ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



пятница, 29 ноября 2013 г.

სიყვარულის ორი სახე



1. სიყვარულის არსში წვდომის სურვილი უხსოვარი დროიდან აღელვებდა ადამიანის გულსა და გონებას. მრავალი ფილოსოფოსისა თუ პოეტის სიცოცხლე დაიხარჯა სიყვარულის სიღრმეების აღქმაში. ოლიმპიურ რელიგიაში სიყვარულის ქალღმერთს აფროდიტე ერქვა სახელად. ძველი ელინები განარჩევდნენ ორგვარ აფროდიტეს _ აფროდიტე ურანიას და აფროდიტე პანდემოსს. პირველი ციური სუყვარულის განსახიერება იყო, ხოლო მეორე _ უხეში, ხორციელი სიყვარულის.&ნბსპ;&ნბსპ;პირველი უნერგავდა ადამიანებს სათნოებისა და სიმპათიის გრძნობას, ხოლო&ნბსპ;&ნბსპ;მეორე _ სიძვისა და ხორციელი აღტკინების . . .
მაგრამ, ყოველივე ამის უკან უზარმაზარი მისტერიული ცოდნა იმალებოდა . . . ძალაში რჩება კითხვები: და მაინც, რა არის სიყვარული? Aარსებობს კი ის საერთოდ? Dდა თუ არსებობს, როგორია ის?
შეძლებისდაგვარად ვეცდები ვუპასუხო.
&ნბსპ;
2.&ნბსპ;&ნბსპ;სიყვარული _ მიზეზია იმ პირველადი ენერგიისა, რომლის მეშვეობითაც ამოძრავდა მარადისობა (ქრონოსი), შეიქმნა დრო და შემდგომ, დროში _ შვიდგანზომილებიანი მსოფლიო.
სიყვარული, თავისი არსით, განუყოფელია და მისი გარეგნული ბიპოლარობის მიზეზები მისსავე წიაღში იმალება. სიყვარულის ბიპოლარობა, ენერგიის ბიპოლარობის მსგავსად, წინააღმდეგობათა ერთიანობაში მდგომარეობს.
სიყვარული სრულ ლოგოსში, ანუ ჰარმონიულ ციკლში მეორე ლოგოსის ფუნქციაა, მაგრამ იგი თავისი არსით პირველ და მესამე ლოგოსშიც ცენტრალურ ადგილს იჭერს, რამეთუ ყოველი ლოგოსის აღსრულება დროში მოხდა (და ხდება).
აქედან გამომდინარე, სიყვარული შვიდგანზომილებიანი მსოფლიოს ერთიან სივრცეში მთლიანად შეიგრძნობა (აღიქმება).
&ნბსპ;
3. ზემოთქმულიდან შესაძლებელია დავასკვნათ: შესაქმის პიველადი იდეა (მსოფლიო ნება) და მიზეზი მისი (იდეის) განხორციელებისა სიყვარული იყო _ და ამ სიყვარულს მსოფლიური სიყვარული შეიძლება ეწოდოს.
სიყვარული, თავისი ძირეული არსით, ზეგრძნობადი სუბსტანციაა და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიისა.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სიყვარულის ბიპოლარობა წინააღმდეგობათა ერთიანობაში მდგომარეობს _ რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თავის თავში მოიცავს “ჰო”-საც და “არა”-საც, ე. ი. ბუნებაში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არავითარი და არაფერი წინააღმდეგობა (დაპირისპირება). რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ისინი მხოლოდ ოთხწევრა ადამიანის კუთვნილებად შეიძლება ჩაითვალოს (მეოთხე წევრი “მე” _ მენტალური სხეული) და მაინც, ისინი სიყვარულის დაპირისპირებულ (საწინააღმდეგო) მცნებებად ვერ გამოდგებიან: სიძულვილი _ სიყვარულის აგრესიული გამოვლინებაა, ხოლო ვნება _ ნებელობითი და თუ ჩავუღრმავდებით, ორთავე ერთსა და იმავე ფესვებზეა აღმოცენებული.
&ნბსპ;
4. კაცობრიობის ისტორია, პირობითად, სიყვარულის ორ ძირეულ პერიოდს ოცნობს: პირველი _ განუყოფელი სიყვარულის პერიოდი, რომელიც სამწევრა ადამიანთა არსებობის თანაზიარი იყო, და მეორე _ ოთხწევრა ადამიანმა სიიყვარულის ბიპოლარობა დაპირისპირებულთა ერთიანობის ნაცვლად, ორ, აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხავ სუბსტანციად შეიმეცნა: სიძულვილი _ ამ შემთხვევაში როგორც სიყვარულის გამომრიცხავი, მისი აბსოლიტურად საწინააღმდეგო სახე.
ორივე პერიოდი ცალ-ცალკე განხილვის ღირსია.
&ნბსპ;
5. ახლა მოკედ მიმოვიხილოთ პირველი პერიოდი _ სამწევრა კაცთა განუყოფელი სიყვარულის პერიოდი. Aამ პერიოდს პრეისტორიული პეროიდიც შეიძლება ეწოდოს.
ამ პერიოდში დედამიწას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული დღევანდელი ფორმა. ხმელეთი ერთად იყო შეკრებილი და ერთიან დიდ კონტინენტს _ ლავრაგონდიას (ლავრაზია + გონდვანა) _ ჰქმნიდა, ხოლო დედამიწის დანარჩენი ნაწილი ერთიანად წყლით იყო დაფარული (დაინტერესებულმა მკითხველმა ერთიანი კონტინენტის დაშლის ვეგენერისეული თეორია გეოლოგიურ სახელმძღვანელოებში შეუძლია იხილოს). ხმელეთის, წყალთან შედარებით, მაღალი სიმკვრივისა და კუთრი წონის გამო, დედამიწის სიმძიმის ცენტრი ხმელეთის მხარეს უნდა ყოფილიყო გადაწონილი და დედამიწას მზისთვის სულ ხმელეთით უნდა ეყურებინა, რაც წარმოშობდა დედამიწის ღერძის (რომლის გარშემოც ახლა ბრუნავს) არ არსებობას. ხმელეთზე, მზისკენ მიქცევის გამო, მუდამ “დღე” იქნებოდა, (ანუ, დღისა და ღამის მონაცვლეობა ვერ იარსებებდა, რადგან დედამიწას არ ჰქონდა ღერძი, რომლის გარშემოც იბრუნებდა).
ამ თავში, ჩემს მიზანს არ შეადგენს, გამოვთქვა ჩემეული მოსაზრებები გონდვანიის დაშლის მეტაფიზიკური მიზეზებისა თუ პროცესების შესახებ. ჩემი მიზანია აღვწერო იმდროინდელი კაცობრიობა _ როგორც დღევანდელისაგან განსხვავებული სამწევრა ფენომენი.
&ნბსპ;
&ნბსპ;6. იმდროინდელი კაცობრიობა თავიდანვე ჩამოყალიბდა სამ რასად, რომელმაც სამი, ერთმანეთისაგან განსხვავებული კულტურა შექმნა.
პირველი, ლავრაგონდიას სამხრეთ ნაწილში, ჩამოყალიბდა ლემურული რასა _ რომელიც უშუალო წინაპარია თანამედროვე კაცობრიობის წითელ და ყვითელკანიანი მოსახლეობისა. ამ რასამ მძლავრი ეთერულ-ენერგეტიკული კულტურა შექმნა.
მეორე, ლავრაგონდიას ჩრდილოეთ ნაწილში, ჩამოყალიბდა ატლანტიდური რასა _ რომელიც უშუალო წინაპარია თანამედროვე იაფეტურ-იბერიული რასისა და რომელმაც საფუძველი დაუდო ასტრალურ კულტურას.
ხოლო მესამე, ლავრაგონდიის ცენტრალურ ნაწილში, მისი (ლავრაგონდიის) მთლიანობის რღვევის პერიოდში ჩამოყალიბდა ნეგროიდული (შავი) რასა, რომელმაც შექმნა მძლავრი ფიზიკური (ფორმათა დინამიური) კულტურა.
სამივე ეს კულტურა შეიძლება გავაცნობიეროთ როგორც სიყვარულის მისტერიებზე დაფუძნებული კულტურა.
&ნბსპ;
7. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაშინდელი კაცობრიობა სამწევრა იყო _ მათ არ ჰქონდათ მეოთხე, ანუ მენტალური (“მე”) სხეული. მათი პირადი “მე” მსოფლიო “მე”-ს თანაზიარი იყო, რის გამოც ისინი კი არ შეიმეცნებდნენ, არამედ ჭვრეტდნენ და ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყვნენ ბუნებასთან _ რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი საკუთარ თავს თვლიდნენ დანარჩენი მსოფლიოს სისხლხორცეულ ნაწილად (და არა _ დანარჩენი მსოფლიო, როგორც “მე”-ს აღქმის ნაყოფი).
ამდენად, მაშინდელი კაცობრიობა მსოფლიური სიყვარულის თანაზიარი იყო, რის გამოც არ არსებობდა “ჰო” და “არა” _ როგორც ცალკეული და დაპირისპირებული ერთეულები. “ჰო” და “არა” იყო ერთიანი (დაპირსპირებათა ერთიანობა) და სიყვარულის ბიპოლარობა აღიქმებოდა, როგორც მის არსში არსებული განუყოფელი პრინციპი.
პრეისტორიული საზოგადოების კულტურული მისტერია იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ფლობდნენ ლოგოსს, რის გამოც ყველა ის პრობლემა, დღევანდელი ცივილიზაციის წინაშე რომ დგას, არ არსებობდა.
&ნბსპ;
8. ახლა განვიხილოთ მეორე, ანუ ოთხწევრა ადამიანთა პერიოდი დედამიწაზე. ეს არის ცივილიზაციების (იგივე, ტექნიკური პროგრესის) პერიოდი.
ისმება კითხვა: რა არის კულტურა და რა არის ცივილიზაცია და არის თუ&ნბსპ;&ნბსპ;არა განსხვავება მათ შორის?
კულტურა სულიერი მოთხოვნილებაა და ამიტომ ის ინტუიციის (ჭვრეტის) მეშვეობით შემოდის ჩვენში, ხოლო ცივილიზაცია მენტალური (აზროვნებითი) პროცესია&ნბსპ;&ნბსპ;და&ნბსპ;&ნბსპ;მასთანაა&ნბსპ;&ნბსპ;დაკავშირებული ტექნიკური პროგრესი. კულტურა მისტერიული ხასიათისაა და ადმიანის სულიერ სრულყოფილებას ამსახურება. ცივილიზაცია&ნბსპ;&ნბსპ;კი უფრო განსჯითია (მეცნიერული ხასიათი აქვს) და ხორციელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. კულტურა “ამბობს” _ “მე მსოფლიოს ნაწილი ვარ და . . . ასეა” (იგი არ მსჯელობს). ცივილიზაცია მსჯელობს: “შესაძლებელია, რომ მე მსოფლიოს ნაწილი ვარ” და ან “შესაძლებელია, რომ მსოფლიო ჩემი შეგრძნებათა ნაყოფია”, ან კიდევ “ეს ან ასეა, ან არ არის ასე” _ მოკლედ აზროვნებს და სჯერა მხოლოდ იმისი, რისი დასაბუთებაც შეუძლია.
ცივილიზაცია ადამიანის მენტალიტეტის (“მე”-ს) გაორების შედეგია (ლოგიკა) რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა თავში.
დიახ, ადამიანი დაშორდა თავის სულიერ (კულტურულ) საწყისებს და მასში შეიქმნა ვაკუუმი (ეჭვი) რომლის შესავსებადაც ტექნიკური პროგრესი (ცივილიზაცია) დასჭირდა. მოკლედ, ადამიანი დაშორდა ბუნებას და მისი ნება, რომელიც ღვთიური (მსოფლიო) ნების თანაზიარი იყო, მის არსებაში გარდაიქმნა ნებელობად. შემოქმედი იქცა ხელოვანად, შემოქმედება _ ხელოვნებად.
&ნბსპ;
9. ახლა განვიხილოთ ადამიანის, როგორც ოთხწევრა არსებისა და სიყვარულის ურთიერთმიმართების მისტერიული ხასიათი.
ნებისმიერი ცოცხალი ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან. აქედან ხორცი შედგება ორი წევრისაგან: ფიზიკური და ეთერული სხეულებისაგან. ფიზიკური სხეული კვდება, ხოლო ეთერული სხეული ფიზიკური სხეულის სიკვდილთან ერთად იშლება. რაც შეეხება სულს, ისიც ასევე ორი წევრისაგან შედგება: ასტრალური და მენტალური სხეულებისაგან.&ნბსპ;&ნბსპ;სული უკვდავია, ხორცის სიკვდილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ (ეს პერიოდი ყველა სულისთვის ინდივიდუალურია) ის განიცდის ინკარნაციას ახალ ფიზიურ სხეულში _ რაც კარგად არის ახსნილი აღმოსავლურ ფილოსოფიურ დოქტრინებში კარმათა (“კარმა” _ სანსკრიტული სიტყვაა და “მისარგებელს” ნიშნავს) შესახებ.
ე. ი. ადამიანი შედგება ხორცისა და სულისაგან. ადამიანის ხორცი მისი წინაპრებიდან (გენების მეშვეობით) მომდინარეობს და მასში კოდირებულია ყველა ის ცოდვა-მადლი, რაც მის წინაპრებს უტარებიათ. ხოლო სული ინკარნაციის შედეგად მოდის ახალ სხეულში, და მისი წინა ინკარნაციების ცოდვა-მადლის მატარებელია. ანუ, ადამიანი გარკვეული (კონკრეტული) ცხოვრების პერიოდში რომელიღაც გენეტიური და კარმიული კოდების თავშესაყარია.
ცოდვა-მადლი ადამიანში სიყვარულის შედეგია. გენეტიური ცოდვა-მადლი ადამიანის ფიზიკურ თვისებებში და ხასიათში ავლენს თავს, ხოლო კარმიული _ სულიერ მისწრაფებებსა და ინტელექტში. რაც უფრო დიდი სიყვარულის მატარებელია ადამიანის კარმა, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი.
&ნბსპ;
10. ისევე, როგორც ცოდვა-მადლი, განუხორციელებელი იდეაც სულს გადაჰყვება შემდგომ ინკარნაციაში. ადამიანს ეძლევა საშუალება განიწმინდოს და სრულიად განახორციელოს ის სიყვარული, რომელიც მასზე ღვთიური მადლითაა გადმოსული, ეს კი ადამიანში ნების საშუალებით ხდება.
ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს თავის წარსულსა და დღევანდელობაში, მაგრამ იგი აღიქვამს მხოლოდ დღევანდელობას, ხოლო წარსული ღრმადაა მივიწყე ბული დღევანდელობაზე ზედმეტი ნებელობითი ზრუნვის გამო.
ინდივიდის მომავალი მთლიანადაა დამოკიდებული მისივე განვლილი გზის (წარსული ინკარნაციების) სრულ და სწორ აღქმაზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოულოდნელად იხსნება კარმიული კოდი და ადამიანი იხსენებს თავის წინა ინკარნაციას და თითქოს გაფრთხილებად, პირველ პლანზე გასული ცხოვრების ის ეპიზოდები წარმოესახება, რომელთა პრობლემები, გარკვეულწილად, დღევანდელ ცხოვრებაშიც გადასაჭრელი აქვს. თუ ადამიანი გაიაზრებს ამ პრობლემათა სიღრმეებს, მაშინ ის კეთილი ნებით მოახერხებს გაათავისუფლოს თავისი მომავალი წარსული ტკივილებისაგან და სული განვითარების ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს.
ყველაზე დიდი ცოდვა, ადამიანთა მიერ ჩადენილ ცოდვათაგან, სიყვარულის მოკვლაა, ხოლო ყველაზე დიდი მადლი _ სიყვარულის აღსრულება.
&ნბსპ;
&ნბსპ;&ნბსპ;11. აქედან გამომდინარე, ადამიანის მომავალი დამოკიდებულია წარსული ცხოვრების ცოდვა-მადლზე და დღევანდელ ნებაზე. მომავალი (მინიმუმ) სამგვარია: ერთი _ თუ მოვახერხეთ და გავასწორეთ წარსული შეცდომები _ უკეთესი, რადგან ვიწყებთ ცხოვრების ახალ და უფრო მაღალ ეტაპს; მეორე _ თუ ნებელობა დაგვეუფლა და წარსულს დღევანდელი Aშეცდომები დავუმატეთ _ უარესი, რადგან ცხოვრების შემდგომი ეტაპი განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მოგვიწევს; მესამე კი _ თითქოს, გარკვეულწილად, წრეზე ტრიალსა ჰგავს, რადგან არც წარსული შეცდომები გაგვისწორებია და არც დღევანდელი დაგვიმატებია.
ყველაფერ ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, ნათელხილვა მომავალში ალბათურია და ბევრადაა დამოკიდებული ჩვენს წარსულ და დღევანდელ ცხოვრებაზე.
&ნბსპ;
12. რაც შეეხება გენეტიურ კოდს _ რომელიც გენეტიური მეხსიერების მატარებელია: ნებისმიერი ადამიანი თავისი უშუალო წინაპრის გენეტიური მეხსიერების მატარებელია და მასში თავს იჩენს ყველა ის კომპლექსი რომელიც მის წინაპრებს ახასიათებდა. Aამას ემატება მისი ეროვნული ნიშან-თვისებანი, რამეთუ უფრო ფართო მასშტაბით ის თავისი ერის შვილია. უფრო ღრმად, ქვეცნობიერში, ჩამარხულია მისი რასიული მახასიათებელი, რადგან ნებისმიერი ერი რასის წიაღშია ჩამოყალიბებული. Dდიახ, ეს ყველაფერი აისახება ყოველი ინდივიდის ფიზიკურ აგებულებასა და ფსიქიკაში.
კარმიულად ადამიანი სხვადასხვა ინკარნაციაში, შესაძლებელია, აბსოლუტურად განსხვავებულ რასიულ, თუ ეროვნულ ცნობიერებაში მოგვევლინოს. Aამდენად, კარმიულად იგი ზოგადსაკაცობრიო ფენომენს წარმოადგენს.
&ნბსპ;
13. როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, სამწევრა კაცობრიობამ სამ რასას დაუდო საფუძველი _ ლემურულს, ატლანტიდურსა და ნეგროიდულს, რომელთა კულტურების საფუძველი განუყოფელი სიყვარული იყო.
სამწევრა კაცობრიობის დროს შვიდგანზომილებიანი მსოფლიო განუყოფელი იყო და ამდენად სიკვდილი არ არსებობდა. რადგან არ არსებობდა სიკვდილი, არ არსებობდა ინკარნაცია (სულთა გარდასხეულება) და ამდენად არ არსებობდა გენეტიური და კარმიული კოდებიც.
პირველ ოთხწევრა ადამიანთა (ადამ და ევა) მოსვლასთან ერთად დედამიწაზე მოხდა ცოდვის დაცემაც, რამაც გამოიწვია შვიდგანზომილებიანი მსოფლიო სივრცის გაყოფა ორ _ მეტაფიზიკურ და ფიზიკურ _ სივრცედ. იმის გამო, რომ ადამიანისათვის ძნელი შეიქმნა ერთ ცხოვრებაში მიეღწია სრულყოფილებისათვის, რაც სულისა და ხორცის ჰარმონიულ ერთიანობაში მდგომარეობს, აუცილებელი გახდა ადამიანის კოდირებული განხორციელება ახალ-ახალ ეტაპებზე (მდგომარეობებში).
ყველაფერმა ამან ადამიანის ცნობიერებაში წარმოშვა სიყვარულის ორი სახე: პირველი _ სულიერი სიყვარულის, ხოლო მეორე _ ხორციელისა, რაც კარგად აისახა ძველ ელინთა აფროდიტეში.
ადამის შემდგომ ატლანტიდური რასა ახალ, იაფეტურ რასად ჩამოყალიბდა. Aმის შემდგომ კიდევ ორი _ ჯერ სემიტური, შემდგომ კი არიული რასები დადგინდნენ დედამიწაზე, რომლებმაც ძველ, კულტურულ _ მისტერიული ცოდნის ნაგლეჯებზე ააგეს ახალი ცივილიზაციები. Dდა ბოლოს კაცობრიობას შეემატა მონგოლ-თათართა რასა, რომელთაც არავითარი წვლილი არ შეუტანიათ კაცობრიობის არც კულტურულ და არც ცივილიზაციურ მონაპოვარში.
Dდა ბოლოს, თანამედროვე ოთხწევრა კაცობრიობა ექვს რასად იყოფა:
I.&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;ლემურული რასა: წითელ და ყვითელკანიანი ქვერასები (ამერიკელი ინდიელები, ჩინელები, იაპონელები, კორეელები, ავსტრალია და ოკეანედის აბორიგენი მოსახლეობა, მალააზიელები, აფრიკელი ბუშმენები და მადაგასკარელები);
II.&ნბსპ;&ნბსპ;ნეგროიდული რასა: ძირითადად, აფრიკის შავკანიანი მოსახლეობა;
III.&ნბსპ;&ნბსპ;იბერიული (იაფეტური) რასა: კავკასიურ-იბერიული და კელტ-იბერიული (დასავლეთ და ჩრდილო ევროპული მოსახლეობა) ქვერასები;
IV.&ნბსპ;&ნბსპ;სემიტური რასა: ძირითადად არაბები და ებრაელები;
&ნბსპ;V.&ნბსპ;&ნბსპ;არიული რასა: ინდოელები, სლავები, ფარსები, სომხები და სხვა;
VI.&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;მონგო-თათართა რასა: ძირითად მონგოლები და თურქები (თურქმენები, უზბეკები, აზერბიჯანელები, თათრები და სხვა).
Aარსებობენ ადამიანები, რომლებშიც შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ერის, ასევე განსხვავებული რასების სისხლი (გენეტიური კოდი) იყოს შერეული.
&ნბსპ;
&ნბსპ;&ნბსპ;14. ადამიანის განვითარების ინდივიდუალური დონე მასში სიყვარულის ორი სახის ურთიერთმიმართების პროპორციაზეა დამოკიდებული: უმდაბლეს საფეხურზე მდგომი ადამიანი (რეპტილია) მონაა ნებელობითი სიყვარულის (ხორციელი სიამოვნებისა: ვნებები იქნება ეს თუ მატერიული ფასეულობანი. . .); შემდგომი, უფრო მაღალი (მეორე) საფეხური&ნბსპ;მოაზროვნე&ნბსპ;ადამიანია _ რომელშიც ნებელობითი სიყვარული, მართალია, სჭარბობს ნებითს (სულიერს), მაგრამ მეტ-ნაკლებად სულიერი საწყისის ჩანასახები მაინცა აქვს, თუმცა ეჭვი უღრღნის გონებას _ რადგან ის, რისი მატერიალიზებაც ვერ ხდება, ძნელი დასაჯერებელია; მესამე და სრულყოფილებას მიღწეული საფეხური _&ნბსპ;ზნეობრივი&ნბსპ;ადამიანია, რამეთუ მასში სიყვარულის ორივე სახე ჰარმონიულ მიმართებაშია ერთმანეთთან; ხოლო მეოთხე (უმაღლესი) საფეხური&ნბსპ;ზე-კაცია, რომლისთვისაც სიყვარული განუყოფელი ერთარსია და იგი უკვე თავისუფალია ყოველგვარ ვნებათაგან და თავადაა შემოქმედი სიყვარულისა.
&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;
15.&ნბსპ;&ნბსპ;ბიპოლარობის ხასიათი, როგორც წინააღმდეგობათა ერთიანობა, კარგად ჩანს მამაკაცის და დედაკაცის ურთიერთსიყვარულში. ეს სიყვარული ბიპოლარულია ყველა დონეზე და სწორედ ამას გვამცნობს ბიბლია, როცა გვეუბნება: “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” /დაბადება 1 (27) / და კიდევ: “ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. Dდედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული” /დაბადება 2 (22_23) /.&ნბსპ;&ნბსპ;
მაგრამ, ცოდვის დაცემასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა (და აქვს) სიყვარულში ბიპოლარობის რღვევას, გვხვდება ე. წ. ერთსქესობრივი სიყვარული, რომელიც ხორციელი აღტკინება უფროა, ვიდრე სიყვარული. Aასეთი სიყვარული დაკავშირებულია ადამიანის ენერგეტიკული აგებულების რღვევასთან (მამაკაცი ქალის ენერგეტიკული აგებულებით და პირიქით), რაც ფსიქიკისა და ფიზიკური აგებულების რღვევასაც იწვევს. ერთსქესობრივი (და საერთოდ _ ჰომასექსუალური) სიყვარული ბუნების საწინააღმდეგო პროცესია და იგი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სერიოზული დარღვევა (ცოდვა) მსოფლიო წესრიგისა.
&ნბსპ;
16. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის კონკრეტული ცხოვრება ორი _ გენეტიური და კარმიული კოდების თავშესაყარია; ორივე კოდში დაგროვილი ცოდვა-მადლი ერწყმის ერთმანეთს და ჰქმნის კონკრეტულ ინდივიდს (პიროვნებას). ნებისმიერი ინდივიდი თავისთავში მატარებელია როგორც თავის უშუალო წინაპრის, ასევე ზოგადსაკაცობრიო ცოდვა-მადლისა. მაგრამ მას ეძლევა საშუალება (ნება განიწმინდოს მთელი ამ ნაგვისაგან, რომლებმაც მასში მოიყარეს თავი, ეზიაროს ჰარმონიას (განუყოფელ სიყვარულს) და როგორც ლაო-ძი იტყოდა _ მსოფლიურ უსასრულობას შეუერთდეს.&ნბსპ;
კარმიული ცოდვა-მადლი ინდივიდის მეოთხე წევრის (მენტალური, იგივე “მე” სხეული) მეტ-ნაკლებ სრულყოფილებას მიგვანიშნებს, რაც უფრო სრულყოფილია (დიდია მადლი) ინდივიდის “მე”, მით უფრო მძლავრია და სრულყოფილია ადამიანში სიყვარული. ამდენად, ადამიანმა სრულყოფილებას სულიერი განწმენდის გზით (ანუ კარმის განწმენდა _ აღსრულებით) შეიძლება მიაღწიოს და შემდგომ გარდაიცვალოს განუყოფელ სიყვარულში, რაც ძირია ჭეშმარიტი ბედნიერებისა (აბსოლუტური სიმშვიდე _ მარადისობა).

იესო გვმოძღვრავს: “როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. Dდარჩით ჩემს სიყვარულში! თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში. ეს&ნბსპ;&ნბსპ;ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული. ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ” /იოანე 15 (9. 10. 11. 12) /.
მალხაზ გველუკაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий