ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



вторник, 7 февраля 2012 г.

ლილიტი (შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა, სატანის მე-9 მოციქული)

უძველეს ასტროლოგიაში “ლილიტს” უწოდებდნენ “ასტრალურ პლანეტას”, რომლის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი 126 წელიწადს მოიცავდა. სწორედ ამ პლანეტას მიაწერდნენ ტყუილს, ცდუნებას და სხვა ბოროტ გავლენას. ახლა ასტროლოგიაში ცნება “შავი მთვარე” აღნიშნავს მთვარის ორბიტის აპოგეას, რომლის ბრუნვის სრული ციკლი (მთვარის ორბიტის გარშემო) დაახლოებით 9 წელს შეადგენს.
თუმცა, შავ მთვარეს აქვს სხვა სახელიც - ლილიტი.
ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო.
უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული.
ასეა თუ ისე, თევზების ეპოქაში ლილიტი აშკარად “რეპრესირებული” იქნა.
შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა.
ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა - ისე, როგორც ადამი და ევა.
ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.
გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ - დღემოკლე.
ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.
კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს.
ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი - წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.
იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების - ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ.
იუდაიზმში ლილიტი ბავშვების მოძულე და მათი მტერია. იუდეურ კაბალაში (ზოჰარის წიგნი) ლილიტი სამოელის ცოლი და დემონების დედააა.
ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა.
ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად.
ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა.
ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში - “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც - ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით...
ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება.
სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა.
ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ისაიას წიგნია.
მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი - ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.
”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” - შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.
“მერე რა მეშველება?” - არ თმობდა ადამი.
მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.
გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-სირის ანბანში”:
“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, - თქვა ლილიტმა.
- არც მე, - მიუგო ადამმა, - მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.
- ჩვენ თანასწორი ვართ, - შეედავა ლილიტი, - არ დაგემორჩილები!
- შენ არავინ არა ხარ! - გაბრაზდა ადამი, - ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”
ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.
უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო:
ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას...

Комментариев нет:

Отправить комментарий