შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1-ლ დღეს ფიქრი “არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.
ეს ძალიან სუფთა დღეა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.
მედიტაცია:
სანთელი.
მთვარის მე-2 დღე
სიმბოლური შესატყვისება: ვერძის მე-13 და 24-ე გრადუსები
სიმბოლო: გზა, პირი
მოქმედება: მოთხოვნილება … სახელწოდება: დიდი თევზი, ყბა.
მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს “ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.
მისტიური ზეგავლენა:
ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.
დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.
მედიტაცია:
მოხმარების პროცესი.
მთვარის მე-3 დღე
იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)
სიმბოლური შესატყვისება: ვერძის 25-ე და კუროს მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი. … მოქმედება: ბრძოლა.
სახელწოდება: ჯიქი, მეომარი
ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.
თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.
მთვარის მე-4 დღე
სიმბოლური შესატყვისება: კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო: შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.
მოქმედება: მეხსიერება. … სახელწოდება: შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.
ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.
კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმე იქნება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.
მედიტაცია:
ხმა.
მთვარის მე-5 დღე (8:00-12:30) 26.03 8.25სთ.დან 27.03ის 9.0სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: კუროს მე-19 და 30-ე გრადუსები. სიმბოლო: მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები. მოქმედება: კვება. … სახელწოდება: მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, თUმცა არც
გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება
საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა
დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას.
ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე
იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და
მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად.
პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო. მისტიური ზეგავლენა: კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა. სოციალური ზეგავლენა: იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი. კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება. სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები,
საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს.
შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები. საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ
ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი
ინფორმაციის მიღება. ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახულთა ბედი
რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს
შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს
ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები
ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის საქმისა და აზრის გამო.
მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს
ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა. მედიტაცია: საკვები.
მთვარის მე-6 დღე (9:00-13:00) 27.03 ის 9.02 სთ.დან 28.03 ის 9.45სთ.მდე იგი წინ უსწრებს მთავრის პირველ მეოთხედს
ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და
აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე.
მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე
მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა
ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის ჴ პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა
და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას. ძველ დროში ამ დღეს
ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა
დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია
ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის. მისტიური ზეგავლენა: კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია. სოციალური ზეგავლენა: ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის. სამედიცინო თვალსაზრისით: ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა. ამ დღეს დაბადებული ადამიანები: კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები. ზეგავლენა ჩასახვაზე: მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ჴ ეყვარება ბუნება.
მთვარის მე-7 დღე (10:00-14:00)28.03 ის 9.45 დან 29.03 ის 10.33 მდე სიმბოლური შესატყვისება: ტყუპების მე-13 და 22-ე გრადუსები. სიმბოლო: მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება). მოქმედება: გამოღვიძება. სახელწოდება: კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი. …
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია
გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე
ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე
სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება)
სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის
ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და
წერილების, ქაღალდის დახევა. ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ. სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება. მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური
მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე
მე-4 დღეს. სოციალური ზეგავლენა: აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე. ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე. სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია
გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია.
ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად. ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი,
ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა.
ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით. მედიტაცია: სუნთქვა.
მთვარის მე-8 დღე (12:00-14:00)29.03 ის 10.33 დან 30.03 ის 11.26 სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: ტყუპების 25-ე და კირჩხიბის მე-6 გრადუსი. სიმბოლო: ფენიქსი, განძის ზარდახშა, ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი, რომელსაც უბედურება მოაქვს. მოქმედება: ტრანსფორმირება. … სახელწოდება: ფენიქსი, განძის ზარდახშა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს. მისტიური ზეგავლენა:
ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და
ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა
(რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი ჴ მაგალითად სანთელში).
გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი
მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით. სოციალური ზეგავლენა:
აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი
(ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის. სამედიცინო თვალსაზრისით:
შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება
უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია
სამკურნალო პრეპარატების მომზადება, განსაკუთრებით რთულის, რომლებიც
შეიცავს 108 და 72 კომპონენტს. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით
და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ
ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას. ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ
დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და
დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი
უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია
ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი. მედიტაცია: ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.
მთვარის მე-9 დღე (12:00-16:00)30.03ის 11.26 სთ.დან 31.03 ის 12.25 სთ.მდე პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის
სიმბოლური შესატყვისება: კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები. სიმბოლო: ღამურა. … მოქმედება: სპაზმა, მოწამვლა. სახელწოდება: ღამეს, რძის გზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის,
სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო
ნიშანია. მისტიური ზეგავლენა: ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა.
მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება.
როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება.
შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში
სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა
ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს. შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ. სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია,
ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ
საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ
მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად
შევაფასოთ თითოეული მათგანი. საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური
თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს
არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი
იქნება. არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა. სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის
დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა
გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები
და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და
დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული
და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა
პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი
გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან
გასათავისუფლებლად. ზეგავლენა ჩასახვაზე: არასასურველი დღეა
ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს.
სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ მედიტაცია: თეთრი ფონი.
მთვარის მე-10 დღე (13:00-16:00) 31.03ის 12.25დან 1.04 ის 13.28 სთ.მდე სიმბოლური შესატყვისება: კირჩხიბის მე-19 და 30-ე გრადუსები.
სიმბოლო: წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან,
რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე. მოქმედება: გამარჯვება. სახელწოდება: ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო. …
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის
თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის
საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს
კეთებას გაუცნობიერებლად.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ოჯახური
დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის
აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ
არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის. მისტიური ზეგავლენა:
სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა
და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს.
რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის
გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები. მთვარის მე-10 დღეს
რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ
საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ
მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე
მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის,
სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე
დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის. სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან
საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა
არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის. სამედიცინო თვალსაზრისით: ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი ჴ არ იშიმშილოთ. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა
იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც
ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი
ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც
სიძლიერის წყაროს. ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან. ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს
კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან
მხარდაჭერა. მოგზაური იქნება. მედიტაცია: გენიოლოგიური ხე.
მთვარის 11-ე დღე (13:00-17:00) 1.04 ის 13.28სთ.დან 2.04 ის 14.34 სთ.მდე
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დიდი საქმეები არ წამოიწყოთ, ზარალს მოიტანს. ცუდია ვაჭრობისათვის,
საქმიანობისათვის, სადაც ტრამვის საშიშროებაა. კარგია მოგზაურობისათვის,
ადიგილის შესაცვლელად, აგრეთვე დაწყებული საქმის დასამთავრებლად. მისტიური ზეგავლენა:
უკონტროლო ენერგიის დღეა. გამოუცდელებს არ ურჩევენ რამის დაწყებას ან
გაკეთებას. შეიძლება ყურადღება დაეთმოს სხეულს, დაისვენეთ, გააკეთეთ
ვარჯიშები მოქნილობისა და ძალის განსავითარებლად. ამ დღეს უფრთხილდით
მწერებს. ეს ის დღეა, როცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ნებისმიერი
საქმიანობისას. შეიძლება გააკეთოთ რაიმე გამწმენდი პროცედურები, კერძოდ
ასტრალის, მაგიური მოქმედებებით და ლოცვით, მაგრამ ამ ყველაფრისათვის
ზედმიწევნით მომზადებული უნდა იყოთ. თუ ადამიანმა არ იცის, ანდა არ
არის განწმენდილი, ნუ დაიწყებს რაიმე სერიოზულს. ხალხი ვინც კარგად არ არის
დახელოვნებული ყოველდღიური პრაქტიკით, არ უნდა გადაიტვირთონ, არ აიღოთ
ხელში მჭრელი ინსტრუმენტები, პურიც კი არ დაჭრათ ამ დღეს. დაწყებული
საქმისათვის თავის დანებება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა
მიიყვანოთ. ძირს დავარდნილი დანა, ჩანგალი, საშიშროებაზე გაფრთხილებთ. არ არის რეკომენდირებული მწერებთან მიახლოება (არც მოკვლა არ შეიძლება). სოციალური ზეგავლენა:
არც ისე სიკეთისმომტანი დღეა. სხეულისა და გონების მკვეთრი გამოვლინება
ხდება. არ შეუდგეთ უცხო საქმიანობას (განსაკუთრებით ტრამვის საშიშროება თუ
არის). სამედიცინო თვალსაზრისით: აუწერელი მოულოდნელობების დღეა.
ბევრი საოცრება ხდება. ავადმყოფზე გაძლირებუილ ზემოქმედება საკმაოდ ცუდია.
დაწყებული ავადმყოფობები საშიშია, განსაკუთრებით ქალებისათვის. კარგია მთვარის მე-11 დღეს შიმშილობის დაწყება. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ფლობენ ოკულტური ნიჭის დიდ ძალას, თავისდა საუბედუროდ. ცხოველები არ
წყალობენ. მწერები პირიქით, სულ გარს ახვევიან. განსაკუთრებულ ნიჭს
არაფერში არ ამჟღავნებენ. ამ დღეს დაბადებულები ძლიერები და პრაქტიკულად
ამოუცნობი და უცნაური ხალხია. ხშირად ემართებათ კატაკლიზმები. ასეთ ხალხს
ხშირად კბენენ ძაღლები, კალიები და თვით ძროხებიც კი. ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბიჭის ჩასახვისათვის საუკეთესო დღეა. ბევრი არაჩვეულებრივი ბუნებრივი
ძალების მატარებელი იქნება. აქტიური მებრძოლი. ექნება მაგიის ნიჭი. მედიტაცია: სხეულის შინაგანი პროცესები.
მთვარის მე-12 დღე (14:00-18:00) 2.04 14.34 დან 3.04 ის 15.43 სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: ლომის მე-13 და 24-ე გრადუსები. სიმბოლო: გული, თასი. მოქმედება: ლოცვა. … სახელწოდება: გული, თასი (გრაალის თასი).
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ვაჭრობისათვის, გასამდიდრებლად, აზარტული თამაშებისთვის. საშუალოა
სიყვარულისა და ქორწინებისათვის. ძალიან წყნარი და ბრძენი დღეა. კარგია
ბაღში მუშაობა. ეს არის ასტრალური, ვიზუალური სახეების პერიოდი. წყალზე
ყურადღების დაკონკრეტების, აზრების განსაწმენდად. ეს დღეა როდესაც სიბრძნე
იმარჯვებს გონებასა და გრძნობებზე. სასარგებლოა შემოწირულობებიდან ნაწილის
გასაჩუქრება, მოწყალების გაცემა, განსაკუთრებით თუ მას გთხოვენ. ვინაც არ
იქნება ამ დღეს მოწყალე, შესაძლოა თვითონ მოაკლდეს შეწყალება. მისტიური ზეგავლენა:
თანაგრძნობისა და შეწყალების, საჩუქრების და მოწყალების დღეა. არ შეიძლება
ჩხუბი, გაბრაზება. განმარტოების დღეა. სიმშვიდის, გარშემომყოფთა
სიყვარულის დღეა. სასურველია სითხეებთან მუშაობა, ბევრი წყლის სმა, არ
შეიძლება ტირილი. ლოცვებისა და განმარტოების, საკუთარ თავში
ჩაღრმავების, შემწყნარებლობის, ალტრუიზმის დღეა, მაგრამ არ შეიძლება
მოშვება და ტირილი. გაბრაზება უკუნაჩვენებია. სოციალური ზეგავლენა: კეთილი, მშვიდობიანი, შეწყალებისა და თანაგრძნობის კოსმიური სიყვარულის გააქტიურების დღეა.
ერთის მხრივ შეიცავს ადამიანის სიყვარულს ღმერთის მიმართ, მეორე მხრივ კი
ღმერთის სიყვარულს თავისი ქმნილების მიმართ. ეს ერთ-ერთი დღეთაგანია,
როდესაც ლოცვები სრულდება. კარგია მე-12 დღეს აღსარების თქმა. თუ ვინმეს
ეჩხუბეთ, ძნელი იქნება მერე მასთან შერიგება. სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადებები ხშირად სასიკვდილოა. წყლის ბალანსის დარღვევის გამო უკეთესია წვენებით მკრუნალობა.
ამ დღეს რეკომენდებულია ნაკლები უხეში საკვები. მიიღეთ ბევრი წყალი.
რეკომენდებულია წვენები (გარდა ვაშლისა). გულის, ფილტვების, ზედა სასუნთქი
გზების გაწმენდის დღეა. სასარგებლოა ამოსახველებელი წამლების მიღება.
სრულიად უკუნაჩვენებია დატვირთვა გულზე. მეთორმეტე დღეს ცუდი ნიშანია გატეხილი ჭურჭელი და დაღვრილი სითხე ჴ ტანჯვისა და მარტოობის ნიშანია. ამ დღეს დაბადებული ადამიანები: მოწყალე და კეთილები არიან. ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ტანჯვის ფიალას ბოლომდე შესვამს. იქნება ძალიან უბედური,
ანდა ცოდვებისგან განიწმინდება ტანჯვის გზით. ექნება ძლიერი ინტუიცია,
მკურნალობის ნიჭი. ზოგიერთი ბიჭი შესაძლოა მღვდელი გახდეს. მედიტაცია: წყალი.
მთვარის მე-13 დღე (15:00-18:00) 3.04ის 15.43 4.04 ის 16.54სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: ლომის 25-ე და ქალწულის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: ბორბალი (გველი, რომელიც თავის კუდს კბენს) შუაში სვასტიკით.
სვასტიკა “სარკისებურია”, ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით. მოქმედება: იმედი. … სახელწოდება: ბორბალი, გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის
გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების
დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის. მისტიური ზეგავლენა:
მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების,
ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის,
კარმაზე მუშაობის დღეა. კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ. სოციალური ზეგავლენა: კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის. სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები,
კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა
კუჭის დატვირთვა. ამ დღეს დაბადებული ადამიანები: არიან იდეალური
მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ჴ ეს არის გველი,
რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს,
კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან. ზეგავლენა ჩასახვაზე: ბედნიერი
ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს
ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის
მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან
გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული. მედიტაცია: მზის გამოსახულებიანი სვასტიკა.
მთვარის მე-15 დღე (16:00-20:00) 5.04 ის 18.08 სთ.დან 6.04 ის 19.23 სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: ქალწულის მე-19 და 30-ე გრადუსები. სიმბოლო: გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი. მოქმედება: ცდუნება. … სახელწოდება: გველი, ტურა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის. მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი
გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის
ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა
ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა,
მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე
ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ
შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა). მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია. კარგია ჴ ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს. სოციალური ზეგავლენა: ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები. სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და
რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება.
ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ,
დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის
წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად.
ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან
ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა
არანაირი ხორციელი ცდუნება. ზეგავლენა ჩასახვაზე: კრიტიკული დღეა
ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის
მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი
არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი
ექნება. მედიტაცია: სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარის მე-14 დღე (16:00-20:00) 40.04 ის 16.54 დან 5.04 ის 18.98 სთ.მდე სიმბოლური შესატყვისება: ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები. სიმბოლო: საყვირი. მოქმედება: გამოწვევა. სახელწოდება: საყვირი, ხეობა. … ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან. საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი
დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა. მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი
ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად
გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა
მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა,
დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე.
სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება.
ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ
შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა,
სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას. სასარგებლოა
ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად
შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება.
შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები. სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი,
გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის
შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით
წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები. ნებისმიერი საქმის დაწყება
უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა.
თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია. სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია
ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა
გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ
ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა,
შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად
არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან. ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას
წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი
დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი
ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და
სიტუაციებშიც კი. მედიტაცია: ბგერა.
მთვარის მე-16 დღე (17:00-21:00) 6.04 ის 19.23 5.53დან 7.04 ის 20.04 სთ.მდე მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე
ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა
სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს
შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა
გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი
სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ჴ ზომიერება. ეს
ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური,
გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი.
განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის,
სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის
გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. მისტიური ზეგავლენა: - სოციალური ზეგავლენა: კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა. სამედიცინო თვალსაზრისით: ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება. სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და
ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი
სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან. ზეგავლენა ჩასახვაზე: თქვენს
შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი
სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის
ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი
გაწონასწორებული ადამიანი იქნება. მედიტაცია: თეთრი ფერი.
მთვარის მე-17 დღე (19:00-21:00) 7.04 ის 20.40 სთ.დან 8.04ის 21.56 სთ.მდე
ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა.
ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები
იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების,
სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების
კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი
ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა
დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი
არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და
ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის,
ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის. მე-17 დღე კონტაქტების
დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი
ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს.
მაღალ დონეზე ჴ იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე -
თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა. რეკომენდებულია მშრალი ღვინო. სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული
აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს
ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და
მე-17 დღეები (მე-16 დღეს ჴ ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12
დღეს ჴ უმაღლეს სიყვარულს). ამ დღეს დაბადებული ადამიანები: უზომოდ
საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ
ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი ჴ პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ
შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ. ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი
ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი
და მატყუარა. მედიტაცია: ცეკვა.
მთვარის მე-18 დღე (19:00-23:00)8.04 ის 21.56 დან 9.04 ის 23.09 ით.მდე
სიმბოლური შესატყვისება: სასწორის 25-ე და მორიელის მე-6 გრადუსები. სიმბოლო: სარკე, ყინული, მაიმუნი. მოქმედება: განწმენდა. … სახელწოდება: სარკე, ყინული, ყინული.
პასიური დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით
დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ
მდაბიო ინსტიქტებს, ეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ
რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ. საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის. მისტიური ზეგავლენა:
მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და
სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის
მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან. ყველამ უნდა იმუშაოს
საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის
გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით
ილუზიებზე და მდაბიო ინსტიქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს
შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი
არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენთაგანი
იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი ჴ მრუდეს, მეორენი ჴ სწორს და სუფთას,
მესამეთ ჴ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ
ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახებს, თუ
რა დავამუშავეთ ჩვენ. უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია
კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდირებულია შიმშილობა. ამ დღეს
ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი. სოციალური ზეგავლენა:
საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების
გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის. სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის
დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი
დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი
მოხდება, ესე იგი ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები.
რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის
სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები
(მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა). საჭიროა ნაკლები ძილი. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში.
მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ.
ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ
არც მტყუანს და არც მართალს. მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების
ამოცანაა ჴ მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და
თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი.
მკურნალები. ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ბავშვი
შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და
შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ
ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით. მედიტაცია: თეატრი.
მთვარის მე-19 დღე (20:00-24:00) 9.04 ის 23.09 სთ.დან 11.04 ის 0.14სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები. სიმბოლო: - მოქმედება: დამარცხება. … სახელწოდება: ობობა, ბადე.
ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია,
ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ
დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი
იდეების მიმართ. ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ. მისტიური ზეგავლენა:
შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური
განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.
სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ,
გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან,
სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს
გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია
კანდელი. სოციალური ზეგავლენა: - სამედიცინო თვალსაზრისით:
კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა ჴ
დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ
ბრმა ნაწლავი. დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ჴ ადამიანი,
ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა,
რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც
დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები.
მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი
ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის
ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ
თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი. ზეგავლენა ჩასახვაზე:
არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.
ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და
სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი. მედიტაცია: ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.
მთვარის 21-ე დღე (23:00-01:00) 12.04 ის 1.10სთ.დან 13.04 ის 1.57 სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: მშვილდოსნის 1-ლი და მე-12 გრადუსები. სიმბოლო: ცხენი. მოქმედება: ამაღლება. … სახელწოდება: ტაძარი, ტაძრის აგური, ცხენების რემა.
აღმავლობისა და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის,
თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა
(უმჯობესია სირბილში). საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია თითქმის
ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა
სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია
მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის. მისტიური ზეგავლენა:
კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა
და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის.
მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი
საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა.
ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება
შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური,
აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის
გაერთიანების. რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება, გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა. სოციალური ზეგავლენა: გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
22-ე დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა
დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ
ფამილიარობისაც. სამედიცინო თვალსაზრისით: ძალიან კარგი დღეა.
კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ
დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე
დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ
უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა
სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა,
ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა. ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან
დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული
ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი ჴ სუფთა და
პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი. ზეგავლენა ჩასახვაზე:
შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია
საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის
დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი
დაჰყვეს. მედიტაცია: სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.
მთვარის 23-ე დღე (00:00-03:00) 14.04 ის 2.37 სთ.დან 15.04 ის 3.10 სთ.მდე
სიმბოლური შესატყვისება: მშვილდოსნის 25-ე და თხის რქის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: ნიანგი მაკკარა, ნახევრად ნიანგი, ნახევრად თევზი, ნახევრად
ფრინველი, ნახევრად გველი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, ყველაფერს
ყლაპავს. მოქმედება: საკვების შთანთქმა. სახელწოდება: ნიანგი მაკკარა. საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალურია საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის. კარგია საცხოვრებელის
დაცვისათვის, დალაგებისთვის, კეთილმოწყობისათვის. ნეიტრალური სამოგზაუროდ.
ცუდია ქორწინებისათვის. ეს დღე სიმბოლოა თავგანწირვის, მონანიების,
ურთიერთგაგებისა და პატიების. საშიშია რისხვა, ღორმუცელობა. არ შეიძლება
ფრჩხილების დაჭრა, ქირურგიული ოპერაციები. არ შეიძლება მჯდომარე ტიპის
ცხოვრება. ეს სახლის დაცვის დღეა. უნდა მოხდეს მისი დალაგება და ნაკურთხი წყლით კურთხევა.
ამ დღეს უნდა გაუფრთხილდეთ ხალხის გაღიზიანებულ მასასთან დაპირისპირებას.
არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ნუ აყვებით შურისძიების ცდუნებას. ნიანგის
დღეს გამორიცხეთ ხორციანი საკვები, სასურველია რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო,
ნადუღი, მაწონი, ყველი. კარგია ნიგვზიანი ნამცხვრის გამოცხობა. მისტიური ზეგავლენა:
მონანიების დღეა. იყენებენ თავდაცვის ყველა ხერხს, მათ შორის
“მისტიურსაც”. უნდა დაითრგუნოს შიში. უკუნაჩვენებია სექსი, შეიძლება მოყვეს
ძალების ვარდნა. მძიმე პერიოდია. ერთ-ერთი დღეა განდიდების.
დაკავშირებულია ძალადობასთან, ძველის ნგრევასთან, ძირეულ გარდაქმნასთან. ამ
დღეს ადამიანში თავს იჩენს მოხვეჭის ინსტიქტები, დაუოკებელი მადა,
ბოდვისკენ მიდრეკილება, ჩხუბისა და ავანტიურებისკენ სწრაფვა. ამ დღის
სექსუალური ენერგია აჩანაგებს ჯანმრთელობას. ვამპირებისა და
სისხლისმსმელების თარეშის დღეა. სოციალური ზეგავლენა: ძლიერ
უარყოფითია. განსაკუთრებით ხალხის მასებში ტრიალისთვის და საქმიანი
კონტაქტებისათვის. ცუდია სასამართლოსთვის, განსაკუთრებით თუ უდანაშაულოს
ასამართლებენ. სამედიცინო თვალსაზრისით: მძიმე დღეა. დაავადებები
ხანგრძლივია. სუსტდება იმუნოსისტემა. ყველა სახის სქესობრივი პრობლემები ამ
დღეს იჩენენ თავს. ყურადღება უნდა მიექცეს ხერხემალს. კარგია მასზე
გამაჯანსაღებელი პროცუდურების ჩატარება. ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს:
ყველა საქმე მიჰყავთ ბოლომდე. ისინი ცხოვრებაში წინ მიდიან როგორც
ბულდოზერები. ყველაფერში იჩენენ სიმწიფეს. თუკი ამ ადამიანებს აქვთ აღებული
გეზი წმინდა საქმეებისაკენ - მათგან გამოდიან ციური მფარველები, და ციური
ჯალათები, მართლმსაჯულების აღმსრულებლები. 23-ე დღის დაბადებულებიდან ბევრი სასულიერო პირი ხდება, მაგრამ არა ყველა. ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძნელი მისახევდრია სიძუნწე და თავმოყვარეობა სად გადადის გენიალურობასა და
სიკეთეში. ბავშვები შესაძლოა დაიბადონ გენეტიკური მუტაციით ჴ დებილები ან
არაჩვეულებრივი პიროვნებები. ყველანი ჩათვლიან მათ არა ისეთებად, როგორებიც
სინამდვილეში არიან. თუმცა შეიძლება მათ ელოდეთ დიდი აღიარება. მედიტაცია: ციხესიმაგრეები, საწვრთნელი ბრძოლები.
მთვარის 24-ე დღე (00:00-03:00) 15.04 ის 3.10 სთ.დან 16.04 ის 3.40 სთ.მდე სიმბოლური შესატყვისება: თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები. სიმბოლო: დათვი, შივა. მოქმედება: მძიმე ნაბიჯები. სახელწოდება: მთა, დათვი, შივა.
მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის
რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის
პერიოდი. საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ცუდია მოგზაურობისთვის,
უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად,
განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის. ეს დღე
დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის
ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში
იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას. ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა. ამ დღეს “დათვი” სჯის მოძალადეებსა და სადისტებს. მისტიური ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე
სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება
ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის
როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო
წყევლა. სოციალური ზეგავლენა: კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი. სამედიცინო თვალსაზრისით: ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია
ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის
გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა,
შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ
სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი
ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ. ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, “არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით. ზეგავლენა ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი,
კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული
ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი
ბავშვი სიზარმაცისგან. მედიტაცია: დიდი ნაგებობები, ბუნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий