ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



воскресенье, 26 февраля 2012 г.

პლანეტები სახლებში და მათი მნიშვნელობა


პირად ჰოროსკოპში ასტროლოგიური სახლების სფეროებზე პასუხისმგებელი არის სახლის ალმუთენის კავშირი ამავე სახლში მდებარე პლანეტასთან. ანუ თვითონ პლანეტის მდებარეობა სახლში მეორეხარისხოვანია, ეს ის შეძენილი მახასიათებლების ჯამია, რომელიც ყალიბდება სახლის სფეროებში პრობლემების გავლენით ადამიანის ხასიათზე. სწორედ ამიტომაა რომ 30-35 წლის მერე, ადამიანს უფრო ეტყობა შეძენილი მახასიათებლები ვიდრე თანდაყოლილი. ამიტომაა რომ პლანეტები სახლებში უფრო თვალშისაცემია, ვიდრე პლანეტები ნიშნებში. მაგრამ სახლები ნიშნებისგან განსხვავებით ბევრად არასტაბილურია, ცვალებადია...

უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, სახლები არის პლანეტარული ფუნქციების ნიღბები, როლები,რომლებიც ცხოვრებისეული სიტუაციებით არის ნაკარნახევი, შეძენილი თვისებებია, რომელიც ასევე გარემოებების გავლენით ადვილად შეიძლება შეიცვალოს.
ხოლო ნიშნები პლანეტარული ფუნქციების ნამდვილი ბუნებაა, ჭეშმარიტი მახასიათებლები, რომელიც ხშირად არ ჩანს ზედაპირზე, ხშირად გარემო პირობებით იზღუდება...
მაგალითად ადამიანი მზით თევზებში 5 სახლში შეიძლება გავდეს ლომს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხვდება ლომურ სიტუაციებში და უწევს ლომის ფუნქციის, როლის შესრულება...მაგრამ სინამდვილეში ის თევზია.
ანუ ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, ორგანიზება, "თამადობა", უცხოა ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომპლიმენტების უხვად მიღება და ა.შ. უცებ ამ ყველაფრის გაკეთება უწევს, უწევს არა საკუთარი ნებით, არამედ სიტუაციის კარნახით, გარემოებების გავლენით... ძალიან გაუჭირდება მგრძნობიარე, მიმნდობ, პასიურ რომანტიკოსს ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ 30-35 წლის გამოცდილების შემდეგ უკვე გამოიკვეთება ეს შეძენილი თვისებები(ლომური) და უფრო დომინანტურიც იქნება ვიდრე თანდაყოლილი(თევზური)


Konstantin Logos

суббота, 25 февраля 2012 г.

უნაყოფობა ასტროლოგიაში.(უშვილობის ჰოროსკოპი)

უშვილობის ჰოროსკოპი

ასტროლოგიაშია უშვილობის მაჩვენებლებია:

1.     როდესაც V სახლი აღმოჩნდება სტრერილურ ნიშნებში

2.     ალმუტენი - 5 (სიგნიფიკატორი V სახლი) ან ერთიც და მეორეს უნაყოფო ნიშნებში კარმული, ნეგატიური ასპექტებით

3.     მთვარე სტერილურ ნიშნებში

4.     პროზეპრინა ან სატურნი V სახლში (ქალებში უნაყოფობა)

5.     ურანი V სახლში, მმართველი სტერილური ნიშნის. შეიძლება მოგვცეს რთული მშობიარობა

6.     კარმული (ნონაგონ  ორბისი ,40° გრადუსიანი ასპექტი,მჟორული,  ბინონაგონი ორბისი ,80° ასპექტი,მინორული. სენტაგორი 100° -მაჟორული . 1,5 ორბისი)

7.     უნაყოფობა ხშირად კავშირშია ასცედენტის  პოზიციაზე თუ ის არის სტერილურ ნიშნებში.

 

ნაყოფიერი ნიშნებია :  თევზები, კირჩხიბი,მორიელი,კურო

უნაყოფო ნიშნებია : ტყუპები, სასწორი, მერწყული, ქალწული

 

ნაყოფის მომცემი პლანეტებია : მარსი და პლუტონი (მამაკაცის ჰოროსკოპში)

ნაყოფის მომცემი პლანეტებია:ვენერა და ნეპტუნი (ქალი ჰოროსკოპში)

უშვილობის ჰოროსკოპის დასადგენან, ყურადღება უნდა მივაქციოთ  გრადუსებს,

რომლებიც  უკავშირდებიან V სახლს ,  ალმუტენით - 6 , ასცენდენტი და ეგო დისპოზიტორით.

უშვილობის გრადუსებია :

ვერძი - 9, 30

კურო - 13, 25

ტყუპი - 16, 23, 27

კირჩხიბი - 9, 21

ლომი - 3, 14 . 30

ქალწული - 7 , 14 , 20

სასწორი - 3, 19, 29

მორიელი - 5, 22

მშვილდოსანი - 17, 24

თხის რქა - 9, 14, 30

მერწყული - 2, 17, 22

თევზები - 17, 29

უშვილობის დიაგნოზში დიდი ყურადღება ექცევა მთვარეს.

უშვილობა განუკურნებელია თუ:

1.     მთვარე იღებს მონაწილეობას ავადმყოფობის ფორმირებაში.

2.     თუ მთვარეს ააქვს მხოლოდ დაძაბული ასპექტები

3.     მთვარე დგას თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ან დაზიანებულია სატურნით

 

მთვარე ეს არის ძირითადი მაჩვენებელი ნაყოფიერების, პირველ რიგში ვუყურებთ მთვარეს თუ რომელ ნიშანში ჰყავს და მათ ასპექტებს.

ავადობის ფორმულა:

ესენია VI|VIII|XII – VI|VIII|XII ( | ნიშნავს  სათუოს),

დაზიანებული  IV სახლი (ფორმულაVI-XII-IV)

ეს ნიშნავს რომ მთვარე თავის დაძაბული ასპექტებით უკავშირდება  VI,VIII, XII სახლს ნატალურ რუქაში.

ან პლანეტები, არაინ IV სახლში, ან უკავშირდებიან  IV სახლს თავისი ნეგატიური ასპექტებით.

среда, 22 февраля 2012 г.

სამყაროს აღსასრულის დასაწყისი თუ ჩვეულებრივი ციკლური პროცესი

სამყაროს აღსასრულის დასაწყისი თუ ჩვეულებრივი ციკლური პროცესი?  - GOGAGGG.com
სამყაროს აღსასრულის დასაწყისი თუ ჩვეულებრივი ციკლური პროცესი?


"უახლოეს მომავალში სამყაროს ბალანსი დაირღვევა, კლიმატური კატასტროფა გახშირდება, ზოგან შტორმები და გადაუღებელი წვიმები დაიწყება, ზოგან კი - გვალვა. საშიშროება მსოფლიოს ყველა რეგიონს ემუქრება... პატარა კუნძულები საერთოდ გაქრება..." - ამ ვერსიას ნასას (აშშ-ის კოსმონავტიკისა და აეროდინამიკის ნაციონალური სააგენტო) ექსპერტები ავრცელებენ. მათი თქმით, ევროპაში დაწყებული უჩვეული ყინვები გლობალური დათბობის მანიშნებელია. კლიმატოლოგები ცენტრალური ევროპის უდიდეს ტერიტორიაზე ძლიერ ყინვას, არქტიკული ყინულის დნობას უკავშირებენ. მათი თქმით, რუსეთის ჩრდილოეთით, ბარენცისა და კარიბის ზღვებში ყინულის საფრის უზარმაზარი მასივები გაქრა; სწორედ ამან გამოიწვია არქტიკული ანტიციკლონის წარმოქმნა, რომელიც კონტინენტის უდიდეს ნაწილზე გავრცელდა და უკვე 350-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ფაქტს რუსი ექსპერტი, ვლადიმირ ჩუპროვი კლიმატური სისტემის დისბალანსს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ატმოსფეროში ადამიანის ჩარევამ გამოიწვია. მისი თქმით, ჰაერის ქიმიური შემადგენლობის შეცვლის შედეგად პლანეტაზე ტემპერატურამ საშუალოდ 0,8 გრადუსით მოიმატა და გლობალური დათბობა დააჩქარა. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახური არც ნასას მკვლევრებისა და არც რუსი ექსპერტის მოსაზრებას არ იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ უჩვეულოდ ცივ ამინდსა და გლობალურ დათბობას შორის კავშირი არ არსებობს; უბრალოდ, დედამიწისთვის დამახასიათებელი ციკლური პროცესი მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ქართველ მეცნიერებსა და კლიმატოლოგებს...

ნიკა მჟავანაძე, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენელი:
- აპოკალიფსური სიტუაციის დახატვა ცოტა გადამეტებულად მეჩვენება, მაგრამ გლობალური დათბობა ნამდვილად დაწყებულია. ამაზე მყინვარების დნობა მეტყველებს. საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მყინვარებს საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირა, მაგრამ დღეს ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღარ არსებობს, ზოგი კი საგრძნობლადაა შემცირებული (მაგალითად, კავკასიონის მყინვარი ერთი მესამედითაა შემცირებული). მყინვარების დნობას შესაძლოა, სავალალო შედეგები -� მდინარეების ადიდება და ღვარცოფები მოჰყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელ მსოფლიოში მაღლა იწევს ოკეანისა და ზღვის დონე. ეს პროცესი შეუქცევადი გახდება თუ არა, ადამიანების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. ბოლო დროს ადამიანები მეტისმეტად დიდი რაოდენობით საწვავს მოვიხმართ. ჰაერში გაფრქვეულ ნახშირორჟანგს მზის ენერგია ემატება და იქმნება სათბურის ეფექტი - ანუ დედამიწა გამოყოფს დამატებით ტემპერატურას. სწორედ ეს განაპირობებს გლობალურ დათბობას, ოზონის შრის გაფართოებასა და კიდევ ბევრ სხვა უბედურებას. ასეთ დროს საქართველოს მხრიდან ტყეების 49-წლიანი იჯარით გაცემა და დიდი ჰესების მშენებლობა დანაშაულის ტოლფასია: ამით კიდევ უფრო ვაჩქარებთ უკვე დაწყებულ პროცესებს.

სვეტლანა ნიორაძე, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი:
- ატმოსფეროში ძალზე საინტერესო მოვლენები ვითარდება. ბოლო დროს, ადამიანები შეშფოთებულები ლაპარაკობენ იმის შესახებ, ვითომ საქართველოში ანომალიური, უჩვეულო ყინვებია და ეს რაღაც სასწაულს მოასწავებს. საქართველოში, მათ შორის თბილისშიც გაცილებით ცივი ზამთარიც ყოფილა - მაგალითად, 1974 წლის იანვარში თბილისში -14 გრადუსი, 1892 წლის იანვარში კი - -23 გრადუსიც კი დაფიქსირდა. 1972 წელს თბილისის ზღვა 58 დღის განმავლობაში იყო გაყინული, მტკვარი კი რამდენიმე ადგილას 40-სანტიმეტრიანი ყინულით დაიფარა. მეცნიერული კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ამინდის ჭირვეულობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა ბუნებრივ პროცესებზეც - იქნება წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. ასეთი რაღაცები გასულ წლებსა და საუკუნეებშიც ხდებოდა.

თამაზ ჭელიძე
, გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
- ათასობით წლის წინ, ე.წ. გამყინვარების პერიოდში, ევროპა მყინვარებით დაიფარა. ბოლო 4500 წლის განმავლობაში დედამიწაზე ასეთი გამყინვარება 65-ჯერ მოხდა. საქართველოს ეს პროცესი 1000 წლის წინაც შეეხო, როცა მყინვარწვერი ჯერ კიდევ არ იყო დაფარული თოვლით და ყინულით, მის კალთებზე კი ადამიანები ცხოვრობდნენ. ამას მოწმობს 4100 მეტრ სიმაღლეზე, მყინვარწვერის კალთებზე ახლახან აღმოჩენილი უძველესი მონასტერი, სადაც ფუტკარი ჰყავდათ და მიწას ამუშავებდნენ. მყინვარწვერი - ჩამქრალი ვულკანია. იგი დაახლოებით 10000 წლისაა. მოკლედ, ძველი მყინვარების დნობა და ახლების წარმოქმნა ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია და არა - კატასტროფა.

ნინო ჩხობაძე, მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე:
- ამ ზამთარს საქართველოში - არა, მაგრამ ევროპაში მართლაც უჩვეულო ყინვებია. ეს აშკარად კლიმატის ცვლილების შედეგებია, მაგრამ რა მასშტაბით გაგრძელდება ეს ცვლილებები, რამდენად საგანგაშო იქნება და არის თუ არა გლობალური დათბობის დასაწყისი, ეს ჯერ არავინ იცის. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა კიდევ მიმდინარეობს...

- კლიმატის ცვლილებებს რა იწვევს?

- კლიმატის ცვლილება ანუ ციკლური პროცესი დედამიწისთვის ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. პროცესის დაჩქარების ზუსტი მიზეზი ჯერ არავინ იცის. ამ საკითხზე ევროპის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტები მუშაობენ. ჩვენ მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ატმოსფეროში სათბური გაზების დაგროვება ან წლების წინ ამოფრქვეული ვულკანია.

- ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგიერთმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა გლობალური დათბობა პოლიტიკურ თემად აქცია და ამით საკმაოდ დიდ ფულსაც შოულობენ...

- მართლაც, ბევრი ეკოლოგი წუხს, რომ გლობალური დათბობა პოლიტიკურ თემად გადაიქცა. მეცნიერები ამ თემასთან დაკავშირებული კვლევებისთვის საკმაოდ დიდ გრანტებს "ხსნიან", ეკოსისტემების გადარჩენაზე კი რეალურად აღარავინ ზრუნავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გლობალური დათბობა ყურით მოთრეული თემაა. კლიმატი ნამდვილად იცვლება; დათბობაა ეს თუ გამყინვარება - სხვა საკითხია, მაგრამ ბუნებაში რაღაც რომ ხდება, ცხადია და ამაზე ყველა მეცნიერის აზრი ერთნაირია...

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული ვერსია აქვს ასტროეზოთერული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ თორნიკე ბიძინაშვილს:
- ფაქტია, რომ კლიმატურმა კატაკლიზმებმა მსოფლიო მოიცვა. პოლუსები იცვლება, დედამიწის ღერძი გადაიხარა, დღე-ღამის დრო 4 წუთით შემცირდა... ეს პრობლემები შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ დედამიწამ 2 უდიდესი მიწისძვრა (იაპონიასა და რუსეთში) გადაიტანა, მაგრამ როგორ გგონიათ - რატომ მოხშირდა მიწისძვრა და სხვა ანომალიური მოვლენა? ბევრი ამბობს, რომ 2012 წელს აღსასრული მართლაც მოდის და მაიას ტომის წინასწარმეტყველებაც სრულდება.

- თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანები მუდმივად ელოდებოდნენ მეორედ მოსვლას, წარღვნას, დიდ სამსჯავროს და ა.შ. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ის, რაც დღეს ხდება, თანამედროვე ომის ვერსიაა, ოღონდ - არა ატომური ბომბებით ან ეკონომიკით.

- რას გულისხმობთ?
- ჩვენ ორ დიდ სახელმწიფოს შორის კლიმატური ომის მომსწრენი ვართ. ამერიკასა და რუსეთს კლიმატური იარაღი აქვთ, რითაც შესაძლებლობა ეძლევათ, იმოქმედონ როგორც ამინდზე, ასევე - დედამიწის ქანებზე. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პოლუსების ცვლილება, მიწისქვეშა დინებების შეცვლა, წყალდიდობები და სხვა სტიქიური მოვლენები. ამერიკამ ტექნოლოგიურ ბრძოლაში აშკარად დაჯაბნა რუსეთი და ბევრად უფრო ძლიერი იარაღი შექმნა, რომელიც ალასკაზეა განთავსებული. 13 ჰექტარი მიწის ფართობზე დამონტაჟებული 180 ანტენა ქმნის უდიდეს საანტენო ქსელურ დანადგარს, რომელსაც ჰქვია "ხაარპი" - ანუ მაღალი სიხშირის კვლევითი პროგრამა. მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ამინდის ცვლილებები, ასევე - კატაკლიზმები და სტიქიური უბედურებები გამოიწვიოს.

ამერიკელები ამბობენ, რომ სისტემა "ხაარპი" ატმოსფეროს ზედა ფენების შესასწავლად გამოიყენება. არადა, ამ სისტემის ბაზაში შედის არა მხოლოდ ანტენური დანადგარები, არამედ ლაზერული ლოკატორები, მაგნიტომეტრები, უძლიერესი კომპიუტერები მაგნიტური ველის სამართავად და სიგნალის მისაღებად. ბაზა იკვებება გაზის მძლავრი თბოელექტროსადგურით. "ხაარპი" ზემოქმედებს იონის სფეროზე, ქმნის ელექტრონულ-პლაზმურ ველს და 15000 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია: ნებისმიერი მფრინავი ობიექტის ჩამოგდება, გემების ჩაძირვა, რაკეტების განადგურება და ა.შ. ეს არის ყველაზე მრისხანე, მძლავრი იარაღი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მოუგონიათ. მას შეუძლია წარმოქმნას 100 კილომეტრამდე დიამეტრის პლაზმური ლინზა, გააძლიეროს მზის სხივები რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, ქვეყანასა თუ ქალაქში და გამოიწვიოს ანომალიური სიცხეები ან პირიქით - იონთა სინთეზის ხარჯზე პროვოცირება გაუწიოს ნალექის წარმოქმნას. სწორედ ეს ლინზებია, ატმოსფეროში ცეცხლოვანი ბურთების სახით რომ გვევლინება და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები გვგონია. მაიას ტომის ლეგენდა ამერიკელებმა თავად გამოიგონეს. ის უბრალოდ, არ არსებობს...

- ე.ი. თქვენი აზრით, ევროპაში დაწყებული გამყინვარება ამერიკული იარაღის შედეგია?

- დიახ, ასეა.

- ამერიკას ეს რისთვის უნდა სჭირდებოდეს?

- ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა მალე ყველაფერი ნათელი გახდება...

P.S. დაგვეთანხმებით, მოულოდნელი და შემაშფოთებელი ვერსიაა. ზოგი გაიზიარებს და ირწმუნებს, ზოგს უნდოდ გაეღიმება. ჩვენ მკითხველისთვის საინტერესოდ მივიჩნიეთ და გაგაცანით. დანარჩენს მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. თბილ გაზაფხულს გისურვებთ...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

воскресенье, 19 февраля 2012 г.

ასტროლოგია და ჩვენ

ასტროლოგიაში განვითარებული პლანეტარული განლაგებები და ასპექტები , შეგვიძლია შევადაროთ სურსათ სანოვაგით სავსე ჩანთას. ეხლა უკვე ჩვენ ხელშია რას და როგორ გამოვიყენებთ ცხოვრებაში. ყველა ადამიანში რაღაც პოტენციალი დევს, ამ პოტენციალს კი გამოყენება უნდა. ასტროლოგიაში არის დირექციები რომელიც მომავლის მოვლენათა განვითარების სიუჟეტს ხატავს , მაგრამ ეს არის იმის ახდენის 30 % დანარჩენი თქვენ უნდა განავითაროთ და ხელი შეუწყოთ ამ ან ავერიდოთ მოვლენებს. ჩვენს ცხოვრებაში მრავალი მომენტია როდესაც ჩვენ შეიძლება ან მილიონრები ვყოფილიყავით , ან რაღაც ქუჩაში გვეპოვა ძვირფასი, ან სამსახურზე რომელზეც უარი ვთქვით ყოფილიყო თქვენი დაწინაურების და კეთილდღეობის წყარო ან სიყვარულში ხელი ვკარით იმ ადამიანს ვისაც ის ბედნიერება შეეძლო მოეტანა რასაც ასე ვნატრულობდით და ... მე მინახია ბომჟების რუქები რომელთაც ძალიან პერსპექტიული ასპექტები ჰქონოათ მაგრამ მათ რა ჰქნეს ? ეს პერსპექტივები და ეს მადლი მათხოვრობაში ,ლოთობაში და ამ ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ არსებებად ყოფად გადაიქციეს თავიანთი არსებობა. ასტროლოგია ეს არის რადარი რომელიც ბედის განვითარების პერსპექტივებს განახებს. თუ შენ არ იმოქმედებ , ვერაფერს ვერ მიაღწევ. რა გააკეთე იმისთვის რომ ამ მიზანს მიაღწიო ? დაუსვით ეს მაკონტროლირებადი შეკითხვა თქვენს თავს. არიან ადამიანები რომლებიც მილიონებს იგებენ, ადვილად აღწევენ წარმატებებს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ თქვენ ამის ილუზიას ნუ შეიქმნით, რომ თქვენც ერთერთი იმათთაგანი ხართ. ნაკლები იფიქრეთ იმაზე რაც ყველაზე ძალიან გინდათ, გსურთ. გააჩერეთ ოცნებები და ეგ ოცნება აგისრულდებათ . ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში თავის წილი იღბალიც და უიღბლობაც.

четверг, 16 февраля 2012 г.

კლიმატური იარაღი

 
 
თვალწინაა კლიმატური კატაკლიზმები მთელი მსოფლიოს მაშტაბით . მიდის პოლუსების ცვლა. გადახრილია დედამიწის ღერძი , შემცირდა დღე-ღამის დრო 4 წუთით. დედამიწამ გადაიტანა 2 უდიდესი მიწისძვრა 2011 წელს, იაპონიისა და რუსეთში ქალაქ ტუვის . ზემოთ ასახული პრობლემები დედამიწის გარშემო შეიძლება ამით აიხსნას. მაგრამ საიდან ეს მიწისძვრები , რატომ მოხშირდა ანომალიური მოვლენები თვითონ დედამიწაზე , ნუთუ მართლა მოდის 2012 წლის აღსასრული? ნუთუ მართლა ახდება მაიათა ტომის წინასწარმეტყველება.
მკაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანები მუდმივად ელოდებოდნენ მეორედ მოსვლას, წარღვნას, დიდ სამსჯავროს და ა.შ.. მაგრამ არაფერი მზგავსი არ მომხდარა. ის რაც ხდება დღეს ეს არის თანამედროვე ომის ვერსია , ოღონდ არა ატომური ბომბებით ან ეკონომიკით, არამედ კლიმატური ომი ორ დიდ სახელმწიფოს შორის. ამერიკასაც და რუსეთსაც გააჩნიათ კლიმატური იარაღები რითიც სეუძლიათ იმოქმედონ როგორც ამინდზე ასევე დედამიწის ქანებზე, შეუძლიათ გამოიწვიონ პოლუსების ცვლილება , მიწისქვეშა დინებების შეცვლა, წყალდიდობები და სხვა სტიქიური მოვლენები.
აქაც ამარიკამ ტექნოლოგიური ბრძოლაში დაჯაბნა ძველი მოწინააღმდეგე და ბევრად უფრო ძლიერი იარაღი შექმნა რომელიც განთავსებულია ალიასკაზე. 13 ჰექტარი მიწის ფართობზე დამონტაჟებული 180 ანტენა ქმნის უდიდეს საანტენო ქსელური დანადგარებს და მისი სახელია ”ხაარპი”.
ანუ იანი სფეროს მაღალი სიხშირის კვლევითი პროგრამა.მას შეუძლია გამოიწვიოს ამინდის ცვლიელბები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ასევე კატაკლიზმები და სტიქიური უბედურობები. თავიდან სისტემა ”ხაარპს” თვითონ ამერიკელები ამბობენ რომ ეს დანადგარი გამოიყენება ატმოსფეროს ზედა ფენების შესასწავლად.
სისტემა ”ხაარპის” ბაზაში შედის არა მხოლოდ ანტენური სისტემა, არამედ , ლაზერული ლოკატორები, მაგნიტომეტრები, უძლიერესი კომპიუტერები მანიტური ველის სამართავად და სიგნალის მისაღებად. ბაზა იკვებება მძლავრი გაზის თბოელექტრო სადგურით.
”ხაარპი” ზემოქმედებს იონი სფეროზე
ის ქმნის ელექტრონულ პლაზმურ ველს და 15 000 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია ნებისმიერი მფრინავი ობიექტის ჩამოგდება, გემების ჩაძირვა, რაკეტების განადგურება და ა.შ.. ესაა ყველაზე მრისხანე იარაღი.მისი ანალოგი უნდა განთავსებულიყო ნორვეგიაშიც.
”ხაარპს” შეუძლია წარმოქმნას 100 კილომეტრამდე დიამეტრის პლაზმური ლინზა რის შედეგადაც მზის სხივის ფოკუსირებით შეუძლია მზის სხივები გააძლიეროს რომელიმე კონკრეტულ რეგიონში , ქვეყანასა თუ ქალაქში და გამოიწვიოს ანომალიური სიცხეები ან პირიქით იონთა სინთესიზ ხარჯზე პროვოცირებას უწევს ნალექის წარმოქმნას. სწორედ ეს ლიზებია ატმოსფეროში ცეცხლოვანი ბურთების სახოთ რომ გვევლინება და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები რომ გვგონია.
ლეგენდა 2012 ზეც ამერიკელების გამოგონილი ლეგენდაა რომელსაც სამყაროს აღსასრული უდევს საფუძვლად და თუ დედამიწას რამე დაემუქრა მაიას ტომის კალენდრის და მათი წინასწარმეტყველური პროგნოზის ბრალი იქნება.

ჟურნალი ”გზა” 16.02.2012
ასტრო-ეზოთერული ცენტრი

воскресенье, 12 февраля 2012 г.

ზოდიაქოს ნიშანთა ტემპერამენტი და ხასიათი




 ვერძი
ვერძები უფრო გრძნობენ, ვიდრე ფიქრობენ. მათ შეუძლიათ უკიდურესი დიდსულოვნების გამოვლენა და ძალიან უყვართ საჩუქრების კეთება,  ეხერხებათ ბრძანებების გაცემა.
 ვაჟკაცური, ორიგინალური იდეებით და ყოველივე ახლისადმი უშრეტი ცნობიმოყვარეობით აღსავსენი არიან.
 ქალ-ვერძებს უყვართ მოდის გასწრება, აქვთ მიდრეკილება ექსტრავაგანტულობისაკენ, უპირატესობას ანიჭებენ ნათელ ფერებს: ყვითელს, მწვანეს, ლიმნისფერს, ნარინჯისფერს.
 ვერძი ქალებიც და მამაკაცებიც პოტენციური გიჟები არიან, ისინი გმირები, დამპყრობლები არიან. უხეში ძალის გავლენით შეიძლება ჩამოყალიბდეს სულსწრაფი პიროვნება, რომელიც არ უწევს ანგარიშს სხვა ადამიანების გრძნობებს და გააფთრებული ხდება თუ მას ხელს უშლიან, უსამართლო და აგრესიულია სადიზმამდე და ნგრევამდე (თვითნგრევამდეც კი). ვერძს გააჩნია საკუთარი მე-, თვითდამკვიდრების, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის, თვითდრამატიზების და თვითგარიყვის მომენტიც. ვერძთან არ ღირს კამათი. 




კურო

ვენერასა და ხირონის ორმაგი გავლენა კუროს მგრძნობიარესა და სენტიმენტალურს ხდის, მას უყვარს უბრალო, მაგრამ კარგად შეკერილი ტანისამოსი, არ უყვარს ყელსაბამი, უხეში საყელოები და ჰალსტუხები, უყვარს ნაზი სუნამოები. ტანსაცმელს დიდხანს ხმარობს, ერთსა და იმავე სტილს მიმართავს, თუ თვლის, რომ ის მას უხდება. ჩვეულებრივ, კუროები მშვიდობისმოყვარულნი და მომთმენნი არიან. აქვთ ჰარმონიის მოთხოვნა და ამის გამო ბევრ რამეს ურიგდებიან, მაგრამ საშინელებაა, როდესაც მათ მოთმინებას ბოლო ეღება. კუროებს არ უყვართ კამათი, განსაკუთრებით მაღალ ხმაზე და ვერ იტანენ დისჰარმონიულ ცხოვრებას. ენდობიან თავიანთ აღქმას, შინაგან რწმენას, რომელიც უფრო გრძნობებზეა დამყარებულ, ვიდრე მოსაზრებებზე. ფრთხილი დამკვირებელები არიან, არჩევენ კიდევ ერთხელ გაიხედონ წინ, ვიდრე გააკეთებენ დასკვნებს.
მათ უნდა დასძლიონ აზრი, თითქოსდა მთელი სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავდეს, უნდა ისწავლონ ლოიალურობა.
ისინი გულჩათხრობილნი არიან, როდესაც საკითხი მათ პირად საქმეებს ეხება, მაშინაც კი როდესაც კარგი მოსაუბრენი არიან.
დიდსულოვანი, მაგრამ ამავე დროს ძუნწები და მესაკუთრეები არიან. უნდა ისწავლონ სწორი ბალანსის გაკეთება: გაცემა-მიღება.
კუროებს საღი გონიერება და უბრალოება ახასიათებს, მათში გრძნობები უფრო მძაფრია, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებში.


ტყუპები


მხატვრების რთული ნიშანია, ჰაერის ნიშანი, რომელიც ცვალებადობს მერკურის გავლენით, გაორებულია. ინტელექტუალური, უშუალო, კარგი მოსაუბრე, ვაჟკაცური, ჰუმანური, მიმზიდველი გარეგნობის მქონე არის.
ტყუპები მხოლოდ მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ინსტიქტურ გულგრილობას ნიშნავს, რომელიც დამცავ მექანიზმს წარმოადგენს კრიტიკის, ირონიის, ნებისმიერი ხუმრობის, ემოციური ზემოქმედების წინააღმდეგ.
მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებულები ისწრაფვიან განაგონ საკუთარი თავი, დაიცვან და მოაწყონ თავიანთი ცხოვრება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი ეძებენ სიმარტივეს, მაგრამ ამას ხშირად ნევრასტენიამდე მიყავს ისინი. უყავრთ თამაში, აქვთ გამჭრიახი გონება. ცოცხალნი, მოხერხებულნი, ცოდნის მოყვარენი არიან, ზოგჯერ წარუმატებლობას განიცდიან ცვალებადობისა და დაბნეულობის გამო. განვითარებულ გონიერებას უნდა დაემატოს მტკივნეული მგრძნობელობა, ცვალებადობა და წვრილმანების გაზვიადებისკენ მიდრეკილება. ისინი გაუწონასწორებელნი, არათანმიმდევრულნი არიან, რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულებიც არიან. მგრძნობიარობას, ეგოისტურობას, აგრეთვე მეწვრილმანეობას იჩენენ.      ტყუპების არსებობა ყოველთვის ბოლომდე ბედნიერი არ არის. უიღბლობისა და საოჯახო საზრუნავის გამო ისინი ხან დოვლათით ტკბებიან, ხან კი სიღარიბეში იტანჯებიან. წარუმატებლობის მიზეზი ზოგჯერ ენერგიის არქონა და საქმეების თვითდინებაზე გაშვება ხდება. მათ ზიანს აყენებს ფატალიზმისა და ცვალებადობისკენ მიდრეკილება. თუ ძალისხმევას გამოიყენებენ, ტყუპებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ისინი მსუბუქი ხასიათის და ცვალებადი ბუნების არიან. ეს შინაგანი ინტელექტუალებია. მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ და ადვილად იტაცებენ ყველაფერს, სიგიჟემდე უყვართ კამათი და ქეიფი, გააჩნიათ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრების უნარი. ტყუპები ეგოცენტრულები, ხშირად ემოციურები, ცივები და ყოველთვის მერყევნი არიან. ასტრონომები და ასტროლოგები ამას ხსნიან იმით, რომ მერკური- უსქესო პლანეტაა, ის გავლენას ახდენს ტყუპებსა და ქალწულზე, რომელთაც არ გააჩნიათ გრძნობები.  ისინი მოხერხებულნი, შეუპოვარნი და საზრიანები არიან. სატურნის არახელსაყრელი მდებარეობისას მოუწესრიგებელი, უკონტაქტო ადამიანები იბადებიან. ტყუპები საყვარელი, ჭკვიანი, მსუბუქი, თავისუფალი, დამთმობი ადამიანები არიან, მათ უყვართ შეხვედრები, მოგზაურობა, შემთხვევითი კონტაქტები და კავშირები. ქალებს ჭრელი ტანსაცმლის ტარება მოსწონთ.      ტყუპების ნიშანი მართავს ნერვულ სისტემას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებებულებს გააჩნიათ სწრაფი რეაქცია, ხშირად აქვთ ლიტერატურული   ნიჭი. ნიჭიერი ტყუპების ნეგატიურ თვისებას წარმოადგენს ცვალებადობა. უზარმაზარია მათი შეწყობის უნარი ისევე, როგორც მიდრეკილება ტყუილისა  და არაორგანიზებულობისკენ. არც ისე ძლიერებს, მათ ეშინიათ დაღლილობის, ვინაიდან მალე იღლებიან იმის გამო, რომ მათი სიმკვირცხლე აღემატება მათ ძალებს.





კირჩხიბი

ინტელექტი სულში სიბნელისაგან ვარდება. კირჩხიბს აქვს კარგად განვითარებული ინტელექტი, არაჩვეულებრივი მახსოვრობა, მაგრამ ის არ უნდა გამოიყენოს თვითწყრომის, სინანულისა და შურისძიებისათვის.
 კარგია, თუ კირჩხიბი წინსვლის იარაღად გამოიყენებს თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა უკან დასახევ ბუდედ. მას რომ არ ეშინოდეს მისმიერვე შექმნილი ფანტომებისა და იყენებდეს მათ სათავისოდ, მას რომ შეეძლოს იცხოვროს რეალობაში და არა ოცნებებში! ის, რომ იფიქრებდეს ხვალინდელ დღეზე და განდევნიდეს ყოველივეს, რაც იყო გუშინ! მაგრამ კირჩხიბი უკან იხევა, მას ეშინია. თუ საჭიროა _ წინ მიდის, მაგრამ შიშისგან ჩერდება სუნთქვაშეკრული. არცერთ სხვა ნიშანს არ გააჩნია მასზე მეტი პოტენციური ალერსიანობა, არავის არ შეუძლია იყოს მასზე მეტად მხიარული, მოსიყვარულე. და ასე თუ არა, ყოველთვის არსებობს მკაცრი სინამდვილისაგან ქვეცნობიერებაში გაქცევის საფრთხე.
 არც ერთ ნიშანს ისე არ ენატრება თავისი სახლი, სამშობლო,როგორც კირჩხიბს. მას დრო სჭირდება დაფიქრებისთვის, არ შეიძლება მისი დაჩქარება. თუ მოთმინება გეყოფათ კირჩხიბი, როგორც იშვიათი მცენარის კულტივირებისთვის მასზე მეტს არავინ გასცემს. ქალკირჩხიბს კატასავით უყვარს ზრუნვა საკუთარ სხეულზე, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, მაქმანს, ნაზ ფერებს, გრძელ თმებს, კეთილგონიერი ელეგანტურობით მისდევს მოდას. მამაკაცები, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობაში მოწესრიგებულები არიან, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად დაუდევრობის ტენდენცია უჩნდებათ.


ლომი


მზე ნიშნავს სიცოცხლეს, სითბოს, ცეცხლს, ალს, სინათლეს, შეგნებას, იდეალიზმს, დისციპლინას, სხივოსნურ დიდებას. ადამიანური შეგნება ეწინააღმდეგება მთვარისეულ ქვეცნობიერებას. შინაგანად ლომები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ როლს, რის გამოც ისინი შეიძლება სტატუსის მაძიებელნი გახდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს გარეგნული მსგავსება ცხოველების მეფესთან, მაგრამ ყველას აქვს მისი ამბიცია.
 ლომები ცეცხლოვანი ვნების არიან, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, უარს ამბობენ დამატებით როლზე, სამყაროს ცენტრად, ვარსკვლავად, საკუთარი წარმოსახვის ანარეკლად თვლიან თავს. მათ სურთ ხელმძღვანელობა, შთაგონება, წარმატების ჩუქება, საჩუქრებით ავსება, დაცვა, გართობა.
 მათ შეუძლიათ იყვნენ უგუნურობამდე დიდსულოვნები. არ გააჩნიათ საფრთხის გრძნობა. ლოიალურებს, გულახდილებს მათ არ შეუძლიათ ცხოვრება მორალურ უარყოფაში, მათ სჭირდებათ ახსნა და დარეგულირება ეჭვის შეტანისთანავე. მათი ძალის საიდუმლო-რწმენასა და სიმართლეშია.
 არ უყვართ სიბნელე, ცხოვრობენ ცეცხლის, ომების, კატაკლიზმების გვერდით, რომლებსაც ზოგჯერ თავად იწვევენ.
 მათი მტერია -სიამაყე, განსაკუთრებით თუ ის არ არის გამართლებული. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ფსიქიური ინფლაცია: დეპრესია, ახირება, სალანძღავი მტკივნეული იუმორი. გამოდის აბეზარი, მტკივნეული, პომპეზური პიროვნება, რომელიც სჯის განუხორციელებელი ამბიციებისთვის საკუთარი მანკიერების მხევალ ტირანს, წვრილ მოუსვენარ ავანტიურისტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უწევს ანგარიშს. ნაპოლეონის კომპლექსმა შესაძლოა საგიჟეთში მიიყვანოს ისინი.  ქალ-ლომს სურს, რომ მას აქცევდნენ ყურადღებას, მასზე ზრუნავდნენ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, ორნამენტებს, ხასხასა ფერებს, მკვეთრ სუნამოებს. ისინი არ მისდევენ მოდას, მათ ის შემოაქვთ და საზოგადოების გამოჩენილი მანდილოსნების კოპირებას ახდენენ, თუ საშუალება აქვთ, ბევრს ხარჯავენ ჩაცმულობაზე, თუ არა და ხაზს უსვამენ რაოდენობას ხარისხის ნაცვლად და იაფასიანი ბეწვეულით, ყალბი ძვირფასეულობით, ვულგარული სუნამოებით სარგებლობენ.     მამაკაცები დიდ დროს ანდომებენ ჩაცმას, დავარცხნას. ისინი კარგად გამოიყურებიან სმოკინგში. ლომს სქელი ჯიბის ჟინი აქვს.

ქალწული

ქალწული შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მდიდარი ნიშანი. აქვთ კულტურის, სრულყოფის მოთხოვნილება; აქვს ლოგიკური, დედუქციური და სისტემურო აზროვნება.  ეს სკეპტიკოსებია, რომლებსაც არ სჯერათ გულწრფელობის და ინტუიციის. ისინი იშვიათად აზვიადებენ, აანალიზებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს ნათლად ხედავენ, ყოველივეს თავიანთ თავზე იღებენ, აკრიტიკებენ, ამარტივებენ, ასუფთავებენ. აქვთ ღრმა მოთხოვნილება სისუფთავის მიმართ. ისინი კატებივით იყოფიან ცნობისმოყვარეობასა და შიშს შორის.
 ქალწული კატების და საერთოდ პატარა ცხოველების ნიშანია, ისინი მოუსვენარნი არიან, კარგად ფიქრობენ ვიდრე რამეს გააკეთებენ. ზოგჯერ ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რის გამოც ისინი კარგავენ სპონტანურობას და შესაბამისად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს. ისინი ჭკვიანები, შრომისუნარიანები, საიმედოები არიან და შეუძლიათ ყველფრის გაკეთება, არიან  იდეალური საშუალო წარმომადგენლები და მანიაკები, უდიდესი მოაზროვნეები და გენიოსები. არსებობს ქალწულების სამი სხვადასხვა ტიპი:
I. ის ყოველთვის თავშეკავებული, შებოჭილი. ეს ტენდენცია შეიძლება იყოს დიაპაზონში დადებითიდან უარყოფით უკიდურესობამდე: წესრიგის მოთხოვნიდან მანიაკალურ პედანტურობამდე. გროშების მოგროვებიდან დიდ კოლექციონირებამდე, სისუფთავიდან მეტისმეტ მოწესრიგებულობამდე, ფრთხილი დაგეგმვიდან ხვალისთვის ყველაფრის გადადებამდე.
II. მიდის უკუუკიდურესობამდე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაღარათამდე როგორც პროტესტისა და უთანხმოების ფორმამდე. უყვარს ნებისმიერი სახის ტალახი, აქვთ ძალისა და ძალაუფლების წყურვილი, ეგოისტურობამდე მკაცრები არიან. ამ ტიპს ხშირად ადარებენ მორიელს.
III. შერეულია, პირვველსა და მეორეს შორის მერყეობს. ერთი ხელით იჭერენ და მეორეთი გასცემენ. შუალედური პიროვნებაა. დღეს თხუპნია, ხვალ  სისუფთავის ჟინით შეპყრობილი. რესპექტაბელური მოქალაქე მოულოდნელად ხდება გაშმაგებული. ყველა ტიპი აისახება ჩაცმულობაში, აქვთ კლასიკური, უმწიკვლო სტილი, კონსერვატიული, რომელიც ყურადღებას აქცევენ დეტალებს, მაგრამ განსაკუთრებული ფანტაზიის, გაბედულობის ან თავისუფლების გარეშე. ზოგჯერ შეგნებულად ნატიფი, ზეფორმალურია. ეს შეიძლება გადავიდეს ერთფეროვნება¬ში, რომელიც ყოველგვარ კავშირს კარგავს მოდასთან, მათ უყვართ ტანსაცმლის ბოლომდე გაცვეთა, მერყეობენ ახალი ნივთების შეძენისას. "დადებითი"ქალწული ატარებს გულდასმით შერჩეულ და მორგებულ ტანსაცმელს, რომელიც უბრალოების სასიმოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.




სასწორი

ტემპერამენტიანია, მერყეობს ბალანსის, შესაფერისი მომენტის, საჭირო სიტყვის მოძებნისას. არცერთ ნიშანს არ ჰყავს უფრო მეტი მანიაკალურ-დეპრესიული და არც გმირი ადამიანები, არც ერთ ნიშანს უკეთ არ აქვს გამოხატული დროის შეგრძნება. სასწორი ხაზს უსვამს ცოდნის როლს, უყვარს ფაქტების დაგროვება, აფასებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ინფორმაციის დამალვას ბოროტმოქმედებად თვლის. ჰაერივით თავისუფალი ცირკულირება სურთ, სძულთ სიბნელე, ცუდად განათებული ოთახები, სჭირდებათ ირგვლივ ადამიანების ყოფნა, იციან როგორ დაიპყრონ ისინი: შარმით, ალერსით, მლიქვნელობით, სტუმართმოყვარეობით, გულუხვობით, დიდსულოვნებით, ხალისიანი მომსახურებით, სხვა ადამიათა შეხედულებების გაგებით. მამაკა-ცებიც და ქალებიც მთელი ცხოვრების მანძილზე პირფერობენ, საპასუხოდ ქების, სიყვარულის, აღფრთოვანების მოლოდინში. არ შეუძლიათ არ იგრძნონ თავი პოპულარულ, ყველასთვის საყვარელ ადამიანებად, მოტყუებულად გრძნობენ თავს თუ ხედავენ, რომ ისინი არ უყვართ. გარე სამყაროზე დამოკლიდებულება ხელს უშლის მათ ორიგინალობას, ისინი უკეთ მუშაობენ სხვების იდეებზე და აუმჯობესებენ მათ. მდიდარი ზრახვებით, კეთილი ნებით აღსავსენი არიან, არ გამოირჩევიან ნებისყოფით. ტენდენცია პასუხისმგებობაზე თავის არიდება. ისინი უკეთ დაიძინებენ, ვიდრე იბრძოლებენ. ვერავის და ვერაფერს ეტყვიან უარს. ცდუნებებს შორის არჩევანის გაკეთებისას ირყევა მათი ნება, ამან შეიძლება მათი გულგრილობა, კომპრომისი, არასაკმარისი ვალდებულება, ზოგჯერ რაღაც სიძნელე, საბოლოოდ კი დანაშაულის კომპლექსი გამოიწვიოს. სასწორი  ზომისა და ზომიერების ნიშანია, ისინი გაზომვის წინააღმდეგ არ არიან, მაგრამ არ სურთ შუამავლობა, მათი ისტორია  შეხედულებათა სიმრავლეა, ისინი ამჯობინებენ იდეის დაკარგვას, მაგრამ იხსნიან სიცოცხლეს. სასწორმა უნდა ისწავლოს გრძნობების გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად და ზეპასიურობის და საძლევად. ქალი-სასწორი ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებს ქმნის, ის ელეგანტურობის მწვერვალზეა. ფრთხილია, რადგან უყვარს მოთაფვლა, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ყურადღებას აქცევს საკუთარი ტანსაცმლის შეკერილობას, მაგრამ ყოველთვის არ არის თავდაჯერებული ფერის შერჩევაში. მამაკაცები ძალიან შეწუხებულები არიან მოდით, ზოგჯერ სნობიზმამდე, ჩაცმაში ხანდახან ქალებს ემგვანებიან.


მორიელი

მორიელი - სიყვარულისა და სიკვდილის ნიშანია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს სხვებზე. წყლის ნიშანი -ქალური, მუდმივი, გააფთრებული, ღამის, მდუმარე, მოხერხებული, ნაყოფიერი. დევიზი: "სიყვარულის სიმღერა ბრძოლის ველზე". მარსის მიერ მართვადი მორიელი ყველაზე ახალი პლანეტის  პლუტონის გავლენის ქვეშ იმყოფება. მორიელის წყალი დუნეა, თევზების (ოკეანე), კირჩხიბის (წყარო) წყლისგან განსხვავებით. მორიელს ცუდი რეპუტაცია აქვს, მას მერვე სახლსსიკვდილის სახლს უკავშირებენ და ავიწყდებათ, რომ მთლიანად სახლი არის სიმდიდრე, მემკვიდრეობა. მუდმივ თუ ცვალებად მორიელს უზარმაზარი წინააღმდეგობა გააჩნია და ფენიქსივით შეუძლია აღსდგეს. მორიელზე ბატონობს მარსის ორი თვისება: ეროტიზმი და აგრესიულობა. ეს ტიპი მთელი ძალით ცხოვრობს წარმატებებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობით, მშრალი და გვალვიანი მარსი მორიელს სიჯიუტეს და სიფიცხეს ანიჭებს, მას მებრძოლის თვისებები აქვს. მორიელის ენერგია საშიშია, ისევე როგორც ვერძისა. მორიელი _ სიყვარულისა და სიკვდილის გაორება, ენერგია, დრამა, ვნება, საიდუმლოება, ინდივიდუალიზმი, ბუნტია. პლუტონი სულის სიღრმის, ეშმაკისეული სახის განსახიერებას ახდენს, მორიელი განისაზღვრება ფარული სიცხოველით და თავს დამაჯერებლად და უცილობლად იმკვიდრებს. ეს ვლინდება ხელშეუხებლობასა და მოუწესრიგე¬ბლობაში, ცხოვრებისეული სწრაფვების შეკავებში, შიდა კონფლიქტებში, და იწვევს ჰაერის უკმარისობას და ნერვოზს (სასტიკი პლუტონი ხსნის არსებობის ღრმა შინაარსს). ძალაუფლების მოყვარული, გააფთრებული, ინსტინქტური ხასიათის მქონე შეუწყნარებელია მაშინაც კი,  როდესაც ცეცხლი ინფანტილურობით არის შენიღბული. მორიელი ძლიერი ვნებების მატარებელია, მთვლემარე, მაგრამ არა უსიცოცხლო, ეს ხასიათი არ იცვლება. კმაყოფილია თავისი თავით, მიუხედავად გარეგნული თვისებებისა. მან იცის თუ რა სურს. მისი ბუნების არსი გადაწყვეტილების მიღებაშია, უშრეტია სიცოცხლის წყურვილი. ვერ ეგუება ვერანაირ ძალდატანებას. ანარქიზმამდე დაუმორჩილებელია თუ მას ეწინააღმდეგებიან. ინდივიდუალისტია, არ უწევს ანგარიშს საზოგადოებრივ აზრსა და წეს-ჩვევებს. არაჰარმონიული ცის ქვეშ არის დაბადებული. მისი გადაწყვეტილებები უცვლელია. ცხოვრებისთვის შეიარღებულს აქვს თავდაცვის უნარი. არ ეშინია თავდასხმის, ძლიერი  ნებისა და სიმტკიცის წყალობით. დიდია მორიელის გავლენა სხვა ნიშნებზე. ის ერთი შეხედვიდან აღწევს სხვის სულში: თავად უნდობელი, შეუღწევადი და მიუწვდომელია. ის არ ცდილობს ვინმეს მოხიბვლას, მაგრამ აქვს ძლიერი და მომთხოვნი მგრძნობელობა. სურვილების განხორციელება ამოუცნობი გზით ათავისუფლებს, ამაღლებს და ამშვიდებს მას. არ არის მოლაყბე და ექპანსიური, შრომის მოყვარეა და მეტ-ნაკლებად სადო-მაზოხისტი. აგრესია და ეროტიზმი ყველაზე დამღუპველი და ნაყოფიერი ნიშანია. ქალი მორიელი _ შესანიშნავი კულინარია, ფიზიკურად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი, ძლიერი კიდურებით და დიდი შრომისუნარიოანობით. მთლიანობაში აქტიური, ამაყი, თავშეკავებული, მომთხოვნი, ცნობისმოყვარე, მიზეზიანი, ჩაფიქრებულია. მკვლევარები და დამკვირვებლები არიან, შურიანები, ირონიულები და წინააღმდეგობრივი. მათი აღელვება ადვილია. აქვთ სიკეთის უნარი, მიდრეკილება მაგნეტიზმისა და ძლიერი სექსულობისაკენ; რეფორმისტები არიან, ზოგჯერ ნათელმხილეველები, შეუძლიათ მოზომონ თავიანთი ქიმერული გეგმები და კონსტრუქციულად გამოიყენონ თავიანთი ნება. უყვართ ბრძოლა, არასოდეს არ ეცემიან სულით სიძნელეების გადალახვისას. ჰყავთ ბევრი შვილი, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს  საბედისწერო ქალის ტიპი.



მშვილდოსანი

შეუძლიათ იყონ ნათელი გონების გაბედული ადამიანები, რომელთაც ხშირად ჰყავთ კარგი აუდიტორია. აგრეთვე შეუძლიათ იყონ მაღალი სულის, დიდი და წარჩინებული, ხან კი უბრალოდ ეგომანიაკები არიან. უმრავლესობა ბევრს და შორს მოგზაურობს, როგორც აზრებში, ასევე სინამდვილეში, ზოგიერთები კი `ბუხართან~ კოლექციონერობით არიან დაკავებული. დასაშვებია ორი უკიდურესობის თანაარსებობა, უმთავრესად არადისონანსურად. ხშირად რეფორმისტები არიან, ნოსტალგია ცხოვრობს მეამბოხე რეფორმატორში, ხოლო ავანტიურისტის ოცნებები _ სანიმუშო მოქალაქეში. მაგრამ ნეგატიურია თუ პოზიტიური, აქტიური თუ პასიური _ ყველას აღელვებს საზოგადოებაში საკუთარი მდგომარეობა, მათ უნდათ შთაბეჭდილების მოხდენა და რომ ეს შთაბეჭდილება ხანგრძლივი იყოს, მათ სურთ კაცობრიობაში წვლილის შეტანა. სწყურიათ დედამიწაზე თავიანთი კვალის დატოვება. ყველაზე მეტად სწადია ადამიან-კენტავრს იყოს სრულყოფილი ადამიანი, ხშირად აღწევს თავისას უფრო ხანდაზმულ ასაკში, ზოგჯერ 60 წლისათვის, როდესაც გრძნობები ადგილისა და ადამიანების გამოცვლას ითხოვენ, როდესაც გამომგონებლის ცნობისმოყვარეობა საშიში ხდება.
ზრდასრული მშვილდოსანი _ მოწიფული დასრულებული ნიშანია, ქალები ხშირად აღწევენ გარკვეულ ზრდას _ ფიზიკურს, სოციალურს, სულიერს. ზოგჯერ ისწრაფვიან გაუტოლდნენ ან აჯობონ კიდევაც მამაკაცებს მშვილდიდან ისრის ტყორცნაში. ცნობილია ქალი მშვილდოსანი, რომელმაც ორივე მკერდის ამპუტაცია გაიკეთა, ტიბეტის მონასტერში მოსახვედრად, რათა დაეწერა სენსაციური სტატია ბერების ცხოვრებაზე. ბევრი ლესბოსელი მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაიბადა. როგორც ამ თვისების გამოხატულება _ ჩაცმულობის გემოვნება ქალებში ვარირებს ტვიდის კოსტიუმებიდან, კარგად შეკერილი სპორული შარვლებიდან და გულდასმით სტილიზებული მოკლე ვარცხნილობებიდან საზეიმო მდიდრულ ჩაცმულობამდე, ლამაზ ბეწვეულობამდე, მაღალ სტილურ ვარცხნილობამდე და ძვირფას სამკაულებამდე. მიუხედავად მიმართულებისა, ისინი არჩევენ ხარისხს.
იგივე ეხება მამაკაცებსაც. სპორტსმენები არიან, უყვართ იმპორტული სვიტრები და შარვლები, კარგად შეკერილი ბრიჯები, მაგრამ შეუძლიათ მიიღონ დიპლომატის ან საპატიო სახელმწიფო მოღვაწის სახეც.


თხის რქა


ბედის, სამყაროს დასაწყისის, ფილოსოფიის, შურისძიების, დროის უმოწყალობის ნიშანია, რომელიც ინსტინქტებს უკავშირდება, ის  იყენებს ზომიერებას და თავშეკავებულობას თვითშენარჩუნების შინაგანი სისტემის სახით. მთლიანობაში ის არ ზრუნავს მიმზიდველობაზე, იშვიათად საუბრობს საკუთარ თავზე და თვლის, რომ შარმის გამოყენება არ ეკადრება მის ღირსებას. ისინი არ ახდენენ თავიანთი ღირსებების დემონსტირებას, რის გამოც სუსტ შთაბეჭდილებას ახდენენ ან საერთოდ არ ახდენენ მას. უყვართ სუსტად განათებული ოთახები. ისევე როგორც სხვა ნიშნებში, არჩევენ დაბალ, საშუალო და მაღალ ტიპს, მაგრამ ყოველი მათგანი მიისწრაფვის სულიერ ან ცხოვრებისეულ მწვერვალზე ასვლისკენ. ამის მისაღწევად ყველას არ აქვს სასიცოცხლო ძალის მარაგი  გამძლეობა, მოთმენა, მიუხედავად დიდი სიმტკიცისა, რომელიც თხის რქის ძირითად ნიშანს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი  კლდე არის, რომელიც წინ ეღობება მძიმე სიტუაციას, ზოგი კი, ქალწულის მსგავსად, მუშა ფუტკარს  წააგავს, არ იღლებიან მომენტალური გადაწყვეტილების ძებნაში ან კუროს სიჯიუტით წყვეტენ პრობლემას, სანამ არ იპოვიან სწორ და საბოლოო პასუხს, სანამ ტყვიას ოქროდ არ აქცევენ. შეუძლიათ იყონ ცივსისხლიანი ბიზნესმენები ან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ გარიგების ნიჭი. ისინი მომთმენი, სამართლიანი, მოსიყვარულე, თუმცა მკაცრი მამები არიან, რომლებიც არ ახდენენ თავიანთი სიყვარულის დემონსტრირებას. შარმის და მიმზიდველობის უგულვებელყოფა აისახება თხის რქის ჩაცმულობაში. მამაკაცების და ქალების ძირითადი მოტივებია  უბრალოება, ზომიერება, გაწონასწორებულობა, სიდინჯე. ხშირად არ მისდევენ მოდას. ბევრ მათგანს უბრალოდ სძულს ტანსაცმელზე ფულის დახარჯვა. ახალგაზრდობაში ასკეტურები, მერე უცებ ექტრავაგენტურები ხდებიან. ერთადერთი მოტივი, რომელიც აიძულებს მათ ჩაცმულობისთვის თუნდაც მცირე ყურადღების დათმობას, არის ამბიცია.  ურჩევნიათ კორექტულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე გამოიწვიონ სხვების ინტერესი.


მერწყული

არჩევენ სუსტ და ძლიერ მერწყულს. საერთოდ ეს ანგელოზის და ეშმაკის ერთობლიობაა. მათ სძულთ თეატრალურობა, არ უყვართ ეფექტის მოხდენა, იმპოზანტურობა, მაგრამ არ არიან შოკირების წინააღმდეგ. სურთ სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ძირითადად საკუთარი თავისთვის. არ უყვართ პირობითობა საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ ოჯახურ საქმეებში ძველმოდურები არიან. არ უნდათ ვინმეს დაემსგავსონ, მაგრამ სურთ, რომ ყველას უყვარდეთ. სურთ იყონ თავისუფალნი მატერიალური სამყაროს სიმძიმისაგან, მაგრამ ისწრაფვიან ძალაუფლების, მდგომარეობის, პრესტიჟისკენ.
 ცნობისმოყვარენი არიან, მათ იზიდავს ყოველივე ახალი, სანამ არ მობეზრდებათ, სანამ არ ეზიარებიან ჭეშმარიტებას. იშვიათად ებმებიან რამეში. მათ შეუძლიათ ცხოვრების განჭვრეტა, არიან სულით მდიდარნი. მერწყულში შეიძლება იყოს რაღაც ნატიფი, ნაზი. ისინი მერყეობენ ინსტიქტსა და გონივრულობას შორის. მათთვის შეიძლება თითქმის  უცხო იყოს საკუთარი ემოციები.
უმრავლესობა რელიგიულია, მისტიკური, ესმით ბუნების, ვეგეტარიანელე არიან, ყველასადმი კეთილი ზრახვებით აღსავსენი, არ იციან რა არის სიძულვილი. მათი ზრდილობა უბრალოებაშია, ზოგიერთნი მიმდობნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტად. არ არიან შორს მჭვრეტელნი, ცოტათი გულუბრყვილონი არიან. აკლიათ მონანიების, ბრალეულობის გრძნობა, ზოგიერთნი კი პირიქით ბოჭავენ თავიანთ მგრძნობიარობას, მალავენ გრძნობებს. ყურადღებას მომავალზე ამახვილებენ, აღწევენ უმაღლეს მიზნებს. მათ სხვაზე მაღლა სურთ  ყოფნა, არ მოსწონთ, როცა უთითებენ თუ რა აკეთონ, შეუძლიათ გახდნენ ეჭვიანი, არაკეთილმოსურნე, უგულისყურო, უყურადღებო და წამოაყენონ ლოზუნგი: "აკეთეთ, როგორც ვამბობ და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ".
ჩაცმის გემოვნება ნაირფეროვანი აქვთ, წინააღმდეგობრივი, ქალები არჩევენ ორიგინალურობას. ზოგიერთ მათგანს შეუძლია მაცდუნებელი ეფექტის შექმნა, ძვირფასეულობისა და სამკაულების არქონისას ფერების გემოვნებით შერჩევის გზით. ზოგიერთების ორიგინალურობა ექტრავაგანტურობამდე და ექსცენტრულობამდე მიდის, ისინი შოკისმომგვრელ და სკანდალურ, რაღაც იშვიათს, უნიკალურს ეძებენ, არიან ულტრამოდურებიც.





თევზები


ეს ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. თევზებს ჩვეულებრივ კარგად ესმით ყველასი და ყოველის, საკუთარი თავის გარდა. მთელი ცხოვრება შეუძლია ბრმად ეძებოს საკუთარი მე და არ იცოდეს, როგორ აღიქვას ის. თევზებს მართავს ცხოვრების ფარული მხარე. ძნელია რაიმეთი მათი შებოჭვა, მათთვის ყოველ მომენტს თავისი ჭეშმარიტება ახლავს, ისინი მჟონავი აირივით არიან. თევზები დაღლილები იბადებიან, მათ არ გააჩნიათ ენერგია დაბრკოლებების გადასალახავად, წვრილმანი საზრუნავის მოსაგვარებლად, ყოველდღიური ძალისხმევისთვის. მათი ცხოვრება წააგავს სახლს ფანჯრის მინების გარეშე, ასეთ სახლში ნებისმიერი ქარი დაუბერავს.
ნებისმიერი ტკივილი, სიცხე, სიცივეყველაფერი მოქმედებს მათზე და მაშინათვე ვლინდება, ამ სახლის ღარიბი მობინადრე კიდევ უფრო ღარიბი და დაღლილი ხდება. სხვანი პირიქით ნერვიული, დიდი ენერგეტიკის მატარებელნი არიან, რომელსაც შეუძლია მათი შეკავება ფხიზელ მდგომარეობაში დღეების, კვირების განმავლობაში. ამ დროს, იწყებენ რა უამრავ დაუმთავრებელ საქმეს, პროექტებს, გეგმებს, მათ უმრავლესობას ძალა ეცლება, ხვალისთვის გადადებენ ამ საქმეებს და .. თევზების  ძლიერი ტიპი მართავს საკუთარ თავს, მაგრამ უფრო რწმენით, შეთანხმებები, ვიდრე ძალით.
თევზებისამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ.
თევზებს ყველა და ყოველი აინტერესებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად, მათთვის არ არის არაფერი ნამდვილად ღირებული, მაგრამ არ არსებობს პოტენციურად შინაგანად უფრო მდიდარი ადამიანი, ვიდრე განვითარებული თევზები. მაგრამ ასეთები იშვიათია, ვინაიდან საკუთარ თავზე მუშაობისთვის საჭიროა კონცენტრირება, ძალისხმევა და ნებისყოფა. თევზები სადღაც შუაგზაზე არიან ნულსა და უსასრულობას შორის. ისინი მერყეობენ ცუდსა და დიადს შორის, მონასტერსა და ციხეს შორის, გულუბრყვილო თანხმობიდანმაზოხისტურ განადგურებამდე, ადამიანური უბედურებისადმი თანაგრძნობიდანსაკუთარი თავის სიცოდვილში ფართხალამდე.
თევზებისაკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და  ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.
შესაძლოა ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას. ისინი ეკვრიან თავიანთ ტანჯვებს, რომელსაც თვლიან რეალობად. ჩვეულებრივ მათი რეალობა იმარჯვებს და ითრევს დამხმარეს გაწბილების უდაბნოში. აი რატომ არიან თევზებს შორის ეგზომ ბევრი  ფატალისტი ქალები. მისტიკა და ფანტაზია ჭარბობს მათში ტანსაცმლის შერჩევის დროს, ისინი ნაკლებად ზრუნავენ მოდის მოთხოვნებზე, ჩაცმულობაშიც კი შეუძლიათ გამოიჩინონ დაუდევრობა.
ქალისთვის უფრო ადვილია იყოს თევზები, ვიდრე მაკაცისთვის, იმიტომ, რომ მოთენთილ მეოცნებე, გაუბედავ ქალს საზოგადოება მომხიბვლელად მიიჩნევს და არ უწონებს ამ თვისებებს მამაკაცს.