფექტის მოხდენა, იმპოზანტურობა, მაგრამ არ არიან შოკირების წინააღმდეგ. სურთ სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ძირითადად საკუთარი თავისთვის. არ უყვართ პირობითობა საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ ოჯახურ საქმეებში ძველმოდურები არიან. არ უნდათ ვინმეს დაემსგავსონ, მაგრამ სურთ, რომ ყველას უყვარდეთ. სურთ იყონ თავისუფალნი მატერიალური სამყაროს სიმძიმისაგან, მაგრამ ისწრაფვიან ძალაუფლების, მდგომარეობის, პრესტიჟისკენ.
ცნობისმოყვარენი არიან, მათ იზიდავს ყოველივე ახალი, სანამ არ მობეზრდებათ, სანამ არ ეზიარებიან ჭეშმარიტებას. იშვიათად ებმებიან რამეში. მათ შეუძლიათ ცხოვრების განჭვრეტა, არიან სულით მდიდარნი. მერწყულში შეიძლება იყოს რაღაც ნატიფი, ნაზი. ისინი მერყეობენ ინსტიქტსა და გონივრულობას შორის. მათთვის შეიძლება თითქმის უცხო იყოს საკუთარი ემოციები.
უმრავლესობა რელიგიულია, მისტიკური, ესმით ბუნების, ვეგეტარიანელები არიან, ყველასადმი კეთილი ზრახვებით აღსავსენი, არ იციან რა არის სიძულვილი. მათი ზრდილობა უბრალოებაშია, ზოგიერთნი მიმდობნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტად. არ არიან შორს მჭვრეტელნი, ცოტათი გულუბრყვილონი არიან. აკლიათ მონანიების, ბრალეულობის გრძნობა, ზოგიერთნი კი პირიქით ბოჭავენ თავიანთ მგრძნობიარობას, მალავენ გრძნობებს. ყურადღებას მომავალზე ამახვილებენ, აღწევენ უმაღლეს მიზნებს. მათ სხვაზე მაღლა სურთ ყოფნა, არ მოსწონთ, როცა უთითებენ თუ რა აკეთონ, შეუძლიათ გახდნენ ეჭვიანი, არაკეთილმოსურნე, უგულისყურო, უყურადღებო და წამოაყენონ ლოზუნგი: "აკეთეთ, როგორც ვამბობ და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ".
ჩაცმის გემოვნება ნაირფეროვანი აქვთ, წინააღმდეგობრივი, ქალები არჩევენ ორიგინალურობას. ზოგიერთ მათგანს შეუძლია მაცდუნებელი ეფექტის შექმნა, ძვირფასეულობისა და სამკაულების არქონისას ფერების გემოვნებით შერჩევის გზით. ზოგიერთების ორიგინალურობა ექტრავაგანტურობამდე და ექსცენტრულობამდე მიდის, ისინი შოკისმომგვრელ და სკანდალურ, რაღაც იშვიათს, უნიკალურს ეძებენ, არიან ულტრამოდურებიც.
თევზები
ეს ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. თევზებს ჩვეულებრივ კარგად ესმით ყველასი და ყოველის, საკუთარი თავის გარდა. მთელი ცხოვრება შეუძლია ბრმად ეძებოს საკუთარი მე და არ იცოდეს, როგორ აღიქვას ის. თევზებს მართავს ცხოვრების ფარული მხარე. ძნელია რაიმეთი მათი შებოჭვა, მათთვის ყოველ მომენტს თავისი ჭეშმარიტება ახლავს, ისინი მჟონავი აირივით არიან. თევზები დაღლილები იბადებიან, მათ არ გააჩნიათ ენერგია დაბრკოლებების გადასალახავად, წვრილმანი საზრუნავის მოსაგვარებლად, ყოველდღიური ძალისხმევისთვის. მათი ცხოვრება წააგავს სახლს ფანჯრის მინების გარეშე, ასეთ სახლში ნებისმიერი ქარი დაუბერავს.
ნებისმიერი ტკივილი, სიცხე, სიცივე – ყველაფერი მოქმედებს მათზე და მაშინათვე ვლინდება, ამ სახლის ღარიბი მობინადრე კიდევ უფრო ღარიბი და დაღლილი ხდება. სხვანი პირიქით ნერვიული, დიდი ენერგეტიკის მატარებელნი არიან, რომელსაც შეუძლია მათი შეკავება ფხიზელ მდგომარეობაში დღეების, კვირების განმავლობაში. ამ დროს, იწყებენ რა უამრავ დაუმთავრებელ საქმეს, პროექტებს, გეგმებს, მათ უმრავლესობას ძალა ეცლება, ხვალისთვის გადადებენ ამ საქმეებს და ა.შ. თევზების ძლიერი ტიპი მართავს საკუთარ თავს, მაგრამ უფრო რწმენით, შეთანხმებები, ვიდრე ძალით.
თევზები – სამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ.
თევზებს ყველა და ყოველი აინტერესებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად, მათთვის არ არის არაფერი ნამდვილად ღირებული, მაგრამ არ არსებობს პოტენციურად შინაგანად უფრო მდიდარი ადამიანი, ვიდრე განვითარებული თევზები. მაგრამ ასეთები იშვიათია, ვინაიდან საკუთარ თავზე მუშაობისთვის საჭიროა კონცენტრირება, ძალისხმევა და ნებისყოფა. თევზები სადღაც შუაგზაზე არიან ნულსა და უსასრულობას შორის. ისინი მერყეობენ ცუდსა და დიადს შორის, მონასტერსა და ციხეს შორის, გულუბრყვილო თანხმობიდან – მაზოხისტურ განადგურებამდე, ადამიანური უბედურებისადმი თანაგრძნობიდან – საკუთარი თავის სიცოდვილში ფართხალამდე.
თევზები – საკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.
შესაძლოა ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას. ისინი ეკვრიან თავიანთ ტანჯვებს, რომელსაც თვლიან რეალობად. ჩვეულებრივ მათი რეალობა იმარჯვებს და ითრევს დამხმარეს გაწბილების უდაბნოში. აი რატომ არიან თევზებს შორის ეგზომ ბევრი ფატალისტი ქალები. მისტიკა და ფანტაზია ჭარბობს მათში ტანსაცმლის შერჩევის დროს, ისინი ნაკლებად ზრუნავენ მოდის მოთხოვნებზე, ჩაცმულობაშიც კი შეუძლიათ გამოიჩინონ დაუდევრობა.
ქალისთვის უფრო ადვილია იყოს თევზები, ვიდრე მაკაცისთვის, იმიტომ, რომ მოთენთილ მეოცნებე, გაუბედავ ქალს საზოგადოება მომხიბვლელად მიიჩნევს და არ უწონებს ამ თვისებებს მამაკაცს.
Комментариев нет:
Отправить комментарий