ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



среда, 25 января 2012 г.

ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი თავისებურებები

რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები:

ვერძი:
უმჯობესია ჩემთან არ იკამათოთ.
ჯერ გავაკეთებ, შემდეგ ვიფიქრებ.
იქ, სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე მთელი ძალით ვაჭერ გაზს.
მუდამ ახალგაზრდა ვიქნები.
გააკეთე ისე, როგორც მე, რადგან უკეთესად მაინც ვერ გააკეთებ.
ყველაზე ძნელი ამ ქვეყანაზე მოსაუბრის ბოლომდე მოსმენაა.
სიჯიუტე ცოდვა არ არის.
ადვილია სიტუაციის მართვა, უფრო რთულია მართო საკუთარი ემოციები.
ერთი ვერძი კარგია, ორი ვერძი – ბევრი.
პირველი თავს არავის ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, შემეხოთ.

კურო:
საყიდლებისათვის ფული არ მენანება, მენანება გართობისათვის.
არც სხვისას შევეხები და ნურც სხვა შეეხება ჩემსას.
ცუდი მშვიდობა სასიკეთო კამათზე უკეთესია.
ნუ შეაწუხებ მას, ვინც უკვე კარგად "მოკალათდა".
მშვენიერ მზის ჩასვლას გარეთ მშვენიერი დივანი ჯობია სახლში.
საკვები – სერიოზული საქმეა.
ალერსიანი ხბო – ორ დედას წოვს.
როცა ფინიშზე მეორე მიდიხარ, ძალებს ზოგავ.
ბაზარში "ბაზარზე"პასუხს არ ვაგებ.
დეგუსტატორი – აი ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება.

ტყუპები:
დღეს ისეთი არ ვარ, როგორც გუშინ.
ვინც სიტუაციას ფლობს, იგი ინფორმაციასაც ფლობს.
ერთი ჭკუა კარგია, ორი – უკეთესი, განსაკუთრებით თუ ისინი ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის.
ფიგარო იქ, ფიგარო აქ.
იდეა, როგორც პროდუქტი, დიდხანს არ უნდა გააჩეროთ.
ერთი ტელევიზორი და ტელეფონი სახლში კარგია, ხოლო ორი – უკეთესი.
ვინც ვერ მოასწრო, მან დაიგვიანა.
ცხოვრებაში ისე ვმოძრაობ, როგორც სკუტერი წყალზე, არ ვუღრმავდები, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფად დავდივარ.
მისმინეთ!
მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისათვის დრო არ მყოფნის.

კირჩხიბი:
ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრეა.
სხვების მოვლა – აი ჩემი ნამდვილი მოწოდება.
კარგი იქნებოდა ყველაფრის მოგროვება, მოთმინებისაც და მურაბებისაც.
ყველაფერი მასთან მიდის, ვისაც ლოდინი შეუძლია.
მეგობრებს შეხვდი სახლში და არა კაფეში.
არაფერი ისე არ ათბობს გულს, როგორც ყველაფრით სავსე მაცივრის დანახვა.
უმჯობესია შეაგროვო და შემდეგ ღირსეული ნივთი იყიდო.
ძნელია იქ ცხოვრება, სადაც დასამალი არ არსებობს.
მე მხრებით ჩემს წარსულს ვატარებ, როგორც ჩანთას.
ნუთუ 20 წელიწადში შეიძლება ასე გააფუჭო პალტო?

ლომი:
მე თქვენ სინათლისაკენ გაგიძღვებით და მიგიყვანთ კიდეც.
უმჯობესია მხარდაჭერა აღმოუჩინო, ვიდრე მიიღო იგი.
სასიამოვნო მანერები – წარმატების ნახევარია.
მზე ლომებისთვის ანათებს.
ლამაზი წარწერა კაბინეტის კარზე მაღალ ხელფასზე უფრო მნიშვნელოვანია.
მიყვარს როცა კარგი შემოსავალი მაქვს, მაგრამ უფრო მიყვარს, როცა ვხარჯავ.
უმჯობესია სახლში როიალი გქონდეს, ვიდრე პიანინო, მაშინაც კი, თუ არავინ უკრავს.
მხიარული გარეგნობის მიუხედავად, სულიერად მაინც დიქტატორი ვარ.
თუ რამეს აკეთებ, უმჯობესია გულიანად გააკეთო.
რად გინდათ მზე, როცა მე ვარ თქვენთან და ვანათებ

ქალწული:
მოთმინება და შრომა ყველაფერს გამოასწორებს.
მოთმინება ყველას უხდება.
ყველა ადამიანი თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ სხვას ემსახურება.
წესრიგი ყველგანაა საჭირო: აზრებშიც და სამზარეულოშიც.
დამიმტკიცე მკაცრად ლოგიკურად, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი.
გვერდულად დაკიდებული თარო უბრალოდ მაგიჟებს.
დიდ მასშტაბებში ვიკარგები.
მიჭირს კურკების გამოცლა მთელი ვედრო ალუბლისაგან.
ყველა ქალწულში გასაგიჟებელი ქალი ცხოვრობს.
შხამა სოკო აუცილებლად თვალებში უნდა ესროლო, რომ დაინახოს რა ელის.

სასწორი:
პარტნიორის გარეშე იგივეა, რაც ხელების გარეშე.
კამათი – ყველაზე საშინელი რამაა.
გაიმარჯვე შეთანხმებით.
პრინციპიალურები მხოლოდ გიჟები არიან.
ჩავითრევ ნებისმიერს, ნებისმიერ რამეში.
სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს.
ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გააკეთოთ.
ყველაზე რთულია არჩევანის გაკეთება.
ყველაფრისთვის წერტილის დასმა არ არის საჭირო.
ხანდახან ჩემთვისაც უცნობია, თეთრებისკენ ვარ თუ წითლებისკენ.

ღრიანკალი:
სამწუხაროა, ვერავის დავგესლავ.
ყველა მოვლენა დივანივითაა: შიგნით ფარულ ზამბარებს უნდა ელოდე.
ღიმილისათვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს.
შეიძლება გათავისუფლდე ყველაფრისაგან, მაგრამ არა საკუთარი ვნებებისაგან.
მე სიყვარულის სიმღერას ვმღერი ბრძოლის ველზე.
ყველა ვერ გაუძლებს ჩემს გამოხედვას.
ჩემი ვნებები იშვიათად გამოდიან სააშკარაოზე, ზვიგენის მსგავსად, რომელიც იშვიათად ამოდის წყლის ზედაპირზე.
ქვეყნიერება გაქრება რაინდების გარეშე.
ოტელოები ჯერ კიდევ არ გადაშენებულან დედამიწაზე!
მე კაქტუსს ვგავარ: ჩემი ზღაპრული ყვავილი მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.

მშვილდოსანი:
კარგ ადამიანს ბევრი უნდა ჰქონდეს.
ვისი ვალიც მაქვს, ყველას ვპატიობ.
საუკეთესო შვებულება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
პრობლემაში მთავარია – მისი მასშტაბი.
ჩემი იდეალი – მე ვარ
ჩემზე გაბრაზება შეუძლებელია.
სინდისის ქენჯნა – რა არის ეს?
დაუზარებლობა მხოლოდ უფერულ ადამიანებს ახასიათებთ.
წინასწარ ნერვიულობა სისულელეა, სიტუაციის მიხედვით გამოჩნდება.
არა ვალდებული ადამიანი უბრალოდ ვალდებულია ვალდებული იყოს.

თხის რქა:
მე არ ვარ სპრინტერი, არც გუნდში მორბენალი. მე მარათონელი ვარ.
მე მარტო ვარ ბრძოლის ველზე.
ნუ დაარღვევ კანონს, სხვას შერჩება, შენ კი – დაგიჭერენ.
ჩემთვის ძალიან ცოტა მჭირდება. ჩემი ქონება – ეს უბრალოდ ჩემი წარმატებების სარკეა.
ცხოვრება მატარებელივითაა, რომელიც ყოველ სადგურზე ზუსტად განრიგის მიხედვით ჩერდება.
სასიამოვნოა შორეულ ქვეყნებზე მსჯელობა, როცა სახლში ზიხარ.
ნამდვილი თხის რქა კონიაკივითაა – ხასიათით გამოირჩევა.
ღირს მთელი ცხოვრება მწვერვალისაკენ ისწრაფო, რომ ერთხელ მაინც გადმოაფურთხო იქიდან დაბლა.
მხოლოდ მე ვვახალგაზრდავდები წლებთან ერთად.
ჩუმად მივდივარ, არავის ვაწუხებ, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცემა, ჩემსას არ გავუშვებ.

მერწყული:
რა მოსაწყენია – გავდე სხვებს.
თუ ერთად უნდა ვიყოთ, გახდი ისეთი, როგორიც მე მსურს.
ცრურწმენები სულელების საქმეა.
მომავალი უბრალოდ ვალდებულია მშვენიერი იყოს.
ძნელია ანგელოზად ყოფნა, მაგრამ საჭიროა.
კეთილი ზრახვები კეთილ საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანია.
ნოვატორი რომ გახდე, ჯერ ტრადიციები უნდა დაივიწყო.
სექსი? ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
ჯერ მეგობრები, მხოლოდ ამის შემდეგ – ოჯახი, თუ, რა თქმა უნდა, დრო დამრჩება.
არ არსებობს ჩემზე უფრო კეთილი და მხნე.

თევზები:
თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახმარება.
არ შემიძლია სასმელის გარეშე, როგორც თევზს – წყლის გარეშე.
წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიგონეს.
ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გადადებაც ზეგამდე შეგიძლია.
ბევრი რამე შემიძლია დაგპირდეთ.
სიჩქარეში მუშაობა იგივეა, რაც დაუღეჭავი ლუკმა გადაყლაპო.
მზად ვარ ყველას გავუგო, მაგრამ არა საკუთარ თავს.
მე ტირიფი ვარ, რომელიც ქარბუქის დროს ირხევა და ფესვიანად არ ვარდება.
ყველამ იცის, რომ სულ დაკავებული ვარ, მაგრამ ცოტამ თუ იცის – რით.
ძალიან ნუ მომაწვებით, თორემ გავსრიალდები, როგორც თევზი ხელიდან.

Комментариев нет:

Отправить комментарий