ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



воскресенье, 12 февраля 2012 г.

როგორ შევცვალოთ ჩვენი ბედი , ჩვენი აზრებით

როგორ შევცვალოთ ჩვენი ბედი , ჩვენი აზრებით

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ  ჩვენი ბედი თუ შევცვლით ჩვენს აზრებს.
აზრები როგორც ნეგატიური ასევე პოზიტიური  ფლობენ უდიდეს ძალას,
ისინი  მუშაობენ როგორც მაგნიტი, იზიდავს იმას რაც შეესაბამება მის ვიბრაციას.
ნეგატიური აზრი  იზიდავს უარყოფით მოვლენებს.  პოზიტიური აზრი  კი დადებით მოვლენებს. კოდი- ამ პოზიტიური აზრის ან სიტყვის, რომლებიც გამოხატავენ თქვენს სურვილს. კოდის პრაქტიკული გამოყენება ნიშნავს გწამდეს შენი სურვილების და იყო დარწმუნებული იმაში, რომ ის აგისრულდება მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობაა გარშემო , სიტუაციის მიუხედავად.
კოდური მეცნიერება გვასწავლის ჩვენ, როგორ გაუშვათ ძლიერი პოზიტიური აზრი თქვენს  ცნობიერში და ქვეცნობიერში , ასევე ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში. ამ შემთხვევაში ვუშვებთ აზრს როგორც ქიმიურ , ელექტრონულ და მაგნიტურ ტალღას. უბრალო მანევრის დახმარებით , რომელშიც მონაწილეობას იღებენ თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი, ჩვენ ვსწავლობთ იმედების გაცრუებას ჩვენი აზრების, ისე, რომ გავარღვიოთ ჩარჩოები და ტრაფორმაცია გავაკეთოთ ნეგატიური ჩვევების და შევცვალოთ პოზიტურისკენ, წარუმატებლობის აქტივაცია მოვახდინოთ  ორგანიზმის განმკურნებადი ძალების. აზრი ეს არის  ჩამრთველი ღილაკი, რომელმაც  შეიძლია ჩართოს ჩვენი უჯრედების მუშაობა .  აზრი გარდაიქმნება ავადმყოფობის ენერგია  ჯანმრთელობის ენეგიად. ესეთი მიდგომა კომფორტულია იმით, რომ  თქვენ არ გჭირდებათ ეძებოთ ძალები , რომ დაამარცხოთ დაავადება. როგორც წესი , როცა თქვენ ავად ხართ, თქვენ ძალა არ გყოფნით . შეცდომა იმაშია,  რომ თქვენი უკანასკნელი ენერგია თქვენ გაუშვით  დაავადებასთან საბრძოლველად.
დაავადება თავის თავში ინახავს უდიდეს ენერგეტიკულ პოტენციალს და უკეთესი იქნებოდა, გამოვიყენოთ ეს ენერგია, ვეცადოთ არ გავაგდოთ ის, რაც თავისთავად რთულია, უკეთესია გარდავქმნათ ეს ენერგია გამოსაჯანმრთელებლად.
გამოვიყენოთ კოდები სულის დასახმარებლად, ჩვენ ვასტიმულირებთ  განმკურნებად ძალებს, აზრი შეიძლება შევადაროთ სახლის მშენებლობას: როგორც ალაგებენ აგურს აგურზე,  ასევე იკრავენ აზრები ერთი მეორეს . თუ სახლის აგურის 
კედელი აშენდა უხარისხოდ, მისი დგომა არ იქნება სწორი , გამოვა დამრეცი კედელი. , იმ სახლში ცხოვრებასაც შეეჩვევა კაცი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩამოგეშალოს  და დაგენგრეს სახლი . ამით დაიზიანებთ ფიზიკურ სხეულს(თუ გადარჩი).
ასევეა აზრებიც, სადღაც ერთმა არასწორმა აზრმა, შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ადამიანი და დიდი ზიანიც მიაყენოს .
პოზიტიური მატერია, რომლითაც უნდა აშენდეს ფიქრი, აზრის   სამყაროა. ფიქრი აშენებული მსგავსი მატერიისგან,  ქმნის განმკურნებელი ძალების კეთილ განწყობილ გარემოს  . ყველაზე მთავარია  მოვიშოროთ ნეგატიური აზრები ერთხელ  და სამუდამოდ .
 უდიდესი მნიშვნელოვბა აქვს იმასაც, თუ გავითავისებთ, რომ ჩვენ ვართ ერთდროულად ჩვენი თავის პრობლემაც და მისი გადაჭრის გზაც. და როცა გავიგებთ იმას თუ  როგორ გამოვიყენოთ ძალა ჩვენი სურვილების შესასრულებლად , ეს გაგვიყვანს  განვითარების მაღალ საფეხურზე. არის მრავალი მეტაფორა ,რათა გავიგოთ ცხოვრების არსი. მას რას  არ ადარებენ  . შეიძლება ითქვას ასეც, რომ ცხოვრება არის მუდმივი ბრძოლა  შავი და თეთრი ძალების. ადამიანის ცნობიერებაში და სულში ეს იღებს  ბრძოლის სახეს კეთილ და ბოროტ აზრებს შორის. ამიტომ აკონტროლეთ აზრები , ფიქრები და მეტი იფიქრეთ პოზიტივზე, სიკეთეზე, სიყვარულზე  და ეს დადებითი მუხტი აუცილებლად დაგიბრუნებათ

пятница, 10 февраля 2012 г.

იქ სადაც ჯოჯოხეთია

  იქ სადაც ჯოჯოხეთია

ჩვენ ვართ ამ ქვეყნად, რათა გავიაროთ ამ ქვეყნიური სირთულეები, გადავლახოთ , პრობლემები, ვებრძოლოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, დავამარცხოთ შავი,განვავითაროდ რწმენა, განვიცადოთ განსაცდელი, დაიპყროთ სიმაღლეები და ა.შ.. ამით უნდა გამოვიმუშაოთ გამძლეობა, ნებისყოფა, მიზანდასახულობა, შეუპოვრობა, მოქნილობა , უნდა განვავითაროდ ასევე მანევრირება...
რომ დაუკვირდეთ ყველაფერმა შეიძლება მოგვიტანოს პრობლემა,ტანჯვა, უსიამოვნებები- ფულმა, ასევე უფულობამ, სამსახურმა, ასევე უმუშევრობამ. შვილმა და უშვილობამ, სახლმა და ასევე უსახლკარობამ, სიყვარულმაც კი.ეს უკანასკნელი ნამდვილი ეშმაკის მანქანაა.საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იკლავს თავს სიყვარულისთვის და ყველაზე ცოტაა სიყვარულით  ბედნიერი.
 ყველაფერმა შეიძლება შექმნას პრობლემა . ყველა გადის სირთულეებს, ყველას ააქვს თავისი წილი პრობლემები. ზოგი ადვილად ლახავს ამ ბარიერებს, ზოგი კი იჩეხება ამ ცხოვრებისეულ მახეებში.
ადამიანი ხშირად პრობლემის გადაჭრის გზად სუიციდს ირჩევს.  ესე გაურბის ადამიანის სული, ქვეცნობიერის ინსტიქტი ჯოჯოხეთს, წვალებას, ტანჯვას, ამ ქვეყნიურ  ქაოსს. ეს სულის ინსტიქტია. კი ჩვენთვის ეს ყოვლად გაუმართლებელია და ადამიანმა თავის თავს ესეთი მეთოდით არ შეიძლება  განაჩენი გამოუტანოს. მას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ, როცა სული ტანჯვას ვერ უძლებს შემდეგ უკვე მოდის ქვეცნობიერის აზრი და ხდება მისი აღსრულება. ძაღლს რომ შეაშინებენ, ან რომ სცემენ, გარბის თავის ბუნაგში, ან ბავშვს რომ ვინმე გაუბრაზდება, გარბის დედასთან, იქ, სადაც დაცულია უსიამოვნებებისგან.
 სუსტი სული გარბის იქ,  სადაც მიეჩვია იმქვეყნიურ ფუფუნებას, სადაც არც ტკივილია, არც  პრობლემა, არც ბარიერები, იქ სადაც არის მუდმივი სასუფეველი.
თავის მოკვლა შეიძლება შევადაროთ გამოცდიდან ”გაპარვას” . მაგრამ ამ გამოცდის ჩაბარება მაინც მოუწევს შემდგომ რეინკარნაციაში (თუ მოუწია) სულის  განვითარებისთვის.
ცხოვრება დიდი გამოცდაა, არ შეიძლება დროზე ადრე დატოვო ეს წუთისოფელი. ის ვინც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მისი სული ვერ გადის იმ განზომილებაში, სადაც უნდა იყოს და რჩება აქ, მესამე განზომილებაში, სანამ  არ  მოვა დრო მისი იქ გასვლისა. ანუ, თუ ადამიანს უნდა ეცხოვრა 85 წელი და მან თავი მოიკლა 27 წლისამ ,მაშინ  მოუწევს აქ ყოფნა კიდევ  58 წელიწადს.
ამოტომ, ჩვენი ვალია განვვითარდეთ და განვავითაროთ სული, სანამ ამას ფიზიკური სხეული გაუძლებს.
თუ დაიბადე, მაშინ იცხოვრე კიდეც, თუ ცხოვრობ და გინდა რამეს მიაღწიო მაშინ უნდა იბრძოლე კიდეც.
 ეს ცხოვრება ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში ვეძებთ სამოთხეს.

четверг, 9 февраля 2012 г.

ციფრები


 1  2  3  4 5  6  7  8  9  0


უძველესი დროიდან ადამიანები რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არსებობს საკრალური რიცხვები, რომლებიც ქრისტიანულ სიმბოლიკაშიც გვხვდება – 3, 7, 12… ხალხურ სიტყვიერებაში განსაკუთრებით ფიგურირებს რიცხვი 9. რა დაფარული კავშირია რიცხვებსა და ადამიანთა ბედ–იღბალს შორის, რატომ ითვლება ზოგი რიცხვი ბედნიერად, ზოგი კი – უიღბლოდ?

ადამიანს უხსოვარი დროიდან სწამდა, რომ არსებობს ბედნიერებისა და უბედურების მომტანი რიცხვები. პითაგორას დროიდან არსებობს აზრი, რომ ყველა რიცხვს მაგიური მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთს კი – განსაკუთრებული ძალა. პითაგორა სიცოცხლეს ციფრებისა და ფიგურების შინაარსით ხსნიდა. თვლიდნენ, რომ სამყაროს ენა მათემატიკა იყო. ამიტომ ასოებს რიცხვით მნიშვნელობებს უფარდებდნენ. ნუმეროლოგია სწორედ პითაგორას მიმდევრებმა შექმნეს. მათი აზრით, თითოეული პლანეტა სამყაროს გარკვეულ კანონს ემორჩილება და თავისი რიცხვი აქვს, ისევე როგორც ადამიანის სახელს, რომლის რიცხვიც მისი შემადგენელი ასოების შესატყვისი რიცხვებისგან შემდგარი ჯამია.

ენერგეტიკულ შკალაში 1–ს პირველი ადგილი უჭირავს და მზეს ეკუთვნის. ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრია და ბრძოლის უნარს განაპირობებს. შკალაში მეორე ადგილი 7–ს უჭირავს, იგი ბევრს ჰარმონიულ ღვთიურ რიცხვად მიაჩნდა. ეს რიცხვი ნეპტუნს განეკუთვნება. უძველესი დროიდან ინდოეთში ადამიანები ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად 7 სხვადასხვა ზომის სპილოს ჩუქნიდნენ. ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები ხისგან 7 ზუსტად ერთნაირ, მაგრამ სხვადასხვა ზომის პატარა კერპებს თლიდნენ და მათ მძინარე ჩვილის საწოლის თავთან ათავსებდნენ. მათი რწმენით, კერპები ბოროტ სულებს დევნიდნენ. ერთ საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ: აშშ–ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ცხოვრებას ციფრი 7 განაგებდა. პრეზიდენტობამდე იგი 7 წელიწადი მაშველად მუშაობდა და 77 ადამიანი გადაარჩინა. კინოში რეიგანი პირველად 1937 წელს გადაიღეს, 1947 წელს კი მსახიობების გილდიის პრეზიდენტი გახდა. 1967 წელს რეიგანმა კალიფორნიის შტატის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო 1970 წელს მეორე ვადით აირჩიეს. ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკურმა პარტიამ მისი კანდიტატურა 17 ივლისს, ანუ მეშვიდე თვეს წამოაყენა. პრეზიდენტად არჩევიდან 70–ე დღეს ესროლეს, ტყვიამ მე–7 ნეკნს ჩაუარა და გადარჩა. პრეზიდენტის პოსტი 77 წლის ასაკში დატოვა.



რიცხვი 3 იუპიტერს განეკუთვნება. უმრავლეს მისტიკურ რიტუალში ზოგიერთი მოქმედება სამჯერ მეორდება. ისევ ამერიკის ერთ–ერთი პრეზიდენტის ცხოვრებიდან მოგიყვანთ მაგალითს. პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის ბიოგრაფიაში რიცხვი 3 ხშირად ფიგურირებს. ის 1743 წლის 13 აპრილს დაიბადა, რიგით მესამე შვილი იყო. დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტზე მუშაობა 33 წლის ასაკში დაიწყო, 1803 წელს საფრანგეთისგან ლუიზიანას გამოსყიდვა მოახერხა. პრეზიდენტის პოსტზე განმეორებით არჩევნებში ზუსტად 3 ხმა დააკლდა. ოტო ფონ ბისმარკის ცხოვრებაშიც 3 განსაკუთრუბლი რიცხვი იყო. ბავშვობაში სამი სკოლა გამოიცვალა. ელჩად სამ ქვეყანაში მუშაობდა. ემსახურებოდა სამ მეფეს, იბრძოდა სამ ომში და ხელიც სამ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა. ბისმარკს სამი შვილი ჰყავდა. მის გერბზე სამყურას სამი ფოთოლი და მუხის სამი ტოტი იყო გამოსახული. რიცხვი 4 ნუმეროლოგიაში გამძლეობას, ფეხზე მტკიცე დგომას, მიზანსწრაფულობას აღნიშნავს. რიცხვი 5 პლანეტა მერკურს წარმოადგენს. ვის ბიოგრაფიაშიც ეს რიცხვი ფიგურირებს, ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს.

ექვსიანი ყველაზე მავნე ციფრია. ის პლანეტა ვენერას კუთვნილებაა. ექვსას სამოცდაექვსი ეზოთერიკაში “განსხვავებულ ბოროტებას” აღნიშნავს. ესაა ადამიანი, რომელიც უფლის სახელით სიკეთისა და ბოროტების შესახებ აბდაუბდას ილაპარაკებს. ქრისტიანულ მოძღვრებაში ის ბოროტების, სატანის სიმბოლოა. ის გლობალურ კატასტროფას მოასწავებს და ანტიქრისტეც ამ ნიშნით მოვა. მის უკან დიდი მაგიური ძალა დგას და უნდა ვერიდოთ. პროფესორ მულდაშევის აზრით, წარღვნის დროს ჩრდილოეთ პოლუსმა 60 გრადუსით გადაიწია და დედამიწის გარშემოწერილობამ 6.666 კილომეტრი შეადგინა. 6 და 13 უხსოვარი დროიდან თარს, ბოროტ რიცხვებად ითვლებოდა. საინტერესოა, რა უნდა იყოს მათი საშუალებით მიღებული რიცხვი 13 666. მაგალითად: 1919 წელს რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის, ძერჟინსკისთვის გაგზავნილი წერილის ნომერია – 13 666. აი, რა წერია ამ წერილში: “სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროთ მღვდლებისა და რელიგიის საქმე. მღვდლები დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, როგორც კონტრრევოლუციონერები და მესაბოტაჟეები. ისინი ყველგან უმოწყალოდ უნდა იყვნენ დახვრეტილი. რაც შეიძლება მეტი ეკლესია დაექვემდებაროს დაკეტვას, ტაძრები დალუქული და საწყობებად გამოყენებული უნდა იქნეს”. წერილს ხელს აწერენ რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინი და სახალხო კომისართა საბჭოს თამჯდომარე ულიანოვი, ანუ ლენინი. ამ წერილით ანტიქრისტე ლაპარაკობს. მან მილიონობით ადამიანს უდიდესი უბედურება მოუტანა.



8 სატურნს ეკუთვნის და შრომისმოყვარეობას განსაზღვრავს. ის ასევე უიღბლო და თარს ციფრადაა მიჩნეული. ამ რიცხვში დაბადებულები ეჭვიანები არიან, ოჯახებს ხშირად ანგრევენ და სრულ ბედნიერებას ვერ აღწევენ. რვიანი მართავდა ელისაბედ პირველის, ჟიულ ვერნის, ედიტ პიაფის ცხოვრებას, თუმცა კარიერის თვალსაზრისით, ისინი 2–სა და 6 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ჯობნიან.

ინდოელი ნუმეროლოგები თვლიან, რომ 9 განსაკუთრებული ციფრია. ინდოეთში თვლიან, რომ არსებობს ადამიანის დამცველი 9 ქვა. მზის სისტემაში 9 პლანეტაა. ადამიანის სხეული 9 ძირითადი ორგანოსგან შედგება. ის ნუმეროლოგიაში ბოლო რიცხვია. მას პლანეტა მარსი მართავს. მბრძანებლური ციფრია, როგორიც აღმშენებლობის, ასევე ნგრევის პროცესში. წარმატების მწვერვალიცაა და მომაკვდინებელიც. 9 წარმოადგენს ბარიერს, რომელიც უნდა დაძლიოს იმან, ვინც სრულყოფას ესწრაფვის. იაპონიაში ცხრიანი გამოითქმის, როგორც “კუ”, რაც ტანჯვას და ტკივილს ნიშნავს, ამიტომ იქ საავადმყოფოებში ვერ ნახავთ პალატას ნომრით 9. ცხრიანი საქართველოსთვის აგრესიის, კონფლიქტების რიცხვია. უბედურების დღედ მოგვევლინა 1956 წლის 9 მარტი, 1989 წლის 9 აპრილი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 9–იანი ზოგჯერ კარგის მომასწავებელიც არის. მკვლევარ გასივანის მტკიცებით, 9 სამყაროს მუდმივაა, რადგან ნებისმიერ რიცხვში შემავალი ციფრების ჯამი ბოლოს მაინც 9–ს გვაძლევს. ბევრისთვის 9 ბედნიერების მომტანი რიცხვია.
უძველეს ცივილიზაციათა საკულტო მსახურებმა შესანიშნავად იცოდნენ, კვირის რომელი დღე იყო წარუმატებელი და რომელი – იღბლიანი.

ყოველ დღეს თავისი პლანეტა მფარველობს. კვირა მზის დღეა, ორშაბათი – მთვარის, სამშაბათი – მარსის, ოთხშაბათი – მერკურის, ხუთშაბათი – იუპიტერის, პარასკევი – ვენერასი, შაბათი – სატურნის. რიცხვ 13–ის ნეგატიური მნიშვნელობა ორმაგდება, თუ იგი პარასკევს ემთხვევა. ამ დროს ხშირია ავარიები, კატასტროფები, იზრდება სიკვდილიანობა. ასეთ დღეებში დანაშაულობებიც მატულობს. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან პარასკევი საბედისწერო დღედ ითვლება. ცნობილი სადაზღვევო კომპანია “ლოიდის” მონაცემებით, ზღვებსა და ოკეანეებში გემების კატასტროფა უმეტესად სწორედ კვირის ამ დღეს ხდება.

ასტროლოგიის სახეობები






ასტროლოგია
რატომ გახდა ასტროლოგია თანამედროვე, მეცნიერების და ტექნიკის ეპოქაში განსაკუთრებული ინტერესის საგანი? ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც ციური მნათობების უცვლელი მოძრაობის შესწავლის საფუძველზე, საშუალებას იძლევა ცხოვრების ცვალებადი ნაკადის აღწერისა. ეს არის მეცნიერება, რომელიც განიხილავს რა ნებისმიერი მომენტის ჰოროსკოპს, მოიაზრებს ნებისმიერი პროცესის საფუძვლად მის კოსმიურ დროით მახასიათებელს.
თავად სიტყვა ჰოროსკოპი, შეიძლება ითარგმნოს როგორც “ ვაკვირდები საათს “ ასტროლოგია კაცობრიობის ყველაზე ძველი მეცნიერებაა. მისი წარმოშობა თან სდევდა ცივილიზაციის წარმოქმნას. ასტროლოგიის დაბადებად შეიძლება ჩაითვალოს ის მომენტი, როდესაც ადამიანმა ყურადღება მიაქცია ბუნებრივი მოვლენების ციკლურობას, განმეორებადობას. ვარსკვლავებზე სისტემატიური დაკვირვების დასაწყისი კი, უკავშირდება მიწათმოქმედების წარმოქმნას და განვითარებას.
ასტროლოგიის წარმოშობის წყაროები შეგვიძლია ვეძებოთ უძველეს ცივილიზაციებში, შეიძლება ითქვას რომ 6-7 ათასი წლის წინათ, ჩვენს წელთაღიცხვამდე, ასტროლოგია უკვე არსებობდა. ძველი ეგვიპტური ასტროლოგია ემყარებოდა დაკვირვებებს უძრავ ვარსკვლავებზე და თანავარსკვლავედებზე, რის შესაბამისადაც ხდებოდა სხვა და სხვა სეზონური სამუშაოების შესრულება.
სირიუსის ამოსვლა ცაზე მოასწავებდა ნილოსის ადიდებას და უკავშირდებოდა წლის დასაწყისს, რომელსაც უახლოეს ახალმთვარიანობას ამთხვევდნენ. აქედან გამოამდინარე ეგვიპტური კალენდარი ემყარებოდა ასტროლოგიურ პარამეტრებს, კერძოდ ვარსკვლავებს და მთვარეს.
ძველი ბაბილონის ასტროლოგია კი, უკვე იყენებდა მნათობებს შორის დამოკიდებულებებს და 5 პლანეტის მოძრაობას, მოგვიანებით ეს ასტროლოგიური პრაქტიკა გავრცელდა ძველ საბერძნეთში, ინდოეთსა და სპარსეთში.
ასტროლოგიის განვითარებაში ძველმა ბაბილონმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, სადაც შეიქმნა პირველი ჰოროსკოპები არაუგვიანეს მე- 5 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ასტროლოგია შემდგომში მხოლოდ ვითარდებოდა და იხვეწებოდა, ამ მეცნიერებამ საფუძველი ჩაუყარა ასტრონომიას და ბევრ ასტრონომიულ აღმოჩენას შეუწყო ხელი.
თანამედროვე ეპოქაში, ზოგიერთი ასტროლოგიაში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანი, ამ უძველეს მეცნიერებას აიგივებს მკითხაობასთან, რაც არასწორია. წარმოშობიდანვე ასტროლოგიის მთავარი მიზანი იყო ნებისმიერი, დედამიწაზე მიმდინარე პროცესის კოსმიურ კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა, მთავარი პრინციპი კი მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროში და დედამიწაზე, როგორც სამყაროს შემადგენელ სივრცეზე, მოქმედებს ერთი და იგივე კანონები, რასაც ემორჩილება ნებისმიერი პროცესი. შესაბამისად ასტროლოგია საშუალებას იძლევა სამყაროში მოქმედი კანონების დაფიქსირებით ვიმსჯელოთ ამა თუ იმ პროცესის განვითარების ტენდენციებზე, მისი აღმავლობის ფაზებზე, თავად პროცესის საერთო პოტენციალზე. ადამიანი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც დედამიწაზე მიმდინარე პროცესი, რომელიც იწყება მისი დაბადების მომენტიდან და გრძელდება გარდაცვალების მომენტამდე, ეს პროცესიც ემორჩილება იმ კანონებს, რომლებიც სამყაროში არსებობს და მათთან შესაბამისობაში ვითარდება, ამ კანონების დაფიქსირება ხდება დაბადების მომენტში პლანეტების განლაგების მიხედვით.
ჰოროსკოპი ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი მოიაზროს სამყაროს შემადგენელ ნაწილად და ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მაქსიმალურად მოახერხოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია, სწორედ დაგეგმოს თავისი ცხოვრება სამყაროსეულ კანონებთან შესაბამისობაში.
ასტროლოგიას, ამჟამად წარმატებით იყენებენ ცხოვრების სხვა და სხვა სფეროებში. შესაბამისად ჩამოყალიბდა სხვა და სხვა კონკრეტულ სფეროზე ორიენტირებული მიმდინარეობები. მათ შორისაა:
ბიზნეს ასტროლოგია
ეს მეთოდი ძირითადად საქმიანობის, ბიზნესის დაგეგმვას და განვითარებას უკავშირდება, საშუალებას იძლევა ადამიანმა აირჩიოს ბიზნესის ან საქმიანობის ის სფერო, სადაც ის მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი პოტენციალის პროდუქტიულად რეალიზაციას, დაადგინოს ის ხელსაყრელი პერიოდები, როდესაც ის შეძლებს მაქსიმალურად წარმატებით გამოიყენოს სამყაროში მიმდინარე პროცესები საკუთარი საქმიანობის გაფართოებისათვის. წინასწარ განჭვრიტოს მოსალოდნელი სირთულეები და განსაზღვროს მათი დაძლევის მეთოდები. სწორად შეარჩიოს ბიზნეს პარტნიორები, დროულად გააკეთოს ბიზნესისი რეკლამირება, დრულად შეიტანოს ცვლილებები ბიზნესში.
ქორარული ასტროლოგია
ეს არის ნებისმიერი იდეის ჰოროსკოპის შედგენა და ამ იდეის რეალიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა, თუ რა დროს და რა ხელშეწმყობი გარემოებების გამოყენებით შეძლებს ადამიანი ამ იდეის წარმატებულ განხორციელებას.
სამედიცინო ასტროლოგია
განიხილავს ადამიანის ჯანმრთელობას, ორგანიზმის თავისებურებებს, გაჯანსაღების მეთოდებს, პერიოდებს როდესაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას, სასარგებლო სამკურნალო პროცედურებს, ორგანიზმის რეაგირებას კოსმოსში მიმდინრე პროცესებზე.
სასოფლო - სამეურნეო ასტროლოგია
აღწერს კოსმოსის გავლენას ცოცხალ ბუნებაზე, სხვადასხვა მცენარეები, ცხოველები სხვადასხვა კოსმიური ენერგიების მატარებლები არიან, შესაბამისად მათი რეაქციაც სხვადასხვაა კოსმოსში მიმდინარე პროცესებზე, ამ რეაქციის ცოდნა ადამიანს ეხმარება სწორად დაგეგმოს სასოფლო სამეურნელო სამუშაოები, წინასწარ განსაზღროს სასიკეთო ან უარყოფითი პერიოდები ამა თუ იმ კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
მუნდანური ასტროლოგია
ეს არის სახელმწიფოების ჰოროსკოპი, განსაზღვრავს სახელმწიფოების განვითარების პროცესს, როგორც გარე ისე შიდა პოლიტიკის განვითარებას. კოსმიურ და სამყაროსეულ კანონებთან შესაბამისობაში ნებისმიერი სახელმწიფოს ადგილს და როლს მსოფლიოში. სახელმწიფოებში კრიზისის და აღმავლობის პერიოდებს, კრიზისის გამომწვევ მიზეზებს, მათი დროულად თავიდან აცილების გზებს და მეთოდებს.
ასტროფსიქოლოგია
განიხილავს ნებისმიერი ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურებების გამომწვევ ასტროლოგიურ ფაქტორებს. ადამიანის, როგორც ფსიქოლოგიური არსების განვითარების ტენდენციებს და შესაბამისად ეხმარება ადამიანს საკუთარი ფსიქოლოგიის სამყაროსეულ პროცესებთან თანხმობაში მოყვანის გზების აღმოჩენაში.
რა კითხვებზე შეიძლება ადამიანმა მიიღოს პასუხი პირადი ჰოროსკოპის წყალობით?
უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც ყველა ადამიანს უჩნდება, რატომ მოვედი დედამიწაზე, რა არის ჩემი მისია? რადგან თქვენ დაიბადეთ სამყაროს ამ წერტილში, დროის მოცემულ მომენტში, ესე იგი თქვენ, როგორც პროცესი სამყაროსთვის საჭირო ხართ ზუსტად ამ წერტილში და ამ დროში, ( სამყარო იმდენად გაწონასწორებულად არის მოწყობილი, რომ მასში არ არსებობს ზედმეტი ), ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც ისეთი გააკეთოთ რასაც თქვენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს. პირადი ჰოროსკოპი დაგანახებთ ამას.
არ არსებობს უნიჭო ადამიანი, არ არსებობს ადამიანი ვისაც არ ექნება თავისი წარმატებების სივრცე, პირადი ჰოროსკოპი გაპოვნინებთ ამ სივრცეს.
ადამიანი არასოდეს არის მარტო, მას უწევს ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან, ასტროლოგია დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ ვინ რა როლს თამაშობს ან ითამაშებს თქვენ ცხოვრებაში და რას შეიძლება ელოდოთ ამა თუ იმ ადამიანისაგან.
სად არის ცხოვრების სფერო, სადაც აუცილებელი იქნება თქვენგან მაქსიმალური შრომისუნარიანობის გამოვლენა და სადაც სიზარმაცე თქვენს განვითარებას და წარმატებებს შეუშლის ხელს? ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი სფერო, სადაც მასთან წარმატებები მხოლოდ მაქსიმალური დისციპლინის და შრომისუნარიანობის წყალობით მოდის, მაგრამ თუ ადამიანი ამ სფეროში სიზარმაცეს ავლენს, მოსალოდნელია წარმატებები მასთან არ მოვიდეს. ამ სფეროზეც მიუთითებს თქვენი პირადი ჰოროსკოპი.
რა გამოგივათ შედარებით ადვილად და სად გაგიღიმებთ ფორტუნა? ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში სფერო, სადაც ის წარმატებებს სხვა ადამიანებზე ადვილად აღწევს ან შეუძლია რომ მიაღწიოს ანუ სფერო, სადაც მას სწყალობს ფორტუნა. შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი ამ სფეროს არ აქცევდეს სათანადო ყურადღებას ან არ იყენებდეს ამ შესაძლებლობებს. იმის გამო, რომ სხვას ბაძავდეს ან არ ჰქონდეს სათანადო სითამამე და გამბედაობა. ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, როდესაც ვინმეს ვბაძავთ ან ვინმესგან ვიღებთ მაგალითს, ამით ჩვენ ვიწყებთ ამ ადამიანის ცხოვრების წესისი ქვეცნობიერად გადმოღებას, მაგრამ ამასთანავე შესაძლოა დავშორდეთ იმ ცხოვრების წესს, რომელიც ჩვენთვის წარმატებების მომტანი იქნებოდა.
თავისი შინაგანი სამყაროთი, ყველა ადამიანი განუმეორებელია, საზოგადოებისთვის ის გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, როდესაც ამ განუმეორებლობაზე აკეთებს აქცენტს და ამ განუმეორებლობას გარეგნულადაც ავლენს, მხოლოდ ამას მოაქვს მისთვის მაქსიმალური სიმპატიები, ავტორიტეტი და ჭეშმარიტი წარმატებები, მხოლოდ ასე შეუძლია ადამიანს საუკეთესოდ შეასრულოს თავისი კოსმიური მისია. თქვენი განუმეორებლობის და შინაგანი სამყაროს გარეგნულად გამოვლენაში, დაგეხმარებათ პირადი ჰოროსკოპიდან მიღებული ინფორმაცია.
ძველად, ასტროლოგია და პირადი ჰოროსკოპი ხელმისაწვდომი იყო საზოგადოების ელიტარული ფენებისათვის, როდესაც იბადებოდა უფლისწული, ასტროლოგები ადგენდნენ მის ჰოროსკოპს, რათა მას თავისი მეფობის პერიოდში მაქსიმალურად წარმატებით მოეხდინა იმ პოტენციალის რეალიზაცია, რაც დაბადებიდან იყო ჩადებული მასში.
არ არსებობს ულამაზო ადამიანი, მას სილამაზეს ზუსტად მისი განუმეორებლობა ანიჭებს, პირადი ჰოროსკოპი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენთვის წარმატებული იმიჯის შექმნის გზები ანუ როგორ უნდა წარუდგინოთ საზოგადოებას თავი რათა, სრულყოფილად დაანახოთ თქვენი შინაგანი სამყაროს საუკეთესო ნაწილი.
როგორ მუშაობს ჩვენი გონება, რა იდეებზე გავამახვილოთ ყურადღება? უკანასკნელი გამოკვლევებით, მეცინერები მიდიან დასკვნამდე, რომ აზრები და იდეები არ არის ჩვენი ტვინის პროდუქტი, მაგალითად მსოფლიოში ცნობილია შემთხვევბი, როდესაც ადამიანს ცეცხლსასროლი ტრამვის გამო ამოკვეთეს თავის ტვინის ერთი ნახევარსფერო და მოხდა საოცრება, მეორე ნახევარსფერომ თავის თავზე აიღო ამოკვეთილი ნახევარსფეროს ფუნქცია და თავის ტვინი სრულყოფილად ამუშავდა, უფრო მეტიც ამ ოპერაციის შემდეგ ადამიანმა ფენომენალური მონაცემების გამოვლენა დაიწყო, დაინტერესდა მათემატიკით, მისმა გონებამ უფრო პროდუქტიულად დაიწყო მუშაობა ზუსტი მეცნიერების სფეროში. უძველეს ეზოთერულ წყაროებში, თავის ტვინი აღწერილია როგორც კომუნიკატორი ( დამაკავშირებელი ) ასტრალში არსებული იდეებისა და ადამიანის, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინი იჭერს იმ იდეებს, რომლებიც ფაქიზ სფეროებში არსებობს, შემდგომში მის მეხსიერებაში არსებული კავშირების საფუძველზე ამ იდეებს ისეთ სახეს აძლევს, რომელიც მათი მატერიალურ ( ფიზიკურ ) სამყაროში რეალიზაციის საშუალებას გვაძლევს. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ნებისმიერი იდეა იმიტომ მოდის ჩვენთან, რადგან ყველაზე ოპტიმალური პირობები, ამ იდეისათვის ისეთი სახის მისაცემად, რომელიც მატერიალურ სამყაროში მისი რელიზების საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ტვინში იმყოფება, ამიტომ ყველა ადამიანი ასტრალური სამყაროდან მხოლოდ იმ იდეებს იჭერს, რომელთა რეალიზება მხოლოს მას შეუძლია, შესაბამისად უყალიბდება საკუთარი გონების ინდივიდუალობა. პირადი ჰოროსკოპი საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ ჩვენი გონების ამ ინდივიდუალურ სფეროს და ვისწავლოთ მისი მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენება, ინფორმაციის ათვისების და გადამუშავების ოპტიმალური მეთოდები, ამ მხრივ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. არის სფეროები, სადაც ადამიანი წარმატებებს თავისი აქტიურობით აღწევს, მაგრამ არის სფერები სადაც უმჯობესი იქნება პასიური პოზიცია დაიკავოს, იმიტომ რომ აქტიურობამ მას შესაძლოა ხელიდან გააშვებინოს შანსი, რომელსაც გარემოებები სთავაზობენ. ამ სფეროების და შესაბამისი პერიოდების განსაზღვრაში ასევე ასტროლოგია დაგეხმარებათ.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი სფეროებისა, რომლებიც ასახულია პირად ჰოროსკოპში.
დავით ბუტიკაშვილი

  • ნატალური ასტროლოგია, სიტყვა–სიტყვით დაბადების ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება (სფერო), რომელიც დაბადების მონაცემებზე (თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა) დაყრდნობით და ჰოროსკოპის შედგენის საფუძველზე, შეისწავლის ადამიანების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მიდრეკილებებს, ინტერესებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს, ბედ–იღბალს და ა.შ.
  • წინასწარმეტყველური ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებს განსაზღვრავს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
  • სინასტრიული ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ინდივიდებს, ისე სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს შეისწავლის.
  • სამედიცინო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც იკვლევს ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე წინასწარმეტყველებს მოსალოდნელ ავადმყოფობებს.
  • ჰორალური ასტროლოგია სიტყვა–სიტყვით შეკითხვითი ან საათობრივი ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც დასმულ კითხვას პასუხს სცემს (მისი არსია "კონკრეტულ კითხვაზე – კონკრეტული პასუხი").
  • ელექტიური ასტროლოგია — იგივე არჩევითი ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს.
  • მუნდანური ასტროლოგია — იგივე პოლიტიკური ან გეოგრაფიული ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ქვეყნების, სოციალური ჯგუფების ურთიერთკავშირს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
  • ასტრომეტეოროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის მოსალოდნელ ამინდს, ციური სხეულებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ადგენს ამინდის პროგნოზს.
  • სასოფლო–სამეურნეო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს (ზოგი ასტროლოგი მას ელექტიური ასტროლოგიის ნაწილად მოიაზრებს).

სექსუალური ჰოროსკოპი - მამაკაცები


ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი). მისთვის ქალის ცნება უმნიშვნელოვანესია. სასიყვარულო თავგადასავალი ინტრიგით უნდა იყოს სავსე, მას რომ კმაყოფილება მიანიჭოს. საგულდაგულოდ ორგანიზებული საიდუმლო პაემნები -  მისი სტილია. მას უფრო ახარებს მოპოვების პროცესი, ვიდრე მოპოვებული ადამიანი. სიამოვნებით იღებს თავის თავზე ფსიქოთერაპევტის როლს. უყვარს "სერიოზული" საუბრები, სიტყვიერი ეროტიზმი, პარტნიორის დაყოლიება, დარწმუნება და შეგნებული აღგზნება. კარგად გრძნობს თავს ქალებთან, რომელთაც ეჭვი ეპარებათ თავიანთ სექსუალურ ღირებულებასა და შესაძლებლობებში. სწორედ ამ ეჭვების გაქარწყლება ძლიერად აღაგზნებს ვერძს. შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე ქალთან  ჰქონდეს ურთიერთობა. მისთვის უცხოა ღრმა ემოციურობა და გატაცება.


კურო (19 აპრილი - 20 მაისი). საკუთარი მამაკაცური ღირსების ურყევი რწმენა აქვს. არ სჭირდება მამაკაცობის მტკიცება. იშვიათად თუ შეუყვარდება ვინმე და ამ შემთხვევაში, ემოციების მაქსიმუმს აღწევს. ძალიან მგრძნობიაერეა. ქალში, პირველ რიგში, ადამიანობას აფასებს. მასთან ქალები თავს ლამაზებად, სექსუალურებად და დაცულებად გრძნობენ. უყვარს სრული პიროვნული თავისუფლება, არ ემორჩილება საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არაფერს აკეთებს ძალდატანებით. ინტერესების ფართო სფერო აქვს, მხიარული და გონებამახვილია. არასოდეს დაამყარებს ქალთან ურთიერთობას მდაბალი, მისთვის ღირსების შემლახავი  განზრახვით.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი). კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ნაკლები გავლენა აქვს მის სექსუალურობაზე. ის გამოუსწორებელი რომანტიკოსია. როგორც წესი, ვნებათაღელვას არ განიცდის. სასიყვარულო კონტაქტის ნებისმიერი ფაზა აკმაყოფილებს, რის შემდეგაც სწრაფად და ღრმად იძინებს. სექსუალური თავაწყვეტილობა მისთვის უცხოა. ცოლისთვის ღალატი მისი საყვარელი საქმე არ არის. მზრუნველი, შრომისმოყვარე და საიმედო ქმარია. ის კარგი მეოჯახე და სტუმართმოყვარეა. მეგობრული ხასიათი აქვს.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი). იცის საკუთარი თავის ფასი. დომინირების დაუოკებელი სურვილი და პატივმოყვარეობა ცხოვრებისეული მწვერვალების დაპყრობისაკენ უბიძგებს. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა მისთვის სექსის სფეროშიც ვრცელდება. არ ახასიათებს ემოციური აღმაფრენა. შეუძია პარტნიორში გამოიწვიოს უძლურობის განცდა, რადგან ქალი გამუდმებით ცდილობს მის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. კირჩხიბის ღირებულებათა იერარქიაში ქალი მეტად დაბალ საფეხურზე დგას. არც ერთგულების მცნებას ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. მისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, მოვლილ ქალებთან კონტაქტი, მაგრამ კონტაქტი მაშინვე წყდება, როცა ქალი მას თავს მოაბეზრებს.

ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო). იგი მარადიული პლებეის ტიპია. ახალგაზრდობაში ინტენსიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, რომლის ძირითადი მიზანია საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდეს. დიდ ყურადღებას აქცევს კონტაქტების სიხშირეს, ორგაზმების საერთო რაოდენობას და ა.შ. სექსში ტექნიკურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან არ ახასიათებს რღმა ემოციური განცდები. ავადმყოფურად ეჭვიანია, რადგან არ არის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ყველა მამაკაცისათვის ცნობილი უმნიშვნელო წარუმატებლობები მას ძალიან აწუხებს, პანიკური შიში ეუფლება და ამგვარმა მდგომარეობამ შეიძლება შუახნის ლომი სექსუალური კონტაქტის ნაადრევ შეწყვეტამდე მიიყვანოს. 

ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი). მისი სექსუალური ინდივიდუალობის განვითარება გვიან იწყება. ხანდახან ისეც ხდება, რომ მეუღლე მისთვის პირველი პარტნიორია. პარტნიორს აღმერთებს და ეთაყვანება, ხშირად ზედმეტად აფასებს კიდეც მის ღირსებებს გამოუცდელობის გამო. ის ერთგული მეუღლე და მამაა. დამთმობი და მოყვარული ხასიათი აქვს. მშვიდი, დელიკატური, ენთუზიაზმით აღსავსე არაპრაქტიკული ქალწული გვიან ღალატობს ცოლს. ამ მომენტიდან რწმუნდება, რომ მისი ახალგაზრდული იდეალზმი თავის მოტყუება იყო და იწყებს ინტენსიურ და აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას. მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მისი დაუოკებელი ტემპერამენტი ვერ გათავისუფლდეს პირობითობისა და შებოჭილობის ტყვეობისაგან.

სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი). არც ერთ სხვა მამაკაცს არა აქვს სექსის მიმართ ისეთი მოთხოვნილება, როგორც სასწორს. მას არასოდეს წამოეჭრება ე.წ. მამაკაცური პრობლემები. მისი პოტენციური შესაძლებლობები ძალიან დიდია. ქალი მისთვის მხოლოდ სექსის ობიექტია. მას არ შეუძია პარტნიორის ინდივიდულალობის გაგება და მოწონება. ასეთ დამოკიდებულებას კი ქალების უმრავლესობა ვერ ეგუება. სასწორი დარწმუნებულია, რომ იმსახურებს იმას, რასაც მოითხოვს და რაც ერგება ცხოვრებაში. თუ ცხოვრება არ შეესაბამება მის სურვილებს, დეპრესიაში ვარდება. სასწორი საწოლში პრიმიტიულია, მაგრამ მისი რაოდენობრივი სექსუალური მონაცემები ხელსაყრელ პირობებში პირდაპირ განსაცვიფრებელია.

მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი).  მძლავრი სექსუალური ტემპერამენტის მამაკაცია, მაგრამ თავისი უპირატესობის მტკიცებას არ ცდილობს. მას იმპოტენციის კი არ ეშინია, არამედ ქალის დომინირებისა და მისი უპირატესობისა. ამიტომ ის გულდასმით სწავლობს არა თვითონ სექსს, არამედ ქალის ფსიქიკას, მის სუსტ და ნაკლოვან მხარეებს. მას შეუძია იყოს ცივი და დახვეწილი ტაქტიკოსი, მოთამაშე, შესანიშნავი მსახიობი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში სრულიად სხვადასხვა როლს ჰკიდებს ხელს. მისი აზრით, ქალებს უნდა უფრთხილდე და მათი გავლენის ქვეშ კი არ უნდა მოექცე, არამედ ისინი დაუმორჩოლო საკუთარ გავლენას. როდესაც ამას აღწევს, ის კარგავს ინტერესს პარტნიორის მიმართ და ახალ სამიზნეს არჩევს.

მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი).
ძალიან მგრძნობიარეა ხორციელი შეგრძნებების მიმართ. უყვარს გემრიელი კერძები, კარგი სასმელი, მუსიკა, ხელოვნება, მზე, ბუნება და საზოგადოება. განსაკუთრებით კი ქალები უყვარს. შესანიშნავი საყვარელია და მეუღლის ყველაზე ცუდი ვარიანტი, მომხიბლავი მეგობარია, გულწრფელი და პირდაპირი, მაგრამ ემოციურად ზერელე. ქალები მთლიანად იპყრობენ მას თავიანთი სილამაზით. მის მიერ ქალის მიმართ წარმოთქმული სიტყვები შეიძლება ჟღერდეს როგორც პირფერობა და ქათინაური, მაგრამ ისინი გულწრფელად არის ნათქვამი. იგი ისწრაფის ფიზიკური კონტაქტისაკენ, მაგრამ თუ სიძნელეს წააწყდება, უფრო აგრესიული ხდება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი).
ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცებისათვის ცხოვრება სიხარულისა და ბედნიერების უშრეტი წყაროა. მისი რწმენით ცხოვრების ფუჭი ფლანგვა ბოროტმოქმედებაა. სიცოცხლე მისთვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს, ხოლო სექსი ყველაზე ჩინებულ მისტერიას, რომელსაც იგი აღმერთებს. მისთვის სექსი ემოციური და ფსიქიკური განცდაა, რომელშიც მონაწილეობს არა მხოლოდ სხეული. რასაკვირველია, იგი აფასებს ფიზიკურ სიამოვნებებს, მაგრამ მუდამ მეტს ელის. სრულ დაკმაყოფილებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც მთლიანად ჩაეფლობა განცდებში და შეგრძნებებში. თხის რქა მამაკაცთაგან შეიძლება ყველაზე უბედურიც და ყველაზე ბედნიერიც იყოს. იშვიათად არის კარგი მეგობარი. ირგვლივმყოფებმა ცოტა იციან მის შესახებ მისი გულჩათხრობილობის გამო. თხის რქა ეს არის ყველაზე უნივერსალური ნიშანი რომელიც სექსში ქველა ნიშანს ეწყობა.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი).  შედარებით სუსტი ტემპერამენტი აქვს. ქალებს ნაკლებად ღირებულ არსებებად მიიჩნევს, მაგრამ სასწორისა და ღრიანკალისსაგან განსხვავებით, მათ არ ემტერება. იგი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ქალის ესთეტიურ სილამაზესა და მის სექსუალურ ღირებულებას აიგივებს, ვინაიდან ვერ ახდენს ამ ორი ცნების დიფერენციაციას. მისი აზრით, სექსი ახალგაზრდული შეცდომაა, რომლის გადალახვის შემდეგ მამაკაცმა სერიოზულ საქმეებს უნდა მოჰკიდოს ხელი: იშოვოს ფული, მოეკიდოს ოჯახს, გააჩინოს შვილები და ა.შ. არ არის გასაკვირი, რომ მას ხშირად აბეზარი და დაუკმაყოფილებელი ცოლი ჰყავს. მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ სექსის სფეროში მისი მიღწევები სხვა მამაკაცებთან შედარებით არც თუ ისე დიდია.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი). ეს ადამიანი თვის თავშია ჩაღრმავებული და მხოლოდ თვითრეალიზაციაზე ზრუნავს. ეწევა მდიდარ სექსუალურ ცხოვრებას და პარტნიორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ანიჭებს, მაგრამ არ აძლევს მათ საშუალებას შეიცნონ მისი შინაგანი სამყარო. იგი სითბოთი და ეროტიულობით სავსე აღწერს პარტნიორის სილამაზეს და მშვენიერებას. როცა ქალები მას იგონებენ, თავის წარმოდგენაში ქმნიან მისი ინდივიდულობის სრულიად მცდარ სახეს. არ არსებობს ქალი, რომელიც შეაღწევს მის შინაგან სამყაროში და შეიცნობს მის ნამდვილ სახეს. ყოველ ქალს სიცოცხლის ბოლო დღემდე ემახსოვრება მასთან გატარებული წუთები, მაშინ როდესაც თევზი ყოველ მათგანს სწრაფად დაივიწყებს.

სექსუალური ჰოროსკოპი - ქალები

ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი). ცხოვრებაში იგი მსახიობია. ეს არ ნიშნავს, რომ ის გუწრფელი არაა, პირიქით, თავს ყოველთვის აიგივებს როლთან. თავის ემოციებს არ მალავს, სწყურია თამაში. როცა ემოციებისგან თავს არ იკავებს, უკიდურესობამდეც კი მიდის. საწოლში ისეთი კარგი მსახიობი არ არის, როგორც ცხოვრებაში - უფრო პასიურია. ემოციებსა და შეგრძნებებს გარედან ელის. სიტყვებით უკეთ გამოხატავს თავის განწყობას, ვიდრე გრძნობებით. ქვეცნობიერად იგი პრიმიტიულ და უხეშ სექსს ელოდება, ნამდვილი მამაკაცი სურს და მას ელოდება, მაგრამ მისი ცხოვრების წესი და საქციელი დახვეწილი და ნატიფი მამაკაცების ყურადღებას იზიდავს და ვერც ერთი მათგანი ვერ აძლევს მას სრულ ბედნიერებას. 

კურო (19 აპრილი - 20 მაისი). კურო თვითონ ირჩევს პარტნიორს და თავის გრძნობებს მთელი სიღრმით მხოლოდ მასთან ავლენს. სხვა მამაკაცის მიმართ კი ცივი, მიუკარებელი, მომთხოვნი, ჭირვეული და აბუჩად ამგდებია. ყველა ვერ ეგუება მის ჭირვეულობას. მასთან ურთიერთობა დიდ მოთმინებას მოითხოვს. კუროს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდეს ურთიერთობა და მათი ერთგული იყოს. ის ირონიულად ეკიდება მამაკაცებს, რომლებიც სექსუალურად არ აინტერესებს. თავის რჩეულს ვნებით ტკბობას უხვად ანიჭებს. ვერ იტანს კონტროლის ქვეშ ყოფნას. სექსს დიდ დროს უთმობს და მისი ცალკეული ფაზით ტკბება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციაა. პრიმიტიული სექსუალური ურთიერთობა არ აინტერესებს.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი). ის მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობს და ეძებს ერთადერთ იდეალურ პარტნიორს და ძალზე იშვიათად პოულობს მას. აქედან გამომდინარე, იშვიათად არის ბედნიერი. დროდადრო ღრმა უგუნებობის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ხშირად მისი სრულებით არ ესმით. ტყუპი მგრძნობიარე და ნიჭიერია. ის მუდამ მიმზიდველია, ჰყავს თაყვანისმცემლები. სექსის მხრივ უფრო შინაარსიან და სულიერად მდიდარ პარტნიორს ირჩევს. ფიზიკური სიამოვნება მას სრული დაკმაყოფილების განცდას ვერ ანიჭებს. იდეალური პარტნიორის ძებნაში დრო მიჰქრის, არადა, ამ ძიების გარეშე მისთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი). იგი მუდამ ცდილობს წამყვანი იყოს, სურს ბატონობდეს ირგვლივ მყოფებზე და აკონტროლებდეს მათ. მას  საკუთარი ემოციებისა და გრძნობების საჯაროდ გამოხატვა არ უყვარს. ძალიან მგრძნობიარე სხეული აქვს. იგი მუდამ საკუთარ თავზე ფიქრობს და პარტნიორი მისთვის ვნების დაკმაყოფილების საშუალებაა. მათთვის, ვინც მხოლოდ სექსუალურ ინტრერესს იჩენს, ის იდეალური პარტნიორია. ის აგრესიულია, ინიციატივას იჩენს და წამყვანის როლის შესრულება უყვარს. ძალიან პატივმოპყვარეა. შეიძლება ბედნიერიც იყოს, იმ შემთხვევაში, თუ მიხვდება, რომ მარტო მიღება კი არა, გაცემაც საჭიროა.

ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო). მას შედარებით სუსტი სექსუალური ლტოლვა და ამასთანავე აგრესიული გამოწვევა ახასიათებს. მან იცის, რომ მიმზიდველია და თაყვანისმცემლების ლტოლვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. უყვარს მამაკაცებით მანიპულირება. შეგნებული აქვს თავისი მიმზიდველობა და ცდილობს ხაზი გაუსვას ამას. თითქმის არასოდეს უჩნდება დაუოკებელი სექსუალური მოთხოვნილება. მაგრამ სექსი უყვარს და ადვილად აღწევს დაკმაყოფილებას. სექსი ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და პარტნიორებს ყოველთვის ჰგონიათ რომ ის სხვაა და ამის გამო იმედგაცრუებულნი რჩებიან.

ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი). ბედნიერია, ვინც ქალწულთან ერთად გაზიარებულ სიყვარულს იპოვის. ის აღმერთებს სექსს. ახასიათებს ერთხელ არჩეული პარტნიორის ერთგულება. კომპლექსებისაგან თავისუფალია: სექსისათვის მისი მზადყოფნა არაა დამოკიდებული დროზე, ადგილზე და გარემოებაზე. მისი ემოციები არ ეწინააღმდეგება მის გონებას, ფაქიზი ჟესტებით მუდამ ხაზს უსვამს, რომ პარტნიორს ეკუთვნის. მუდამ სიახლოვე და სითბო სწყურია. ის განაწყენდება თუ უარს იტყვით მის სინაზესა და ალერსზე, რადგან ეს მტრული დამოკიდებულების გამოხატვად მიაჩნია.

სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი). იგი ურთიერთაპირისპირებული ძალების მსხვერპლია. ფიზიკურად სექსში სრულ დაკმაყოფილებას ჰპოვებს, მაგრამ ამავე დროს ფსიქიკურად სიცარიელეს განიცდის. პასიურია და მთელ ინიციატივას პარტნიორს ანდობს. სექსუალურ თემაზე საუბარი არ უყვარს. გარეგნულად არასოდეს გამოხატავს აღგზნებას და სურვილს, სექსი მის წარმოდგენაში ამოღებულია უმაღლესი შეგრძნების კატეგორიიდან. ვერ იტანს ზედმეტ სინაზეს. სენტიმენტალობას, დელიკატურობას და მღელვარე ღამის შემდეგ შეუძლია თავი ისე ეჭიროს, თითქოს არაფერი მომხდარა.

მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი) - მას ძლიერი სექსუალური ტემპერამენტი აქვს, უყვარს სექსი და დაუფარავად აღნიშნავს, რომ გაუმაძღარია. თავშეკავება ნეგატიურ გავლენას ახდენს მასზე. ის ყოველთვის მიმზიდველია, არა იმდენად ესთეტიური თვალსაზრისით, რამდენადაც ცხოვრების სისავსით. ფლობს უშრეტ სასიცოცხლო ენერგიას. ამაყობს თავის სხეულით, ზრუნავს მასზე და მუდამ ფორმაშია. ტემპერამენტს სიბერემდე ინარჩუნებს. იგი ნამდვილი ვირტუოზია. თუ მას მეუღლე უყვარს, მისი ერთგულიც იქნება (ანუ, მას მუდამ პირველ ადგილზე დააყენებს). ის განასხვავებს სექსსა და სიყვარულს. და მისი სექსუალურ გატაცებები არასოდეს მოქმედებს  სიყვარულსა და ოჯახურ მთლიანობაზე.

მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი). ის ხალისიანი, ცნობისმოყვარე და შთაბეჭდილებების მაძებარია. იტაცებს ისეთი შეგრძნებებით ტკბობა, როგორიცაა გემო, სუნი, გამოსახულება, ბგერა... ყველაზე მეტად კი უყვარს თავის სხეული, რომელიც მისთვის საუკეთესო სასიყვარულო ხელსაწყოა. მისი სექსუალური შესაძლებლობები უსაზღვროა. უყვარს მრავალფეროვნება. მისი ენერგიის უდიდესი ნაწილი განკუთვნილია პარტნიორისათვის, რომელთანაც იგი ემოციურად არის დაკავშირებული. თუ  სუსტი ტემპერამენტის პარტნიორზე დაქორწინდა, გაყრა ან ცოლქმრული ღალატი ელის. იგი ადვილად აღიგზნება და გულწრფელად და ენთუზიაზმით რეაგირებს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი). ძალიან ძლიერი ემოციების მსხვერპლია. ვერ ასხვავებს ერთმანეთისაგან სექსსა და სიყვარულს. ყველა თავის პარტნიორზე შეყვარებულია და ეს ბარიერებს უქმნის ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე. ის სექსუალური და მგრძნობიარეა, რის გამოც ხშირად აწყდება სიძნელეებს. სწრაფი და უეცარი შეყვარების გამო ხშირად იმპულსურად თხოვდება ახალგაზრდობაში. პასუხისმგებლობის გრძნობა ნებას არ აძლევს მიატოვოს ოჯახი. ხშირად აგრესიული და ეჭვიანია. ვნებათაღელვისათვის არის დაბადებული. სექსში ტკბობის ისეთ მწვერვალს აღწევს, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის მისაწვდომი.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - მას მკვეთრად გამოხატული სექსუალური ინდივიდუალობა აქვს. არ არის ემოციური, მაგრამ სექსის ფასი იცის. პატივმოყვარე და მიზანდასახულია. თავშეკავებული და ზომიერი მამაკაცისათვის იგი შესანიშნავი პარტნიორია. თავაწყვეტილი ვნებები მისთვის მიუღებელია. ცოლქმრულ ურთიერთობაში სექსი რიტუალად ექცევა: გულდასმით დააწყობს ტანსაცმელს, დაიბანს, დაივარცხნის, იპკურებს სუნამოს, მაშინ, როცა მისი მეუღლე ოცნებობს ერთხელ მაინც დაეუფლოს მას მიმოფანტული ტანსაცმელის გარემოცვაში. მას კი ასეთი აზრები არასოდეს უჩნდება. მისი მხრიდან მეუღლის ღალატი თითქმის გამორიცხულია.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი). იგი გამოუსწორებელი რომანტიკოსია, ილუზიებით სულდგმულობს, ხიბლავს ზრდილი, მორიდებული და რომანტიული ყმაწვილები გაუცნობიერებელი სქესობრივი ლტოლვით. თევზები შეიძლება 2 ტიპად დავყოთ: პირველი მტკიცე კავშირს ამყარებს მამაკაცთან, რომელიც მგზნებარე ტემპერამენტით არ გამოირჩევა და მასთან ხანგრძლივი და ბედნიერი კავშირი აქვს. მეორე კი მოუსვენარია, რომელის წარმოსახვაშიც რომანტიული გმირის ნაცვლად მეკობრე დომინირებს, მაგრამ არასოდეს ყოფნის გამბედაობა, ასეთ მამაკაცს დაუკავშიროს ცხოვრება. ის გაურბის ძლიერ მამაკაცებს და ფსიქიურად სუსტ პარტნიორებს ირჩევს, რომლის მიმართაც მუდამ მზრუნველობას და ყურადღებას იჩენს.


რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად და რა გავლენა აქვს ამ მხრივ დაბადების დროს

რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად და რა გავლენა აქვს ამ მხრივ დაბადების დროს

დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვის და წლის მიხედვით.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან, როგორც ძლიერი და კეთილშობილი; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებულნი – როგორც უცნაურნი; „კატის“, „თხისა“ და „ტახისა“ წელიწადში... დაბადებულნი – მშვიდი, ფლეგმატური; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულნი კი – როგორც ენერგიულნი და მეომრის სულისკვეთების მქონე.
ამის მიხედვით კი, რამდენიმე ჯგუფი არსებობს.

1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად სიყვარულში კარგი მასწავლებლები არიან. სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის მამაკაცებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ ძალუძთ, უყვარდეთ მთელი მსოფლიოს ქალები, ერთად ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ქალი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებას და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ თავისუფლებას. ამ ეგრეთ წოდებულ სიყვარულის ნიშნების ჯგუფში შემავალ მამაკაცებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მშვიდია, საკუთარ ნებას მშვიდად ახორციელებს. ხშირად ისინი უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

2. მბრძანებელთა ჯგუფში ერთიანდებიან „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ მამაკაცებთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის ქალი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებით არის სავსე.







3. რაინდების ჯგუფში ერთიანდებიან „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებული მამაკაცები. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა და ძლიერი მუშტი. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი მშვენიერი სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ქალები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებას და სითბოს ითხოვენ. ასეთი მამაკაცები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერას და სიყვარულს.

4. ამ ჯგუფის მამაკაცები, ეგრეთ წოდებული, ლამაზი მამაკაცების წარმომადგენლები არიან და მათ განეკუთვნებიან „კატის“, „თხის“ და „ტახის“ წლებში დაბადებული. ცხადია, ამ წლებში დაბადებული ყველა მამაკაცი იდეალური გარეგნობის ვერ იქნება, მაგრამ მათ განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი მამაკაცები ნაკლებად ერკვევიან ქალის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, სუსტი სქესის ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან მცირე ხნით ინთებიან სიყვარულის ცეცხლით. სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება მათ წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში.

вторник, 7 февраля 2012 г.

ლილიტი (შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა, სატანის მე-9 მოციქული)

უძველეს ასტროლოგიაში “ლილიტს” უწოდებდნენ “ასტრალურ პლანეტას”, რომლის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი 126 წელიწადს მოიცავდა. სწორედ ამ პლანეტას მიაწერდნენ ტყუილს, ცდუნებას და სხვა ბოროტ გავლენას. ახლა ასტროლოგიაში ცნება “შავი მთვარე” აღნიშნავს მთვარის ორბიტის აპოგეას, რომლის ბრუნვის სრული ციკლი (მთვარის ორბიტის გარშემო) დაახლოებით 9 წელს შეადგენს.
თუმცა, შავ მთვარეს აქვს სხვა სახელიც - ლილიტი.
ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო.
უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული.
ასეა თუ ისე, თევზების ეპოქაში ლილიტი აშკარად “რეპრესირებული” იქნა.
შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა.
ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა - ისე, როგორც ადამი და ევა.
ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.
გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ - დღემოკლე.
ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.
კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს.
ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი - წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.
იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების - ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ.
იუდაიზმში ლილიტი ბავშვების მოძულე და მათი მტერია. იუდეურ კაბალაში (ზოჰარის წიგნი) ლილიტი სამოელის ცოლი და დემონების დედააა.
ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა.
ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად.
ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა.
ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში - “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც - ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით...
ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება.
სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა.
ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ისაიას წიგნია.
მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი - ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.
”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” - შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.
“მერე რა მეშველება?” - არ თმობდა ადამი.
მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.
გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-სირის ანბანში”:
“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, - თქვა ლილიტმა.
- არც მე, - მიუგო ადამმა, - მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.
- ჩვენ თანასწორი ვართ, - შეედავა ლილიტი, - არ დაგემორჩილები!
- შენ არავინ არა ხარ! - გაბრაზდა ადამი, - ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”
ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.
უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო:
ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას...

воскресенье, 5 февраля 2012 г.

სტიქიები და კვადრატები ასციდენტზე

ადამიანის პოტენციალის შეფასებისას მნიშვნელოვანია ცოდნა, თუ რომელ ნიშანშია მისი ასციდენტი.        ცეცხლის ნიშნები პიროვნებას ანიჭებენ სიცოცხლისუნარიანობას,ენეგიულობას,მაღალ ტემპერამენტს.
        მიწის ნიშნები-  სხვათა გაგებისა და   მზრუნველობის უნარს, კრიტიკულობას.
        ჰაერის ნიშნები-იძლევიან თვითგამოხატვის ძლიერ სურვილს,სწრაფ რეაქციებს; ნერვოზულობას,  შიშებს . ყბედობისკენ  და ზედმეტად მზრუნველობისაკენ   მიდრეკილებას.
         წყლის ნიშნები ასციდენტზე-    პიროვნებას  ემოციურსა და მგრძნობიარეს ხდიან.ხელს უშლიან  საკუთარი გრძნობების მოთოკვაში.ანიჭებენ უნარს ინტერესის საგნით თვდავიწყებით გატაცებისა.

Карди  
        კარდინალური ნიშნები ასციდენტზე იძლევიან მაღალ ქმედითუნარიანობას,საქმიანობას,ინიციატიულობას. უნარს, აქტიური ჩარევით სიტუაციების შემოტრიალებსა   საკუთარი სარგებლობისაკენ  .
       ფიქსირებული ნიშნები ანიჭებენ სიმტკიცეს, მდგრადობას.აგრეთვე სურვილის არქონას, შეცვალონ რაიმე თავიანთ ცხოვრებში.ასეთი ადამიანების გადარწმუნება ძალიან ძნელია.
     მუტაბელური ნიშნები ასციდენტზე პიროვნებაში აყალიბებენ  ისეთ ტვისებებს, როგორიცაა ადვილად გაღიზიანებადობა,ხასიათის მერყეობა, ცვლილებებისადმი მიდრეკილება

ხათუნა ხათუნა

ლილიტის და სელენას წლები

კარმული წლები ეს არის როდესაც ხდება შეჯერება ჩვენი კარმული მისიების. თუ სწორედ ვიცხოვრეთ და გამოვასწორეთ ჩვენი კარმული ნაკლოვანებები მაშინ ვჯილდოვდებით ცხოვრებისეული სასიამოვნო მოვლენებით-სამსახური, დაწინაურება, ოჯახი, შვილები ან ჯეკპოტი :) და თუ ვერ ვასრულებთ მაშინ ვისჯებით - ავადმყოფობით ან სხვადსხვა უსიამოვნო მოვლენებით ცხოვრებაში. ეს წლებია : 27, 36, 45, 54, 63, 72 . აქ +-1 წელი ემატება ან აკლდება ანუდასაშვები ცდომილება.
არის როდესაც მფარველი ანგელოზი გვაჯილდოვებს თუ ჩვენ ის გავაძლიერედ მაშინ უფრო გულუხვია და სასიკეთო მოვლენებით ჟღენთავს ჩვენს ცხოვრებას, ეს წლებია : 21, 28, 35, 42, 49, 56,64, 71 .