ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი). მისთვის ქალის ცნება უმნიშვნელოვანესია. სასიყვარულო თავგადასავალი ინტრიგით უნდა იყოს სავსე, მას რომ კმაყოფილება მიანიჭოს. საგულდაგულოდ ორგანიზებული საიდუმლო პაემნები - მისი სტილია. მას უფრო ახარებს მოპოვების პროცესი, ვიდრე მოპოვებული ადამიანი. სიამოვნებით იღებს თავის თავზე ფსიქოთერაპევტის როლს. უყვარს "სერიოზული" საუბრები, სიტყვიერი ეროტიზმი, პარტნიორის დაყოლიება, დარწმუნება და შეგნებული აღგზნება. კარგად გრძნობს თავს ქალებთან, რომელთაც ეჭვი ეპარებათ თავიანთ სექსუალურ ღირებულებასა და შესაძლებლობებში. სწორედ ამ ეჭვების გაქარწყლება ძლიერად აღაგზნებს ვერძს. შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა. მისთვის უცხოა ღრმა ემოციურობა და გატაცება.
კურო (19 აპრილი - 20 მაისი). საკუთარი მამაკაცური ღირსების ურყევი რწმენა აქვს. არ სჭირდება მამაკაცობის მტკიცება. იშვიათად თუ შეუყვარდება ვინმე და ამ შემთხვევაში, ემოციების მაქსიმუმს აღწევს. ძალიან მგრძნობიაერეა. ქალში, პირველ რიგში, ადამიანობას აფასებს. მასთან ქალები თავს ლამაზებად, სექსუალურებად და დაცულებად გრძნობენ. უყვარს სრული პიროვნული თავისუფლება, არ ემორჩილება საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არაფერს აკეთებს ძალდატანებით. ინტერესების ფართო სფერო აქვს, მხიარული და გონებამახვილია. არასოდეს დაამყარებს ქალთან ურთიერთობას მდაბალი, მისთვის ღირსების შემლახავი განზრახვით.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი). კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ნაკლები გავლენა აქვს მის სექსუალურობაზე. ის გამოუსწორებელი რომანტიკოსია. როგორც წესი, ვნებათაღელვას არ განიცდის. სასიყვარულო კონტაქტის ნებისმიერი ფაზა აკმაყოფილებს, რის შემდეგაც სწრაფად და ღრმად იძინებს. სექსუალური თავაწყვეტილობა მისთვის უცხოა. ცოლისთვის ღალატი მისი საყვარელი საქმე არ არის. მზრუნველი, შრომისმოყვარე და საიმედო ქმარია. ის კარგი მეოჯახე და სტუმართმოყვარეა. მეგობრული ხასიათი აქვს.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი). იცის საკუთარი თავის ფასი. დომინირების დაუოკებელი სურვილი და პატივმოყვარეობა ცხოვრებისეული მწვერვალების დაპყრობისაკენ უბიძგებს. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა მისთვის სექსის სფეროშიც ვრცელდება. არ ახასიათებს ემოციური აღმაფრენა. შეუძია პარტნიორში გამოიწვიოს უძლურობის განცდა, რადგან ქალი გამუდმებით ცდილობს მის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. კირჩხიბის ღირებულებათა იერარქიაში ქალი მეტად დაბალ საფეხურზე დგას. არც ერთგულების მცნებას ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. მისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, მოვლილ ქალებთან კონტაქტი, მაგრამ კონტაქტი მაშინვე წყდება, როცა ქალი მას თავს მოაბეზრებს.
ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო). იგი მარადიული პლებეის ტიპია. ახალგაზრდობაში ინტენსიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, რომლის ძირითადი მიზანია საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდეს. დიდ ყურადღებას აქცევს კონტაქტების სიხშირეს, ორგაზმების საერთო რაოდენობას და ა.შ. სექსში ტექნიკურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან არ ახასიათებს რღმა ემოციური განცდები. ავადმყოფურად ეჭვიანია, რადგან არ არის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ყველა მამაკაცისათვის ცნობილი უმნიშვნელო წარუმატებლობები მას ძალიან აწუხებს, პანიკური შიში ეუფლება და ამგვარმა მდგომარეობამ შეიძლება შუახნის ლომი სექსუალური კონტაქტის ნაადრევ შეწყვეტამდე მიიყვანოს.
ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი). მისი სექსუალური ინდივიდუალობის განვითარება გვიან იწყება. ხანდახან ისეც ხდება, რომ მეუღლე მისთვის პირველი პარტნიორია. პარტნიორს აღმერთებს და ეთაყვანება, ხშირად ზედმეტად აფასებს კიდეც მის ღირსებებს გამოუცდელობის გამო. ის ერთგული მეუღლე და მამაა. დამთმობი და მოყვარული ხასიათი აქვს. მშვიდი, დელიკატური, ენთუზიაზმით აღსავსე არაპრაქტიკული ქალწული გვიან ღალატობს ცოლს. ამ მომენტიდან რწმუნდება, რომ მისი ახალგაზრდული იდეალზმი თავის მოტყუება იყო და იწყებს ინტენსიურ და აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას. მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მისი დაუოკებელი ტემპერამენტი ვერ გათავისუფლდეს პირობითობისა და შებოჭილობის ტყვეობისაგან.
სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი). არც ერთ სხვა მამაკაცს არა აქვს სექსის მიმართ ისეთი მოთხოვნილება, როგორც სასწორს. მას არასოდეს წამოეჭრება ე.წ. მამაკაცური პრობლემები. მისი პოტენციური შესაძლებლობები ძალიან დიდია. ქალი მისთვის მხოლოდ სექსის ობიექტია. მას არ შეუძია პარტნიორის ინდივიდულალობის გაგება და მოწონება. ასეთ დამოკიდებულებას კი ქალების უმრავლესობა ვერ ეგუება. სასწორი დარწმუნებულია, რომ იმსახურებს იმას, რასაც მოითხოვს და რაც ერგება ცხოვრებაში. თუ ცხოვრება არ შეესაბამება მის სურვილებს, დეპრესიაში ვარდება. სასწორი საწოლში პრიმიტიულია, მაგრამ მისი რაოდენობრივი სექსუალური მონაცემები ხელსაყრელ პირობებში პირდაპირ განსაცვიფრებელია.
მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი). მძლავრი სექსუალური ტემპერამენტის მამაკაცია, მაგრამ თავისი უპირატესობის მტკიცებას არ ცდილობს. მას იმპოტენციის კი არ ეშინია, არამედ ქალის დომინირებისა და მისი უპირატესობისა. ამიტომ ის გულდასმით სწავლობს არა თვითონ სექსს, არამედ ქალის ფსიქიკას, მის სუსტ და ნაკლოვან მხარეებს. მას შეუძია იყოს ცივი და დახვეწილი ტაქტიკოსი, მოთამაშე, შესანიშნავი მსახიობი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში სრულიად სხვადასხვა როლს ჰკიდებს ხელს. მისი აზრით, ქალებს უნდა უფრთხილდე და მათი გავლენის ქვეშ კი არ უნდა მოექცე, არამედ ისინი დაუმორჩოლო საკუთარ გავლენას. როდესაც ამას აღწევს, ის კარგავს ინტერესს პარტნიორის მიმართ და ახალ სამიზნეს არჩევს.
მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი). ძალიან მგრძნობიარეა ხორციელი შეგრძნებების მიმართ. უყვარს გემრიელი კერძები, კარგი სასმელი, მუსიკა, ხელოვნება, მზე, ბუნება და საზოგადოება. განსაკუთრებით კი ქალები უყვარს. შესანიშნავი საყვარელია და მეუღლის ყველაზე ცუდი ვარიანტი, მომხიბლავი მეგობარია, გულწრფელი და პირდაპირი, მაგრამ ემოციურად ზერელე. ქალები მთლიანად იპყრობენ მას თავიანთი სილამაზით. მის მიერ ქალის მიმართ წარმოთქმული სიტყვები შეიძლება ჟღერდეს როგორც პირფერობა და ქათინაური, მაგრამ ისინი გულწრფელად არის ნათქვამი. იგი ისწრაფის ფიზიკური კონტაქტისაკენ, მაგრამ თუ სიძნელეს წააწყდება, უფრო აგრესიული ხდება.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი). ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცებისათვის ცხოვრება სიხარულისა და ბედნიერების უშრეტი წყაროა. მისი რწმენით ცხოვრების ფუჭი ფლანგვა ბოროტმოქმედებაა. სიცოცხლე მისთვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს, ხოლო სექსი ყველაზე ჩინებულ მისტერიას, რომელსაც იგი აღმერთებს. მისთვის სექსი ემოციური და ფსიქიკური განცდაა, რომელშიც მონაწილეობს არა მხოლოდ სხეული. რასაკვირველია, იგი აფასებს ფიზიკურ სიამოვნებებს, მაგრამ მუდამ მეტს ელის. სრულ დაკმაყოფილებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც მთლიანად ჩაეფლობა განცდებში და შეგრძნებებში. თხის რქა მამაკაცთაგან შეიძლება ყველაზე უბედურიც და ყველაზე ბედნიერიც იყოს. იშვიათად არის კარგი მეგობარი. ირგვლივმყოფებმა ცოტა იციან მის შესახებ მისი გულჩათხრობილობის გამო. თხის რქა ეს არის ყველაზე უნივერსალური ნიშანი რომელიც სექსში ქველა ნიშანს ეწყობა.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი). შედარებით სუსტი ტემპერამენტი აქვს. ქალებს ნაკლებად ღირებულ არსებებად მიიჩნევს, მაგრამ სასწორისა და ღრიანკალისსაგან განსხვავებით, მათ არ ემტერება. იგი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ქალის ესთეტიურ სილამაზესა და მის სექსუალურ ღირებულებას აიგივებს, ვინაიდან ვერ ახდენს ამ ორი ცნების დიფერენციაციას. მისი აზრით, სექსი ახალგაზრდული შეცდომაა, რომლის გადალახვის შემდეგ მამაკაცმა სერიოზულ საქმეებს უნდა მოჰკიდოს ხელი: იშოვოს ფული, მოეკიდოს ოჯახს, გააჩინოს შვილები და ა.შ. არ არის გასაკვირი, რომ მას ხშირად აბეზარი და დაუკმაყოფილებელი ცოლი ჰყავს. მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ სექსის სფეროში მისი მიღწევები სხვა მამაკაცებთან შედარებით არც თუ ისე დიდია.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი). ეს ადამიანი თვის თავშია ჩაღრმავებული და მხოლოდ თვითრეალიზაციაზე ზრუნავს. ეწევა მდიდარ სექსუალურ ცხოვრებას და პარტნიორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ანიჭებს, მაგრამ არ აძლევს მათ საშუალებას შეიცნონ მისი შინაგანი სამყარო. იგი სითბოთი და ეროტიულობით სავსე აღწერს პარტნიორის სილამაზეს და მშვენიერებას. როცა ქალები მას იგონებენ, თავის წარმოდგენაში ქმნიან მისი ინდივიდულობის სრულიად მცდარ სახეს. არ არსებობს ქალი, რომელიც შეაღწევს მის შინაგან სამყაროში და შეიცნობს მის ნამდვილ სახეს. ყოველ ქალს სიცოცხლის ბოლო დღემდე ემახსოვრება მასთან გატარებული წუთები, მაშინ როდესაც თევზი ყოველ მათგანს სწრაფად დაივიწყებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий