საუკუნეების განმავლობაში ყველა
განვითარებული კულტურა აერთიანებდა ვარსკვლავებს და თანავარკვლავედებს,საკუთარი
მითებისა და ლეგენდების ცაზე პროექტირებით. ასტროლოგია დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა
თანავარსკლავედებით. ასტროლოგები თვალყურს ადევნებდნენ ამომავალ
თანავარსკვლავედებლ, რომელი
თანავარსკვლავედები კულმინირებდნენ თუ სად მდებარეობდნენ მოცემულ მომენტში
პლანეტები და ამ ყველაფრის საფუძველზე აკეთებდნენ დასკვნებს.ჰოროსკოპული
ასტროლოგიის განვითარების ფარგლებში (ჰოროსკოპი,როგორც ჩვენ მოგვიანებით
მოვიხსენიებთ-ეს არის კოსმიური სიტუაციის სქემატური გამოსახულება რომელიმე
კონკრეტული მომენტის დროს) საჭირო გახდა სქემატური,მაგრამ ზუსტი საშუალება
ვარსკვლავური ფონის პოტენციალის გამოსახატად. თანავარსკვლავედები ამისათვის არ
გამოდგებოდა,რადგან მათ სხვადასხვა ხანგლძლივობა აქვთ,თანაც სხვადასხვა კულტურები
სხვადასხვანაირად განსაზღვრავდნენ ერთი და იმავე თანავასკვლევედების საზღვრებს და
სხვასხვა სახელებსაც არქმევდნენ.ასე
წარმოიქმნა ზოდიაქო-ცის კამარის თორმეტ სხვადასხვა ნაწილად დაყოფის
საშუალება. ყოველი მათგანის სახელწოდება
წარმოადგენს ერთ ერთი თანავარსკვლავედის სახელს. ამორჩეული თანავარსკვლავედები
იყვნენ ისინი,რომლებსაც გადის ეკლიპტიკას-მზის წლიური გზას ვარსკვლავებთან მიმართებაში.რა
თქმა უნდა თქვენ ისინი
გეცოდინებათ:ვერძი,კურო,ტყუპები,კირჩხიბი,ლომი,ქალწული,სასწორი,მორიელი,მშვილდოსანი,თხისრქა,მერწყული
და თევზები. იქიდან გამომდინარე,რომ მთელი წრე მოიცავს 360 გრადუსს,ყოველი ამ
ზოდიაქოს ნიშანი 30 გრადუსს მოიცავს. ეს არის ზოდიაქოს გამოსახულება სადაც თქვენ
იპოვნით ნიშნების სიმბოლურ გამოსახულებებს და სახელებს:ზოგს
შეიძლება გაუჩნდეს კითხვა- რატომ არის ზუსტად თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი? ამ ციფრს
ღრმა ფესვები აქვს ეზოთერიკაში და რა თქმა
უნდა ზოდიაქოს კონცეფცია მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების გააზრებიდან არ გაჩენილა.
სხვადასხვა ეზოთერულ ნაშრომებში ზოდიაქოს უწოდებენ ” ღვთის სიტყვას”, ”ადამ
კადმონს”,”ადამის საიდუმლოებას” და სხვადასხვა იდუმალ სახელებს. მაგრამ ჩვენ ვართ
პრაქტუკული ასტროლოგიით დაკავებულები და ამ ღრმა თემას სხვა,უფრო მოხერხებული
შემთხვევისთვის შემოვინახავთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий