"მერკურის მოძრაობის ოთხი ფაზა:
1) დირექციული მერკური მზის წინ (მერკურმა გაუსწრო მზეს და შორდება მას) - დედის წინ მორბენალი ბავშვი, გულღია, ლაღი, შეცნობის წყურვილით აღსავსე, მაქსიმალურად გახსნილი კონტაქტებისა და ინფორმაციისათვის, თამამი, უდარდელი (ზურგს უკან ხომ დედა ჰყავს, რომელიც ყოველთვის დაიცავს).
2) რეტროგრადული მერკური მზის წინ (მერკურმა შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და უკან, მზისკენ ბრუნდება) - ამ ბავშვს რაღაც უსიამოვნება, პრობლემები შეექმნა, რაღაც ვერ გათვალა, ფათერაკს გადაეყარა და საშველად უკან, დედიკოსკენ გარბის. ასეთი მერკურის მქონე ადამიანები საკუთარ "მე"-სთან, საკუთარ საფუძვლებთან ბრუნდებიან, ღრმავდებიან საკუთარ თავში, აანალიზებენ უკვე მომხდარს, წარსულის გამოცდილების თუ განცდების ქვეშ იმყოფებიან და ამიტომ "ონ ლაინში" ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად კონტაქტურნი არიან და ახალ თავგადასავლებს არ ეძებენ.
3) რეტროგრადული მერკური მზის უკან (მერკური უკვე "შეხვდა" მზეს, "გვერდით ჩაუარა" და განაგრძობს გზას მზის საწინააღმდეგო მიმართულებით) - ეს საკუთარ თავზე გაბუტული ადამიანის მერკურია, რომელიც უკვე სხვას კი არა, საკუთარ თავსაც აღარ ენდობა, საკუთარი "მე"-ს საწინააღმდეგოდ მიდის. კიდევ უფრო ჩახვეული და არაკომუნიკაბელური ხდება. გარშემომყოფთა თვალში უკიდურესად არაადექვატურია.
4) დირექტიული მერკური მზის უკან (მერკური მზის უკანაა და ეწევა მას) - ბოლოს, როცა ყველა შეცდომა კარგად გაიაზრა, გადახარშა, შეწყვიტა "უკუღმა" სვლა და ისევ "მეს" უბრუნდება. მაგრამ ის I ფაზისგან განსხვავებით ის უკვე "გაიზარდა" და ნაკლებად გულუბრყვილოა, ნაკლებად მიმნდობი, ფრთხილია და სიახლეებს კრიტიკის გარეშე აღარ იღებს. ამდენად I ფაზასთან შედარებით ნაკლებ კონტაქტურია."
რეტროგრადული მერკური
რეტროგრადული მერკური განსხავებულად აზროვნებს, ყურადღებას აქცევს სხვა რამეს, არა იმას, ,რასაც სხვები აკვირდებიან პირველ რიგში.. მას სჭირდება ბევრი ძალისხმევა რომ შეიცნოს სამყარო. ბევრი რამ, რაც სხვისთვის ნათელია, რეტროგრადული მერკურისთვის გაუგებარია, და ამის შეცნობის პროცესში ადამიანი ბევრ საინტერესო და ახალ დეტალს აღმოაჩენს.
ასეთ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ მათი ხალხს არ ესმის. ამიტომ ხშირად აწარმოებენ დღიურს(ხშირად ბავშვობიდან), უყვართ განმარტოება.
თუმცა არის რეტროგრადული მერკურის გამოვლენის სხვა ფორმაც, როდესაც ადამიანი პირიქით ზომაზე ბევრს ლაპარაკობს. ეს არის იმავე მედალის მეორე მხარე, ის ლაპარაკობს იმიტომ, რომ ვერ გრძნობს კონტაქტს, გაგებას მსმენელის მხრიდან.
ხშირად რეტროგრადულ მერკურს ახასიათებს მეტყველების დეფექტი.
მეორეს მხრივ, ასეთი ადამიანი არაიშვიათად აკვირვებს გარშემომყოფებს თავისი ცოდნით. მან იცის ის, რაც სხვისგან არ უსწავლია, და ხშირად იყენებს არაორდინალურ მეთოდებს და მიდგომებს.
მას შეუძლია იყოს კარგი მასწავლებელი, ვინაიდან მან იცის ყველა სირთულე, რომელიც შეიძლება ადამიანს შეხვდეს ინფორმაციის აღქმის პროცესში. |
|
Комментариев нет:
Отправить комментарий