ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



вторник, 31 января 2012 г.

პლანეტათა მფარველობა ადამიანის ორგანოებზე




მზე–გავლენას ახდენს და მფარველობს ადამიანის ტვინს, ფილტვებს, თეძოებს, ძვლის
მთვარე–მთელ სხეულს, ტანს, ფილტვებს, ძვლის ტვინს, კუჭს, მენსტრუაციას, გამონადენებს, მარცხენა თვალს, ყურს და ზრდის შესაძლებლობებს
ტვინს, მარჯვენა თვალსა და სულს.
მერკური – ენას, პირს, გრძნობებს, ხელებს, ფეხებს, ნერვებსა და ფანტაზიის მექანიზმებს
სატურნი – ელენთას, ღვიძლს, კუჭს, შარდის ბუშტს, საშვილოსნოს, მარჯვენა ყურსა და აღქმის მექანიზმებს
იუპიტერი– ღვიძლს, კუჭის ლორწოვან გარსს, მუცელს, ფილტვებს, ჭიპს, მკერდის გვერდით ნაწლავებს, ნაწლავეს, სისხლს, ხელებს, მარჯვენა მტევანსა და ბუნებრივ მოთხოვნილებებს
მარსი – სისხლს, ვენებს, თირკმელებს, ნაღველს, ცხვირის ნესტოებს, კუჭ–ნაწლავებს, ზურგს, თესლდენას, გაღიზიანების მექანიზმებს და სურვილებს
ვენერა–თირკმელებს, საკვერცხეებს, მამაკაცის ასოს, საშვილოსნოს, შეერთების შესაძლებლობებს, ხორცს, ქონს, ქვედა მუცელს, ჭიპს, ხერხემლის ძვალს, ზურგის ქვედა ნაწილსა და პირი–სახის იმ ნაწილებს, რომლებსაც ადამიანები ალერსის დროს ეხებიან

სტიქიის 3 მდგომარეობა, ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა ზონების მიხედვით.




სტიქიის 3 მდგომარეობა, ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა ზონების მიხედვით.

ძველი ინდუსური სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველაფერი სამყაროში სამიდან ერთ ერთ მდგომარეობაშია. 1-აღმოჩენა, 2-გაფორმება, 3-ნგრევა.
შესაბამისად ოთხი სტიქია თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში შეიძლება იყოს სამიდან ერთ-ერთ მდგომარეობაში.

პირველ ზონას ეწოდება შემოქმედების(აღმოჩენა) ზონა, ამ ზონას მიეკუთვნებიან: ვერძი, კურო, ტყუპები და კიბო. შემოქმედების ზონის ნიშნები წარმოადგენენ სტიქიის პირველად, უხეშ, მაგრამ უშუალო, მკვეთრ და გულწრფელ გამოხატულებას. აქ სტიქია გვევლინება ახლად შექმნილი სახით, ამიტომ ამ ზონისთვის დამახასიათებელია სტიქიის პირველადი უწესრიგო, სპონტანური და უმართავი გამოვლენა.

მეორე ზონა არის წონასწორობის ზონა(გაფორმება). ამ ზონას წარმოადგენენ: ლომი, ქალწული, სასწორი და მორიელი. ამ ზონაში სტიქია დასრულებული სახითაა. სტიქია არის გაფორმებული, სტაბილური, კონსერვატიულ დონეზე გამოვლენილი. ამ ზონის წარმომადგენლები ცდილობენ სრულად ფლობდნენ სტიქიის ენერგიას, ორიენტირება ხდება უფრო შენარჩუნებაზე და ენერგიის დასტაბილურობაზე.

მესამე ზონას ქვია ტრანსმუტაციის (ნგრევა) ზონა.
 ამ ზონას მიეკუთვნებიან: მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები.ამ ზონაში სტიქია იღებს უფრო დახვეწილ ფორმებს.
აქ სტიქია არის ტრანსფორმირებული, სტიქიის მკვეთრი და ნათელი მახასიათებლები ქრება და ჩნდება მეზობელი ნიშნის სტიქიის ნიშნები. ტრანსმუტაციის ზონის ნიშნები ძალზედ რთულ ფსიქოტიპებს წარმოადგენენ, ვინადან ისინი იმყოფებიან გარდაქმნის და ტრანსფორმაციის ძალების ზეწოლის ქვეშ, ისინი არიან ახალი შემოქმედებითი პროცესის მოლოდინში.

Konstantin Logos  
Tamta Julukhadze 

პლუტონი

პლუტონი

გამოკვლევებმა და მრავალრიცხოვანი ჰოროსკოპების ანალიზმა აჩვენა რომ უმრავლეს შემთხვევებში სწორედ პლუტონი არის მასობრივი ხასიათის მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების გამომწვევი...

პლუტონი არის ის პლანეტა რომელიც შეგუებას მოითხოვს, იმიტომ რომ ბევრი რამის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია: ის ბუნებრივი კატაკლიზმები, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა მასობრივი ხასიათის მოვლენა ყველა პლუტონის გავლენის ქვეშ ხდება (ურანთან ერთად)

პირად ჰოროსკოპში სწორედ პლუტონი უქმნის ადამიანს სიკვდილის საშიშროებას, სწორედ მისი გავლენით ხვდება კონკრეტული ადამიანი საზოგადოებრივ ადგილას, სადაც მასობრივ სიკვდილს აქვს ადგილი, სადაც ადამიანი მარგინალურ სიტუაციაში ხვდება სხვა ადამიანებთან ერთად და სადაც მარტო ვერაფერს იზამ...

თუმცა პლუტონს მეორე მხარეც აქვს, იმ ნგრეული ნაშთის ადგილას ხომ ახალი შენობა აიგება, ურთიერთობის სიკვდილი ახალ ურთიერთობას მოითხოვს, იმიტომ რომ ამ მასობრივ მოვლენებში ის გადარჩება ვინც ყველაზე გამძლე და ძლიერია, ადამიანი სწავლობს უკონტროლო სიტუაციების თავის სასარგებლოდ გამოყენებას, ის ევოლუციის გზაზე დგება...

პლუტონი ასტროლოგიურ სახლებში განსაზღვრავს იმ სფეროებს ადამიანის ცხოვრებისა, რომლებიც ტოტალურ განახლებას მოითხოვენ, სადაც ადამიანმა დიდი ნებისყოფა უნდა გამოიჩინოს რომ გადაურჩეს სამყაროს მიერ მოწყობილ რეკონსტრუქციას ამ სფეროებში...

პლუტონი არის ბედისწერის სიმბოლო. ეს ის მოვლენებია ცხოვრებაში, რომელიც არაა ადამიანზე დამოკიდებული, რომელსაც მოაქვს ცვლილებები ან ფსიქოლოგიური სტრესი.

პლუტონი მართავს მასების ბედს, ასევე ადამიანის ღრმა ქვეცნობიერ პროგრამებს, რომლებიც იშვიათად ხდება აშკარა(მაგალითად სიკვდილის ინსტინქტი), მაგრამ  დახვეწილად მოქმედებენ ადამიანის ცხოვრებაზე.

პლუტონი გარკვეულწილად ახორცილებეს ყველაზე რთულ როლს ადამიანის ცხოვრებაში. მართავს რა ადამიანების კოლექტიურ მოძრაობებს, იგი უკავშირდება ადამიანების ყველაზე ბინძურ გამოვლენებს: ომებს, პოლიტიკას, ხალხის ჩაგვრას..

პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნზე უფრო დახვეწილად შეუძლია თამაში, მოუგოს ნეპტუნს. ნეპტუნს შეუძლია ნებისმიერის მოტყუება, გარდა პლუტონისა.

პლუტონის სიმბოლოა - ცივი ცეცხლი. პლუტონი, ისევე როგორც სატურნი, ცივი პლანეტაა, მაგრამ თუ სატურნი ყინავს კრისტალიზაციამდე, პლუტონს წვავს ცივ ცეცხლზე...
პლუტინისთვის დამახასიათებელია ძალაუფლებისკენ სწრაფვა(ხშირად გაუცნობიერებული)

სატურნის და პლუტონის შეერთება - არის შავი მაგების კლასიკური ასპექტი: პლუტონი ძალაუფლების წყურვილი აქ ერწყმის სატურნის პატივმოყვარეობასა და დისციპლინას.

პლუტონის ზემოქმედების სპეციფიკა შემდეგი შედარებით შეგვიძლია გავიაზროთ:
პლუტონი პოულობს უმცირეს ნაკლს კბილში, ცეცხლში წვავს დამპალ ქსოვილებს, ამ პროცესში სულაც არ ზრუნავს პლომბებზე: მისი ლოგიკით თუ ქსოვილი ჯანსაღია ის თვითონ შეძლებს რეგენერაციას(თვითაღდგენას)

პლუტონი ქმნის ისეთ პირობებს, როდესაც ევოლუციური ჩავარდნები, გაუვლელი გაკვეთილები თვალსაჩინო ხდება.


სიტუაციები, სადაც პლუტონია აქტიური, ადამიანი არჩევანის წინაშე დგება, ეს არის რთული გამოცდა, და თუ არ გამოცდას გაუძლებ, მაშინ შეიძენ ნათელ და სუფთა ხედვას.

პლუტონი ასუფთავებს ნეპტუნის ბურუსს, ტყუილებს. მას არ უყვარს გაუბედაობა, უნებისყოფობა. ის აყენებს ადამიანს იმ პირობებში, სადაც ადამიანი უძლურია(ხშირად ავადმყოფობები ეხება არამარტო ადამიანს, არამედ მის ახლობლებლსაც)
მეორე მხრივ,  პლუტონის გავლენა არის ძალიან დახვეწილი, ანუ ადამიანმა უნდა გამოიტანოს დასკვნები იმაზე, რაც გარშემომყოფების თვალისთვის უხილავია, რაც ზედაპირზე არ ჩანს.

აქტიური პლუტონი იძლევა დიდ ნებისყოფას, ადამიანს შეუძლია მართოს ხალხის მასები, დიდი პროექტები, თანაც მას ჰგონია, რომ ამით ის თავის მისიას ასრულებს..

პლუტონი ზოდიაქოს ნიშანში იძლევა ძირფესვიან ცვლილებებს იმ საქმეებში, რაც ნიშანს ეხება, თუმცა ამ ცვლილებების გამოყენება, მხოლოდ ყველაზე ენერგიულ ადამიანებს შეუძლიათ(ანუ იმ ადამიანებს, ვის ჰოროსკოპშიც პლუტონს საკმაოდ ძლიერი პოზიცია აქვს)

პლუტონი მართავს მორიელს. ის აძლევს მას დახვეწილი ტრანსფორმაცის და ძირფესვიანი განადგურების უნიკალურ საშუალებას, რა თქმა უნდა მორიელის განვითარების დონის შესაბამისად.

როცა პლუტონი გადის მორიელის ზოდიაქოს, ის ძლიერი და უცერემონიოა, მას ახასიათებს ღრმა გარდაქმდები რელიგიის, ფსიქოლოგიის, სიკვდილ-სიცოცხლის სფეროებში...

პლუტონის ეგზალტაციის ნიშანია ლომი. აქედან გამომდინარეობს ლომის შავბნელი დესპოტიზმი... ლომს შეუძლია გამოყოს ადამიანში მისი უვარგისი ”მე” და  სანაგვეზე გაისროლოს, ხოლო თუ წინაამღდეგობას გაუწევ, შენც სანაგვეზე მოხვდები.


* * *
ძლიერი პლუტონის გავლენით ადამიანს აქვს ცივი განგმირავი გამოხედვა, დიდი ფარული ენერგიით აღსავსე, გააჩნია მაგიური ძალაუფლება ადამიანებზე და გარემოებებზე. მის სიტყვებს შეუძლია გადარტიალება მოახდინონ სხვა ადამიანების ცნობიერებაში და ცხოვრებაში.


პლუტონი ტრინი იძლევა ფარულ ძალაუფლებას იმ სფეროებში, რომლებსაც მართავს პლანეტა. პლუტონის ტრინი ქმნის უმაღლესი დაცულობის შეგრძნებას, განვითარების შემთხვევაში ნათელხილვა, წინასწარმეტყველების უნარი...
პლუტონის დადებითი გავლენაც კი ხშირად მტკივნეულია ადამიანისთვის, იმიტომ რომ რთულია გამოაშკარავო შეცდომები, ნაკლი, არასრულფასოვნება, იმისათვის რომ მერე მოერიო მათ, მიუხედავად იმისა რომ ამას კონსტრუქციული შედეგი მოაქვს.
.პლუტონი მართავს გამოსხივებას, რენტგენის სხივებს, რომლებიც ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანს ეხმარებიან ნაკლოვანებების, არასრულფასოვანი ადგილების დანახვაში როგორც საკუთარ თავში ასევე გარშემომყოფებში.

პლუტონის კვადრატი გავს ტრიგონს, უბრალოდ ტრანსფორმაციის მიზნებს დიდი დანაკარგები მოაქვს, დესპოტიზმი, სიუხეშე, ეგოცენტრიზმი, საკუთარი თავის მნიშვნელოვანების შეგრძნება ყოველთვის რჩება ხელისშემშლელ ფაქტორებად. პლანეტის სფეროებში მოსალოდნელია აღმავლობა და კატასტროფები.
თუ კვადრატს აქვს შემარბილებელი სექსტილი ან ტრინი, მაშინ მხოლოდ განსაზღვრული მკაცრი პირობების დაცვის შემთხვევაშია შესაძლებელი რთული სიტუაციებიდან გამოსვლა...

პლუტონის კვადრატის მქონესთან ბრძოლის სურვილი ბევრს არ უჩნდება(გარდა მიამიტი ვერძისა), იგრძნობა, რომ მას ძლიერი, დესტრუქციული ნება გააჩნია...
მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი პრობლემების დაძლევა..
აქ უნდა იგრძნო თუ რა სურს შენგან კოსმოსს და გააკეთო ეს...

მაგალითად ვენერის და პლუტონის კვადრატი იძლევა სრული და შეუზღუდავი ძალაუფლების სურვილს შეყვარებულზე, მაგრამ კარმა ითხოვს ადამიანის სრულიად სხვა რამეს, კერძოდ დაძლიოს საკუთარი ნება, საკუთარი დესპოტიზმი და დაეხმაროს პარტნიორს განვითარებაში.




პლუტონის ოპოზიცია - ძლიერი სურვილი შეცვალოს გარსემომყოფები, სიტუაციები, პარტნიორი, თანაც სწრაფად და უხეშად.

პლუტონთან შეერთებას ახასიათებს რეგენერაციის, კონცენტრაციის უნარი, იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა.
მაგალითად მზის შეერთება პლუტონთან = ძლიერი პიროვნება, ნებისყოფის არაადამიანური შესაძლებლობები, რთულია წინაამღდეგობის გაწევა.

იმ სფეროებში, სადაც პლუტონია აქტიური, თქვენ შეგიძლია ინტენსიური და ღრმა მუშაობა შედეგების მიღებისთვის. პლუტონი მოგცემთ ძალას და ენთუზიაზმს, მაგრამ მოითხოვს თავგანწირვას.

Konstantin Logos

воскресенье, 29 января 2012 г.

ჰოროსკოპის მმართველი




ჰოროსკოპის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მართავს ასცენდენტის ზოდიაქოს. ეს პლანეტა ასევე მიმართულებას აძლევს იმ პლანეტების რეალიზაციას, რომლებიც I სახლში მოხვდნენ.

ჰოროსკოპის მმართველი პლანეტის მდებარეობა გვაჩევენებს, თუ რაზეა დამოკიდებულია ადამიანის ქცევა, როგორ ავლენს საკუთარ ფიზიკურ ბუნებას.

ამომავალ პლანეტას ( ასცენდენთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა) გააჩნია ფილტრის ფუნქცია, რომელიც ატარებს პიროვნების იმპულსებს, ხოლო ჰოროსკოპის მმართველიგვეხმარება ადამიანის ხასიათის მოდალობის განსაზღვრაში..
ასპექტები ჰოროსკოპის მმართველსა და პლანეტებს შორის I სახლში - გვანახებს თუ რამდენად წარმატებული იქნება პიროვნების საქმიანობა, მისი პირადი ინიციატივა.
იმის გათვალისწინებით, რომ I სახლში ორი ზოდიაქოს ნიშანი ხვდება, შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოროსკოპის თანამმართველზე, რომელიც ძალაში შედის შესაბამისი დირექციების და პროგრესიების ჩართვის დროს.


მზე
თუ ჰოროსკოპის მმართველია - მზეჰარმონიულ შემთხვევაში ეს იძლევა:
რწმენას საკუთარი ძალებისა, მაღალ თვითშეფასებას, ადამიანის ღია და უშუალო რეაციებს.
ასეთი ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს არტისტული, თვალში საცემი. ის ცდილობს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი ღირსებები, ორიენტირებულია გარშემომყოფების ყურადღებაზე,  ცდილობს მართოს სიტუაცია, ვერ ხედავს კონკურენტებში საკუთარი თავის ტოლს, სწორს.

დაზიანების შემთხვევაში მზეს შუაძლია ადამიანის ტირანული მიდრეკილებების გამოვლენის პროვოცირება. შესაძლოა გამოვლინდეს ქედმაღლობა, ყოყლოჩინობა, კუდაბზიკობა, რომელსაც გარშემომყოფები რთულად იტანენ. ეს ადამიანი აგრესიულად რეაგირებს კრიტიკაზე  თავის მისამართით, ავადმყოფურად აღიქვამს გარშემომყოფების ნეიტრალურ რეაქციას მისი პერსონის მიმართ, პოულობს ყურადღების მიქცევის არასიპპატიურ გზებს.


მთვარე
როცა ჰოროსკოპის მმართველია ჰარმონიული მთვარე - ეს ვლინდება მღელვარებაში და გულჩათხრობილობაში ადამიანის ხასიათში.
მისთვის დამახასიათებელია მზრუნველობა, სირბილე და ალერსიანობა. ზედმეტად  მგრძნობიარეა, იმისათვის რომ თვითონ წაუძღვეს რამე საქმეს, მაგრამ შეუძლია ასეთი ადამიანი სარგებლობს საყოველთაო სიყვარულით და მოწონებით მისი გაგების ნიჭის გამო.

დაზიანების შემთხვევაში მთვარე  ხელს უწყობს ქარაფშუტობას ქცევაში, განწყობის გაუგებარ ცვალებადობას, შოკისმომგვრელ გულუბრყვილობას და ინფანტილიზმს. ასეთი ადამიანი იქცევა, როგორც განებივრებული კაპრიზული ბავშვი, რომელიც მუდმივად ითხოვს ყურადღებას და ზრუნვას. მას შეიძლება ახასიათებდეს უცნაური ფანტაზიები, შიშები, ქცევის მოტივების საგულდაგულო შენიღბვა, დამალვა.


მერკური
როცა ჰოროსკოპს მართავს ჰარმონიული მერკური — ადამიანს ეძლევა ბუნებრივი გონიერება, მოქნილობა, მოხერხებულობა, ადაპტაციის უნარი ცვლილებების მიმართ, შუამავლის როლი სხვადასხვა დონის ურთიერთობებში.

დაზიანებული მერკური ხშირად იწვევს უნდობლობას და ეჭვის შეტანას გარშემომყოფების მიმართ. ასეთი ადამიანი ჩაკეტილივითაა, თითქოს ვერ ამჩნევს ცვლილებებს გარშემომყოფებში და სივრცეში. აქვს სირთულეები ინფორმაციის აღქმაში, აქვს ინფორმაციის დამახინჯების მიდრეკილება. შესაძლოა ბევრს საუბრობდეს, ტყუილის თქმისკენ იყოს მიდრეკილი, ჰქონდეს გადახრები გონებრივი და მეტყველებაში.



ვენერა
თუ ჰოროსკოპს მართვავს ჰარმონიული ვენერა, მაშინ ადამიანისთვის დამახასიათებელია: გრაციოზულობა  მიმოხრაში, მიმზიდველობა, კარგი გემოვნება, თავაზიანობა, მომხიბვლელობა.
მხოლოდ სასიამოვნოზე საუბრის უნარი: გრძნობებზე და შთაბეჭდილებებზე, ამშვიდებს გარშემომყოფებას, ამ დროს სუფევს ჰარმონია...
  ასეთი ვენერის პატრონის ინიციატივება აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს შეარბილოს, მოაგვაროს, შეარიგოს, გაალამაზოს გარე სამყარო. შესაძლოა ეს ადამიანი დაკავდეს ხელოვნებით, ესთეთიკით, საქმიანობით, რომელიც მიმართულია გაამარტივოს ცხოვრების პირობები, ურთიერთობები, შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო.

დაზიანებული  ვენერა  ნიშანია იმის, რომ ადამიანი ანგარებით იყენებს საკუთარ ბუნებრივ მომხიბვლელობას და მიმზიდველობას. ხანდახან ძალიან მერკანტილური, მფლანგველი ან პირიქით ზედმეტად მომჭირნე. უნდა შეგეპაროს ეჭვი მისი სიმპათიის გამოხატვის გულწრფელობაში, იმიტომ რომ მისთვის დამახასიათებელია პირფერობა, უარს არ ამბობს ქრთამებზე და არ ასრულებს დაპირებებს. შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში.


მარსი
თუ ჰარმონიული მარსია ჰოროსკოპის მმართველი - ეს მჟღავნდება გულწრფელობაში და გამბედაობაში. ასეთი ადამიანის რეაქციები სპონტანური და პირდაპირია, ყველა წამოწყებაში ის ავლენს სიმტკიცეს და რწმენას საკუთარ ძალებში.
 ჩვეულებრივ ეს ადამიანი ღიად ებრძვის კონკურენტებს და ორიენტირებულია სწრაფ გამარჯვებაზე.

დაზიანებული  მარსი იწვევს გაუმართლებელ აგრესიას და უხეშობას, ადამიანის სპონტანურ რეაქციებს. ეს ადამიანი ცდილობს დაიკავოს ლიდერის პოციზია ცხოვრებაში, მაგრამ მას გზაზე ბევრი ხიფათი ელოდება.  გაუმართლებელი რისკების მიდრეკილება ახვედრებს მას ვერაგ მტრებს.. პირად ინიციატივებში ეს ადამიანი საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობების საზღვრებს ცდება, ან უცებ კარგავს ინტერესს დასახული მიზნის მიმართ.


იუპიტერი
ჰარმონიული იუპიტერი
როგორც ჰოროსკოპის მმართველი ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს ეტყობა გარეგნული მნიშვნელოვნება, მოძრაობებში სოლიდურობა და პრეზენტაბელურობა. ინიციატივები მიმართულია სხვების დახმარების, დაცვის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ასეთი ადამიანის მოქმედებები დამოკიდებულია მის წარმოდგენებზე პატიოსნებასა და სამართლიანობაზე. ჩვეულებრივ ეს ადამიანი ლოიალურია, შემწყანერებელი, პატივს სცემს კანონიერებას, აღსავსეა საკუთარი მნიშვნელოვანების გრძნობით, კერძოდ მის მიერ შესასრულებელი მისიის მნიშვნელოვნებით. ნებისმიერ პირობებში ის დაიცავს თავის ღირებულებებს, ხშირად იკავებს საპასუხისმგებლო თანამდებობებს.

დაზიანებული  იუპიტერი მჟღავნდება ზომიერების არქონაში ყველაფერ იმაში, რასაც ადამიანი აკეთებს ინიციატივის გამოვლენის დროს. მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის სიტუაცია და გარშემომყოფების ნდობა, შეუძლია დატოვოს კომპეტენტური ადამიანის, სპეციალისტის, მდიდარი ადამიანის შთაბეჭდილება. არის მიდრეკილი გაუმართლებელი ნდობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებით მთავრდება. ხშირად იჩენს კეთილშობილებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების მხრიდან თვალშისაცემი მადლიერება მიიღოს(მადლიერების მიღების მძაფრი მოთხოვნილება აქვს.)
ხშირად გრძნობს წყენას გარშემომყოფების მიმართ(როცა მის სიკეთეს ვერ ”აფასებენ”) და უჩნდება უპირატესობის შეგრძნება, რაც  მარტოობით შეიძლება დამთავრდეს..

სატურნი
თუ ჰოროსკოპს მართავს ჰარმონიული სატურნი - ადამიანის ქცევა არის თავშეკავებული, სერიოზული, ადამიანი საღად მოაზროვნეა. ცდილობს იმოქმედოს გააზრებულად, სიჩქარის გარეშე, დიდი პასუხისმგებლობით. ადამიანი მზადაა გაიკეთოს კარიერა, გაიაროს ყველა სირთულე. თავის ჩანაფიქრებში ძალიან ჯიუტი.(იშვიათად ღალატობს თავის მიზნებს)

დაზიანებული სატურნი ვლინდება გარეგნულ დაღვრემილობაში, შებოჭილობაში, შინაგან მიდრეკილებაში კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ, რომელიც ასკეტიზმამდეც მიდის. ადამიანის შეიცლება იყოს უნდო, ეჭვიანი, შეიძლება აწუხებდეს დეპრესია და შიშები. მას ხშირად არ ყოფნის დრო, ბედი და სახსრები, იმისათვის რომ დაასრულოს დაწყებული... მისი წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს დაჟინებულობის და თანმიმდევრულობის ნაკლებობა. წარმატებისთვის არაერთხელ მოუწევს დაიწყოს ყველაფერი თავიდან.

ურანი
თუ ჰოროსკოპის მმართველი ჰარმონიული ურანია-ეს გამოიხატება თავისუფლების ძლიერ მოთხოვნილებაში. ეს ადამიანი გამოირჩევა გარშემომყოფების შოკირების უნარით, ხშირად ირჩევს იშვიათ პროფესიებს,  მის ინტერესებს კვებას სიახლის სიყვარული, კოლექტიური საქმიანობის სიყვარული. ხასიათით რევოლუციონერი, მებრძოლი, პროგრესული მოძრაობის ლიდერია.

დაზიანებული ურანი ხშირად აგდებს ადამიანს  რთულ სიტუაციებში. ადამიანის თავისუფლებისადმი მიდრეკილება შეიძლება გადაიქცეს სხვა ადამიანებთან შეწყობის უუნარობად და ძალიან არასტაბილურ ცხოვრების წესად. გარშემომყოფები ჩათვლიან ამ ადამიანს უცნაურად და ამავე დროს საშიშად. ამ ადამიანის ინტერესი ექსტრემალური სიტუაციების მიმართ, შეიძლება გახადოს მძიმე ტრავმების მსხვეპლად.


ნეპტუნი
ჰარმონიული ნეპტუნი შეიძლება იყოს მრგძნობიარე და რეცეპტიული ადამიანის ჰოროსკოპის მმართველი. ამ ადამიანს ესმის და ხედავს უფრო მეტ ნიუანსებს ცხოვრებაში, ვიდრე გარშემომყოფების უმრავლესობას.  ამ ადამიანს უძნელდება საკუთარი რთული განცდების გაზიარება სხვებისთვის,  ამიტომ გარშემომოყოფები ხშირად თვლიან სხვა სამყაროდან მოვლენილად, საიდუმლოებებით მოცულ და დაფარულ ადამიანად.
როდესაც ის პოულობს თავისნაირებს, ძალიან ეჩვევა.. მას უყვარს ბუნება და თითქოს ესმის ცხოველების და ფრინველების ენა.
კომფორტულად იმათთან გრძნობს თავს, ვინც არ ითხოვს ინტენსიურ ურთიერთობას, ვინც არ ითხოვს მისი უცნაური ქცევის მოტივების ახსნას. ყველაფერი რასაც ის აკეთებს, ატარებს ესთეტიური შთაგონების ელფერს.

დაზიანებული  ნეპტუნი  შეიძლება გამოვლინდეს ავადმყოფურ მგრძნობიარობაში, სურვილში გაექცეს აუტანელ რეალობას, გაექცეს თავის ილუზიებში, კაიფში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ვირტუალური რეალობა) თუ ადამიანი შეეჩვევა თავისი განცდების ასეთ შემსუბუქებას, მაშინ მან შეიძლება დაუფიქრებლად აირჩიოს საშუალებები, რომლებსაც შეუძლია მისი მოდუნების(რეალობიდან გაქცევის) უზრუნველყოფა.
არაიშვიათად ეს ადამიანი ხდება ბოროტმოქმედების მანიპულაციების, ღალატის  მსხვერპლი.

პლუტონი
ჰარმონიული პლუტონი - ჰოროსკოპის მმართველი იძლევა-შინაგან ძალას, ადამიანების მართვის უნარს. ხანდახან ეს ადამიანი მოგეჩვენება შეუღწევადად, ძალიან რთულია მას პირდაპირ თვალებში ჩახედო...
ის ასხივებს ფარულ ძალას, რომელიც იმორჩიხლებს გარშემომყოფებს.
 ეს ადამიანის გრძნობს საკუთარ თავში მაგიურ უნარებს, ცოდნას ადამიანური ბნელი მხარეებისა, გააჩნია ინტერესი სიკვდილის მიმართ.

დაზიანებული  პლუტონი  მართავს ადამიანის სურვილს ჩავიდეს ცხოვრების ფსკერზე, შეეჯახოს მის საშიშ და სასტიკ ფორმებს, დაინახოს ადამიანების უმდაბლესი ინსტინქტები.
ამ ადამიანს შეუძლია გარშემომყოფების ნების ჩახშობა, მათი ექსპლუატაცია, შეუძლია მიუძღვნას თავი დამანგრეველ საქმიანობას, იცხოვროს და იმუშაოს ”სიკვდილის” მახლობლად.

Konstantin Logos

ზოდიაქოს დეკორაციები


ვერძი - სპორტული მოედანი, საბრძოლო ველი, ყაზარმა,ნადირობა.
კურო - აგარაკი, სოფლის მეურნეობა, საცავი, სახლის მეპატრონე,სამზარეულო, სკოლა
ტყუპები - მაღაზია,ბიბლიოთეკა, ვაგზალი,რედაქცია, კომუნიკაციის მაღაზია, მანქანა, ტელე - რადიო სტუდია.
კირჩხიბი - სახლი, ოჯახი, სამშობიარო, საბავშვო ბაღი.
ლომი - თეატრი,სცენა, სპორტული მოედანი, ბავშვთა დასასვენებელი ბანაკი,
კაზინო, პრეზენტაცის, დისკოტეკა,ცირკი.
ქალწული - მეცნიერება, ბუღალტერია, პოლიკნინიკა, სანატორიუმი, ავტოფარეხი,სარდაფი.
სასწორი - გამოფენა, დეფილე,ბუტიკი, დიპლომატიური სახლი, საელჩო,სასამართლო, საძინებელი, ოთახი, მეყვავილე,რომანტიული პაემანი, მილიცია.
მორიელი - მეტრო, ბრძოლის ველი ბრძოლის შემდეგ(ბერლინი 45 - ში) მილიცია, ნოტარიუსი, ბანკი, დამკრძალავი ბიურო,ქირურგი, პათანატომი,მორგი, სექტა(სატანისტების) მიტინგი, ნადირობა, ტუალეტი .
მშვილდოსანი - ტურისტული მგზავრობა, ტურისტული სააგენტო, ტიპოგრაფია, რელიგია, გამოფენა, უნივერსიტეტი, კათედრა,პედაგოგი,ლექტორი.
თხის რქა - უფროსის კაბინეტი, პარლამენტი, მონასტერი, სამხედრო პოლიცია, ალპინისტი.
მერწყული - მეცნიერება , პროგრამისტი, ინტერნეტი, ასტროლოგი, გენ. ინჟინერი, ელექტრიკი, ფოკუზნიკი .
თევზები - ყველაფერი რაც ზღვის სანაპიროს ეხება, კონსერვატორია, ქიმიური ლაბორატორია, ფარმაცია, ციხე, სახელმწიფო დაცვის სამსახური, საავადმყოფო, მონასტერი, პანაშვიდი, ნარკომანია, გილდია, ლუდის ბარი,აზარტული თამაშების შენობა.

სამყაროს 7 პრინციპი

ჰერმეს ტრისმედისტრს აქვს ჩამოყალიბებული სამყაროს მოწყობის 7 პრინციპი. ესენია: 1) ანალოგია – ყველაფერი საერთო კანონებს ემორჩილება: რაც ზევითაა, მსგავსია იმისა, რაც ქვევითაა; 2) მენტალობის პრინციპი – ყველაფერი არის აზრი, სამყარო წარმოადგენს აზრ-ფორმას; 3) ვიბრაციის პრინციპი – არც ერთი საგანი თუ ცოცხალი არსება არ არის სრულიად მოსვენებულ, სტატიკურ მდგომარეობაში, ყველაფერი ვიბრირებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მატერია, ენერგია და სული არის ერთი პირველადი სუბსტანციის სხვადასხვა სახე, რომლებიც ერთმანეთისგან ვიბრაციის სიხშირით განსხვავდება; 4) პოლარულობის პრინციპი – ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ანტიპოდი; 5) რიტმის პრინციპი – ყველაფერი მიედინება, ყველაფერი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის; 6) ძალიან მნიშვნელოვანი – მიზეზისა და შედეგის პრინციპი – შემთხვევითობა არ არსებობს, ყოველგვარ შედეგს აქვს მიზეზი და ეს შედეგი, თავის მხრივ, მომავალი შედეგისათვის მიზეზს წარმოადგენს; 7) სქესის პრინციპი – სამყაროში ყველაფერი საკუთარ თავში მოიცავს ორ საწყისს: ინი – ეს არის მდედრი საწყისი და იანი – მამრი საწყისი. ამ ორი საწყისის ერთიანობა განაპირობებს სამყაროს წონასწორობასა და სტაბილურობას.

Konstantin Logos

ტრანსფორმაციის ზონის ნიშნები

მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები - ეს არის მესამე ზონის ნიშნები, ანუ მათ აქვთ მოთხოვნილება თავიანთ სფეროებში სხვებზე მაღალ საფეხურზე იდგნენ.

მშვილდოსანს უნდა სხვებმა გაითვალისწინონ მისი აზრი, პატივი სცენ, აღიარონ მისი უპირატესობა იდეოლოგიურ დონეზე, აღიარონ მისი ავტორიტეტი, მიიღონ მისი რჩევები - მხოლოდ ამ პირობებში მშვილდოსანი გრძნობს თავს ბედნიერად...

თხის რქას უნდა სხვებზე მაღლა იდგეს მატერიალურ სფეროში, ჰქონდეს მეტი ფული, იყოს პროფესიონალი რაიმე სფეროში, ჰქონდეს უკეთესი განათლება, ჰქონდეს უფრო მაღალი თანამდებობა, ჰქონდეს უკეთესი შედეგი...

მერწყულს უნდა სხვებზე აღმატებული იყოს ინფორმაციულად, უფრო მეტი იცოდეს, უფრო მეტი გაეგებოდეს, უფრო მეტად იხედებოდეს მომავალში და თანამედროვეობაზე, უფრო ფართოდ აზროვნებდეს, უფრო მეტი ურთიერთობები ჰქონდეს, მეტი მეგობარი, მეტი თავისუფლება....

თევზებს აქვს მოთხოვნილება იყოს სხვებზე მეტი ემოციონალურ დონეზე: მეტი შეგრძნებები, მეტი ემოციები, მეტი განცდები, უფრო ღრმა აღქმები, უფრო ამოუცნობი ურთიერთობები, შეუცნობელის გაგება და ჩაწვდომა შინაგანში, მეტი რომანტიული ურთიერთობები, მეტი სასიყვარულო თავგადასავლები რომლებიც ემოციონალური მოვლენებით იქნება გადატვირთული..
Konstantin Logos

суббота, 28 января 2012 г.

პლანეტების შეერთება ასცენდენტთან Asc

ნესბისმიერი პლანეტა რომელიც შეერთებულია ასცენდენტთან ადებს კვალს ადამიანის გარეგნობას და ხასიათს... ასცენდენტთან შეერთებად შეიძლება ჩიათვალოს პლანეტა რომელიც პირველ სახლშია და დაშორებულია ასცენდენტისგან 10 გრადუსამდე. და ასევე პლანეტა რომელიც 12 სახლშია და დაშორებულია ასცენდენტისგან 5 გრადუსამდე.
პლანეტა რომელიც დაშორებულია ასცენდენტისგან 1.5 გრადუსამდე, ამ პლანეტას უწოდებენ ГЕНИЙ РОЖДЕНИЯ. და ყოველ კუთხის სახლის წვერს შეიძლება ჰყავდეს თავისი ГЕНИЙ РОЖДЕНИЯ.(პლანეტა ASC, MC, DSC, IC წერტილებზე). ასეთი შეერთების მქონე ადამიანებს აქვთ მოვლენებით დატვირთული ცხოვრება, ხშირად ეს ადამიანი იძულებულია შეეწინაამღდეგოს ცხოვრებისეულ სირთულეებს, რაც მას გამოჩენილ, ცნობილ ადამიანად აქცევს...

მზე ასცენდენტზე
ადამიანი მიმზიდველია, შემოქმედებითი უნარით აღსავსე. პატივმოყვარე, ცდილობს თვითრეალიზაციას, ყოველთვის შესამჩნევი იყო, წყინს როცა ყურადღებას არ აქცევენ, შესაძლოა ვიწრო წრეში მეფური თვისებები გამოავლინოს...

მთვარე ასცენდენტზე
ემოციონალური ხასიათი დიდი ფსიქოლოგიური გადართვებით, ინფორმაცია ადვილად აღწევს მის ემოციონალურ ცენტრს, ხშირად კაპრიზული, ისტერიული, თუმცა გარეგნულად ფლეგმატიკის შტაბეჭდილებას ტოვებს. კაცებშიც კი ჭარბ მგრძნობიარობას იწვევს, ქალურობას

მერკური ასცენდენტზე
კონტაქტურობა, პოლემიკის სიყვარული, ინფორმაციის ადვილად აღქმა. უყვარს სისწრაფე, ლაპარაკი, ჟესტიკულაცია. უნარი გამოიყენოს კონტაქტები და მფარველობა.

ვენერა ასცენდენტზე
ესთეტიზმი, სწრაფვა კომფორტისკენ, სილამაზისკენ, საზოგადოებრიობისკენ, ეს ადამიანი ერიდება წინაამღდეგობებს, არის ზარმაცი. ქალები- მიმზიდველები, შარმით. კაცები- თვალთმაქცები, შემტენები.

მარსი ასცენდენტზე
ხშირად   ინიციატივიანი, დამოუკიდებელი, ფეთქებადი, მერბძოლი სულისკვეთების. არ უყვარს კომპრომისებზე წასვლა. ხშირად მიდის რისკზე. ბრძოლისუნარიანი, აქტიური, ხმაც კი აქვს საბრძოლო.

იუპიტერი ასცენდენტზე.
შთამბეჭდავი გარეგნობა, ხასიათში სიამაყე და პატივმოყვარეობა, სურვილი იყო შესამჩნევი, დიდაქტიკური ტონი, მბრძანებლური ჟესტები.
დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე და ძალებზე, და სხვების დარწმუნებასაც ცდილობს რომ შეესაბამება ამ წარმოდგენებს.

სატურნი ასცენდენტზე.
სიმკაცრე, ჩაკეტილობა, მომთხოვნი სხვები და საკუთარი თავის მიმართ. ამ ადამიანს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ფრთხილია და ყოველთვის აქვს დისტანცია ადამიანებთან. ხანდახან მელნაქოლიურიც, ჩაღრმავებული საკუთარ თავში, ინდივიდუალური, ამტანი.

ურანი ასცენდენტზე.
თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ექსცენტრიულობა, მოუწესრიგებელი ცხოვრების წესი, უმართავობა. სხვების პაროდირების უნარი, სიახლეების სიყვარული, ასევე ხშირად ცვლის გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში. ექსტრასენსორული უნარი.

ნეპტუნი ასცენდენტზე
ამ ადამიანის წყენინება ძალიან ადვილია. იდეალიზმი, რომელიც ფანატიზმამდეა მისული, უყვარს ოცნება, აქვს დიდი ინტუიცია და წინასწარმეტყველური სიზმრები. კოსმიური რითმების შეგრძნების უნარი.

პლუტონი ასცენდენტზე.
არაცნობიერი გავლენა გარშემომყოფებზე, ცუდი ქცევით ადვილად იპყრობს სხვების ყურადღებას(მისი სიცუდე სხვებს მოსწონს) ნგრევისკენ სწრაფვა, მის გარშემო გროვდება დიდი ანერგეია, რომელსაც შემდეგ ვერ აკონტროლებს. სექსუალური ენერგია, დიდი ძალა და უნარი გადარჩეს ექსტრემალური სიტუაციებში. ჰიპნოზი, მაგია. მოძალადეობრივი ჩვევები.

შავი მთვარე ასცენდენტზე.
პიროვნება ხშირად იმედგაცრუებულია, საშინელ სიტუაციებზე რეაგირებს, თვითმკლელობის და დანაშაულების ჩადენისადმი მიდრეკილება. ეს ადამიანი იზიდავს დანაშაულს, შავ ენერგიას.
 
Konstantin Logos

პარალელური სამყაროები

პარალელური სამყაროები
ყოველდღიურობის უამრავ საზრუნავში ჩაფლული ადამიანები ვეღარ ასწრებენ ფიქრს პარალელურ სამყაროებზე. მთელი დრო იმას ხმარდება,რასაც განადგურება უწერია, .მაგრამ სიცოცხლის წყურვილს სიცოცხლე ვერ აკმაყოფილებს და ხსნას ისევ ნატიფი ენერგიების სამყაროებში პოულობენ,რომელშიც სულს თავისუფლად მოგზაურობა შეუძლია. რაც უფრო ვითარდება მეციერება,მით მეტი ინფორმაცია ჩნდება ანტიმატერიალური სამყაროების ,სამყაროს ერთიანობის,ერთიანი კანონით მისი მართვის,მატერიისა და ანტიმატერიის,როგორც ერთი ენერგიის სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ. უსასრულობის ამ გიგანტურ ლაბორატორიაში ადამიანებიც მონაწოლეობენ,როგორც კოსმიური მოგზაურნი,როგორც მოფარფატე მტვერი ვარსკვლავებისა,თავის განუმეორებელ როლს რომ ასრულებს სამყაროთა გრიგალში.
ცოდნა პარალელური სამყაროების შესახებ ძირითადად ეზოთერულ ლიტერატურაშია შემონახული. ის თავიდან იკრძალებოდა და ზეპირად გადაეცემოდა განდობილებს. მეტაფიზიკური სამყარო ხომ ენერგიების სამყაროა,ენერგიის გამოყენება კი მრავალი მიმართულებით შეიძლება. ესაა საიდუმლო სწავლება ხილულ და უხილავ კოსმოსზე,მის კანონებზე,ადამიანების ფარულ შესაძლებლობებზე. ''დაუტევნელის დატევა სახიფათოა''-თვლიდა წმ.ნილოს სინელი,თუმცა ,,არ არსებობს დაფარული,რომ არ გამოჩნდეს და არც რამ საიდუმლო,რომ არ გამჟღავნდეს''. და კაცობრიობაც ნელ-ნელა უახლოვდება ამ ცოდნას .
კოსმიური ფილოსოფიის მიხედვით,რომელიც მოიცავს ეზოთერულ,ოკულტურ,მეტაფიზიკურ სწავლებებს,ის ,რაც სიცარიელე გვგონია,სინამდვილეში სავსეა ენერგიათა ქსელებით,გადამკვეთი განზომილებებით,უნივერსალური,გალაქტიკური,კოსმოსური, პლანეტარული ენერგიებით,ძალებით ანუ არსებებით,პროცესებით და მოვლენებით,რომლებშიც გაუცნობიერებლად მონაწილეობენ ადამიანებიც. ეს სამყაროები არც ისე შორსაა. ჩვენ მათთვის ისევე უხილავნი ვართ,როგორც რადიოტალღები. ისინი ავსებენ გარემოს იქ,სადაც ვიმყოფებით ჩვენ,ოღონდ სხვა სიხშირეებზე. ყოველ მათგანს თავისი ენერგიების რხევათა სიხშირე ანუ ვიბრაცია გააჩნია.. რაც ახლოსაა სამყარო მატერიალურთან,მით დაბალი ვიბრაცია აქვს, უხეში ფორმებით და არსებობის პირობებით..მაღალი ვიბრაციის სამყაროებში ენერგიები ნატიფია და არსებობაც შესაბამისი.ანტიმატერიალური სამყაროს სხვადასხვა შრეებზე საუბრობს მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში,ქრისტიანულ თეოგონიაში კი ცნობილია 9 ცა და აქედან მე-3ცა,როგორც ანგელოზების სამყოფელი.
ასტრალური-მშვინვიერი სამყარო ყველაზე ახლოსაა ჩვენთან .ქვედა შრეებში ის დაბალი შეგნების საშიში არსებებით, ასტრალური კლიშეებით,აზრთფორმირებებით,სტიქიური ძალებით და ადამიანთა სულებითაა დასახლებული. აქ სამშვინველით ხვდებიან გარდაცვლილები..ზედა შრეები კი ანგელოზების,სხვადასხვა რელიგიებში მოხსენიებული ნახევარღმერთების სამყოფელია. მოვლენები ჯერ ნატიფ სამყაროებში იგეგმება და შემდეგ ხორციელდება მატერიალურში,ამიტომაც შესაძლებელია კორექცია .იქ ერთი დღე მატერიალური სამყაროს საუკუნეებს უდრის. ამ სამყაროების ბინადრებთან თანამშრომლობენ ადამიანები გაუცნობიერებლად,იახლოვებენ მათ თავისი ენერგიებით . ისინიც ევლინებიან მცველებად ან მაცდუნებელ ძალებად. ამიტომ პლანეტა მათი ბრძოლის პოლიგონია. წარმართული ღვთაებები ამ სფეროების ძალებია. მათთან კავშირი ხდება ტრანსის ან სპირიტიზმის დროს. ძილსა თუ ცხადში ასტრალის დაბალი შრეების არსებები აღწევენ ადამიანთა აზრებში,მათ აურაში. განსაკუთრებით ადვილად ბავშვებში,სნეულებში, ალკოჰოლის და ნიკოტინის მოყვარულებში,ათეისტებში,ფსიქიკურად გაუწონასწორებლებში და მათი ენერგიებით იკვებებიან. მათი გავლენის მიზეზია ხშირად ადამიანთა აკვიატებული აზრები და ხასიათის ცვლილებები,აგრესია ან დეპრესია.. ჩაკეტილ სივრცეში მათი ზემოქმედება ძლიერდება.როგორც ''ძველ აღთქმაშია'',მხოლოდ ცოდვები არაა მიზეზი მათი ადამიანებში შესვლისა. ამ სამყაროდანაა ხშირად ხილვები და წინასწარმეტყველებები. მიუხედავად ყველაფრისა, . ეს ძალებიც ემორჩილებიან კოსმოსურ კანონებს და მხოლოდ მის ფარგლებში მოქმედებენ .მაგრამ ეს არაა უმაღლესი სულიერი დონე. მას მართავს უფრო მაღალი ვიბრაციების მქონე სინათლის სამყარო,.რომელიც ღვთის სასუფევლად მოიაზრება. ამ სამყაროში სულიერი,სინათლის მარადიული, უშლელი სხეულით ხვდებიან.
მაგია ასტრალურ სამყაროსთან კონტაქტის ხელოვნებაა. ეს მადლის საპირისპირო მოვლენაა.ესაა ენერგიებით მანიპულაციის ხერხები. ის არღვევს ადამიანის სულიერი სტრუქტურის დამცავ შრეს და აქცევს მას უცხო ძალების გავლენის ქვეშ. დროებით მოგვარებული პრობლემების სანაცვლოდ აკარგინებს კავშირს უმაღლეს სამყაროსთან . მაგია იძულებითი ენერგეტიკული ცვლილებებია,რასაც მოქმედებაში მოჰყავს ძალები,რომელთა მართვა ადამიანს აღარ შეუძლია . გარკვეული დროს შემდეგ ის ამ ძალების ტყვე და მსხვერპლი ხდება. დაცვა ამ მანიპულაციებისგან შესაძლებელია გარკვეული რიტუალებით ,ასევე ძლიერი,გაწონასწორებული ფსიქიკით,სუფთა ენერგეტიკით და ანთებული გულის ცენტრით,ასევე გარემოს ენერგეტიკის გაწმენდით და უმაღლეს ზეციურ იერერქიასთან ახლო კავშირით.
ცხოვრება წამია ორ მარადისობას შორის. ტოლსტოი წერდა:''დროსა და სივრცეს ჩემი სიცოცხლის შეგნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სიცოცხლე,რომელსაც ჩემში ვგრძნობ,არც ამ დაბადებით დაწყებულა და არც გარდაცვალებით დამთავრდება,ამ ლოგიკით სიკვდილი საერთოდ არც არსებობსო"
ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ხვდება იმ სფეროში,რომელიც მისი ვიბრაციების დონისაა. სულის ბრძანებით,შეგნებული მისწრაფებით,წარმოსახვით,შეგრძნებების გამოცდილებით,გულის სისუფთავით,სიმამაცით და სიყვარულით ხდება ''სასუფევლის უძულებით მოპოვება''. ძლიერი შთაბეჭდილებები მიჰყვება ადამიანის სულს.იქ ყველა იმას დაინახავს,რისკენაც ცხოვრების მანძილზე მიისწრაფოდა.მშვენიერების სამყარო მის თვალწინ გადაიშლება,ვინც იტევს ამ სამყაროებს თავის თავში.ამიტომაა საჭირო ამ ქვეყანაშივე განთავისუფლება ყველა ნეგატიური ტვირთისგან,რომლებიც იქ საშინელი არსებების და მოვლენების სახეს იღებენ. უმაღლესმა ენერგეტიკულმა სინათლის სხეულმა სიცოცხლეშივე უნადა მოასწროს ჩამოყალიბება,რომ სინათლის სამყარომდე მიაღწიოს. დასასრული მხოლოდ ახალი დასაწყისია. ეს მატერიალური სამყაროს მიღმა არსებული ცხოვრებაა, მატერიის სამოსის გამოცვლაა,რომლის გარდა ადამიანს სხვა სხეულებიც გააჩნია. წარმავალ საგნებზე არ ღირს სევდა. რაც ნადგურდება არ უნდა გახდეს თაყვანისცემის საგანი და მაშინ გარდაცველებაც იქნება სასიამოვნო მოგზაურობა სხვა სამყაროში.
რაიმონდ მოუდის წიგნში აღწერილია,თუ რას ხედავდნენ კლინიკური სიკვდილის შემდეგ ნატიფ სამყაროებში მოხვედრილები: იქ ფერების,ბგერების ,სინათლის ,არომატების არნახული სპექტრია,ისმის სფეროების მუსიკა,ამ მოლივლივე სინათლის და მარადიული გაზაფხულის სილამაზეში მოხვედრილი სულები დაფრინავენ,აზრებით ურთიერთობენ და შემოქმედებითად იღწვიან კაცობრიობის დასახმარებლად.ესთეტიკური ნეტარება და მიწიერ ცხოვრებაში დაწყებული მეგობრობა იქ გრძელდება და ახალ ფორმას იძენს.
აქ კი ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს ..სიცოცხლე მოლზე მოკუნტრუშე კრავის სიხარულივით მოკლეა და მაინც, ზეციურმა მოქალაქემ მიწიერ პლანეტაზე ისე უნდა იცხოვრო,მზად იყო ყოველ წუთს დატოვო სიცოცხლე და თან გიყვარდეს ყოველი ბალახი რომელზეც დადიხარ...
ვედების მიხედვით,სიცოცხლის ბოლო აზრები და განწყობები განსაზღვრავენ სულის გადასროლას ამა თუ იმ სამყაროში. . ცხოვრებაში შეძენილი მეგობრები უმაღლესი ზეციური იერარქების სახით, სულებს დიდ დახმარებას უწევენ ამ მოგზაურობაში,ამიტომ მათთან კავშირი,ლოცვა-მედიტაციების რეგულარული პრაქტიკა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
არსებობს მეთოდები პარალელურ სამყაროში მოვლენების კორექციისა,ნეგატიური ძალებისგან თავდაცვისა,სიზმრების დაპროგრამების, კავშირისა ამ სამყაროსთან სწორი ლოცვების და მედიტაციების ტექნიკით.,რომლებზეც რელიგიებში არც თუ ისე დიდი ინფორმაციაა..''მრავალი გზაა ცხონების და მრავალი გზა ღმერთთან თანაზიარს რომ გაგხდის''-თვლიდა წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი,მაგრამ სიყვარული ის ერთადერთი გასაღებია ,ნატიფი სამყაროებში ყველა კარს რომ აღებს.

четверг, 26 января 2012 г.

დედამიწის რეაქცია



უამრავი ხანძრის,წყალდიდობის,მიწისძვრისა და ამოფრქვეული ვულკანების გაანალიზეით მეცნიერებმა ერთი გამაოგნებელი რამო აღმოაჩინეს: ძალიან ხშირ ამ მოვლენებს წინ უსწრებთ სადმე , ერთ ადგილას, ადამიანთა დიდი მასის მიერ უარყოფითი ემოციების გამოყოფა. და მაშინ მეცნიერებმა წარმოუდგენელი რა ივარაუდეს: გამოდის, რომ ყველა სტიქიური უბედურება დედამიწის საპასუხო რეაქციაა ადამიანის აგრესიაზე? რაღა თქმა უნდა, ამ ვერსიას 100% წეშმარიტებოს პრეტენზია არა აქვს და მას ყველა მკვლვლევარი როდი იზიარებს, მაგრამ მისი სათვალავში არ მიღებაც არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ მის სისწორეს უამრავი მაგალითი ადასტურებს.ასე მაგალითად, 1988 წელს მთიანი ყარაბახიში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტს საშინელი მიწის ძვრა სომხეთში. შედეგად პირისაგან მიწისა აღიგავა ორი ქალაქი - სპიტაკი და ლენინაკანი,20 საუკუნის 90 - იან წლებში კოსოსვოში სერბთა და ალაბანელებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა საშინელი წყალდიდობაბალკანეთში. ამერიკულმა აგრესიამ ერაყში გამოძახილი ჰქოვა კალიფორნიაში ხანძრებითა და ახალ ორლეანაში ტაიფუნით ... კიდევ უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება. იგორ იანიცკის აზრით ბევრ კატასტროფას განსაკუთრებული აზრი აქვს - ისინი იმიტომ ხდებიან, რომ გლობალური მაშტაბის კატაკლიზმები აგვაცილონ თავიდან. აიძულონ ადამიანები, შეჩერდნენ და კარგად გაიაზრონ,თუ რომელია სწორი გზა. ასე მაგალითად, იანიცკი თვლის, რომ ჩერნობილის თვლის, რომ ჩერნობილის კატასტროფა შემთხვევითი არ იყო, ეს თავად დედამიწის მიერ იყო პროვოცირებული - პლანეტამ არა მარტო აიძულა ხელისუფლება და მეცნიერები უსაფრთხო ატომური სადგურის პრობლემებიტ დაკავებულიყვენე, არამედ ეფიქრათ, თჲ რა დამღუპველია ბირთვული ომი კაცობრიობისათვის. შეიძლება ითქავს რო დედამიწამ ჩვენი მომავლისთვის გაგვაფრთხილა, ხოლო როცა საქმე ეხება უკვე მააზე უკვე მიყენებულს ზიანს, პლანეტა ნათლად გვაგრძნობინებს რომ არ აპირებს ამის უსასრულოდ მოთმენას. ამას მეცნიერებიც ადასტურებენ. ნასას სპეციალისტებმა თანაგმგზავრებისა და ზეზუსტი ლაზერების დახმარებით შეამჩნიეს, რომ უკანასკნელი წლებში დედამიწის ფორმა თანდათან იცვლება - იგი თითქოს ”იბერება” , თანაც თანაბრად კი არა, უფრო ეკვატორისკენ, ისე, თითქოს მუცელი ეზრდებაო. მისი რადიუსი წლიდან წლამდე იზრდება. ყველაფერ იმას, რაც დედამიწის ზედაპირზე ამჟამად ხდება , თვით მსოფლიო ოკეანის დოონის ამაღლებასაც კი, არ შეუძლია პლანეტა ”გაბერვამდე” მიიყვანოს . ამ პროცესის პროვოცირება მხოლოდ დედამიწის მანტიას შეუძლია. ბირთვისა და მიწის ქერქს შორის არსებული სქელი გავარვარებული ფენა, ისე იქცევა, თითქოს ღრუბელას ბურთი იყოს - აქამდე შეკუმშულ მდგომარეობაში ახალ თითქოს ფორმას ღიდგენს, ამასობაში კი მიწის წიაღში წარმოქმნილი ენერგია გარეთ ვულკანური ამოფრქვევებითა და მიწისძვრებით გამოიტყორცნება. პლანეტის გონიერებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1960 წელს მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ გიორგი კუზნეცოვის ხელმძღვანელობით ანიკალური სამეცნიერო კვლევების პროგრამის ფარგლებში ერთი ასეთი ცდა ჩაატარეს: ბიოლოკაციის ოპერატორები დედამიწას ”მიმართავდნენ” , სხვადასხვა ”თხოვნით” და არეგისტრირებდნენ შეუსრულა თუ არა პლანეტა ესა თუ ის ”თხოვნა ”. ეს ყველაფერი ასთნაირად ხდებოდა: თავდაპირველად ადამიანი თვის გონებაში აჱალიბებდა ამ თხოვნას - ცნობიერებიდან იგი ქვეცნობიერში გადიოდა. მკვლევართა აზრით , ადამიანის პლანეტის ქვეცნობიერს საერთო საინფორმაციო ენა და მუშაობის კანონები აქვთ, ანუ ადამიანის ქვეცნობიერი თავისებული შესასვლელლია პლანეტის ქვეცნობიერში, რაც დიალოგის შესაძლებლობასა ხდის. და აი ოპერატორის თხოვნით პლანეტა მყისიერად ცვლიდა ტემპერატურას ატმოსფეროში, ზემოქმედებდა წყლის და ჰაერის მოძრაობაზე და მათ სიჩქარეზე, ქმნიდა ისეთ ანომალიური ობიექტების გამოსახულებას, როგორიც მფრინავი თეფში და თოვლის კაცია. . დროა შევიგრძნოთ რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია!

ვეგა




პლანეტა ვეგა - ეს ვარსკვლავი ბუნებით წააგავს მერკურის და ვენერას.მზეზე დაახლოებით 12 ჯერ დიდია. ის მდებარეობს ლირის თანავარსკვლავედში. ვეგას წარმატების მომტანი პლანეტაა, უფრო მოულოდნელი წარმატებების, ავანტურული , დაუგეგმავი აღმასვლის. ადამიანს ვისაც ჰყავს ვეგა ჰოროსკოპში, არ უნდა ჩაეციკლონ საქმიანობის ძირეულ ნაწილს თორემ წარმატება წავა მათთგან. ასცედენტზე ვეგა გვაძლევს მარტოობას, გარიყულობას, მარ…ტოსულობას. თუ მთვარეც ახლოა - დენიზმს.. ფორტუნა აუცილებლად იქნება მაგრამ ის როგორც უცბად მოდის,ასევე უცბად მიდის . როგორც კი ყველაფერი დაწყნარდება, გამართლება და ფორტუნა ტოვებს ადამიანს. როცა ცუდათაა, ადამიანი განცდებშია, ყველაფერი უკან მიდის , სწორედ ამ დროს აჩენს ტავის თავს პლანეტა ვეგა და აძლევს წარმატებას ადამიანს.. ძლიერი ვეგა ასევე არის მაგიის სიმბოლო , ეხმარება მისტიური მიზნების მისაღწევად და ამ მიმართულები მუშაობს ყველაზე კარგად. ჩინელები და არაბები ამ ვარსკვლავს ეძახიან კუს. ასევე ეს ვარსკვლავი არის განკურნების ვარსკვლავი . ვეგას დიდი ძალა აქვს მაშინ თუ ის არის ჰორიზონტზე ან მერიდიანზე . ნატალურ რუქაში ვეგა ხშირად აქვთ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოხელეებსაც უფრო იმ ხალხს ვისაც დიდიწვლილი შეაქვს ისტორიაში. ვეგა არის ვარსკვლავი. მნათობი

ეპოქალური განვითარება

ამა თუ იმ პლანეტასთნ დაკავშირებული პერიოდების გარდა არსებობდა ”დედამიწის დიდი წელიწადი”, ანუ დიდი კოსმიური ციკლი. იგი 26 000 წელიწადს გრძელდება. ამ ციკლის ნაწილები დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშნებთან. ყოველი 2 165 ჩვეულებრივი წელიწადი ერთ ასტრო - ეპოქას შეადგენს. გიამბობთ თავისებურებებზეც/
ლომის ეპოქა (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 10 000- დან 8 000 წლამდე)- ყალიბდებოდა ჩვენი პლანეტა, გაჩნდა ადამიანი.
კირჩ…ხიბის ეპოქაში (8 000- 6 000 ჩვენს ერამდე) ადამიანი გამოვიდა გამოქვაბულიდან. ამ დროს დიდი იყო დედობისა და მიწათმოქმედების მფარველის- მთვარის ზეგავლენა.
ტყუპების ერა (6000 - 4000 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ) - ესაა არასტაბილურობის, შრომის შესაძლებლობების, ადამიანური ინტელექტის ქარიშხლიანი განვითარება.
კუროს ეპოქაშე (4000 - 2000წლები ჩვენს ერამდე) პირიქით- სტაბილურობა,ძალა, ოპტიმიზმი,სიყვარული ბატონობს.სწორედ ამ ეპოქასი აღმოცენდა ჭეშმარიტი ასტროლოგია.
ვერძის ეპოქაში (2000 წელიწადი - ჩვენს ერამდე) აშენდა პირამიდები, ძველი ელადის უმშვენიერესი ქალაქები. ეს ეპოქა მარსთანაა დაკავშირებული.მას თან ახლავს სისხლისღვრა,მუქარა, კატასტროფები. თუმცა ქრისტე იშვა ვერძისა და თევზების გასაყარზე, ამიტომ მას ხშირად უკავშირებდნენ ვერძისა და თევზების გამოსახულებებს. ჩვენი ერა კი თევძების 2000 წლიან ბატონობასთანაა დაკავშირებული.
იუიტერის შემწეობით ამ ხანას ახასიათებს: კეთილშობილება,სიმპათია,ემოციები,განცდები, სინატიფე, ხელოვნებისაკნ სწრაფვა, ამაღლებულობა (ნეპტუნის ზეგავლენა ერევა) ეს ეპოქა გაგრძელდა 2003 წლამდე . 2003 წლის 21 მარტს კი დაიწყო მერწყული ერა!
სხვათა შორის მერწყულის ზეგავლენა კარჰა ხანია იგრძნობა. სიტუაცია მთლიანად იცვლება, შემდგომში მთლიანად გაქრება ყოველგვარი ტაბუ, ისევ იზეიმებს ინტელექტი.წარმოიშობა უამრავი ექსცენტრიული გენიოსი. პირველადაღმომჩენი და წინასწარმეტყველ ადამიანები უფრო ღრმად ჩაწვდებიან სამყაროს საიდუმლოებებს.ახალგაზრდობა სრულ დამოუკიდებლობას მიაღწევს, იგი აჯანყდებატავისუფალ აზროვნებას გამოავლენს . განვითარდება კოლექტიური ცნობიერება გატარდება მკვეთრი სოციალური რეფორმები, გაძლიერდება ნარკომანია, ამასთან ერთად გამეფდება ჰუმანიზმი, ადამიანები შთაგონებულნი იქნებიან კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნვით, რწმენაში გაღრმავებითა და მოყვასის სიყვარულით. მესამე განზომილებიდან გადავალთ მეოთხე განზომილებაში.

ურანი

მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს.
  აფელიუმში მზიდან მანძილი 3 004 419 704 კმ -ს (20.08330526 ა.ე.) ტოლია, პერიფელიუმში 2 748 938 461 კმ ( 18.37551863 ა.ე.). ურანის საშუალო მანძილი მზიდან არის: 2 876 679 082 კმ (19.22941195 ა.ე.). ორბიტის ექსცენტისიტეტია 0.044405586, დახრა ეკლიპტიკის სიბრტყისადმი - 0°46´23", გარემოქცევის სიდერული პერიოდია 84 წ 3 თვე 26 დღე.მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 6810 მ/წმ. მისი ეკვატორული დიამეტრია 51 120 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 49 960 კმ. ურანი დედამიწაზე 14,5 ჯერ მძიმეა.სიდერული ბრუნვის პერიოდია: 17 სთ 14 წთ 24 წმ. ურანის ზედაპირის ტემპერატურა მინიმალური არის -216 °C (57 °K), მაქსიმალური -196 °C (77 °K).


ნასა’ს ’’ვოიაჯერ 2’’ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია და ჯერჯერობით სხვა ექსპედიციები დაგეგმილი არ არის. ვოიაჯერი 1977 წელს გაიშვა და მან ურანუსის სიახლოვემდე 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია, რის შემდეგაც გზა ნეპტუნისკენ გააგრძელა.








ურანი პლუტონი და ნეპტუნი ,ეს სამი პლანეტა არის პირდაპირი დამაკავშირებელი იმ სამყაროსთან რომელსაც ჩვენ ფორმალურად არ ვეკუთვნით
სადაც დგას ურანი , იქ არის უეცარი ცვლილებების ზონა
ეს არის ზონა არაორდინალური, არაპროგნოზირებადი, ორიგინალურობის, უცნაურობის და ცვლილებების
ურანი ეს არის დაკავსირებული , მეცნიერებასთან, ელექტრო ენერგიასთან, მომავალ კვლევებთან, ეს არის განტავისუფლება


ასტროლოგები იმართებიან ურანით, უნდა იყოს ურანის თვისებების მატარებებლი, თავისუფლების მოყვარე , ორიგინალური, განსხვავებული ,ალტრუისტი, არაორდინალური,საინტერესო ანუ გარეგანი სამყარო უნდა იყო ურანული ხოლო შინაგანი კი სატურნიალური . ასტროლოგმა უნდა განავითაროს სატურნის შეკავებულობა ,თვისებები, თანმიმდევრობა, გეგმიურობა, პასუხისმგებლობა , თანმიმდევრობა.სიზუსტე ,დისციპლინირებულობა,პუნქტუალურობა.საქმის ბოლომდე მიყვანა და ხარისხი.


7 წელი გრძელდება 1 ზოდიაქოს ნიშანში
ურანი ეს არის ზე ოქტავა მერკური . ანუ გაძლიერებული მერკური
84 წელი უნდება 12 ზოდიაქოს რომ შემოუაროს
ურანი თვისებები
ურანი ერთი ზოდიაქოს ნიშნის "გავლას" 7 წელი, მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი დაახლოებით 84 წელი უნდება. იგი უჩვენებს ადამიანის მიდრეკილებებს სიახლეებისადმი, ორიგინალობისადმი, რეფორმატორულობისადმი, დამოუკიდებლობისადმი. ასტროლოგიურად ურანის დადებითი თვისებები: გამომგონებლობა, მაძიებლობა, იდეალიზმი, დემოკრატიულობა, ძმობა, ერთიანობა, ჰუმანიზმი. უარყოფითი თვისებები: ექსცენტრიულობა, უპასუხისმგებლობა, მეამბოხეობა, სარკაზმი, გაუწონასწორებლობა, სულიერი კრიზისი, განხეთქილება. ეპოქალურად ურანის დადებით გავლენას მნიშვნელოვანი პროგრესი მოაქვს ტრანსფორმაციის, ევოლუციის, კოსმოსის ათვისებისა თუ შემეცნების, კოსმონავტიკის, ავიაციის, ასევე ნანოტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ხოლო ნეგატიურს კი მოაქვს ნგრევა, რეგრესი, ძველი ტრადიციებისა თუ წეს-ჩვეულების უარყოფა, რევოლუცია და ამბოხი.


ძლიერია ურანი - თხის რქაში, მერწყულში და ეგზალტირებულია მორიელში. მათ საწინააღმდეგო ნიშნებში განიცდის ვარდნას (სუსტია) ლომში, კირჩხიბში, კუროში
პირად ჰოროსკოპში ურანის ძლიერი გავლენა აქვთ გამომგონებლებს, ასტრონომებს, ასტროლოგებს, რეფორმატორებს, რევოლუციონერებსა და იმ ადამიანებს, ვისაც საქმე კოსმოსის ათვისებასთან (ფიზიკური თუ სულიერი კუთხით) და ტექნოლოგიებთან აქვთ უცნაური პროფესიები - ხალხი რომლები ახალ აღმოჩენებს აკეთებს
თუნდაც , ასტრონომი, მეცნიერი , მათემატიკოსი.


თუნდაც ასტროლოგი . თვითოელული რუქის შექმნა ახალი რაღაცის აღმოჩენაა .
ელექტრიკი, პროგრამისტი , ელექტრო შემდუღებელი , კომუნიკაციები ტექნოლოგიის დონეზე(მარტინ ლუთერს, თომას მორს, თომას ალვა ედიოსონს, ვილჰელმ რენტგენს, პიერ კიურის, იური გაგარინს, გერმანე ტიტოვს, ნეილ ამსტრონგს, ჯონ გრინს, კარლ ციგლერს, მარტინ ლუთერ კინგს, ფიდელ კასტროს, ჩე გევარას, ნიკიტა ხრუშჩოვს,
ფუნქციები და თვისებები
ატიპიური
უცნაურობა,
ნევროზულობა
უნიკალურობა,
ალტრუიზმი
უცაბედი მოვლენა
გაოგნება
მეგობრობა
უჩვეულო
ფუნქცია
ნგრევა
აჩქარება პროცესის
განთავისუფლება. ურანი ანგრევს ყველა ჩარჩოს.
ძლიერი ურანი - ეს არის საინტერესო ხალხი.
ვენერა ქალწულში ან შერთებაში ურანთან , ეს არის ძალიან საინტერესო ხალხი ,
მიდი გაიცანი და მთელი ცხოვრება გაგაოცებთ , მრავალი საინტერესო რამეს გაიგებთ


ორიგინალურობა
გაღება, აღმოჩენა
ნტვრევა
თანამოაზრე
ბუნტისტები
რევოლუციონერები
ნოვატუროლობა
გენერატორი ახალი იდეების
თავისუფლების მოყვარეობა
მეგობრობა
.ამ ხალხს შეწევთ ძალა ტრანსლირება მომავლის დღევანდელ რეალობაში.
მათ ხშირად არანორმალურებად მიიჩნევენ რადგან უსწრებენ დროს, მერე აღმოჩნდება რომ თურმე მართალნი ყოფილანს.
.
ქიმია , ფიზიკაც
ქირურგი - მარს - ურანი
ილუზიონისტი
მასხარები მეფის კარზე
უცაბედი ცვლილებები

ასაკობრივი - კვადრატული დაყოფა ზოდიაქოს ნიშნების


среда, 25 января 2012 г.

მთვარე. ზოდიაქოს ნიშნები და ქვეცნობიერი-ინტუიცია

როგორც ვიცით, ადამნიანის ქვეცნობიერ სამყაროს და მათ შორის ინტუიციას, მთვარე მართავს.. მე გთავაზობთ ერთ სტატიას ინტუიციის შესახებ  ვისაც მთვარის მიმდინარე კალენდარი ააქვს, შეუძლია გაიგოს, როდისაა მისი ინტუიცია უტყუარი, ენდოს თუ არა მას.

ვერძი: ინტუიციას უნდა ენდოს, როცა მთვარე იმყოფება ლომის ან მერწყულის ზოდიაქოში.

კურო: როცა მთვარე იმყოფება ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებში.

ტყუპები: მთვარე სასწორში ან ვერძში                           

კირჩხიბი: მთვარე კირჩხიბში, მორიელში ან კუროში    

ლომი: მთვარე მშვილდოსანში ან ტყუპებში

ქალწული: მთვარე თხის რქაში ან კირჩხიბში

სასწორი: მთვარე მერწყულში ან ლომში

მორიელი: მთვარე თევზებში ან ქალწულში

მშვილდოსანი: მთვარე ვერძში ან სასწორში

თხის რქა: მთვარე კუროში ან მორიელში

მერწყული: მთვარე ტყუპებში ან მშვილდოსანში

თევზები: მთვარე კირჩხიბში და თხის რქაში

პლანეტები


სტიქიები

ცეცხლის ნიშნებს განეკუთვნებიან:               
ვერძი
ლომი
მშვილდოსანი


ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
ცეცხლის სტიქიის ქვეშ ფეთქებადი, გამორჩეულად ენერგიული და ნოვატორული აზროვნების მქონე ნატურები იბადებიან. თავისუფლებისმოყვარეებსა და ამაყებს, განსაკუთრებული პიროვნული შარმი და მომხიბვლელობა გააჩნით. მათ შორის ბევრი თავისი სფეროს პირველაღმომჩენი და პიონერი გვხვდება, ცეცხლის სტიქიას უამრავი ცნობილი პოლიტიკოსი, მომღერალი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე განეკუთვნება. სამწუხაროდ უკიდურესობებით აღსავსე ბუნება, ზოგჯერ მათ არა მარტო სამართლიანობისთვის მებრძოლი რევოლუციონერის, არამედ დიქტატორის და სადისტის ხასიათსაც უყალიბებს.

*****

მიწის ნიშნებს განეკუთვნებიან:
კურო
ქალწული
თხის რქა


ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
გაწონასწორებული, სტაბილური და რეალისტი ადამიანების სტიქიაა, ამ სტიქიის წარმომადგენლები მიწაზე მართლაც, რომ ყოველთვის მყარად დგანან. მათ უმრავლესობას, მატერიალური დოვლათის დაგროვებისა და ფულის შოვნის შესაშური ნიჭი გააჩნია. საქვეყნოდ ცნობილი ფინანსისტები, ბიზნესმენები და ბანკირები სწორედ, რომ ამ სტიქით იბადებიან. ანალიტიკური აზროვნების უნარისა და დაკვირვებულობის წყალობით, მათ შორის ბევრი მეცნიერიც გვხვდება. ამას გარდა მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანებისაგან გონიერი, ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკოსები და მმართველებიც გამოდიან.

******

ჰაერის ნიშნებს განეკუთვნებიან:
ტყუპები
სასწორი
მერწყული


ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
კომუნიკაბელური, გამჭრიახი გონებით დაჯილდოებული, კონტაქტური, მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანები. ისინი ყველგან არიან სადაც ლაპარაკი, მსჯელობა, კამათია საჭირო. ქმედითი და მოუსვენარი ნატურები არიან. თუმცა მერყევები და რამდენადმე არსტაბილურები. ხშირად იცვლიან ინტერესების სფეროს, მისწრაფებებსა და იდეალებს. უყურებენ ყველაფერს გამომგონებლის თვალით და ცდილობენ ნებისმიერ სფეროში, ნოვატორული იდეები დანერგონ. მათ შორის ბევრი ლიტერატორი, შოუმენი, დიპლომატი, ორატორი და პილიტიკური მოღვაწე გვხვდება.

*****

წყალის ნიშნებს განეკუთვნებიან:
კირჩხიბი
ღრიანკალი
თევზები


ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
ემოციური, ძალზე მგრძნობიარე ნატურები. აქვთ საოცრად განვითარებული ინტუიცია, ადამიანთა გამჭოლ ხედვის და გარდასახვის შესანიშნავი უნარი. მათ შორი ბევრი ფსიქოლოგი, მედიუმი, ასტროლოგი, პარაფსიქოლოგი გვხვდება. ისინი კარგად ეწყობიან ასევე ხელოვნების სხვადასხავა სფეროებს: თეატრს, კინოხელოვნებას, მხატვრობას, მუსიკას და ა.შ არიან ფრთხილები და დაკვირვებულები. შეუძლიათ იყონ კარგი ფინანსისტები, მხედართმთავრები, ღვთისმსახურები. ამ სტიქიის ადამიანებში, მათი კაცთმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი ქველმოქმედი და მეცენატიც გვხვდება.

სახლები

ატალური ჰოროსკოპის სახლების ინტერპრეტაცია

I სახლი
(საწყისი, პიროვნება, ცხოვრება)

1) ადამიანის გარეგნობა და პირველად მასზე მოხდენილი შთაბეჭდილება.
2) საკუთარ თავზე წარმოდგენა, თვითშეგნება და სუბიექტური აზროვნების წერტილი (სუბიექტურობის განსაზღვრა).
3) ფიზიკური სხეული, ვიტალურობა (ჯანმრთელობის პოტენციალი).
4) თანდაყოლილი შესაძლებლობები და ტალანტი, სხვებისგან განსხვავებულობა.
5) პირადი აქტიურობა (ფიზიკური ან სხვა) სხეულის "მოტორიკა".
6) ტემპერამენტი, პიროვნების ქცევის დომინანტა.
7) გარე სამყაროზე პირველი რეაქცია.
8) ცხოვრებისეული პერსპექტივები, ინტერესები, მიზნები.

• სახლის I მესამედი: პიროვნება. ინდივიდუალური "მე". სხეულის აგებულება. გარეგნობა. ხასიათი. ფიზიკური ცხოვრება. ტემპერამენტი. ბედის სათავე. ორგანიზმის კონსტიტუცია. ცხოვრებისეული ძალა. მემკვიდრეობითი მიდრეკილებები. სიცოცხლის ხანგრძლივობა. ცხოვრების პირველი მესამედი.
• სახლის II მესამედი: სხვა პირებთან კავშირი. პროფესიული საქმიანობა. სიყვარული. ქმარი და მისი ხასიათი. ბებია. კომპანიონების ცოლები. ქვეშემრდომების გარდაცვალება. შვილების, მეგობრების, და-ძმების შორეული გზები. ტალანტი. შესაძლებლობების გამოვლენა. ცხოვრების მეორე მესამედი.
• სახლის III მესამედი: ზოგადად სამეურნეო დამოკიდებულება და მათი გამოყენება. ცხოვრებისეული პრაქტიკულობა. ინტელექტი. მტრების ცოლები. შეძენილი უნარ-ჩვევები. მოთხოვნილებების ცვლა. ცხოვრების მესამე მესამედი (უკანასკნელი მესამედი).

II სახლი
(ქონება)

1) ფულის შოვნის და ხარჯვის ცოდნა (უნარი).
2) მატერიალური ინტერესები და პერსპექტივები.
3) შემოსავლის მასშტაბი და მათი წყაროები.
4) საქმიანი აქტიურობა, დამაკმაყოფილებელი შემოსავალი და სიმდიდრე.
5) მოძრავი ქონება.
6) პრაქტიკული ცოდნა და უნარი, რომელიც საკუთარი ძალისხმევით მიიღწევა.
7) პირადი ფასეულობები (მატერიალური და სულიერი) და დამოკიდებულება მათ მიმართ.

• სახლის I მესამედი: მემკვიდრეობითი მიღებული ქონება. შემოსავლის ძირითადი წყარო. საკუთარი ქონების შეძენის პერსპექტივა. სოციალური დამოკიდებლობა ან დამოუკიდებლობა. ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მოგროვების პროცესები, კვებისა და პირადი ჰიგიენის საკითხები. დამოკიდებულება პირადი ფასეულობების მიმართ ცხოვრების პირველ მესამედში. მტრის ძმები. მეგობრის მამები. მეუღლის გარდაცვალება. შვილების წარმატება (განსაკუთრებით პირველის).
• სახლის II მესამედი: ფული და მისი შოვნის საშუალებანი. მოძრავი ქონება. შემოსავლები სამსახურებრივ ცვლასთან დაკავშირებით. შემოსავლები და ფასეულობები ცხოვრების მეორე მესამედში. შემოსავლები მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით. შვილების პროფესიები. კომპანიონის გარდაცვალება.
• სახლის III მესამედი: საქმიანი და ფინანსური პარტნიორები, კონტაქტები, ვალები, ვალდებულებები. შემოსავალი იდეოლოგიურ-სულიერი მოღვაწეობის საშუალებით. შემოსავალი მოგზაურობისგან. შემოსავლები და ფასეულობები ცხოვრების ბოლო მესამედში. აშკარა მტრის სიკვდილი.

III სახლი
(ძმები)

1) ადამიანის უახლოესი გარემოცვა (და-ძმა, ახლო ნათესაობა, ნაცნობობა, მეზობლები) და მათთან კავშირი.
2) ინფორმაციის (აზრების, იდეების) გაცვლა.
3) ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცნობისმოყვარეობა, სხარტი გონება.
4) ახლო მანძილზე მგზავრობა-გადაადგილება, მომდევნო კონკრეტული მიზნები.
5) ინფორმაციის ყველა საშუალება და სარგებლობა ამით (სერიოზული თეორიული კვლევის გარდა).
6) მეხსიერება, მეტყველება (თხრობითი, წერითი), ნერვული სისტემის მდგომარეობა, ინტელექტუალური აღქმის უნარი.
7) მიბაძვის უნარი, მიმიკა, ჟესტები (როგორც ურთიერთობის ფორმა).
8) დაწყებითი განათლება (სწავლა, როგორც ინფორმაციის მიღება ყოველდღიური პრაქტიკული გამოყენებისთვის).
9) შუამავლობა, მოლაპარაკება, შეთანხმება, ახალი ამბები.

• სახლის I მესამედი: და-ძმა. გარემოცვა. გონებრივი შესაძლებლობები. პირველი და ან ძმა, მოგზაურობა (რომელიც 25 წლამდე ხდება). მამის მტრები. შვილების მეგობრები. მეგობრების შვილები.
• სახლის II მესამედი: პროფესია (მხოლოდ ის, რომელიც მოგზაურობას ეხება). ხელნაწერი, მეტყველება, წერილები, ლიტერატურა. მწერლობასთან და გათვლებთან დაკავშირებული საქმე. გამოსვლები (ორატორული და ა. შ.). მოლაპარაკება. მოგზაურობა (რომელიც 50 წლამდე ხდება). სწავლა. მოსამსახურის საქმიანობა.
• სახლის III მესამედი: გონებრივი შესაძლებლობები, მოგზაურობა (ცხოვრების ბოლო მესამედში). მტრული გავლენა (აზროვნებაზე, სახლზე, მიწის მფლობელობაზე, რეპუტაციაზე). მშობლების ქონება, რეპუტაცია, სიზმრები.

IV სახლი
(მშობლები, ფესვები, საქმის დასასრული)

1) წარმოშობა, ოჯახური ტრადიციები, გენეალოგია, გენეტიკური მიდრეკილებები.
2) ოჯახი, სახლი (სადაც დაიბადა ადამიანი და მისი შექმნილია).
3) მამა; სხვა ვარიანტით მშობელი, რომელიც ამ პიროვნების სქესისაა (ან მთავარია ოჯახში).
4) პრობლემები, რომლებიც სახლს, ოჯახს, მიწას, უძრავ ქონებას უკავშირდება.
5) არაცნობიერი, ადამიანის ბუნებრივი შეგნება.
6) სულიერი სამყარო, ჩვეული გარემო, ემოციონალური უშიშროება, გადარჩენის საყრდენი.
7) სამშობლოსთან დამოკიდებულება (რას თვლის ადამიანი სამშობლოდ, რას გააკეთებს მისთვის, შეუძლია თუ არა მის დატოვება).
8) ადამიანის მონაწილეობა ეროვნულ საკითხებში.
9) ცხოვრების ბოლო პერიოდი და მისი დასასრული.

• სახლის I მესამედი: გენეტიკა და მშობლები, წინაპრებთან, გვართან, მიწასთან დამოკიდებულება, ცხოვრების დასასრული, კავშირი მიღმიერ სამყაროსთან, და-ძმების ქონება, შვილების მტრები, მტრების შვილები, მეუღლის სამსახური, მეგობრების ავადმყოფობა, კავშირი `განდობილებთან~ და `ხელდასხმულებთან~.
• სახლის II მესამედი: სამშობლო, მშობლიური მხარე, საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი კერა, დამოუკიდებლობა პროფესიასა და სახლში, დამოკიდებულება მიწათმოქმედების მიმართ (რაც ეხება მთის საქმეს, რკინიგზას, უძრავ ქონებას, სამშენებლო საქმეს), სამუშაოს მეგობარი, მეგობრის მოსამსახურე.
• სახლის III მესამედი: სულიერი და შემოქმედებითი ცხოვრება (განსაკუთრებით ასაკში), უკანასკნელი სიყვარული და მიჯაჭვულობა, უიღბლო სასიყვარულო კავშირები, გარდატეხის ასაკის დროინდელი სიყვარული, ცხოვრების საიდუმლო მოტივები, შვილებზე გავლენა.

V სახლი
(შვილები, შემოქმედება, შემთხვევითი ბედნიერება)

1) შემოქმედებითი თვითგამოხატვა.
2) გატაცება, ჰობი, თავისუფალი დრო.
3) სიყვარული, რომანტიული თავგადასავლები.
4) ბავშვები, მათთან დამოკიდებულება, აღზრდა, პერსპექტივები და მახსოვრობა ბავშვებთან მიმართებაში.
5) ყველასგან გამორჩევისა და საზოგადოებაში დაფასების სურვილი.
6) შემსრულებლის მოღვაწეობა და პოპულარობა (ხელოვნება, თეატრი, კინო, სპორტი _ სადაც ადამიანი ყურადღების ცენტრშია).
7) შემოქმედების და თამაშის ელემენტი სწავლაში.
8) ფულის ხარჯვა გართობაზე, ძვირადღირებულ და მსხვილ საყიდლებზე.

• სახლის I მესამედი: საყვარლები. შვილები. დახმარება ბავშვებს. სიკვდილი ახალგაზრდობაში. დანაკარგისა და შემოსავლის რისკი. ინიციატივა და მოხერხება. შესაძლებლობების გახსნა. მოქმედების თავისუფლება. მანდილოსნებში _ მშობიარობა და საფრთხე მშობიარობისას. მამის მოძრავი ქონება. მეორე და ან ძმა.
• სახლის II მესამედი: ძღვენი. სპეკულაცია. აზარტული თამაშები. ლატარეა. ურთიერთობა გასართობ დაწესებულებასთან (თეატრი, კინოთეატრი, კაზინო, კაბარე და ა. შ.). გატაცებები. სიყვარული. არაკანონიერი კავშირები. ქვეშემრდომები. მტრები. პროფესია (მხოლოდ მწერლის, ხელოვნების მოღვაწის, მსახიობის).
• სახლის III მესამედი: სულიერ, კულტურულ და სპორტულ მოღვაწეობასთან კავშირი. განსაკუთრებული მიდრეკილებები. გვარის გაგრძელება (შვილები, შვილიშვილები). კონტაქტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან. უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. დიდება, რომელიც სიკვდილის შემდეგ მოდის.

VI სახლი
(ჯანმრთელობა, მსახურება და ყოველდღიური შრომა)

1) ორგანიზმის სისტემების შეთანხმებული მუშაობა, ასევე სნეულებანი, როგორც ამ მუშაობის დარღვევის შედეგი.
2) ჰიგიენა, დიეტა, ექიმებისა და მკურნალობის მეთოდების მიმართ დამოკიდებულება.
3) ზრუნვა ახლობლებზე, ყოველდღიური შრომა და ვალდებულებები, დაქვემდებარება, დისციპლინა, მომსახურება.
4) დამოკიდებულება სამსახურში, სამუშაო გარემო, პროფესიული უნარ-ჩვევები, მუშაობა ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან.
5) სწავლა, როგორც შრომა, უნარ-ჩვევების შეძენა.

• სახლის I მესამედი: სნეულება, ინვალიდობა ან შრომისუუნარობა. მკურნალობისა და ავადმყოფთა მოვლის მეთოდიკა. დიეტა და პირადი ჰიგიენა. სამოსი. სიმამრი. მამამთილი. ბიძა. დეიდა. მეუღლის მტრები. მტრების მეუღლეები (ქმრები). მეგობრის სიკვდილი. პირველი შვილის მატერიალური მდგომარეობა.
• სახლის II მესამედი: მსახურების ადგილი, სამუშაოს ცვლა. ურთიერთობები სამუშაოზე და შრომის პირობები. დამოკიდებულება ქვეშემრდომებთან და თანამშრომლებთან. ძალაუფლება ან დაქვემდებარება. შემოსავალი და ან დანაკარგი მომსახურე პერსონალისგან.
• სახლის III მესამედი: თავისუფალი პროფესია. შინაური ცხოველები. უარყოფითი გავლენა ქორწინებაზე. შესაძლო დანაკარგი პარტნიორის გამო.

VII სახლი
(მეუღლე, პარტნიორები და მტრები, ალტერ-ეგო)

1) პირადი ურთიერთობები ადამიანებთან.
2) პარტნიორების ხედვა, პასუხისმგებლობის გრძნობა მათ წინაშე.
3) პირადი თვისებები, რომლებიც განვითარებას საჭიროებენ.
4) პარტნიორები (ქორწინება და საქმიანობა).
5) ქორწინება, განქორწინება, განშორება, ურთიერთობების გაწყვეტა, სასამართლო პროცესები.
6) ვაჭრობა, გარიგება, კონკურენცია, თანაავტორობა.

• სახლის I მესამედი: ქორწინება, კავშირისა და ქორწინების ხასიათი. პირველი ქორწინების პარტნიორის სახე, ქცევის მანერა და მასთან ურთიერთობის საშუალება. მეორე ბავშვი. ბაბუა. მესამე და ან ძმა. დისშვილები. ძმისშვილები. მამისეული სახლი. მეგობრების რელიგიურობა და მათი შორეული მოგზაურობა.
• სახლის II მესამედი: საქმიანი პარტიორები და კომპანიონები. კავშირები და კონტაქტები. საზოგადოებრივი მოღვაწეობა. შეთანხმებები. კავშირები. კამათი. ორჭოფობა. მეორე ქორწინების პარტნიორი. აშკარა მტრები. სპეკულაცია. ქვეშემრდომების ქონება.
• სახლის III მესამედი: მესამე ქორწინების პარტნიორი. საქმიან პარტნიორებთან და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დამოკიდებულება ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. შემოსავალი ქურდობისგან, ძარცვისგან, სპეკულაციისგან, ომისგან.


VIII სახლი
B(სიკვდილი, სახეცვლა, განსაცდელი)

1) კრიზისები, ძველი პირობების დასასრული და ახლის დასაწყისი.
2) ცხოვრების არსის ძიება, მუშაობა უმაღლეს ენერგიებთან, როგორც ყოველი ფიზიკური მოვლენის შინაგანი მიზეზი.
3) სიკვდილი, გარდაცვლილის საქმეები.
4) ჩასახვა და დაბადება, სექსი.
5) დანაკარგი და შენაძენი ადამიანებისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
6) სხვა ადამიანების ფასეულობანი.

• სახლის I მესამედი: ქმრის ან პარტნიორის ქონება. ანდერძი. ვაჭრობა და მეგობრების პატიოსნება. მტრების რელიგიურობა და მათი ქონება. მესამე დის ან ძმის ქონება. მეგობრის ბიზნესი ან მოგზაურობა.
• სახლის II მესამედი: სიკვდილი, მისი ადგილი და ნაირსახეობა. ექსტრემალური სიტუაციები. სარისკო ღონისძიებანი. კატასტროფები. პროფესია, რომელიც სიკვდილს უკავშირდება. მემკვიდრეობა. თანამშრომელთა მოკლე მოგზაურობა და მათი მეზობლები. და-ძმის თანამშრომლები.
• სახლის III მესამედი: საიდუმლო საქმები. ოჯახური საიდუმლოებები. შემოსავალი საიდუმლო საქმეებისაგან. სულიერი გადასხვაფერების სფეროები. ოკულტური მეცნიერებების სიბრძნეების მოგროვება. კავშირი მიღმიერ სამყაროსთან. სპირიტიზმი. დემონიზმი. შავი მაგია.


IX სახლი
(სიკეთე, მსოფლმხედველობა, მოგზაურობა)

1) ცოდნა, რომელიც მსოფლმხედველობას აფართოვებს (ფილოსოფია, რელიგია, მეცნიერება, სამართალი და ა. შ.).
2) ზოგადი აბსტრაქტული აზროვნება, მსოფლმხედველობა, ეთიკა და მორალი, სოციალური და სულიერი ორიენტირება.
3) უმაღლესი განათლება.
4) შორეული ნათესავები, ადამიანები განსხვავებული ხედვით.
5) ხანგრძლივი მოგზაურობები და მგზავრობები, განსაკუთრებით კი შემეცნების მიზნით.

• სახლის I მესამედი: დამოკიდებულება ხანგრძლივი მოგზაურობის მიმართ. ყველა საკითხი, რომელიც საზღვარგარეთსა და უცხოელებს ეხება, მათგან შემოსავალი. პირველი დის ან ძმის მეგობრები. მესამე შვილი. მამის ავადმყოფობა. მული. რძალი. მძახლები. ქვისლი. სიძე.
• სახლის II მესამედი: უმაღლესი განათლება. სულიერი ან იდეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესია. გამომცემლის საქმე. სასულიერო პირები. რაიმეს გამომწვლილვით შესწავლა. შემოსავალი რელიგიისა და სასულიერო მოღვაწეობის მეშვეობით. ქვეშემრდომების მამები და მამის ქვეშემრდომები. კონტაქტები უცხოელებთან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

• სახლის III მესამედი: მსოფლმხედველობა. ფილოსოფიური და რელიგიური ინტერსები. მორალი და ეთიკა. მეცნიერულ-კვლევითი მოღვაწეობა. სულიერი პროფესია. შესაძლოა წინააღმდეგობები სულიერ მოღვაწეობაში და ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

X სახლი
(ძალაუფლება, ჩანაფიქრის განხორციელება)

1) პრაქტიკული მიზნები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეზულტატები, კონკრეტული დამსახურებების შეფასება საზოგადოების მიერ (აღიარება ან სირცხვილი).
2) პასუხისმგებლობის ხასიათი საზოგადოების წინაშე (პროფესია, კარიერა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ავტორიტეტი და სტატუსი).
3) დამოკიდებულება უფროსობასთან, თანამშრომლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან.
4) პირადი ძალაუფლება და მისი გამოყენება.
5) პატივმოყვარეობის გამოვლენა, მიზნისკენ მოძრაობის სტრატეგია, პრაქტიკული ცხოვრების ინტერესი.
6) დედა, სხვა ვარიანტით – საწინააღმდეგო სქესის მშობელი.

• სახლის I მესამედი: საკუთარი ძალისხმევით მიღწეული წარმატება. საზოგადოებრივი აღიარება, დიდება. საპატიო წოდება. ჯილდოები. მშობელი და მისი გავლენა პროფესიაზე და სოციალურ მდგომარეობაზე. მამათილი. სიმამრი. მეგობრების მტრები. მტრების მეგობრები. პირველი შვილის ავადმყოფობა. პირველი დის ან ძმის სიკვდილი. ოჯახური კერა. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების პირველ ნახევარში.
• სახლის II მესამედი: თამამდებობა. პროფესია და მასთან დაკავშირებული წარმატება. ნიჭიერება პროფესიაში. დაწესებულებანი. სახელმწიფო მსახურება. თანამშრომლები. ქვეშემრდომები. მოწაფეები და მიმდევრები. მტრების სახლები. მოკეთეების სახლები. სახლის მტრები. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების მეორე ნახევარში.
• სახლის III მესამედი: ხელოსნობა. ცოდნა. ძალების ხარისხი პროფესიისთვის. გონების ძალა. პირველი პროფესია. პროფესიული მოღვაწეობის საწყისი. პატიოსნება და ზნეობრიობა. პატივისცემა. პროფესიული მიღწევები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

XI სახლი
(მეგობრები, უნივერსალური ფასეულობანი, იმედები)

1) გეგმები, იმედები, ოცნებები, იდეალები, ცხოვრებით დაკმაყოფილების ხარისხი, წარმოდგენა ბედნიერებაზე.
2) ცხოვრებისეული გეგმებისა და ტენდენციების კორექციის შესაძლებლობანი.
3) რეფორმები და სახეცვლილებანი, დამოუკიდებელი ხედვები, ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, მსოფლიო კანონებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობა, ჰუმანიზმი.
4) არაფორმალური ჯგუფები, კავშირები და გაერთიანებები, რომლებიც შორეული მიზნებისაკენ სწრაფვაზე ეფუძნებიან.
5) მფარველი მეგობრები, კეთილისმოსურნენი, მეცენატები.
6) ადამიანის "ჭერი", "სახურავი" ("კრიშა").

• სახლის I მესამედი: პირადი მეგობრები. მფარველები. მეურვეები. მეცენატები. მრჩევლები. შემოსავლები პროტექციისა და მეგობრების დახმარებით. სოციალური ცხოვრება და რეაქცია საზოგადოებრივ პროცესებზე. არაფორმალური, სოციალური სანქციები, ერთ-ერთი მშობლის სიკვდილი. შვილების მეუღლეები. შვილების აშკარა მტრები. შვილების კამათი. დის ან ძმის ხანგრძლივი მოგაზურობა, ასევე მათი რელიგიურობა. გერები.
• სახლის II მესამედი: იმედები. სურვილები. აქციონერულ საზოგადოებასთან კავშირი. შემოსავალი საკუთარი ტანჯვის შედეგად. კავშირების ცხოვრების მეორე მესამედში.
• სახლის III მესამედი: იმედების, სურვილების, გეგმების, პროექტების ასრულება. სულიერი სახის იმედები და სურვილები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. არამართვადი ექსტაორდინალური მოვლენები.

X სახლი
(სიკეთე, მსოფლმხედველობა, მოგზაურობა)

1) ცოდნა, რომელიც მსოფლმხედველობას აფართოვებს (ფილოსოფია, რელიგია, მეცნიერება, სამართალი და ა. შ.).
2) ზოგადი აბსტრაქტული აზროვნება, მსოფლმხედველობა, ეთიკა და მორალი, სოციალური და სულიერი ორიენტირება.
3) უმაღლესი განათლება.
4) შორეული ნათესავები, ადამიანები განსხვავებული ხედვით.
5) ხანგრძლივი მოგზაურობები და მგზავრობები, განსაკუთრებით კი შემეცნების მიზნით.

• სახლის I მესამედი: დამოკიდებულება ხანგრძლივი მოგზაურობის მიმართ. ყველა საკითხი, რომელიც საზღვარგარეთსა და უცხოელებს ეხება, მათგან შემოსავალი. პირველი დის ან ძმის მეგობრები. მესამე შვილი. მამის ავადმყოფობა. მული. რძალი. მძახლები. ქვისლი. სიძე.
• სახლის II მესამედი: უმაღლესი განათლება. სულიერი ან იდეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესია. გამომცემლის საქმე. სასულიერო პირები. რაიმეს გამომწვლილვით შესწავლა. შემოსავალი რელიგიისა და სასულიერო მოღვაწეობის მეშვეობით. ქვეშემრდომების მამები და მამის ქვეშემრდომები. კონტაქტები უცხოელებთან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

• სახლის III მესამედი: მსოფლმხედველობა. ფილოსოფიური და რელიგიური ინტერსები. მორალი და ეთიკა. მეცნიერულ-კვლევითი მოღვაწეობა. სულიერი პროფესია. შესაძლოა წინააღმდეგობები სულიერ მოღვაწეობაში და ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

X სახლი
(ძალაუფლება, ჩანაფიქრის განხორციელება)

1) პრაქტიკული მიზნები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეზულტატები, კონკრეტული დამსახურებების შეფასება საზოგადოების მიერ (აღიარება ან სირცხვილი).
2) პასუხისმგებლობის ხასიათი საზოგადოების წინაშე (პროფესია, კარიერა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ავტორიტეტი და სტატუსი).
3) დამოკიდებულება უფროსობასთან, თანამშრომლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან.
4) პირადი ძალაუფლება და მისი გამოყენება.
5) პატივმოყვარეობის გამოვლენა, მიზნისკენ მოძრაობის სტრატეგია, პრაქტიკული ცხოვრების ინტერესი.
6) დედა, სხვა ვარიანტით – საწინააღმდეგო სქესის მშობელი.

• სახლის I მესამედი: საკუთარი ძალისხმევით მიღწეული წარმატება. საზოგადოებრივი აღიარება, დიდება. საპატიო წოდება. ჯილდოები. მშობელი და მისი გავლენა პროფესიაზე და სოციალურ მდგომარეობაზე. მამათილი. სიმამრი. მეგობრების მტრები. მტრების მეგობრები. პირველი შვილის ავადმყოფობა. პირველი დის ან ძმის სიკვდილი. ოჯახური კერა. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების პირველ ნახევარში.
• სახლის II მესამედი: თამამდებობა. პროფესია და მასთან დაკავშირებული წარმატება. ნიჭიერება პროფესიაში. დაწესებულებანი. სახელმწიფო მსახურება. თანამშრომლები. ქვეშემრდომები. მოწაფეები და მიმდევრები. მტრების სახლები. მოკეთეების სახლები. სახლის მტრები. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების მეორე ნახევარში.
• სახლის III მესამედი: ხელოსნობა. ცოდნა. ძალების ხარისხი პროფესიისთვის. გონების ძალა. პირველი პროფესია. პროფესიული მოღვაწეობის საწყისი. პატიოსნება და ზნეობრიობა. პატივისცემა. პროფესიული მიღწევები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

XI სახლი
(მეგობრები, უნივერსალური ფასეულობანი, იმედები)

1) გეგმები, იმედები, ოცნებები, იდეალები, ცხოვრებით დაკმაყოფილების ხარისხი, წარმოდგენა ბედნიერებაზე.
2) ცხოვრებისეული გეგმებისა და ტენდენციების კორექციის შესაძლებლობანი.
3) რეფორმები და სახეცვლილებანი, დამოუკიდებელი ხედვები, ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, მსოფლიო კანონებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობა, ჰუმანიზმი.
4) არაფორმალური ჯგუფები, კავშირები და გაერთიანებები, რომლებიც შორეული მიზნებისაკენ სწრაფვაზე ეფუძნებიან.
5) მფარველი მეგობრები, კეთილისმოსურნენი, მეცენატები.
6) ადამიანის "ჭერი", "სახურავი" ("კრიშა").

• სახლის I მესამედი: პირადი მეგობრები. მფარველები. მეურვეები. მეცენატები. მრჩევლები. შემოსავლები პროტექციისა და მეგობრების დახმარებით. სოციალური ცხოვრება და რეაქცია საზოგადოებრივ პროცესებზე. არაფორმალური, სოციალური სანქციები, ერთ-ერთი მშობლის სიკვდილი. შვილების მეუღლეები. შვილების აშკარა მტრები. შვილების კამათი. დის ან ძმის ხანგრძლივი მოგაზურობა, ასევე მათი რელიგიურობა. გერები.
• სახლის II მესამედი: იმედები. სურვილები. აქციონერულ საზოგადოებასთან კავშირი. შემოსავალი საკუთარი ტანჯვის შედეგად. კავშირების ცხოვრების მეორე მესამედში.
• სახლის III მესამედი: იმედების, სურვილების, გეგმების, პროექტების ასრულება. სულიერი სახის იმედები და სურვილები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. არამართვადი ექსტაორდინალური მოვლენები.


XII სახლი
(შეზღუდვა, განდგომა, განთავისუფლება)

1) ახალი საქმეებისა და პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებული სიტუაციები.
2) განთავისუფლება ძველისგან და უსარგებლოსაგან, განწმენდა, რელიგიური მოქმედებები.
3) საიდუმლო საქმეები (კონკრეტულად კი მხარდაჭერა, ინტრიგები, სიყვარული, მტრები).
4) თავისუფლების აღკვეთის ნებაყოფლობითი ან იძულებითი ადგილები.
5) გულმოწყალება, მსხვერპლთშეწირვითი მსახურება, წამებულობა.
6) თვითჩაღრმავება, ეზოთერული სწავლებანი.
7) უბედურება, განუკურნელი, ხანგრძლივი და ქრონიკული სნეულებანი.
8) ბედისწერისგან დაჩაგრული ადამიანები.
9) მიგრაცია (მეცხრე და მეოთხე სახლებთან ერთად)
10) ქვეცნობიერთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული დარღვევები და პრობლემები.

• სახლის I მესამედი: ნებაყოფლობითი თავისუფლების შეზღუდვა. ნაღველი. ტანჯვა. დანაკარგი. სიდედრი. დედამთილი. საიდუმლო მტრები და მათი ინტრიგები. დიდი ცხოველები. პარტნიორის ავადმყოფობა. შვილის სიკვდილი. მუშაობა რეჟიმულ ინსტიტუტებში, სანატორიუმებში, მონასტრებში.
• სახლის II მესამედი: იძულებითი თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულებრივი პროცესი. ციხე. საავადმყოფო. ინტერნატი. კონცლაგერი. გადასახლება და ემიგრაცია. ძარცვა. ყაჩაღობა. შური. თვითმკვლელობა.
• სახლის III მესამედი: ოკულტური მეცნიერებები. ბუნებისა და კოსმოსის საიდუმლოებების ძიებისთვის ნებაყოფლობითი განმარტოვება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. თვითშემეცნების ზრდა. სასიცოცხლო ტონუსის დაწევა.

ცერერა და პალადა

ცერერა _ დაკავშირებულია ყურადღებასთან, გამოკვებასთან, სხვა ადამიანებზე მზრუნველობასთან და დამიანების წინაშე ვალდებულებასთან. უარყოფით ვარინტში იგი პასურობასთან, წარუმატებლობასთან, ადმიანების დახმარებისა ან მათთვის ემოციური მხარდაჭერის მიცემის სურვლის ან შესაძლებლობის არქონასთან ასოცირდება. ცერერა დაკავშირებულია საიდუმლო არარეალიზებულ იმედებთან, ოცნებასთან, შიშებთან, რომელიც გადაეცემა დედიდან შვილზე. ეს ასტეროიდი მართავს როგორც ქალწულს, ასევე კირჩხიბსაც, როგორც დედა და ქალური საწყისის ასტეროიდი. ცერერა ასევე არის მასწავლებელი სხვებთან ჩვენი მენტალური შვილების (პროდუქტიული იდეები, შემოქმედებები და საქმეები) გაყოფის შესახებ.

პალადა _ შემოქმედებითი გონების პრინციპი, იგი მფარველობს სასწორებსა და მერწყულებს. გარდა ამ ნიშნებისა იგი, ასევე მფარველობს ლომებსაც. გარდა შემოქმედებითი გონების პრინციპის დატვირთვისა, პალადა, იგივე ათენა-პალადა არის მარსის ქალური საწყისი, როგორც მებძოლი ქალი, რაც განაპირობებს მის სამართლიანობისკენ სწრაფვას, კერძოდ სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვას და დამიანში ანვითარებს სიბრძნეს. ამ კუთხით იგი, ასევე, მფარველობს ვერძს.

იუნონა და ბედის ბორბალი

იუნონა _ კავშირი და ურთიერთგაგება. ძირითადი გამოხატულება - გრძნობები. ეს არის მფარველობის, მფარველის გრძნობა, რომელიც შესაძლებელია უარყოფით ვარიანტში დეფორმირდეს ეჭვიანობის გრძნობაში და არასასურველ ჯიუტობაში. შეუძლია გამოიწვიოს სიბრაზე, განრისხება, შურისმაძიებლობა და საკუთარი თავის წარმოჩინების სურვილი. პოზიტიურ ვარინტში ეს ასტეორიდი ადამიანში ასხივებს შარმს, მიმართავს ადამიანის ენერგიასა და სინათლეს სხვათა დახმარებისკენ.

ბედის ბორბალი _ ეს არის ყველაზე აუცილებელი და ზუსტი მაჩვენებელი ბედნიერების წერტილისა.

ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი თავისებურებები

რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები:

ვერძი:
უმჯობესია ჩემთან არ იკამათოთ.
ჯერ გავაკეთებ, შემდეგ ვიფიქრებ.
იქ, სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე მთელი ძალით ვაჭერ გაზს.
მუდამ ახალგაზრდა ვიქნები.
გააკეთე ისე, როგორც მე, რადგან უკეთესად მაინც ვერ გააკეთებ.
ყველაზე ძნელი ამ ქვეყანაზე მოსაუბრის ბოლომდე მოსმენაა.
სიჯიუტე ცოდვა არ არის.
ადვილია სიტუაციის მართვა, უფრო რთულია მართო საკუთარი ემოციები.
ერთი ვერძი კარგია, ორი ვერძი – ბევრი.
პირველი თავს არავის ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, შემეხოთ.

კურო:
საყიდლებისათვის ფული არ მენანება, მენანება გართობისათვის.
არც სხვისას შევეხები და ნურც სხვა შეეხება ჩემსას.
ცუდი მშვიდობა სასიკეთო კამათზე უკეთესია.
ნუ შეაწუხებ მას, ვინც უკვე კარგად "მოკალათდა".
მშვენიერ მზის ჩასვლას გარეთ მშვენიერი დივანი ჯობია სახლში.
საკვები – სერიოზული საქმეა.
ალერსიანი ხბო – ორ დედას წოვს.
როცა ფინიშზე მეორე მიდიხარ, ძალებს ზოგავ.
ბაზარში "ბაზარზე"პასუხს არ ვაგებ.
დეგუსტატორი – აი ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება.

ტყუპები:
დღეს ისეთი არ ვარ, როგორც გუშინ.
ვინც სიტუაციას ფლობს, იგი ინფორმაციასაც ფლობს.
ერთი ჭკუა კარგია, ორი – უკეთესი, განსაკუთრებით თუ ისინი ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის.
ფიგარო იქ, ფიგარო აქ.
იდეა, როგორც პროდუქტი, დიდხანს არ უნდა გააჩეროთ.
ერთი ტელევიზორი და ტელეფონი სახლში კარგია, ხოლო ორი – უკეთესი.
ვინც ვერ მოასწრო, მან დაიგვიანა.
ცხოვრებაში ისე ვმოძრაობ, როგორც სკუტერი წყალზე, არ ვუღრმავდები, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფად დავდივარ.
მისმინეთ!
მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისათვის დრო არ მყოფნის.

კირჩხიბი:
ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრეა.
სხვების მოვლა – აი ჩემი ნამდვილი მოწოდება.
კარგი იქნებოდა ყველაფრის მოგროვება, მოთმინებისაც და მურაბებისაც.
ყველაფერი მასთან მიდის, ვისაც ლოდინი შეუძლია.
მეგობრებს შეხვდი სახლში და არა კაფეში.
არაფერი ისე არ ათბობს გულს, როგორც ყველაფრით სავსე მაცივრის დანახვა.
უმჯობესია შეაგროვო და შემდეგ ღირსეული ნივთი იყიდო.
ძნელია იქ ცხოვრება, სადაც დასამალი არ არსებობს.
მე მხრებით ჩემს წარსულს ვატარებ, როგორც ჩანთას.
ნუთუ 20 წელიწადში შეიძლება ასე გააფუჭო პალტო?

ლომი:
მე თქვენ სინათლისაკენ გაგიძღვებით და მიგიყვანთ კიდეც.
უმჯობესია მხარდაჭერა აღმოუჩინო, ვიდრე მიიღო იგი.
სასიამოვნო მანერები – წარმატების ნახევარია.
მზე ლომებისთვის ანათებს.
ლამაზი წარწერა კაბინეტის კარზე მაღალ ხელფასზე უფრო მნიშვნელოვანია.
მიყვარს როცა კარგი შემოსავალი მაქვს, მაგრამ უფრო მიყვარს, როცა ვხარჯავ.
უმჯობესია სახლში როიალი გქონდეს, ვიდრე პიანინო, მაშინაც კი, თუ არავინ უკრავს.
მხიარული გარეგნობის მიუხედავად, სულიერად მაინც დიქტატორი ვარ.
თუ რამეს აკეთებ, უმჯობესია გულიანად გააკეთო.
რად გინდათ მზე, როცა მე ვარ თქვენთან და ვანათებ

ქალწული:
მოთმინება და შრომა ყველაფერს გამოასწორებს.
მოთმინება ყველას უხდება.
ყველა ადამიანი თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ სხვას ემსახურება.
წესრიგი ყველგანაა საჭირო: აზრებშიც და სამზარეულოშიც.
დამიმტკიცე მკაცრად ლოგიკურად, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი.
გვერდულად დაკიდებული თარო უბრალოდ მაგიჟებს.
დიდ მასშტაბებში ვიკარგები.
მიჭირს კურკების გამოცლა მთელი ვედრო ალუბლისაგან.
ყველა ქალწულში გასაგიჟებელი ქალი ცხოვრობს.
შხამა სოკო აუცილებლად თვალებში უნდა ესროლო, რომ დაინახოს რა ელის.

სასწორი:
პარტნიორის გარეშე იგივეა, რაც ხელების გარეშე.
კამათი – ყველაზე საშინელი რამაა.
გაიმარჯვე შეთანხმებით.
პრინციპიალურები მხოლოდ გიჟები არიან.
ჩავითრევ ნებისმიერს, ნებისმიერ რამეში.
სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს.
ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გააკეთოთ.
ყველაზე რთულია არჩევანის გაკეთება.
ყველაფრისთვის წერტილის დასმა არ არის საჭირო.
ხანდახან ჩემთვისაც უცნობია, თეთრებისკენ ვარ თუ წითლებისკენ.

ღრიანკალი:
სამწუხაროა, ვერავის დავგესლავ.
ყველა მოვლენა დივანივითაა: შიგნით ფარულ ზამბარებს უნდა ელოდე.
ღიმილისათვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს.
შეიძლება გათავისუფლდე ყველაფრისაგან, მაგრამ არა საკუთარი ვნებებისაგან.
მე სიყვარულის სიმღერას ვმღერი ბრძოლის ველზე.
ყველა ვერ გაუძლებს ჩემს გამოხედვას.
ჩემი ვნებები იშვიათად გამოდიან სააშკარაოზე, ზვიგენის მსგავსად, რომელიც იშვიათად ამოდის წყლის ზედაპირზე.
ქვეყნიერება გაქრება რაინდების გარეშე.
ოტელოები ჯერ კიდევ არ გადაშენებულან დედამიწაზე!
მე კაქტუსს ვგავარ: ჩემი ზღაპრული ყვავილი მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.

მშვილდოსანი:
კარგ ადამიანს ბევრი უნდა ჰქონდეს.
ვისი ვალიც მაქვს, ყველას ვპატიობ.
საუკეთესო შვებულება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
პრობლემაში მთავარია – მისი მასშტაბი.
ჩემი იდეალი – მე ვარ
ჩემზე გაბრაზება შეუძლებელია.
სინდისის ქენჯნა – რა არის ეს?
დაუზარებლობა მხოლოდ უფერულ ადამიანებს ახასიათებთ.
წინასწარ ნერვიულობა სისულელეა, სიტუაციის მიხედვით გამოჩნდება.
არა ვალდებული ადამიანი უბრალოდ ვალდებულია ვალდებული იყოს.

თხის რქა:
მე არ ვარ სპრინტერი, არც გუნდში მორბენალი. მე მარათონელი ვარ.
მე მარტო ვარ ბრძოლის ველზე.
ნუ დაარღვევ კანონს, სხვას შერჩება, შენ კი – დაგიჭერენ.
ჩემთვის ძალიან ცოტა მჭირდება. ჩემი ქონება – ეს უბრალოდ ჩემი წარმატებების სარკეა.
ცხოვრება მატარებელივითაა, რომელიც ყოველ სადგურზე ზუსტად განრიგის მიხედვით ჩერდება.
სასიამოვნოა შორეულ ქვეყნებზე მსჯელობა, როცა სახლში ზიხარ.
ნამდვილი თხის რქა კონიაკივითაა – ხასიათით გამოირჩევა.
ღირს მთელი ცხოვრება მწვერვალისაკენ ისწრაფო, რომ ერთხელ მაინც გადმოაფურთხო იქიდან დაბლა.
მხოლოდ მე ვვახალგაზრდავდები წლებთან ერთად.
ჩუმად მივდივარ, არავის ვაწუხებ, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცემა, ჩემსას არ გავუშვებ.

მერწყული:
რა მოსაწყენია – გავდე სხვებს.
თუ ერთად უნდა ვიყოთ, გახდი ისეთი, როგორიც მე მსურს.
ცრურწმენები სულელების საქმეა.
მომავალი უბრალოდ ვალდებულია მშვენიერი იყოს.
ძნელია ანგელოზად ყოფნა, მაგრამ საჭიროა.
კეთილი ზრახვები კეთილ საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანია.
ნოვატორი რომ გახდე, ჯერ ტრადიციები უნდა დაივიწყო.
სექსი? ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
ჯერ მეგობრები, მხოლოდ ამის შემდეგ – ოჯახი, თუ, რა თქმა უნდა, დრო დამრჩება.
არ არსებობს ჩემზე უფრო კეთილი და მხნე.

თევზები:
თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახმარება.
არ შემიძლია სასმელის გარეშე, როგორც თევზს – წყლის გარეშე.
წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიგონეს.
ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გადადებაც ზეგამდე შეგიძლია.
ბევრი რამე შემიძლია დაგპირდეთ.
სიჩქარეში მუშაობა იგივეა, რაც დაუღეჭავი ლუკმა გადაყლაპო.
მზად ვარ ყველას გავუგო, მაგრამ არა საკუთარ თავს.
მე ტირიფი ვარ, რომელიც ქარბუქის დროს ირხევა და ფესვიანად არ ვარდება.
ყველამ იცის, რომ სულ დაკავებული ვარ, მაგრამ ცოტამ თუ იცის – რით.
ძალიან ნუ მომაწვებით, თორემ გავსრიალდები, როგორც თევზი ხელიდან.

Asc - ასცედენტი ზოდოაქოს ნიშნებში

გარეგნობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი
ზოდიაქოს პირველი ცეცხლოვანი ნიშანი, სარგებლობენ კარგი ავტორიტეტით. გააჩნიათ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან და ყველაფერს ბოლომდე აკეთებენ. ვერძი ფიცხია. იგი დიდი ბრძენი არ არის, უფრო ზერელე გრძნობებითა და ცოდნით გამოირჩევა. მთავარი ღირსება: უშრეტი ენერგია, დამოუკიდებლობა და იმპულსურობაა. ვერძი ახირებულობის ნიშნია, ცოცხალი, მერყევი ხასიათით

ფიზიკური თავისებურებანი

სიმაღლე საშუალო ან მაღალი, გამხდარი, გრძელი სხეულით, წაგრძელებული ფომრის თავით, კუნთოვან - ძლიერ კისერზე დასკუპებული. ქალებისთვის დამახასიათებელია გრძელი კისერი. მოგრძო სახით, დახვეწილი ნაკვთებით. ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჩვეულებრივ თაფლისფერი ან ნაცრისფერი. მზერა გამჭოლი. მკვეთრად გამოხატული წარბებზედა რკალით. ცხვირის ფუძესთან ვერტიკალური ნაკეცი. დიდი პირი, თხელი ტუჩებით. სახის ცოცხალი ფერით, ქერა თმებით. მოძრაობა ფიცხი და მარდი.
ფერები: შინდისფერი, მუქი წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ცისფერი, იასამნისფერი.
ქვები: ბრილიანტი, ამეთვისტო, აკვამარინი, ალმასი, ძოწი.
ყვავილები: ნარგიზი, ია, ღიღილო.
ტემპერამენტი: ქოლერიკი


კურო
ზოდიაქოს პირველი მიწიერი ნიშანი. ეს გამოიხატება ხბოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა პრაქტიკულობაში, ზომიერებაში, მოთმინებასა და ადამიანთა გატანაში. მათი მოთმინებიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, მაგრამ მერე დიდხანს ვეღარ წყნარდებიან. კურო დამთმობი, ტაქტიანი და მშვიდობისმოყვარეა. მას გააჩნია საკმაო უნარი და ის ხშირად აღწევს წარმატებას თავის საქმიანობაში

ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო სიმაღლის ან დაბალი, მძვალმსხვილი, მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ. კეთილი, ნაზი სახე, რბილი ნაკვთებით. მსხვილი ტუჩებით. მუქი ფერის, მრგვალი, გამობურცული თვალებით, მორჩილი გამომეტყველებით. გრძელი ყურებით, ზოგჯერ აცქვეტილი. მათი უმრავლესობა შავგვრემანია. თავშეკავებული, ნელი და გაუბედავი.

ფერები: მწვანე, ცისფერი, წითელი, ნარინჯისფერი და მათი ელფერი.
ქვები: ზურმუხტი, ბრილიანტი.
ყვავილები: იასამანი.
ტემპერამენტი: მელანქოლიკები.

ტყუპები
ჰაერის პირველი ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხშირად მოუსვენარნი, ნევროზულნი და ემოციურად მერყევნი არიან. მათთვის ნიშანდობლივია გარკვეული ფსიქიკური გაორება. ისინი დაჯილდოებულნი არიან იდეების სიუხვით, მაგრამ ძალიან ცვალებადი აზრებით. აქვთ ნათელი გონება. არიან დამთმობები და თავაზიანები.ახასიათებთ ფხუკიანობა და ეჭვიანობა , ვერ იტანენ კრიტიკას, ადვილია მათი გულის ტკენა.

ფიზიკური თავისებურებანი

გამხდრები, მაღლები, ფიგურა მოქნილი და ტანადი. დამახასიათებელია გრძელი ხელები და თითები. სახის დახვეწილი ნაკვთებით. თვალები თაფლისფერი ანდა ნაცრისფერი. მგრძნობიარე თხელი პირით. ცხვირი წაწვეტებული. თმები წაბლისფერი. ცოცხალი, მოძრავი მიმიკა. ხშირად მარცხენა და მარჯვენა პროფილი ერთმანეთისგან განსხვავდება. სწრაფი, ენერგიული სიარულის მანერა. აქტიური ჟესტიკულაცია.

ფერები: იისფერი, ღია ყვითელი, ცისფერი და მათი ელფერი.
ქვები: მთის კრისტალი, აკვამარინი.
ყვავილები: ჟასმინი.
ტემპერამენტი: სანგვინიკები.


კირჩხიბი
ზოდიაქოს წყლის პირველ ნიშანი. მათ მიდრეკილება აქვთ სენტიმენტალობისადმი და ტრილისადმიც კი. არიან გამოუსწორებელი იდეალისტები. უყვართ ცვლილებები და ნაირფეროვნება. არიან სიმპატიურები, თავაზიანები, იდეალისტური აზროვნების, რბილი, მომთმენი ბუნების. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.

ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო ან პატარა სიმაღლის. წვრილ ძვალა, მოკლე კიდურებით. მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ. სახე ოვალური ან მრგვალი. დიდი ცხვირით, ხშირად " კარტოფილის". დიდი თავით. ნაზი, ვარდისფერი კანით. დიდი, მეტყველი თვალებით. წვრილი, მეჩხერი კბილებით.

ფერები: მოვერცხლისფერო - თეთრი, ზღვისფერი, ლურჯი ტონალობა, ვარდისფერი.
ქვები: ზურმუხტი, მთვარის ქვა, შავი ონიქსი, მარგალიტი.
ყვავილები: წყლის შროშანი.
ტემპერამენტი: ფლეგმატურები.


ლომი
ზოდიაქოს მეორე ცეცხლოვანი ნიშანი. იღწვიან დიდებისაკენ, ლიდერობისაკენ. ყველას თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ.არიან ძალიან ამაყნი. გააჩნიათ დიდი ნებისყოფა. დიდსულოვნებითა და კეთილშობილებით სავსენი არიან. ლომები გამოირჩევიან თავდაჯერებულობით, არიან მომთხოვნები, ზედმეტად ხელგაშლილები. უყვართ კარგი ცხოვრება, ფუფუნება და განცხრომა. არიან მეგობრულები, მაგრამ გრძნობებსი არცთუისე ღრმანი.

ფიზიკური თავისებურებანი

მაღალი, ტანადი,. ძლიერი სხეულითა და განიერი მხრებით. ამაყად აწეული თავით. სახის მოწითალო ელფერით. დიდი თავით, ჩაფსკვნილი კისრით, მაღალი შუბლით. აქვთ მბრწყინავი თვალები, ხშირ შემთხვევაში ღია ფერის. თმები ხუჭუჭა. ძალაუფლების მოყვარულის გამოხედვა და მგრძნობიარე პირი.

ფერები: ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ჩალისფერი.
ქვები: ლალი, ალმასი.
ყვავილები: ქრიზანტემები და ადრეულა.
ტემპერამენტი: ქოლერიკები.

ქალწული
მეორე მიწიერი ნიშანი. მათ გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. ისინი იღწვიან სრულყოფილებისაკენ. მუდამ განწყობილნი საქმისთვის. ბუნებით ხელმომჭირნენი, მომთმენები, მეოჯახენი და ყაირათიანები. ამავე დროს ფიცხები. ქალწული იშვიათად ცრუობს და საკუთარ თავს არასოდეს ატყუებს. ის ბუნებით კრიტიკოსია და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეში რაც გულს ტკენს ადამიანებს.

ფიზიკური თავისებურებანი

ტანადი, მოხდენილი, კარგი აღნაგობის. ისინი ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებენ ტანადობას. ნატიფი სახის ნაკვთებით, ოვალური ან მრგვალი სახით. ცხვირი მსხვილი, კეხიანი ანდა სწორი. აქვთ ნაცრისფერი ან მწვანე ღრმად ჩამჯდარი ლამაზი თვალები. პატარა თლილი პირი, ოდნავ გამოწეული ღაწვები. მოძრაობენ მსუბუქად.

ფერები: ცისფერი, იისფერი, ყვითელი წმინდა ელფერით.
ქვები: იაგუნდი, იასპი, აქატი.
ყვავილები: ვირისტერფა, სუმბული, წითელი შროშანი.
ტემპერამენტი: მელანქოლიკები

სასწორი

ჰაერის მეორე ნიშანი. მათ აქვთ დახვეწილი მხატვრული გემოვნება, ისინი ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში, კარგავენ რეალობის შეგრძნებას. მათ ტანჯავთ დაურწმუნებლობა, ხშირად ირჩევენ მათთვის ყველაზე არასასურველ ვარიანტს. გაურბიან უხეშ კონფლიქტებს. არიან მშვენიერების მოტრფიალენი, სიამოვნების მოყვარულები, ალერსიანები და ენაწყლიანები. არ ჰყოფნით მოთმინება და გამძლეობა, ამიტომ ძნელია მათზე დაყრდნობა.

ფიზიკური თავისებურებანი

მაღლები, კარგი აღნაგობის, ნავარჯიშები სხეული. მოძრავი, გახდარი კიდურები და გრძელი ფეხები. დაქანებული მხრები. წაგრძელებული ფორმის თავი. პატარა, ოვალური ან მრგვალი სახე, ნატიფი პლასტიკური პროფილი. მუქი ფერის, მეტყველი თვალები. ხშირად ლოყაზე ნაჩხვლეტებით. მოძრაობა გრაციოზული. გამოირჩევიან დახვეწილი ქცევებით.

ფერები: ყველა პასტელისფერი და მისი ელფერი.
ქვები: ნეფრიტი, ალმასი, ოპალი.
ყვავილები: ვარდი და ია.
ტემპერამენტი: სანგვინიკები.


მორიელი
წყლის მეორე ნიშანი. ზოდიაქოს ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ბუნების ადამიანები არიან. მაღალი და სულმდაბლური მისწრაფებანი ერთდროულად ეთვისებიან ერთმანეთს. მათ გააჩნიათ არაადამიანური ნებისყოფა. ღრიანკალი ძალიან ემოციურია. იგი წარმატებისთვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული.

ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო სიმაღლის ან მაღალი ტანის. გამოირჩევიან შესანიშნავი მკვრივი აღნაგობით. ხშირად ჯმუხი. ძვალმსხვილი. სახე კვადრატული ანდა დაგრძელებული, გამოწეული წარბებით. ცოცხალი, აღგზნებული, მუქი ფერის თვალებით. მგრძნობიარე, დიდი პირით. გარუჯული კანი. მეჩხერი კბილები. მზერა გამჭოლი, ეკლიანი, დამცინავი სარკაზმის ელფერით. მათ მუდამ იდუმალი გარეგნობა აქვთ.

ფერები: მწვანე, ცისფერი, მუქი წითელი და მისი ელფერი.
ქვები: ტოპაზი და მალაქიტი
ყვავილები: მანანა.
ტემპერამენტი: ფლეგმატურები.


მშვილდოსანი
ზოდიაქოს ბოლო ცეცხლოვანი ნიშანი. წესიერი, პატიოსანი, უზომოდ ენერგიულები არიან. აფასებენ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მოქმედებენ დაუფიქრებლად. ჯიუტნი, მაგრამ გულწრფელნი, არ უყვართ სიცრუე. არიან დიდად თანამგრძნობნი და კეთილმოწყალენი. უყვართ ყველა საქმეში გადამეტება. თავისი გრძნობებითა დ ა განზრახვით ძალიან რომანტიკულები და ვნებიანები, სინდისიერი და პირდაპირები არიან.

ფიზიკური თავისებურებანი

მაღალი, ჩასუქებული. მასიური ზოგჯერ მძიმე წონისანი არიან. ოვალური სახით. ფართოდ ჩასმული, სასიამოვნო თბილი გამომეტყველების თაფლისფერი თვალებით. მამაკაცებს მოწიფულობის ასაკში უჩნდებათ ღიპი, ხოლო ქალებს უსუქდებათ თეძოები.

ფერები: ლურჯი, კარმინი, მეწამული, შინდისფერი, წითელი.
ქვები: მთის კრისტალი, აკვამარინი.
ყვავილები: მიხაკები და პალმა.


თხის რქა
ზოდიაქოს ბოლო მიწიერი ნიშანი. პრაქტიკული, ფრთხილი, სერიოზული, დიდი ნებისყოფისა და ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. საკმაოდ მძიმე ბედი თხის რქებს ცივ, გულგრილ ადამიანებად ხდის ახლობლებისა და მეგობრების მიმართ. ხელმომჭირნე, ცივი გონების ადამიანი, მკაცრი და ნაკლებ მოწყალე. აფასებს ფულსა და მატერიალურ მდგომარეობას. უყვარს სიმარტოვე. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღა ც ექსტრაორდინალურის მიღწევას ლამობს.

ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო ან პატარა სიმაღლის. მომცრო ტანის. გამხდარი, წვრილი, ძარღვიანი ფიგურით. სახე თხელი, ნაკლებმოძრავი მიმიკით და ცივი მზერით. მათ სახეზე ხშირად შეიმჩნევა ასიმეტრია. დამახასიათებელია მშრალი კანი. მუქი ფერის თმები. ცხვირის ფუძეზე გამოხატულია ნაკეცები. ქცევის მანერა მშვიდი და აუღელვებელი.

ფერები: ნაცრისფერი, შვი, მუქი მწვანე, ყავისფერი.
ქვები: თეთრი ონიქსი, მთვარის ქვა.
ყვავილები: შავი ყაყაჩო.


მერწყული
ჰაერის ბოლო ნიშანი. გამოირჩევიან გამომგონებლობის იშვიათი ნიჭით. მათთვის ნიშანდობლივია უეცარი და სავსებით მოულოდნელი ცვლილებანი ცხოვრებაში. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში და ხელოვნებაში. გააჩნიათ გულითადი, ჯანსაღი, სულიერი თვისებები. აქვთ საღი, გახსნილი გონება. მათ განვითარებული აქვთ ინტუიცია, წარმოსახვა და შორს ხედვა.

ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო სიმაღლის, ფიგურა კარგად ფორმირებული. მიმზიდველნი. თვალში მოსახვედრი დიდი თავითა და მაღალი შუბლით. მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ. სახე ოვალური ან გრძელი. ახასიათებთ ჩქარი სიარული, ხშირად დარღვეული აქვთ მოძრაობის კოორდინაცია. მათი გარეგნობა შესაძლებელია იყოს მატყუარა და თქვენი წარმოდგენა ამ ადამიანებზე არ დადასტურდეს.

ფერები: ცისფერი, მუქი ლურჯი, იისფერი.
ქვები: ქარვა, ძოწი, საფირონი, ოპალი.
ყვავილები: მურტი.
ტემპერამენტი: სანგვინიკი.


თევზები
წყლის ბოლო ნიშანი. ამ ნიშნის სიმბოლო 2 თევზია, ამგვარად გაორება ჩადებულია თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ბუნებაში. ორი პროფესია, ორი საყვარელი საქმე, ამასთან ისინი ახერხებენ წარმატების მიღწევას ორივე სფეროში. ფლობენ ცოცხალი წარმოსახვის უნარს და არიან მეოცნებენი. რბილი, დამთმობი, სუსტი ნებისყოფის მქონენი. თევზები თავგამოდებული მოგზაურები არიან.

ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო ან დაბალი სიმაღლის. ტანმორჩილი და ფუშფუშა, ზოგჯერ მსუქნებიც. მოკლე ფეხებითა და კოხტა ხელებით. ლამაზი, ღია ფერის, დიდრონი თვალებით. გაცრეცილი სახის კანით. პატარა, მარგალიტივით კბილებით და ფართო ტუჩებით. მუქი ფერის, ხშირი თმებით.

ფერები: თეთრი, მწვანე, ლურჯი, ზღვისფერი და იისფერი ტონები.
ქვები: ამეთვისტო, მთვარის ქვა, ქრიზოლიტი.
ყვავილები: კესანე, თეთრყვავილა, თეთრი დუმფარა.
ტემპერამენტი: ფლეგმატურები.