ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



вторник, 24 января 2012 г.

სატურნი და მისი როლი ზოდიაქოს ნიშნებში

ადამიანი ცხოვრების პირველ ნაწილს ატარებს სატურნიალური კარმული ვალების დასდაბრუნებლად. თუ მან სწორედ იცხოვრა 27-28 წლამდე 29-30 წლამდე უკვე საკმაოდ იცვლება მისი ცხოვრება . მერე იწყება სხვა ციკლი სატურნის და იღებს ახალ ვალებს , ამ ვალების გასტუმრება ძველად ადამიანს უხდებოდა შემდეგ ცხოვრებაში , დღეს კი ეს დრო ისეა აჩქარებული რომ ამ ცხოვრებაშივე იჩეხება სატურნიალურ ბარიერებში,
სატურნი მართავს დროს… და ასტროლოგია ესაა დროის მეცნიერება .
ადამიანი იმას თუ როგორ გაივლის სატურნისეულ გამოცდებს , ეს გამოჩნდება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ + - 2 წელი . ანუ 14, 21,28.35 და ა.შ.
იყო დრო ძველ რომში როდესაც რომაელები ეთაყვანებოდნენ სატურნს რომელიც იმ დროს მართავდა - დროს ტარებას , ქეიფს, სმას , ოღრაშობას და აღვირახსნილობას.
ხოლო როცა მოხდა მზის სისტემის შეცვლა , სატურნმა დაიკავა მცველის და მესაზღვრის ფუნქცია ცის კაბადონზე და იცვალა სტატუსი. გახდა შემბოჭველი , აქცევს ჩარჩოებში ყველაფერს , უწესებს ლიმიტს მავნე ჩვევებს და გახდა მკაცრი ცხოვრებისეული მასწავლებელი .
სადაცაა სატურნი ადამიანის ჰოროსკოპში , იქ არის გამოცდები, სირთულეები , ბარიერები ,შეზღუდვები . ესაა ადამიანის ზრდის , განვითარების წერტილი.
ის მიზნები რომელსაც ადამიანი აღწევს ადვილად , ერთი ხელისმოსმით ესაა ცრუ მიზნები.
ხოლო მიზნები რომელიც საჭიროებს ძალისხმევას , სირთულეების გადალახვას , ეს არის უკვე ის სატურნიალური ბარიერი რომელიც უნდა გადალახო და განვითარდე .
თუ სატურნი არის ჰარმონიული მაშინ ეს არის დიდი მადლი და საჩუქარი განგებისგან. ადამიანს სჭირდება ნაკლები ძალისხმევა , უფრო ადვილად გამოსდის სულის განვითარება აქვს , პასუხუსმგებლობის გრძნობა, შეუძლია კონცენტრაცია სამიზნე საკითხებზე .
თუ დაზიანებულია , მწვავედ ავლენს თავის თვისებებს , ადამიანი იმყოფება ერთგვარ წნეხში, სირთულეებში რომლებიც უნდა გაიაროს . აქ შეიძლება ადამიანის ბედიღბალში იყოს სირთულეები და უბედური შემთხვევებიც, ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა სახის სირთულეები . ამიტომ სატურნი ითხოვს რომ მუდმივად იმუშაო იმ სფეროში სადაც გყავთ სატურნი .საჭიროა სისტემური მუშაობა.
ოღონდ სატურნი აუცილებლად დაგაჯილდოვებს.

სიმკაცრე
კონკრეტულობა 

მეთოდურობა
დისციპლინა
მუდმივობა.                           

დრო
გრავიტაცია
ფორმა
სიმკაცრე
სიცივე
ერთგულება
აუცილებლობა
პასუხისმგებლობა
სირთულეები
შეზღუდვები
ფუნქცია
შეკავებულობა
შეზღუდვა
დამუხრუჭება
შენახვა
გამოცდა
გაყინვა
სტრეილიზაცია
გაფორმება
პარსვა
ნელნელა ამაღლება
ესაა სატურნიალური როცა ნელნელა სირთულეები და გაჭირვებით მიდის
მაგრამ შედეგს აღწევს და მწვერვალზე ადის
ესაა პაპა , მამა , დედა , დედინაცვალი, უფროსი, ციხისუფროსი, მოსამართლე,ალპინისტი.
კონსერვატორი , სახელმწიფო პირი ,
ბიუროკრატი, მესაზღვრე,შახტიორი, ყველა ის საქმე რომელიც დიდი შრომას მოითხოვს ესაა სატურნიალური სამსახური.
კასკადიორი , 100 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი .
ტექნოლოგი, ლაფშატნური დიზაინი ესეც სატურნიალურია .
კარიერისტი. სადაცაა სატურნი ესაა მიზნის წერტილი.



სატურნივერძში: ამ დროს ადამიანს უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ლიდერის თვისებების გამოვლენა. თუმცა თუ შეძლო საკუთარ თავში დიპლომატიისა და ტაქტის გრძნობის "მოძებნა" და ამასთან წინდახედული და დაფიქრებული იქნება, მაშინ სერიოზულ წარმატებებს მიაღწევს. ის სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, თუმცა უჭირს რაიმე სახის სტრუქტურებში მუშაობა.

სატურნიკუროში: მას უჭირს სტაბილურობის შენარჩუნება და ხშირად სასურველ მომენტში აგვიანებს. ზომაზე მეტად მესაკუთრეა და ამის გამო გარკვეული პრობლემები უჩნდება. აქვს მატერიალური ქონების დაკარგვის შიში. სასურველია მოთმინება და ორგანიზებული შრომა ისწავლოს და ამასთან ზედმეტად კონსერვატორი ნუ იქნება.

სატურნიტყუპებში: აქვს თავისუფლების დაკარგვის შიში და გარკვეული პრობლემები უჩნდება ურთიერთობებში. სიძნელეები უჩნებდა ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემაში. უნდა ისწავლოს ჭეშმარიტი და ყალბი ინფორმაციების ერთმანეთისგან გარჩევა. შეუძლია ერთდროულად ორ ან მეტ პროფესიაში ისაქმიანოს. უნდა ისწავლოს მოსმენა

სატურნიკირჩხიბში: მას ხშირად უჭირს საკუთარი ოჯახის შექმნა ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მგრძნობიარეა და ფაქიზი დამოკიდებულება აქვს, რაც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, მის წარმოშობასთან, მშობლებთან. უნდა გააკონტროლოს საკუთარი გრძნობები და მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს.

სატურნილომში: მას ძალიან უნდა გარშემომყოფებმა `შეამჩნიონ~, ქვეცნობიერად ითხოვს ყურადღებას. მისი შემოქმედებითი ენერგია ძნელად ვლინდება. ისწრფვის, რომ მიაღწიოს აღიარებას. ვერ იტანს რუტინს და ერთფეროვნებას. უნდა ისწავლოს. უნდა იყოს ღირსეულია და მოერიდოს მეწვრილამენობას და ამპარტავნებას.

სატურნიქალწულში: ქვეცნობიერად ერიდება ცხოვრებისეულ გამოცდებს, აქვს "უსარგებლობის" ან ავადმყოფობის შიში. ხშირად ხდება პედანტური და კრიტიკული. თუ ვინმეს რაიმეს დაპირდა, მაშინ ყველანაირად ცდილობს, მის შესრულებას. უნდა ისწავლოს ეკონომია და ხშირად მიმართოს იუმორს.

სატურნისასწორში: ეს არ არის ცუდი განლაგება, თუმცა არც თუ იშვიათად პრობლემები ჩნდება პარტნიორულ ურთიერთობებში. ადამიანის უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ჰარმონიის მოპოვება. ამ ადამიანმა კამათის დროს ოპონენტების შეურაცხყოფისგან თავი უნდა შეიკავოს. უნდა ისწავლოს პარტნიორობაში პასუხისმგებლობის აღება.

სატურნიმორიელში: ამ ადამიანს არ უყვარს საკუთარი გეგმების შეცვლა და ეს აღიზიანებს. შინაგანად სექსუალური და ვნებიანია, თუმცა გარეგნულად ეს არ ჩანს. მან უნდა გააკონტროლოს საკუთარი ემოციები და ვნებები, წინააღმდეგ შემთხვევში უსიამოვნებებში აღმოჩნდება. მან უნდა ისწავლოს წყენის დავიწყება და ყოველდღიურ ურთიერთობებში ნაკლებად მოღუშული უნდა იყოს.

სატურნიმშვილდოსანში: მას საკუთარი რეპუტაცია ძალიან ადარდებს და ქვეცნობიერად ეშინია წარუმატებლობის. სასურველია, რომ წინასწარი დაპირებების გარეშე შეასრულოს ის, რასაც ფიქრობს. უნდა ისწავლოს მოთმინება და გამოიმუშავოს ტაქტის გრძნობა, ასევე უნდა იყოს კანონმორჩილი და თავი დაანებოს საკუთარი კანონების შექმნას.

სატურნითხის რქაში: სასიკეთო განლაგებაა. ამ დროს ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, დისციპლინირებული და ორგანიზებულია, თუმცა ცოტა ასკეტურია. ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალებისთვის თავის გართმევას. სასურველია მეტად კომუნიკაბელური იყოს.

სატურნიმერწყულში: ვერ იტანს თავისუფლების შეზღუდვას და ცდილობს საზოგადოებაში ყოფნას და შეუძლია კიდეც ადამიანები ერთი იდეის გარშემო გააერთიანოს. მიდრეკილია ორიგინალობისადმი. უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ნაკლებად ეგოცენტრული უნდა იყოს.

სატურნითევზებში: ქვეცნობიერად ეშინია ქაოსის, ილუზიის, ამიტომ სასურველია მეტად პრაქტიკული და რეალისტი იყოს. უნდა გახდეს მეტად კონკრეტული და ორგანიზებული. ნუ დაელოდება დროს, რადგან ეს წამგებიანია მისთვის. არ არის სასურველი ადამიანებს ბრმად ენდოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий