ჰოროსკოპის
რექტიფიკაციისათვის. უძველესი დროიდან ცნობილია დაბადების დროის
განსაზღვრის კიდევ ერთი მეთოდი: მაგიური ,,მაიატნიკის,, საშუალებით.
კოსმოგონიური შეხედულებების თანახმად, ადამიანის დაბადების ზუსტი დრო
ინახება სამყაროს ერთ-ერთ სფეროში. თუ სწორად დავსვავთ კითხვას, მივიღებთ
ზუსტ პასუხს. ყველა ადამიანს, ასტროლოგს, ეს არ გამოსდის. არსებობს
სამი პირობა.
1.მას, ვინც მუსაობს ,,მაიატნიკით,…,, უნდა ჰქონდეს ამისი უფლება,(იგულისხმება , უნდა ჰქონდეს ამისი თანდაყოლილი ნიჭი), რომელსაც, თავად ვერ მიინიჭებს.
2.საჭიროა შეეძლოს სამუსაო ხასიათში შესვლა ,,გაითიშოს,, მენტალურ და
ემოციონალურ დონეზე მუსაობის დროს. ეს კარგად გამოუვა მათ, ვინც ფლობს
მედიტაციას.
3. მკვლევარის ჰოროსკოპში სატურნი უნდა იყოს ძლიერი. სატურნი დროის მმართველია.
აგრეთვე, კარგია თუ, სატურნს ჰარმონიული კავშირი ექნება ურანთან ანდა,
ქირონთან, პლანეტებთან, რომლებიც დაკავშირებულია სამყაროს ენერგო-
ინფორმაციულ ველთან.
მუშაობის გართულება შეუძლია მკვლევარის
პირად ჰოროსკოპში მერკურის ძლიერ ასპექტს მთვარესთან, ურანთან, ქირონთან;
პიროვნებას არ შეუძლია ,,გამორტოს,, მენტალიტეტი, ექნება ძლიერი მენტალური
მინიშნებები, რომელიც, გაამრუდებს ჭეშმარიტი პასუხის მიღებას.
მაიატნიკით მუშაობის ტექნიკა საკმაოდ მარტივია. აუცილებელია დავწეროთ
ფურცელზე საათები 00 . 1.2.3 და ა,შ, 24სთ.ს ჩათვლით ერთ სვეტად, ხოლო
მეორე სვეტი იქნება საათის შიგნით წუთები 1 დან 60 ის ჩათვლით. თუ
დაბადების რიცხვიც არ არის ცნობილი, მაშინ, თვის რიცხვები ცალკე უნდა
ჩამოვწეროთ.
მაიატნიკიად გამოდგება შავ ძაფზე ჩამოკიდებული 5-10 გრამიანი სიმძიმე,
პატარა გაიკა, ,,კალიცო,, მაგრამ, ზოგიერთი ავტორი მიუთითებს, რომ სჯობია
ასეთი სიმძიმე-გირაკი იყოს ტყვიის, რადგან ეს არის სატურნის მეტალი.(ხოლო,
როგორც ვთქვით, სატურნი დროის მმართველია). მუშაობის დაწყებამდე
საჭიროა საკუთარ თავში გარკვეული ენგრამის ,,ჩადება,, (პირობის):
მაიატნიკის საათის მიმარტულებით წრეზე ბრუნი აღნიშნავს ,,დიახ,, პასუხს,
ხოლო, საათის საპირისპირო ბრუნი პასუხს ,,არა,, აგრეთვე, საჭიროა ავირჩიოთ
კითხვის დასმამდე, რომელი დროით ვეკითხებით: ადგილობრივი, მზის თუ,
გრინვიჩის დროით. კონკრეტულად მაიატნიკით გარკვეულ ადამიანზე
მუშაობისას საჭიროა განვეწყოთ ამ ადამიანის ენერგეტიკაზე, ამისათვის
საჭიროა ამ ადამიანის ფოტო. ანდა, მისი ხელით დაწერილი საკუთარი სახელი.
მაიატნიკს ჩამოწერილ საატებზე ნელ-ნელა ჩამოვატარებთ და რომელ საათზედაც
დაიწყებს საათის მიმართულებით მოძრაობას, ეს მითითება იქნება, ამ
პიროვნების დაბადების საათის. იგივე მეთოდით ვაკეთებთ წუთების ამოცნობას. ასეთი მეთოდით მიღებულ დაბადების დროს, შემდგომ ვამოწმებთ რექტიფიკაციის სხვა მეთოდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий