პლანეტა
ვენერა მერკურისთან შედარებით იშვიათად ხდება რეტროგრადული.ეს შეიძლება
მოხდეს წელიწადში ერთხელ.2008 წელს საერთოდ არ გამხდარა რეტროგრადული.
ჩევულებრივ ყოფიერებაში ამ პერიოდშისიმპათიების გადანაწილება
დამახინჯებულად ხდება. ძნელდება პრიორიტეტების გამოყოფა, ან
პრიორიტეტები,სიმპათია - ანტოპათიის დაგანაწილება შეცდომითია. კნინდება
ფასეულობები. ეს პერიოდი არ არის ხელსაყრელი ქორწინებისათვის, ნიშნობისა…თვის.
ახალი ადამიანების გაცნობისასაც კი ეს ურთიერთობა არ იქნება ხანგლძლივი და
მყარი. საქმე ისაა, რომ ამ დროს ადამიანებს ებინდებათ წარმოდგენები და მათ
უჭირთ განსაზღვრონ, თუ ვინ და რა მოსწონთ, ვინ და რა სჭირდებათ. და თუ ამ
დროს ჩამოყალიბდა ურთიერთობა, ორივე პარტნიორი დრო და დრო დაფიქრდება
იმაზე, სწორი იყო მისი არჩევანი თუ ეს მას სრულებით არ სჭირდება.
რეტროგრადული ვენერის დროს არ არის სასურველი ლამაზი, ძვირფასეულობის და
მოდური ნივთების , ტანსაცმლის ყიდვა.რაც ესთეტიურ მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას, სიამოვნებასა და გართობას ემსახურება, ამ დროს სჯობს
გადავდოთ მანამ, სანამ ვენერა არ გახდება დირექტული. მხოლოდ იმის შემდეგ
რაც ვენერა გახდება სწორმავალი (დირექტული) გამოსწორდება გემოვნებაც, და
შესაძლოა აღმოაჩინოთ ნივთი რომელიც შეიძინეთ რომელიც არ მოგწონთ და
არასოდეს იხმართ. ან ვინმე მოგეწონათ რეტროგრადული ვენერას დროს ხოლო
დირექტული ვენერას დროს თქვათ, ეს რამ მომაწონა , თვალები სად მქონდა
აქამდე.
როგორც წესი , პირად ჰოროსკოპში რეტროგრადული ვენერას მქონე
ადამიანების სიმპათია მიმართულია შინაგანი მდგომარეობის ფაქტორზე. ამ
ადამიანებს მუდამ ეპარებათ ეჭვი იმაში რომ ისინი ვინმეს მაინც უყვართ. მართ
სირთულეები აქვსთ საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მათ უჭირთ თავიანთი
სიმპათიის განსაზღვრა და ადექვატურად ვერ პასუხობენ სხვა ადამიანების მათ
მიმართ გამოხატულს სიმპათიას. ამის გამო რთულდება ხანგლძლივი და ძლიერი
სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბება. ყველა სასიყვარულო ურთიერთობაში
უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას და მუდმივად ჩაკეტილ წრეზე მოძრაობენ. ამ
ადამიანებს ძალიან უჭირთ მარტოობა. ისინი ავადმყოფურად მიილტვიან
სიყვარულისაკენ, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება ვერ ხერხდება. ამის გამო
მათ უჭირთ გათხოვება ან ცოლის მოყვანა. სავარაუდოდ ეს ადამიანები წინა
ცხოვრებაში უარყოფდნენ სიყვარულს, რის გამოც ეხლა უწევთ მისი მუდმივად
ძებნა. ქალებიცა და კაცებიც ძალიან ეჭვიანები არიან. მათ უჭირს საკუთარი
გამოჩენის გარეშე რამეს მოქმედება. მუდმივი ეჭვის გამო ხშირად უარს ამბობენ
სიყვარულზე და ამით კარგავენ საკუთარ ბედნიერებას. რამეთუ ვენერასთანაა
დაკავშირებული ფულიც, რეტროგრადული ვენერა ფინანსურ შეზღუდვებვებსა და
პრობლემებთანაც არის დაკავსირებული. გაგრძელება იქნება
Комментариев нет:
Отправить комментарий