ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



воскресенье, 29 января 2012 г.

ჰოროსკოპის მმართველი




ჰოროსკოპის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მართავს ასცენდენტის ზოდიაქოს. ეს პლანეტა ასევე მიმართულებას აძლევს იმ პლანეტების რეალიზაციას, რომლებიც I სახლში მოხვდნენ.

ჰოროსკოპის მმართველი პლანეტის მდებარეობა გვაჩევენებს, თუ რაზეა დამოკიდებულია ადამიანის ქცევა, როგორ ავლენს საკუთარ ფიზიკურ ბუნებას.

ამომავალ პლანეტას ( ასცენდენთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა) გააჩნია ფილტრის ფუნქცია, რომელიც ატარებს პიროვნების იმპულსებს, ხოლო ჰოროსკოპის მმართველიგვეხმარება ადამიანის ხასიათის მოდალობის განსაზღვრაში..
ასპექტები ჰოროსკოპის მმართველსა და პლანეტებს შორის I სახლში - გვანახებს თუ რამდენად წარმატებული იქნება პიროვნების საქმიანობა, მისი პირადი ინიციატივა.
იმის გათვალისწინებით, რომ I სახლში ორი ზოდიაქოს ნიშანი ხვდება, შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოროსკოპის თანამმართველზე, რომელიც ძალაში შედის შესაბამისი დირექციების და პროგრესიების ჩართვის დროს.


მზე
თუ ჰოროსკოპის მმართველია - მზეჰარმონიულ შემთხვევაში ეს იძლევა:
რწმენას საკუთარი ძალებისა, მაღალ თვითშეფასებას, ადამიანის ღია და უშუალო რეაციებს.
ასეთი ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს არტისტული, თვალში საცემი. ის ცდილობს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი ღირსებები, ორიენტირებულია გარშემომყოფების ყურადღებაზე,  ცდილობს მართოს სიტუაცია, ვერ ხედავს კონკურენტებში საკუთარი თავის ტოლს, სწორს.

დაზიანების შემთხვევაში მზეს შუაძლია ადამიანის ტირანული მიდრეკილებების გამოვლენის პროვოცირება. შესაძლოა გამოვლინდეს ქედმაღლობა, ყოყლოჩინობა, კუდაბზიკობა, რომელსაც გარშემომყოფები რთულად იტანენ. ეს ადამიანი აგრესიულად რეაგირებს კრიტიკაზე  თავის მისამართით, ავადმყოფურად აღიქვამს გარშემომყოფების ნეიტრალურ რეაქციას მისი პერსონის მიმართ, პოულობს ყურადღების მიქცევის არასიპპატიურ გზებს.


მთვარე
როცა ჰოროსკოპის მმართველია ჰარმონიული მთვარე - ეს ვლინდება მღელვარებაში და გულჩათხრობილობაში ადამიანის ხასიათში.
მისთვის დამახასიათებელია მზრუნველობა, სირბილე და ალერსიანობა. ზედმეტად  მგრძნობიარეა, იმისათვის რომ თვითონ წაუძღვეს რამე საქმეს, მაგრამ შეუძლია ასეთი ადამიანი სარგებლობს საყოველთაო სიყვარულით და მოწონებით მისი გაგების ნიჭის გამო.

დაზიანების შემთხვევაში მთვარე  ხელს უწყობს ქარაფშუტობას ქცევაში, განწყობის გაუგებარ ცვალებადობას, შოკისმომგვრელ გულუბრყვილობას და ინფანტილიზმს. ასეთი ადამიანი იქცევა, როგორც განებივრებული კაპრიზული ბავშვი, რომელიც მუდმივად ითხოვს ყურადღებას და ზრუნვას. მას შეიძლება ახასიათებდეს უცნაური ფანტაზიები, შიშები, ქცევის მოტივების საგულდაგულო შენიღბვა, დამალვა.


მერკური
როცა ჰოროსკოპს მართავს ჰარმონიული მერკური — ადამიანს ეძლევა ბუნებრივი გონიერება, მოქნილობა, მოხერხებულობა, ადაპტაციის უნარი ცვლილებების მიმართ, შუამავლის როლი სხვადასხვა დონის ურთიერთობებში.

დაზიანებული მერკური ხშირად იწვევს უნდობლობას და ეჭვის შეტანას გარშემომყოფების მიმართ. ასეთი ადამიანი ჩაკეტილივითაა, თითქოს ვერ ამჩნევს ცვლილებებს გარშემომყოფებში და სივრცეში. აქვს სირთულეები ინფორმაციის აღქმაში, აქვს ინფორმაციის დამახინჯების მიდრეკილება. შესაძლოა ბევრს საუბრობდეს, ტყუილის თქმისკენ იყოს მიდრეკილი, ჰქონდეს გადახრები გონებრივი და მეტყველებაში.



ვენერა
თუ ჰოროსკოპს მართვავს ჰარმონიული ვენერა, მაშინ ადამიანისთვის დამახასიათებელია: გრაციოზულობა  მიმოხრაში, მიმზიდველობა, კარგი გემოვნება, თავაზიანობა, მომხიბვლელობა.
მხოლოდ სასიამოვნოზე საუბრის უნარი: გრძნობებზე და შთაბეჭდილებებზე, ამშვიდებს გარშემომყოფებას, ამ დროს სუფევს ჰარმონია...
  ასეთი ვენერის პატრონის ინიციატივება აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს შეარბილოს, მოაგვაროს, შეარიგოს, გაალამაზოს გარე სამყარო. შესაძლოა ეს ადამიანი დაკავდეს ხელოვნებით, ესთეთიკით, საქმიანობით, რომელიც მიმართულია გაამარტივოს ცხოვრების პირობები, ურთიერთობები, შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო.

დაზიანებული  ვენერა  ნიშანია იმის, რომ ადამიანი ანგარებით იყენებს საკუთარ ბუნებრივ მომხიბვლელობას და მიმზიდველობას. ხანდახან ძალიან მერკანტილური, მფლანგველი ან პირიქით ზედმეტად მომჭირნე. უნდა შეგეპაროს ეჭვი მისი სიმპათიის გამოხატვის გულწრფელობაში, იმიტომ რომ მისთვის დამახასიათებელია პირფერობა, უარს არ ამბობს ქრთამებზე და არ ასრულებს დაპირებებს. შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში.


მარსი
თუ ჰარმონიული მარსია ჰოროსკოპის მმართველი - ეს მჟღავნდება გულწრფელობაში და გამბედაობაში. ასეთი ადამიანის რეაქციები სპონტანური და პირდაპირია, ყველა წამოწყებაში ის ავლენს სიმტკიცეს და რწმენას საკუთარ ძალებში.
 ჩვეულებრივ ეს ადამიანი ღიად ებრძვის კონკურენტებს და ორიენტირებულია სწრაფ გამარჯვებაზე.

დაზიანებული  მარსი იწვევს გაუმართლებელ აგრესიას და უხეშობას, ადამიანის სპონტანურ რეაქციებს. ეს ადამიანი ცდილობს დაიკავოს ლიდერის პოციზია ცხოვრებაში, მაგრამ მას გზაზე ბევრი ხიფათი ელოდება.  გაუმართლებელი რისკების მიდრეკილება ახვედრებს მას ვერაგ მტრებს.. პირად ინიციატივებში ეს ადამიანი საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობების საზღვრებს ცდება, ან უცებ კარგავს ინტერესს დასახული მიზნის მიმართ.


იუპიტერი
ჰარმონიული იუპიტერი
როგორც ჰოროსკოპის მმართველი ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს ეტყობა გარეგნული მნიშვნელოვნება, მოძრაობებში სოლიდურობა და პრეზენტაბელურობა. ინიციატივები მიმართულია სხვების დახმარების, დაცვის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ასეთი ადამიანის მოქმედებები დამოკიდებულია მის წარმოდგენებზე პატიოსნებასა და სამართლიანობაზე. ჩვეულებრივ ეს ადამიანი ლოიალურია, შემწყანერებელი, პატივს სცემს კანონიერებას, აღსავსეა საკუთარი მნიშვნელოვანების გრძნობით, კერძოდ მის მიერ შესასრულებელი მისიის მნიშვნელოვნებით. ნებისმიერ პირობებში ის დაიცავს თავის ღირებულებებს, ხშირად იკავებს საპასუხისმგებლო თანამდებობებს.

დაზიანებული  იუპიტერი მჟღავნდება ზომიერების არქონაში ყველაფერ იმაში, რასაც ადამიანი აკეთებს ინიციატივის გამოვლენის დროს. მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის სიტუაცია და გარშემომყოფების ნდობა, შეუძლია დატოვოს კომპეტენტური ადამიანის, სპეციალისტის, მდიდარი ადამიანის შთაბეჭდილება. არის მიდრეკილი გაუმართლებელი ნდობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებით მთავრდება. ხშირად იჩენს კეთილშობილებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების მხრიდან თვალშისაცემი მადლიერება მიიღოს(მადლიერების მიღების მძაფრი მოთხოვნილება აქვს.)
ხშირად გრძნობს წყენას გარშემომყოფების მიმართ(როცა მის სიკეთეს ვერ ”აფასებენ”) და უჩნდება უპირატესობის შეგრძნება, რაც  მარტოობით შეიძლება დამთავრდეს..

სატურნი
თუ ჰოროსკოპს მართავს ჰარმონიული სატურნი - ადამიანის ქცევა არის თავშეკავებული, სერიოზული, ადამიანი საღად მოაზროვნეა. ცდილობს იმოქმედოს გააზრებულად, სიჩქარის გარეშე, დიდი პასუხისმგებლობით. ადამიანი მზადაა გაიკეთოს კარიერა, გაიაროს ყველა სირთულე. თავის ჩანაფიქრებში ძალიან ჯიუტი.(იშვიათად ღალატობს თავის მიზნებს)

დაზიანებული სატურნი ვლინდება გარეგნულ დაღვრემილობაში, შებოჭილობაში, შინაგან მიდრეკილებაში კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ, რომელიც ასკეტიზმამდეც მიდის. ადამიანის შეიცლება იყოს უნდო, ეჭვიანი, შეიძლება აწუხებდეს დეპრესია და შიშები. მას ხშირად არ ყოფნის დრო, ბედი და სახსრები, იმისათვის რომ დაასრულოს დაწყებული... მისი წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს დაჟინებულობის და თანმიმდევრულობის ნაკლებობა. წარმატებისთვის არაერთხელ მოუწევს დაიწყოს ყველაფერი თავიდან.

ურანი
თუ ჰოროსკოპის მმართველი ჰარმონიული ურანია-ეს გამოიხატება თავისუფლების ძლიერ მოთხოვნილებაში. ეს ადამიანი გამოირჩევა გარშემომყოფების შოკირების უნარით, ხშირად ირჩევს იშვიათ პროფესიებს,  მის ინტერესებს კვებას სიახლის სიყვარული, კოლექტიური საქმიანობის სიყვარული. ხასიათით რევოლუციონერი, მებრძოლი, პროგრესული მოძრაობის ლიდერია.

დაზიანებული ურანი ხშირად აგდებს ადამიანს  რთულ სიტუაციებში. ადამიანის თავისუფლებისადმი მიდრეკილება შეიძლება გადაიქცეს სხვა ადამიანებთან შეწყობის უუნარობად და ძალიან არასტაბილურ ცხოვრების წესად. გარშემომყოფები ჩათვლიან ამ ადამიანს უცნაურად და ამავე დროს საშიშად. ამ ადამიანის ინტერესი ექსტრემალური სიტუაციების მიმართ, შეიძლება გახადოს მძიმე ტრავმების მსხვეპლად.


ნეპტუნი
ჰარმონიული ნეპტუნი შეიძლება იყოს მრგძნობიარე და რეცეპტიული ადამიანის ჰოროსკოპის მმართველი. ამ ადამიანს ესმის და ხედავს უფრო მეტ ნიუანსებს ცხოვრებაში, ვიდრე გარშემომყოფების უმრავლესობას.  ამ ადამიანს უძნელდება საკუთარი რთული განცდების გაზიარება სხვებისთვის,  ამიტომ გარშემომოყოფები ხშირად თვლიან სხვა სამყაროდან მოვლენილად, საიდუმლოებებით მოცულ და დაფარულ ადამიანად.
როდესაც ის პოულობს თავისნაირებს, ძალიან ეჩვევა.. მას უყვარს ბუნება და თითქოს ესმის ცხოველების და ფრინველების ენა.
კომფორტულად იმათთან გრძნობს თავს, ვინც არ ითხოვს ინტენსიურ ურთიერთობას, ვინც არ ითხოვს მისი უცნაური ქცევის მოტივების ახსნას. ყველაფერი რასაც ის აკეთებს, ატარებს ესთეტიური შთაგონების ელფერს.

დაზიანებული  ნეპტუნი  შეიძლება გამოვლინდეს ავადმყოფურ მგრძნობიარობაში, სურვილში გაექცეს აუტანელ რეალობას, გაექცეს თავის ილუზიებში, კაიფში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ვირტუალური რეალობა) თუ ადამიანი შეეჩვევა თავისი განცდების ასეთ შემსუბუქებას, მაშინ მან შეიძლება დაუფიქრებლად აირჩიოს საშუალებები, რომლებსაც შეუძლია მისი მოდუნების(რეალობიდან გაქცევის) უზრუნველყოფა.
არაიშვიათად ეს ადამიანი ხდება ბოროტმოქმედების მანიპულაციების, ღალატის  მსხვერპლი.

პლუტონი
ჰარმონიული პლუტონი - ჰოროსკოპის მმართველი იძლევა-შინაგან ძალას, ადამიანების მართვის უნარს. ხანდახან ეს ადამიანი მოგეჩვენება შეუღწევადად, ძალიან რთულია მას პირდაპირ თვალებში ჩახედო...
ის ასხივებს ფარულ ძალას, რომელიც იმორჩიხლებს გარშემომყოფებს.
 ეს ადამიანის გრძნობს საკუთარ თავში მაგიურ უნარებს, ცოდნას ადამიანური ბნელი მხარეებისა, გააჩნია ინტერესი სიკვდილის მიმართ.

დაზიანებული  პლუტონი  მართავს ადამიანის სურვილს ჩავიდეს ცხოვრების ფსკერზე, შეეჯახოს მის საშიშ და სასტიკ ფორმებს, დაინახოს ადამიანების უმდაბლესი ინსტინქტები.
ამ ადამიანს შეუძლია გარშემომყოფების ნების ჩახშობა, მათი ექსპლუატაცია, შეუძლია მიუძღვნას თავი დამანგრეველ საქმიანობას, იცხოვროს და იმუშაოს ”სიკვდილის” მახლობლად.

Konstantin Logos

Комментариев нет:

Отправить комментарий