სტიქიის 3 მდგომარეობა, ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა ზონების მიხედვით.
ძველი ინდუსური სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველაფერი სამყაროში სამიდან ერთ ერთ მდგომარეობაშია. 1-აღმოჩენა, 2-გაფორმება, 3-ნგრევა.
შესაბამისად ოთხი სტიქია თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში შეიძლება იყოს სამიდან ერთ-ერთ მდგომარეობაში.
პირველ ზონას ეწოდება შემოქმედების(აღმოჩენა) ზონა, ამ ზონას მიეკუთვნებიან: ვერძი, კურო, ტყუპები და კიბო. შემოქმედების ზონის ნიშნები წარმოადგენენ სტიქიის პირველად, უხეშ, მაგრამ უშუალო, მკვეთრ და გულწრფელ გამოხატულებას. აქ სტიქია გვევლინება ახლად შექმნილი სახით, ამიტომ ამ ზონისთვის დამახასიათებელია სტიქიის პირველადი უწესრიგო, სპონტანური და უმართავი გამოვლენა.
მეორე ზონა არის წონასწორობის ზონა(გაფორმება). ამ ზონას წარმოადგენენ: ლომი, ქალწული, სასწორი და მორიელი. ამ ზონაში სტიქია დასრულებული სახითაა. სტიქია არის გაფორმებული, სტაბილური, კონსერვატიულ დონეზე გამოვლენილი. ამ ზონის წარმომადგენლები ცდილობენ სრულად ფლობდნენ სტიქიის ენერგიას, ორიენტირება ხდება უფრო შენარჩუნებაზე და ენერგიის დასტაბილურობაზე.
მესამე ზონას ქვია ტრანსმუტაციის (ნგრევა) ზონა.
ამ ზონას მიეკუთვნებიან: მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები.ამ ზონაში სტიქია იღებს უფრო დახვეწილ ფორმებს.
აქ სტიქია არის ტრანსფორმირებული, სტიქიის მკვეთრი და ნათელი მახასიათებლები ქრება და ჩნდება მეზობელი ნიშნის სტიქიის ნიშნები. ტრანსმუტაციის ზონის ნიშნები ძალზედ რთულ ფსიქოტიპებს წარმოადგენენ, ვინადან ისინი იმყოფებიან გარდაქმნის და ტრანსფორმაციის ძალების ზეწოლის ქვეშ, ისინი არიან ახალი შემოქმედებითი პროცესის მოლოდინში.
Konstantin Logos
Tamta Julukhadze
Комментариев нет:
Отправить комментарий