პირველი ბავშვის სქესი საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ მთვარის ანდა, ასცენდენტის მდებარეობა მშობლის ჰოროსკოპში.
რექტიფიკაციის მეთოდი Het Moncter -პირველი ბავშვის სქესი საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ მთვარის ანდა, ასცენდენტის მდებარეობა მშობლის ჰოროსკოპში.
ვერძი- 1;… 14; 24; სასწორი- 1; 12; 26
კურო- 9; 22; 26; მორიელი- 9; 22; 26;
ტყუპები- 4. 17; 24; მშვილდოსანი- 4 ; 13; 25;
კირჩხიბი- 10; 13; 26; თხის რქა- 1; 13; 26;
ლომი- 9; 22; 26; მერწყული- 9; 22; 26;
ქალწული- 4; 18; 25; თევზები- 5; 18; 26;
თუ ასცენდენტი, მთვარე, ზოგჯერ მზე, მოხვდება ასეთ გრადუსში ანდა, მდებარეობს ახლოს 1-2 გრადუსით მასთან, მაშინ პირველი ბავში დაიბადება ბიჭი, ხოლო, თუ კრიტიკული გრადუსიდან შორს, გოგონა.
ანუ, თუ ჩვენ ვიცით მთვარის ზუსტი მდებარეობა ჰოროსკოპში, შეგვიძლია განვსაზღვროთ პირველი ბავშვის სქესი; ხოლო, თუ ვიცით ბავსვის სქესი, მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ მთვარის კორექტირება ჰოროსკოპში.
მაგალითად, თუ პიროვნება ამბობს , რომ მას პირველი შვილი ჰყავს ბიჭი, და ჩვენ მთვარე გვაქვს შორს კრიტიკული გრადუსიდან მის ჰოროსკოპში, ამ შემთხვევაში საჭიროა მთვარე გადავწიოთ უახლოესი კრიტიკული გრადუსის ადგილას.
მთვარის გრადუსის მიხედვით შესაძლოა საკმაოდ ზუსტად განვსაზღვროთ დაბადების დრო, რის შემდეგაც რექტიფიკაციისათვის ვიხმაროთ სხვა მეთოდები.
ბონათის მეთოდი
ვითვალისწინებთ მზის მდებარეობას ჰოროსკოპში. საჭიროა რუკა, გამოთვლილი ასპექტებით.
1. თუ მზე არ არის დაზიანებული სატურნით, ურანით და მარსით, ანდა, საერთოდ არა აქვს დაძაბული ასპექტები, ასცენდენტი, დესცენდენტი, MC, ანდა IC გვევლინება საშუალო წერტილად მზესა და რომელიმე პლანეტას შორის.
2. თუ მზე დაზიანებულია, მაშინ, ნებისმიერი პლანეტა უნა იყოს შეერთებული რომელიმე კუთხის სახლის კუსპიდთან.
ეს მეთოდი გამოიყენება სხვა მეთოდების ერთობლიობაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий