ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



воскресенье, 4 марта 2012 г.

მარტის დასაწყისის ასტროლოგიური პლანეტების ასპექტებისგან შექმნილი ,,წერილის კონვერტი,; რა ,,საიდუმლო მესიჯს,, გვიგზავნის კოსმოსი დედამიწელებს?

4-5   მარტის  ასტროლოგიური პლანეტების ასპექტებისგან შექმნილი ,,წერილის კონვერტი,; რა ,,საიდუმლო მესიჯს,, გვიგზავნის კოსმოსი დედამიწელებს?

დედამიწა მარსთან უახლოეს წერტილს გაივლის ყოველ ორ წელიწადსა და ერთ თვეში ერთხელ, დაახლოებით, რაც იწვევს კლიმატის გლობალურ გაუარესებას; ასევე, უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე; ემოციურად აღაგზნებს მასებს, რაც, ხსირად მასობრივი კონფლიქტების მიზეზი ხდება, შესაბამისი უარყოფითი შედეგებით.

დღესდღეობით, 5 მარტის 14 საათიდან 6მარტის ღამის 2 საათამდე დაახლოებით, დედამიწა მარსის უახლოეს წერტილში იქნება. 0,67 ასტრონომიული ერთეულის სიშორეზე ( ერთი ასტრონომიული ერთეული, შემდგომში ა.ე. უდრის 149,597,870,610 კმ.ს აღნიშნულ ერთეულად აღებულია დედამიწასა და მზესთან მანძილი, რაც 1 ა.ე. ტოლოა).
დედამიწის მარსთან დღევანდელი მიახლოების მანძილი არ არის კატასტროფული ზღვარი მაგრამ, მაინც საკმაოდ კრიტიკულად მოქმედებს. 1939 წლის 28 ივლისს ეს მაჩვენებელი იყო 0,43 ა.ე. 1941 წლის 1 ოქტომბერს 0,38 ა.ე. . ძნელი მისახვედრი არ არის , რა მოვლენები გამოიწვია აღნისნულ პერიოდში კაცობრიობის ისტორიაში დედამიწა მარსისი ასეთმა სიახლოვემ.
აღნიშნული მოვლენის პარალელურად, 3-4 მარტს, ასტროლოგიური პრინციპებით გვაქვს ურთულესი განლაგება; მზე და მარსის და ვენერა სატურნის ოპოზიცია, აგრეთვე , მზე სატურნის და მარსი ვენერას პოლუტარაკვადრატი. თუ შევხედავთ ამ განლაგებებს რომელიმე ასტროლოგიური პროგრამის საშუალებით, ან ჰოროსკოპის ფორმულარში ხელით ავაგებთ აქტუალური კოსმოსის სურათს, დავინახავთ ,,წერილის კონვერტის ,, ფორმას, შიგ ჩადებულ ,,მესიჯზე,, კი ვერ ვიტყვით, რომ ეს დადებითი ინფორმაციული გზავნილია .
თუ დააკვირდებით, საზოგადოების ყველა სეგმენტში, მომატებულია პრობლემები, რბილად რომ ვთქვათ. მასობრივად გაუარესებულია ჯანმრთელობა და ადამიანების ფსიქიური მდგომარეობა.
როგორც ამ თემის კარგად მცოდნე საზოგადოებამ, უნდა გავაცნობიეროთ აღნიშნული პლანეტარული განლაგებების უარყოფითი, დამანგრეველი ძალა და სხვა, გაუთვითცნობიერებელი საზოგადოება გავაფრთხილოთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რადგან, ამ ყველაფრის კულმინაციაა ეს დგეები. როგორც ჩანს, 8 მარტის სავსემთვარეობის ჩათვლით.
გაცილებით მოხსნილი იქნება ასეთი ნეგატიური ზემოქმედება 12-16 მარტის პერიოდისათვის, დადებითი პლანეტარული განლაგებების, კერძოდ, ,,დიდი მერსედესის,, 3 ტრინის ერთობლიობის გამო,
ასეთი დადებითი განლაგება ყველას სასიცოცხლო ძალებს აღუდგენს, და გაცილებით ბევრ ბედნიერ სახეს დავინახავთ; საქმის კეთების სურვილიც მოიმატებს საზოგადოებაში. 12-16 მარტის პლანეტარულ განლაგებას ,,სიყვარულის მასობრის ისტერიას,, ვუწოდებდი.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий