პარალელური სამყაროები
ყოველდღიურობის უამრავ საზრუნავში ჩაფლული ადამიანები ვეღარ ასწრებენ ფიქრს პარალელურ სამყაროებზე. მთელი დრო იმას ხმარდება,რასაც განადგურება უწერია, .მაგრამ სიცოცხლის წყურვილს სიცოცხლე ვერ აკმაყოფილებს და ხსნას ისევ ნატიფი ენერგიების სამყაროებში პოულობენ,რომელშიც სულს თავისუფლად მოგზაურობა შეუძლია. რაც უფრო ვითარდება მეციერება,მით მეტი ინფორმაცია ჩნდება ანტიმატერიალური სამყაროების ,სამყაროს ერთიანობის,ერთიანი კანონით მისი მართვის,მატერიისა და ანტიმატერიის,როგორც ერთი ენერგიის სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ. უსასრულობის ამ გიგანტურ ლაბორატორიაში ადამიანებიც მონაწოლეობენ,როგორც კოსმიური მოგზაურნი,როგორც მოფარფატე მტვერი ვარსკვლავებისა,თავის განუმეორებელ როლს რომ ასრულებს სამყაროთა გრიგალში.
ცოდნა პარალელური სამყაროების შესახებ ძირითადად ეზოთერულ ლიტერატურაშია შემონახული. ის თავიდან იკრძალებოდა და ზეპირად გადაეცემოდა განდობილებს. მეტაფიზიკური სამყარო ხომ ენერგიების სამყაროა,ენერგიის გამოყენება კი მრავალი მიმართულებით შეიძლება. ესაა საიდუმლო სწავლება ხილულ და უხილავ კოსმოსზე,მის კანონებზე,ადამიანების ფარულ შესაძლებლობებზე. ''დაუტევნელის დატევა სახიფათოა''-თვლიდა წმ.ნილოს სინელი,თუმცა ,,არ არსებობს დაფარული,რომ არ გამოჩნდეს და არც რამ საიდუმლო,რომ არ გამჟღავნდეს''. და კაცობრიობაც ნელ-ნელა უახლოვდება ამ ცოდნას .
კოსმიური ფილოსოფიის მიხედვით,რომელიც მოიცავს ეზოთერულ,ოკულტურ,მეტაფიზიკურ სწავლებებს,ის ,რაც სიცარიელე გვგონია,სინამდვილეში სავსეა ენერგიათა ქსელებით,გადამკვეთი განზომილებებით,უნივერსალური,გალაქტიკური,კოსმოსური, პლანეტარული ენერგიებით,ძალებით ანუ არსებებით,პროცესებით და მოვლენებით,რომლებშიც გაუცნობიერებლად მონაწილეობენ ადამიანებიც. ეს სამყაროები არც ისე შორსაა. ჩვენ მათთვის ისევე უხილავნი ვართ,როგორც რადიოტალღები. ისინი ავსებენ გარემოს იქ,სადაც ვიმყოფებით ჩვენ,ოღონდ სხვა სიხშირეებზე. ყოველ მათგანს თავისი ენერგიების რხევათა სიხშირე ანუ ვიბრაცია გააჩნია.. რაც ახლოსაა სამყარო მატერიალურთან,მით დაბალი ვიბრაცია აქვს, უხეში ფორმებით და არსებობის პირობებით..მაღალი ვიბრაციის სამყაროებში ენერგიები ნატიფია და არსებობაც შესაბამისი.ანტიმატერიალური სამყაროს სხვადასხვა შრეებზე საუბრობს მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში,ქრისტიანულ თეოგონიაში კი ცნობილია 9 ცა და აქედან მე-3ცა,როგორც ანგელოზების სამყოფელი.
ასტრალური-მშვინვიერი სამყარო ყველაზე ახლოსაა ჩვენთან .ქვედა შრეებში ის დაბალი შეგნების საშიში არსებებით, ასტრალური კლიშეებით,აზრთფორმირებებით,სტიქიური ძალებით და ადამიანთა სულებითაა დასახლებული. აქ სამშვინველით ხვდებიან გარდაცვლილები..ზედა შრეები კი ანგელოზების,სხვადასხვა რელიგიებში მოხსენიებული ნახევარღმერთების სამყოფელია. მოვლენები ჯერ ნატიფ სამყაროებში იგეგმება და შემდეგ ხორციელდება მატერიალურში,ამიტომაც შესაძლებელია კორექცია .იქ ერთი დღე მატერიალური სამყაროს საუკუნეებს უდრის. ამ სამყაროების ბინადრებთან თანამშრომლობენ ადამიანები გაუცნობიერებლად,იახლოვებენ მათ თავისი ენერგიებით . ისინიც ევლინებიან მცველებად ან მაცდუნებელ ძალებად. ამიტომ პლანეტა მათი ბრძოლის პოლიგონია. წარმართული ღვთაებები ამ სფეროების ძალებია. მათთან კავშირი ხდება ტრანსის ან სპირიტიზმის დროს. ძილსა თუ ცხადში ასტრალის დაბალი შრეების არსებები აღწევენ ადამიანთა აზრებში,მათ აურაში. განსაკუთრებით ადვილად ბავშვებში,სნეულებში, ალკოჰოლის და ნიკოტინის მოყვარულებში,ათეისტებში,ფსიქიკურად გაუწონასწორებლებში და მათი ენერგიებით იკვებებიან. მათი გავლენის მიზეზია ხშირად ადამიანთა აკვიატებული აზრები და ხასიათის ცვლილებები,აგრესია ან დეპრესია.. ჩაკეტილ სივრცეში მათი ზემოქმედება ძლიერდება.როგორც ''ძველ აღთქმაშია'',მხოლოდ ცოდვები არაა მიზეზი მათი ადამიანებში შესვლისა. ამ სამყაროდანაა ხშირად ხილვები და წინასწარმეტყველებები. მიუხედავად ყველაფრისა, . ეს ძალებიც ემორჩილებიან კოსმოსურ კანონებს და მხოლოდ მის ფარგლებში მოქმედებენ .მაგრამ ეს არაა უმაღლესი სულიერი დონე. მას მართავს უფრო მაღალი ვიბრაციების მქონე სინათლის სამყარო,.რომელიც ღვთის სასუფევლად მოიაზრება. ამ სამყაროში სულიერი,სინათლის მარადიული, უშლელი სხეულით ხვდებიან.
მაგია ასტრალურ სამყაროსთან კონტაქტის ხელოვნებაა. ეს მადლის საპირისპირო მოვლენაა.ესაა ენერგიებით მანიპულაციის ხერხები. ის არღვევს ადამიანის სულიერი სტრუქტურის დამცავ შრეს და აქცევს მას უცხო ძალების გავლენის ქვეშ. დროებით მოგვარებული პრობლემების სანაცვლოდ აკარგინებს კავშირს უმაღლეს სამყაროსთან . მაგია იძულებითი ენერგეტიკული ცვლილებებია,რასაც მოქმედებაში მოჰყავს ძალები,რომელთა მართვა ადამიანს აღარ შეუძლია . გარკვეული დროს შემდეგ ის ამ ძალების ტყვე და მსხვერპლი ხდება. დაცვა ამ მანიპულაციებისგან შესაძლებელია გარკვეული რიტუალებით ,ასევე ძლიერი,გაწონასწორებული ფსიქიკით,სუფთა ენერგეტიკით და ანთებული გულის ცენტრით,ასევე გარემოს ენერგეტიკის გაწმენდით და უმაღლეს ზეციურ იერერქიასთან ახლო კავშირით.
ცხოვრება წამია ორ მარადისობას შორის. ტოლსტოი წერდა:''დროსა და სივრცეს ჩემი სიცოცხლის შეგნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სიცოცხლე,რომელსაც ჩემში ვგრძნობ,არც ამ დაბადებით დაწყებულა და არც გარდაცვალებით დამთავრდება,ამ ლოგიკით სიკვდილი საერთოდ არც არსებობსო"
ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ხვდება იმ სფეროში,რომელიც მისი ვიბრაციების დონისაა. სულის ბრძანებით,შეგნებული მისწრაფებით,წარმოსახვით,შეგრძნებების გამოცდილებით,გულის სისუფთავით,სიმამაცით და სიყვარულით ხდება ''სასუფევლის უძულებით მოპოვება''. ძლიერი შთაბეჭდილებები მიჰყვება ადამიანის სულს.იქ ყველა იმას დაინახავს,რისკენაც ცხოვრების მანძილზე მიისწრაფოდა.მშვენიერების სამყარო მის თვალწინ გადაიშლება,ვინც იტევს ამ სამყაროებს თავის თავში.ამიტომაა საჭირო ამ ქვეყანაშივე განთავისუფლება ყველა ნეგატიური ტვირთისგან,რომლებიც იქ საშინელი არსებების და მოვლენების სახეს იღებენ. უმაღლესმა ენერგეტიკულმა სინათლის სხეულმა სიცოცხლეშივე უნადა მოასწროს ჩამოყალიბება,რომ სინათლის სამყარომდე მიაღწიოს. დასასრული მხოლოდ ახალი დასაწყისია. ეს მატერიალური სამყაროს მიღმა არსებული ცხოვრებაა, მატერიის სამოსის გამოცვლაა,რომლის გარდა ადამიანს სხვა სხეულებიც გააჩნია. წარმავალ საგნებზე არ ღირს სევდა. რაც ნადგურდება არ უნდა გახდეს თაყვანისცემის საგანი და მაშინ გარდაცველებაც იქნება სასიამოვნო მოგზაურობა სხვა სამყაროში.
რაიმონდ მოუდის წიგნში აღწერილია,თუ რას ხედავდნენ კლინიკური სიკვდილის შემდეგ ნატიფ სამყაროებში მოხვედრილები: იქ ფერების,ბგერების ,სინათლის ,არომატების არნახული სპექტრია,ისმის სფეროების მუსიკა,ამ მოლივლივე სინათლის და მარადიული გაზაფხულის სილამაზეში მოხვედრილი სულები დაფრინავენ,აზრებით ურთიერთობენ და შემოქმედებითად იღწვიან კაცობრიობის დასახმარებლად.ესთეტიკური ნეტარება და მიწიერ ცხოვრებაში დაწყებული მეგობრობა იქ გრძელდება და ახალ ფორმას იძენს.
აქ კი ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს ..სიცოცხლე მოლზე მოკუნტრუშე კრავის სიხარულივით მოკლეა და მაინც, ზეციურმა მოქალაქემ მიწიერ პლანეტაზე ისე უნდა იცხოვრო,მზად იყო ყოველ წუთს დატოვო სიცოცხლე და თან გიყვარდეს ყოველი ბალახი რომელზეც დადიხარ...
ვედების მიხედვით,სიცოცხლის ბოლო აზრები და განწყობები განსაზღვრავენ სულის გადასროლას ამა თუ იმ სამყაროში. . ცხოვრებაში შეძენილი მეგობრები უმაღლესი ზეციური იერარქების სახით, სულებს დიდ დახმარებას უწევენ ამ მოგზაურობაში,ამიტომ მათთან კავშირი,ლოცვა-მედიტაციების რეგულარული პრაქტიკა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
არსებობს მეთოდები პარალელურ სამყაროში მოვლენების კორექციისა,ნეგატიური ძალებისგან თავდაცვისა,სიზმრების დაპროგრამების, კავშირისა ამ სამყაროსთან სწორი ლოცვების და მედიტაციების ტექნიკით.,რომლებზეც რელიგიებში არც თუ ისე დიდი ინფორმაციაა..''მრავალი გზაა ცხონების და მრავალი გზა ღმერთთან თანაზიარს რომ გაგხდის''-თვლიდა წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი,მაგრამ სიყვარული ის ერთადერთი გასაღებია ,ნატიფი სამყაროებში ყველა კარს რომ აღებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий