იქ სადაც ჯოჯოხეთია
ჩვენ ვართ ამ ქვეყნად, რათა გავიაროთ ამ ქვეყნიური სირთულეები, გადავლახოთ , პრობლემები, ვებრძოლოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, დავამარცხოთ შავი,განვავითაროდ რწმენა, განვიცადოთ განსაცდელი, დაიპყროთ სიმაღლეები და ა.შ.. ამით უნდა გამოვიმუშაოთ გამძლეობა, ნებისყოფა, მიზანდასახულობა, შეუპოვრობა, მოქნილობა , უნდა განვავითაროდ ასევე მანევრირება...
რომ დაუკვირდეთ ყველაფერმა შეიძლება მოგვიტანოს პრობლემა,ტანჯვა, უსიამოვნებები- ფულმა, ასევე უფულობამ, სამსახურმა, ასევე უმუშევრობამ. შვილმა და უშვილობამ, სახლმა და ასევე უსახლკარობამ, სიყვარულმაც კი.ეს უკანასკნელი ნამდვილი ეშმაკის მანქანაა.საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იკლავს თავს სიყვარულისთვის და ყველაზე ცოტაა სიყვარულით ბედნიერი.
ყველაფერმა შეიძლება შექმნას პრობლემა . ყველა გადის სირთულეებს, ყველას ააქვს თავისი წილი პრობლემები. ზოგი ადვილად ლახავს ამ ბარიერებს, ზოგი კი იჩეხება ამ ცხოვრებისეულ მახეებში.
ადამიანი ხშირად პრობლემის გადაჭრის გზად სუიციდს ირჩევს. ესე გაურბის ადამიანის სული, ქვეცნობიერის ინსტიქტი ჯოჯოხეთს, წვალებას, ტანჯვას, ამ ქვეყნიურ ქაოსს. ეს სულის ინსტიქტია. კი ჩვენთვის ეს ყოვლად გაუმართლებელია და ადამიანმა თავის თავს ესეთი მეთოდით არ შეიძლება განაჩენი გამოუტანოს. მას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ, როცა სული ტანჯვას ვერ უძლებს შემდეგ უკვე მოდის ქვეცნობიერის აზრი და ხდება მისი აღსრულება. ძაღლს რომ შეაშინებენ, ან რომ სცემენ, გარბის თავის ბუნაგში, ან ბავშვს რომ ვინმე გაუბრაზდება, გარბის დედასთან, იქ, სადაც დაცულია უსიამოვნებებისგან.
სუსტი სული გარბის იქ, სადაც მიეჩვია იმქვეყნიურ ფუფუნებას, სადაც არც ტკივილია, არც პრობლემა, არც ბარიერები, იქ სადაც არის მუდმივი სასუფეველი.
თავის მოკვლა შეიძლება შევადაროთ გამოცდიდან ”გაპარვას” . მაგრამ ამ გამოცდის ჩაბარება მაინც მოუწევს შემდგომ რეინკარნაციაში (თუ მოუწია) სულის განვითარებისთვის.
ცხოვრება დიდი გამოცდაა, არ შეიძლება დროზე ადრე დატოვო ეს წუთისოფელი. ის ვინც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მისი სული ვერ გადის იმ განზომილებაში, სადაც უნდა იყოს და რჩება აქ, მესამე განზომილებაში, სანამ არ მოვა დრო მისი იქ გასვლისა. ანუ, თუ ადამიანს უნდა ეცხოვრა 85 წელი და მან თავი მოიკლა 27 წლისამ ,მაშინ მოუწევს აქ ყოფნა კიდევ 58 წელიწადს.
ამოტომ, ჩვენი ვალია განვვითარდეთ და განვავითაროთ სული, სანამ ამას ფიზიკური სხეული გაუძლებს.
თუ დაიბადე, მაშინ იცხოვრე კიდეც, თუ ცხოვრობ და გინდა რამეს მიაღწიო მაშინ უნდა იბრძოლე კიდეც.
ეს ცხოვრება ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში ვეძებთ სამოთხეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий