ჰერმეს ტრისმედისტრს აქვს ჩამოყალიბებული სამყაროს მოწყობის 7 პრინციპი. ესენია: 1) ანალოგია – ყველაფერი საერთო კანონებს ემორჩილება: რაც ზევითაა, მსგავსია იმისა, რაც ქვევითაა; 2) მენტალობის პრინციპი – ყველაფერი არის აზრი, სამყარო წარმოადგენს აზრ-ფორმას; 3) ვიბრაციის პრინციპი – არც ერთი საგანი თუ ცოცხალი არსება არ არის სრულიად მოსვენებულ, სტატიკურ მდგომარეობაში, ყველაფერი ვიბრირებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მატერია, ენერგია და სული არის ერთი პირველადი სუბსტანციის სხვადასხვა სახე, რომლებიც ერთმანეთისგან ვიბრაციის სიხშირით განსხვავდება; 4) პოლარულობის პრინციპი – ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ანტიპოდი; 5) რიტმის პრინციპი – ყველაფერი მიედინება, ყველაფერი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის; 6) ძალიან მნიშვნელოვანი – მიზეზისა და შედეგის პრინციპი – შემთხვევითობა არ არსებობს, ყოველგვარ შედეგს აქვს მიზეზი და ეს შედეგი, თავის მხრივ, მომავალი შედეგისათვის მიზეზს წარმოადგენს; 7) სქესის პრინციპი – სამყაროში ყველაფერი საკუთარ თავში მოიცავს ორ საწყისს: ინი – ეს არის მდედრი საწყისი და იანი – მამრი საწყისი. ამ ორი საწყისის ერთიანობა განაპირობებს სამყაროს წონასწორობასა და სტაბილურობას.
Konstantin Logos
Konstantin Logos
Комментариев нет:
Отправить комментарий