ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



пятница, 29 ноября 2013 г.

მთვარის ქვა



სამკურნალო თვისებები

ინდიელები ამტკიცებდნენ, რომ თუკი მთვარის ქვას ბნელ ადგილას დავდებთ, მისგან გამოიყოფა სამკურნალო სითხე, რომელსაც შეუძლია შავი მელანქოლიის და ყველაზე სასტიკი ცხელების განკურნებაც კი. ეს მშვენიერი პროფილაქტიკური საშუალებაა აპათიის წინააღმდეგ. კურნავს მაღალ ტემპერატურას და თირკმელების დაავადებებს, ანთებებს და ინფექციებს, ღებინებას; სიყვითლეს და ღვიძლის სხვა დაავადებებს. ტიბეტურ მედიცინაში მთვარის ქვას იყენებდნენ ფსიქიური დაავადებების, ეპილეფსიის, სხვადასხვა ნერვული გულყრების და ნერვული სისტემის გადაღლილობის სამკურნალოდ.

მაგიური თვისებები

მთვარის ქვა ყოველთვის ითვლებოდა მისტიურ ქვად. რომაელები თვლიდნენ, რომ იგი მთვარის სინათლისგან წარმოიქმნება. ევროპაში მთვარის ქვა ივნისის ზოდიაქოს ქვას განეკუთვნება.

ითვლებოდა, რომ მთვარის ქვამზის ანტაგონისტია და უცნაური კავშირი აქვს მთვარესთან. იგი ახდენს მთვარის დადებითი ძალების კონცენტრაციას.

ევროპელების აზრით ეს ქვა ჯანმრთელობის, სიმდიდრის და დღეგრძელობის სიმბოლოა. ინდოელების აზრითიმედის. იგი სასიკეთოა ქალებისთვის, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ბრიტანეთის კუნძულებზე არსებობს ლეგენდა, რომ მთვარის ქვა იძლევა ორატორულ ნიჭსა და დარწმუნების უნარს.

ითვლებოდა, რომ მთვარის ქვა აძლიერებს მეხსიერებას და ეხმარება პატრონსცხოვრებისეული ხაფანგებისა და უსიამოვნებებისთავიდან აცილებაში. იგი აძლიერებს მის ემოციურობას, სიყვარულს მშობლიური კერისადმი (სახლისადმი) და ამავდროულად იძლევა ადგილის შეცვლის სურვილს. იძლევა ასევე მეოცნებე ხასიათს, სირბილეს, სიფაქიზეს, აღძრავს კარგ მოგონებებს; იძლევა სულიერ სიმშვიდეს და გაწონასწორებულობას (განსაკუთრებით მთვარიან ღამეებში), ხსნის შინაგან დაძაბულობას და აშორებს რისხვას. არბილებს ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანებს. იგი სახიფათოა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზედმეტად მეოცნებენი, ჩაკეტილნი და კაპრიზულნი არიან, რადგანაც ამწვავებს ამ უარყოფით თვისებებს. მთვარის ქვა იძლევა სიფრთხილეს საუბრის დროს და კეთილგონიერებას მოქმედებებში. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყანაში იგი ითვლება ბანქოს მოთამაშეების ქვად.

მთვარის ქვა ბედნიერების მომტანად ითვლებოდა და ფასობდა, როგორც ძვირფასი ქვა შეყვარებულებისთვის საჩუქრად, რადგანაც ხელს უწყობდა ნაზი გრძნობების გაღვიძებას; ასევე იძლეოდა მომავლის დანახვის შესაძლებლობას. ამისთვის საჭირო იყო მისი ენის ქვეშ ჩადება სავსემთვარეობის დროს.

ინდური ასტროლოგია მთვარის ქვას განსაკუთრებით სასარგებლოდ თვლის მათთვის, ვინც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაიბადა.

მაგიაში ითვლება, რომ მთვარის ქვა მთვარის ფაზების შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ, ამასთან ახალმთვარეობაზე იგი განსაკუთრებული ნათებით ივსება, ამ მომენტში მასში კონცენტრირდება მთელი მისი მაგიური ძალა. იგი ყველაზე შესაფერისი ქვაა ადამიანებისთვის, რომლებიც სავსემთვარეობის დროს დაიბადნენ.

მოქმედება ჩაკრებზე:

მთვარის ქვა დეადებით ზეგავლენას ახდენს მანუპურა, ანაჰატა, აჯნა და საჰასრარა ჩაკრებზე.

ენერგია:

მიმღები ინი (შთანთქავს ენერგიას).

ცოდვითდაცემულნი

ცოდვითდაცემულნი, მე 8 სფერო და შავი მთვარე .
ბიბლიური შეხედულებებით ადამიანის უკვდავების დაკარგვა და სამყაროში ბოროტების  წარმოქმნა დაკავშირებული ცოდვადაცემასთან.
ადამი და ევა , რომლებმაც დაარღვიეს აკრძალვა და შეჭამეს ნაყოფი შემეცნების ხიდან (კეთილის და ბოროტების) , იყვნენ განდევნილნი სამოთხიდან და დაკარგეს ღვთის მსგავსება, როგორც მათმა შთამომავალმა.
ეზოთერიული  ახსნა ცოდვა დაცემის შეგვიძლია ვნახოთ ცნობილი ოკულტისტების ნაშრომებში.
ადამიანის ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე ჩაერივნენ გარკვეული სულიერი არსებები მთვარის ბუნების,  ჩამორჩენილები თავის განვითარებაში, ამდაგვარად მათი ზეგავლენა ადამიანის ასტრალურ სხეულზე გაანთავისუფლა ადამიანი ღვთის ფარველობისგან. ადამიანმა მიიღო ძალაუფლება მართოს შემეცნების პროცესები, მაგრამ ამ ძალაუფლების წყარო გახდა ასტრალური სხეული. „მე“ ასტრალურ სხეულზე მაღლა მდგომი გახდა დამოკიდებული ასტალურ სხეულზე, ამიტომაც ადამიანი გახდა დამოკიდებული მუდმივ ზეგავლენაზე თავის ბუნების უმდაბლეს ელემენტზე.
 ანტროფოსობიურ რეზონკრეიცერულ ტრადიციებში, ამ არსებებს უწოდებენ ლუციფერის და არიმანის სულებს. მათთან შეხებამდე ადამიანს არ გააჩნდა თავისუფალი ნება, ხოლო მისი გონიერება იყო სარკე რომელიც ირეკლავდა სამყაროსწყობას. იმ მომენტიდან რაც ასტრალური ელემენტი იყო ჩართული მთვარის სულებით, ადამიანის მემ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ ამასთანავე შესაძლებლობა შეცდომის და ბოროტების კეთება. ამათან ერთად ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გაცნობიერებულად აირჩიოს სიკეთე ან ბოროტება.
 თავდაპირველი ჩანაფიქრით ადამიანში უნდა ებატონა უმაღლეს მზიურ საწყისს, მაგრამ მთვარის სულების ზემოქმედებით ადამიანის ცნობიერებაში წარმოიქმნა შიდა კონფლიქტი უმეღლეს მე-ს და ამ სულების ზეგავლენას შორის. ამის გამო თავდაპირველი გეგმა ადამიანის ევოლუციის იყო დარღვეული და ადამიანი ჩაეფლო მიწიერ მატერიაში უფრო ადრე და უფრო ღრმად, ვიდრე ეს მისთვის იყო განკუთვნილი.
 ადამიანის ევოლუცია - ეს პირველ რიგში გონების ევოლუციაა. ევოლუციის გეგმის მიხედვით , ადამიანმა უნდა გაიაროს თანმიმდევრობით 7 ევოლუციური სტადია, გონების 7 საფეხური.
 7 პლანეტარული პერიოდი, რომლებიც ახასიათებენ ამ შვიდ სტადიას ატარებენ 7 პლანეტის სახელს: სატურნი, მზის, მთვარის, დედამიწის , იუპიტერის, ვენერის და ვულკანის. აუცილებელია სწორად განსაზღვროდ ,  რომ ამ პერიოდებს არა აქვთ არავითარი კავშირი თანამედროვე მზის სისტემის პლანეტებთან.
 სატურნის პერიოდში წარმოიქმნა, პირველი ფიზიკური სხეულები- მინერალები. ადამიანის გონი ღრმა ტრანსულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს მინერალების გონი იყო.
 მზის პერიოდში ფორმირდებოდა ეთერული სხეული. გონიერება იმყოფებოდა ძილის მდგომარეობაში სიზმრების გარეშე. ეს მცენარეების გონის მსგავსია, რომელსაც თანამედროვე ადამიანები განიცდიან, როგორც ატავიზმს ღამით.
 მთვარის პერიოდში ფორმირდებიდა ასტრალური სხეული. გონიერება იმყოფებოდა ძილის მდგომარეობაში სიზმრებთან ერთად. ეს ესადაგება ცხოველების გონს.
 დედამიწის პერიოდში ვითარდემა „მე“. წარმოიქმნება ფიზიკური სხეული .  გონიერება ხდება საღი, ფხიზელი. ეს ადამიანის გონია
 იუპიტერის პერიოდი მანას ესადაგემა. ამ დროს ადამიანი დაბრუნდება მთვარის პერიოდის  ასტრალურ გონში, მაგრამ ამასთანავე ის შეინარჩუნებს საღ მიწიერ გონს. როდესაც დადგენა იუპიტერის პერიოდი ახლანდელი მიწიერი სხეულუ გახდება მისი მთვარე.
 ვენერას პერიოდი ესადაგება ბუდხას. ადამიანთან დაბრუნდება მზიური გონი, მაგრამ ამასთანავე შენარჩუნდება ასტრალური და დღიური ფხიზელი გონი.
ვულკანის პერიოდი ესადაგება ატმას. ადამიანის გონება დაბრუნდება სატურნის პერიოდში თან ამასთანავე ის შეინარჩუნებს მზიურ , მთვარისეულ და მიწიერ გონს.


დოსიე მეტოქეზე

დოსიე მეტოქეზე

მეუღლე ან (შეყვერებულმა) გიღალატათ. პირველი სურვილი, რაც ამ სიტუაციაში გეუფლებათ, ის არის, რომ ისევე შეურაწმყოთ მამაკაცი , როგორც თავად ხართ შეურაწმყოფილი. არა , არ გირჩევთ , უმჯობესია , კარგათ გაარკვიოთ, ვინ არის თქვენი მეტოქე, როგორია და რით შეეძლო თქვენც გვერდით მყოფი მამაკის მოეხიბლა. თუმცა , ყველაზე კარგი ის იქნება , თუ ჯერ კიდევ ღალატამდე გაარკვევთ , როგორი ქალები მოსწონს პარტნიორს. რა უყვარს და რა აღიზიანებს თქვენს ურთიერთობებში. ამ ხერხით აუცილებლად დაამარცხებთ პოტენციურ მეტოქეს. ამითვის კი მოდით , ბრძენ პლანეტებს მივმართოთ...
ტრაგიკული ადამიანური ვნების მარადიულ და მიუკერძოებელ მოწმეებს. მაშ  ასე, თუ კი თქვენი ქმარი... ვერძია , საიდუმლო შეყვარებული

ლომისა და თევზის სიმბიოზი - ეს მართლაც პარადოქსული შესაბამისობაა, მაგრამ... ასეთ ქალებში ლომის მედიდურობას თევზების გრადაცია ემატება . მას უყვარს გარეგნული ბრწყინვალება და თაყვანისცემლები, მასში თავმოყრილია ერთმანეთის საპირისპირო თვისებები ... თავდაჯერებულობა და ფაქიზი ხასიათი რაც დრპდადრო მის სულიერ აფორიაქებას იწერს, ის არ არის მომთხოვნი , მაგრამ გარშემომყოფნი ასრულებენ მის სურვილებს , ვიღაც აღფრთოვანებულია მისით , ვიღაცას ეცოდება.
რაც შეეხება ცეცხლოვან ვერძს , იმისათვის  რომ თავი ჭეშმარიტ მამაკაცათ იგრძნოს ეს სჭირდება: ქალის ერთდროული სისუსტე და ძლიერება.

ქორწინებაში უკმაყოფილოა :
საოჯახო საქმეების ერთფეროვნებით და მოწყენილობით, მეუღლის სიმშვიდით. მას არ ყოფნის რომანტიკული განწყობა , სინაზე, გარეგნული ბრწყინვალება და ნატიფი გრძნობები, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, „რევოლუციონერი“ ვერძისთვის , სერიოზული კავშირი „სასწორის“ თვისებების მქონე ქალებთან არის შესაძლებელი. მას აუცილებლად სჭირდება ვიღაც , ვინც მყარად დგას დედამიწაზე, მშვიდი და ჭკვიანია, რეალურად აფასებს მოვლენებს, თუმცა ყოველივე ამის გარდა , დახვეწილი და ურთიერთობის მოყვარულიც არის.
კურო. საიდუმლო შეყვარებული:
ყველაზე ხშირად ქალწულისა და ვერძის თვისებებით არის დაჯილდოებული, ეს ქალი მუდმივად დაძაბულია  იმ შემთხვევაშიც კი  თუ მას მისი გარეგნობა

რა არის ზოდიაქო



დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლებისთვის ,პლანეტები ვარსკვლავურ ფონზე მოძრაობენ(ან ”უძრავი ვარსკვლავების” ფონზე) პლანეტები-აქტიური საწყისია,ვარსკვავების ფონი-პასიური. შეიძლება ითქვას,რომ ვარსკვლავური ფონი-ეს არის ყოვლისშვემძლე პოტენციალის ველი,ხოლო პლანეტები,მისი ხვადასხვა მონაკვეთის გავლით ააქტიურებენ მის ამა თუ იმ პოტენცილს და აცოცხლებენ მას.
საუკუნეების განმავლობაში ყველა განვითარებული კულტურა აერთიანებდა ვარსკვლავებს და თანავარკვლავედებს,საკუთარი მითებისა და ლეგენდების ცაზე პროექტირებით. ასტროლოგია დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თანავარსკლავედებით. ასტროლოგები თვალყურს ადევნებდნენ ამომავალ თანავარსკვლავედებლ, რომელი  თანავარსკვლავედები კულმინირებდნენ თუ სად მდებარეობდნენ მოცემულ მომენტში პლანეტები და ამ ყველაფრის საფუძველზე აკეთებდნენ დასკვნებს.ჰოროსკოპული ასტროლოგიის განვითარების ფარგლებში (ჰოროსკოპი,როგორც ჩვენ მოგვიანებით მოვიხსენიებთ-ეს არის კოსმიური სიტუაციის სქემატური გამოსახულება რომელიმე კონკრეტული მომენტის დროს) საჭირო გახდა სქემატური,მაგრამ ზუსტი საშუალება ვარსკვლავური ფონის პოტენციალის გამოსახატად. თანავარსკვლავედები ამისათვის არ გამოდგებოდა,რადგან მათ სხვადასხვა ხანგლძლივობა აქვთ,თანაც სხვადასხვა კულტურები სხვადასხვანაირად განსაზღვრავდნენ ერთი და იმავე თანავასკვლევედების საზღვრებს და სხვასხვა სახელებსაც არქმევდნენ.ასე წარმოიქმნა ზოდიაქო-ცის კამარის თორმეტ სხვადასხვა ნაწილად დაყოფის საშუალება.  ყოველი მათგანის სახელწოდება წარმოადგენს ერთ ერთი თანავარსკვლავედის სახელს. ამორჩეული თანავარსკვლავედები იყვნენ ისინი,რომლებსაც გადის ეკლიპტიკას-მზის წლიური გზას ვარსკვლავებთან მიმართებაში.რა თქმა უნდა თქვენ ისინი გეცოდინებათ:ვერძი,კურო,ტყუპები,კირჩხიბი,ლომი,ქალწული,სასწორი,მორიელი,მშვილდოსანი,თხისრქა,მერწყული და თევზები. იქიდან გამომდინარე,რომ მთელი წრე მოიცავს 360 გრადუსს,ყოველი ამ ზოდიაქოს ნიშანი 30 გრადუსს მოიცავს. ეს არის ზოდიაქოს გამოსახულება სადაც თქვენ იპოვნით ნიშნების სიმბოლურ გამოსახულებებს და სახელებს:ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა- რატომ არის ზუსტად თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი? ამ ციფრს ღრმა ფესვები აქვს  ეზოთერიკაში და რა თქმა უნდა ზოდიაქოს კონცეფცია მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების გააზრებიდან არ გაჩენილა. სხვადასხვა ეზოთერულ ნაშრომებში ზოდიაქოს უწოდებენ ” ღვთის სიტყვას”, ”ადამ კადმონს”,”ადამის საიდუმლოებას” და სხვადასხვა იდუმალ სახელებს. მაგრამ ჩვენ ვართ პრაქტუკული ასტროლოგიით დაკავებულები და ამ ღრმა თემას სხვა,უფრო მოხერხებული შემთხვევისთვის შემოვინახავთ.
ხოლო რაც შეეხება ”იხვს”, ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანს,ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. ხალხის დიდი ნაწილის მტრული დამოკიდებულის გამოხატულება ასტროლოგიის მიმართ. ამ მტრობის მიზეზებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ,მაგრამ დავუბრუნდეთ პრაქტიკას. პრაქტიკულად  მეცამეტე ზოდიაქოს შეხედულებიდან გამომდინარე  უაზრობაა-იგივეა რაც კვადრატში მეხუთე კუთხე.
შევაჯამოთ ზემოთ ნათქვამი.

ზოდიაქო-ეს არის ვარსკვლავური ცის  სქემატური გამოსახულება,რომრლიც გამოიყენება ჰოროსკოპულ ასტროლოგიაში. ზოდიაქო დაფუძნებულია ეკლიპტიკაზე-იგი წარმოადგენს ზოდიაქოს ღერძს და მოისაზრებს ეკლიპტიკასთან დაკავშირებულ ცის ნაწილს. ყველა პლანეტა ზოდიაქოს მიხედვით მოძრაობს ეკლიპტიკის გასწვრივ. ზოდიაქო შეიცავს თორმეტ 30-გრადუსიან მონაკვეთს, ზოდიაქოს ნიშნის სახელით.geoastro.ge

სიყვარულის ორი სახე



1. სიყვარულის არსში წვდომის სურვილი უხსოვარი დროიდან აღელვებდა ადამიანის გულსა და გონებას. მრავალი ფილოსოფოსისა თუ პოეტის სიცოცხლე დაიხარჯა სიყვარულის სიღრმეების აღქმაში. ოლიმპიურ რელიგიაში სიყვარულის ქალღმერთს აფროდიტე ერქვა სახელად. ძველი ელინები განარჩევდნენ ორგვარ აფროდიტეს _ აფროდიტე ურანიას და აფროდიტე პანდემოსს. პირველი ციური სუყვარულის განსახიერება იყო, ხოლო მეორე _ უხეში, ხორციელი სიყვარულის.&ნბსპ;&ნბსპ;პირველი უნერგავდა ადამიანებს სათნოებისა და სიმპათიის გრძნობას, ხოლო&ნბსპ;&ნბსპ;მეორე _ სიძვისა და ხორციელი აღტკინების . . .
მაგრამ, ყოველივე ამის უკან უზარმაზარი მისტერიული ცოდნა იმალებოდა . . . ძალაში რჩება კითხვები: და მაინც, რა არის სიყვარული? Aარსებობს კი ის საერთოდ? Dდა თუ არსებობს, როგორია ის?
შეძლებისდაგვარად ვეცდები ვუპასუხო.
&ნბსპ;
2.&ნბსპ;&ნბსპ;სიყვარული _ მიზეზია იმ პირველადი ენერგიისა, რომლის მეშვეობითაც ამოძრავდა მარადისობა (ქრონოსი), შეიქმნა დრო და შემდგომ, დროში _ შვიდგანზომილებიანი მსოფლიო.
სიყვარული, თავისი არსით, განუყოფელია და მისი გარეგნული ბიპოლარობის მიზეზები მისსავე წიაღში იმალება. სიყვარულის ბიპოლარობა, ენერგიის ბიპოლარობის მსგავსად, წინააღმდეგობათა ერთიანობაში მდგომარეობს.
სიყვარული სრულ ლოგოსში, ანუ ჰარმონიულ ციკლში მეორე ლოგოსის ფუნქციაა, მაგრამ იგი თავისი არსით პირველ და მესამე ლოგოსშიც ცენტრალურ ადგილს იჭერს, რამეთუ ყოველი ლოგოსის აღსრულება დროში მოხდა (და ხდება).
აქედან გამომდინარე, სიყვარული შვიდგანზომილებიანი მსოფლიოს ერთიან სივრცეში მთლიანად შეიგრძნობა (აღიქმება).
&ნბსპ;
3. ზემოთქმულიდან შესაძლებელია დავასკვნათ: შესაქმის პიველადი იდეა (მსოფლიო ნება) და მიზეზი მისი (იდეის) განხორციელებისა სიყვარული იყო _ და ამ სიყვარულს მსოფლიური სიყვარული შეიძლება ეწოდოს.
სიყვარული, თავისი ძირეული არსით, ზეგრძნობადი სუბსტანციაა და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიისა.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სიყვარულის ბიპოლარობა წინააღმდეგობათა ერთიანობაში მდგომარეობს _ რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თავის თავში მოიცავს “ჰო”-საც და “არა”-საც, ე. ი. ბუნებაში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არავითარი და არაფერი წინააღმდეგობა (დაპირისპირება). რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ისინი მხოლოდ ოთხწევრა ადამიანის კუთვნილებად შეიძლება ჩაითვალოს (მეოთხე წევრი “მე” _ მენტალური სხეული) და მაინც, ისინი სიყვარულის დაპირისპირებულ (საწინააღმდეგო) მცნებებად ვერ გამოდგებიან: სიძულვილი _ სიყვარულის აგრესიული გამოვლინებაა, ხოლო ვნება _ ნებელობითი და თუ ჩავუღრმავდებით, ორთავე ერთსა და იმავე ფესვებზეა აღმოცენებული.
&ნბსპ;
4. კაცობრიობის ისტორია, პირობითად, სიყვარულის ორ ძირეულ პერიოდს ოცნობს: პირველი _ განუყოფელი სიყვარულის პერიოდი, რომელიც სამწევრა ადამიანთა არსებობის თანაზიარი იყო, და მეორე _ ოთხწევრა ადამიანმა სიიყვარულის ბიპოლარობა დაპირისპირებულთა ერთიანობის ნაცვლად, ორ, აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხავ სუბსტანციად შეიმეცნა: სიძულვილი _ ამ შემთხვევაში როგორც სიყვარულის გამომრიცხავი, მისი აბსოლიტურად საწინააღმდეგო სახე.
ორივე პერიოდი ცალ-ცალკე განხილვის ღირსია.
&ნბსპ;
5. ახლა მოკედ მიმოვიხილოთ პირველი პერიოდი _ სამწევრა კაცთა განუყოფელი სიყვარულის პერიოდი. Aამ პერიოდს პრეისტორიული პეროიდიც შეიძლება ეწოდოს.
ამ პერიოდში დედამიწას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული დღევანდელი ფორმა. ხმელეთი ერთად იყო შეკრებილი და ერთიან დიდ კონტინენტს _ ლავრაგონდიას (ლავრაზია + გონდვანა) _ ჰქმნიდა, ხოლო დედამიწის დანარჩენი ნაწილი ერთიანად წყლით იყო დაფარული (დაინტერესებულმა მკითხველმა ერთიანი კონტინენტის დაშლის ვეგენერისეული თეორია გეოლოგიურ სახელმძღვანელოებში შეუძლია იხილოს). ხმელეთის, წყალთან შედარებით, მაღალი სიმკვრივისა და კუთრი წონის გამო, დედამიწის სიმძიმის ცენტრი ხმელეთის მხარეს უნდა ყოფილიყო გადაწონილი და დედამიწას მზისთვის სულ ხმელეთით უნდა ეყურებინა, რაც წარმოშობდა დედამიწის ღერძის (რომლის გარშემოც ახლა ბრუნავს) არ არსებობას. ხმელეთზე, მზისკენ მიქცევის გამო, მუდამ “დღე” იქნებოდა, (ანუ, დღისა და ღამის მონაცვლეობა ვერ იარსებებდა, რადგან დედამიწას არ ჰქონდა ღერძი, რომლის გარშემოც იბრუნებდა).
ამ თავში, ჩემს მიზანს არ შეადგენს, გამოვთქვა ჩემეული მოსაზრებები გონდვანიის დაშლის მეტაფიზიკური მიზეზებისა თუ პროცესების შესახებ. ჩემი მიზანია აღვწერო იმდროინდელი კაცობრიობა _ როგორც დღევანდელისაგან განსხვავებული სამწევრა ფენომენი.
&ნბსპ;
&ნბსპ;6. იმდროინდელი კაცობრიობა თავიდანვე ჩამოყალიბდა სამ რასად, რომელმაც სამი, ერთმანეთისაგან განსხვავებული კულტურა შექმნა.
პირველი, ლავრაგონდიას სამხრეთ ნაწილში, ჩამოყალიბდა ლემურული რასა _ რომელიც უშუალო წინაპარია თანამედროვე კაცობრიობის წითელ და ყვითელკანიანი მოსახლეობისა. ამ რასამ მძლავრი ეთერულ-ენერგეტიკული კულტურა შექმნა.
მეორე, ლავრაგონდიას ჩრდილოეთ ნაწილში, ჩამოყალიბდა ატლანტიდური რასა _ რომელიც უშუალო წინაპარია თანამედროვე იაფეტურ-იბერიული რასისა და რომელმაც საფუძველი დაუდო ასტრალურ კულტურას.
ხოლო მესამე, ლავრაგონდიის ცენტრალურ ნაწილში, მისი (ლავრაგონდიის) მთლიანობის რღვევის პერიოდში ჩამოყალიბდა ნეგროიდული (შავი) რასა, რომელმაც შექმნა მძლავრი ფიზიკური (ფორმათა დინამიური) კულტურა.
სამივე ეს კულტურა შეიძლება გავაცნობიეროთ როგორც სიყვარულის მისტერიებზე დაფუძნებული კულტურა.
&ნბსპ;
7. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაშინდელი კაცობრიობა სამწევრა იყო _ მათ არ ჰქონდათ მეოთხე, ანუ მენტალური (“მე”) სხეული. მათი პირადი “მე” მსოფლიო “მე”-ს თანაზიარი იყო, რის გამოც ისინი კი არ შეიმეცნებდნენ, არამედ ჭვრეტდნენ და ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყვნენ ბუნებასთან _ რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი საკუთარ თავს თვლიდნენ დანარჩენი მსოფლიოს სისხლხორცეულ ნაწილად (და არა _ დანარჩენი მსოფლიო, როგორც “მე”-ს აღქმის ნაყოფი).
ამდენად, მაშინდელი კაცობრიობა მსოფლიური სიყვარულის თანაზიარი იყო, რის გამოც არ არსებობდა “ჰო” და “არა” _ როგორც ცალკეული და დაპირისპირებული ერთეულები. “ჰო” და “არა” იყო ერთიანი (დაპირსპირებათა ერთიანობა) და სიყვარულის ბიპოლარობა აღიქმებოდა, როგორც მის არსში არსებული განუყოფელი პრინციპი.
პრეისტორიული საზოგადოების კულტურული მისტერია იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ფლობდნენ ლოგოსს, რის გამოც ყველა ის პრობლემა, დღევანდელი ცივილიზაციის წინაშე რომ დგას, არ არსებობდა.
&ნბსპ;
8. ახლა განვიხილოთ მეორე, ანუ ოთხწევრა ადამიანთა პერიოდი დედამიწაზე. ეს არის ცივილიზაციების (იგივე, ტექნიკური პროგრესის) პერიოდი.
ისმება კითხვა: რა არის კულტურა და რა არის ცივილიზაცია და არის თუ&ნბსპ;&ნბსპ;არა განსხვავება მათ შორის?
კულტურა სულიერი მოთხოვნილებაა და ამიტომ ის ინტუიციის (ჭვრეტის) მეშვეობით შემოდის ჩვენში, ხოლო ცივილიზაცია მენტალური (აზროვნებითი) პროცესია&ნბსპ;&ნბსპ;და&ნბსპ;&ნბსპ;მასთანაა&ნბსპ;&ნბსპ;დაკავშირებული ტექნიკური პროგრესი. კულტურა მისტერიული ხასიათისაა და ადმიანის სულიერ სრულყოფილებას ამსახურება. ცივილიზაცია&ნბსპ;&ნბსპ;კი უფრო განსჯითია (მეცნიერული ხასიათი აქვს) და ხორციელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. კულტურა “ამბობს” _ “მე მსოფლიოს ნაწილი ვარ და . . . ასეა” (იგი არ მსჯელობს). ცივილიზაცია მსჯელობს: “შესაძლებელია, რომ მე მსოფლიოს ნაწილი ვარ” და ან “შესაძლებელია, რომ მსოფლიო ჩემი შეგრძნებათა ნაყოფია”, ან კიდევ “ეს ან ასეა, ან არ არის ასე” _ მოკლედ აზროვნებს და სჯერა მხოლოდ იმისი, რისი დასაბუთებაც შეუძლია.
ცივილიზაცია ადამიანის მენტალიტეტის (“მე”-ს) გაორების შედეგია (ლოგიკა) რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა თავში.
დიახ, ადამიანი დაშორდა თავის სულიერ (კულტურულ) საწყისებს და მასში შეიქმნა ვაკუუმი (ეჭვი) რომლის შესავსებადაც ტექნიკური პროგრესი (ცივილიზაცია) დასჭირდა. მოკლედ, ადამიანი დაშორდა ბუნებას და მისი ნება, რომელიც ღვთიური (მსოფლიო) ნების თანაზიარი იყო, მის არსებაში გარდაიქმნა ნებელობად. შემოქმედი იქცა ხელოვანად, შემოქმედება _ ხელოვნებად.
&ნბსპ;
9. ახლა განვიხილოთ ადამიანის, როგორც ოთხწევრა არსებისა და სიყვარულის ურთიერთმიმართების მისტერიული ხასიათი.
ნებისმიერი ცოცხალი ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან. აქედან ხორცი შედგება ორი წევრისაგან: ფიზიკური და ეთერული სხეულებისაგან. ფიზიკური სხეული კვდება, ხოლო ეთერული სხეული ფიზიკური სხეულის სიკვდილთან ერთად იშლება. რაც შეეხება სულს, ისიც ასევე ორი წევრისაგან შედგება: ასტრალური და მენტალური სხეულებისაგან.&ნბსპ;&ნბსპ;სული უკვდავია, ხორცის სიკვდილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ (ეს პერიოდი ყველა სულისთვის ინდივიდუალურია) ის განიცდის ინკარნაციას ახალ ფიზიურ სხეულში _ რაც კარგად არის ახსნილი აღმოსავლურ ფილოსოფიურ დოქტრინებში კარმათა (“კარმა” _ სანსკრიტული სიტყვაა და “მისარგებელს” ნიშნავს) შესახებ.
ე. ი. ადამიანი შედგება ხორცისა და სულისაგან. ადამიანის ხორცი მისი წინაპრებიდან (გენების მეშვეობით) მომდინარეობს და მასში კოდირებულია ყველა ის ცოდვა-მადლი, რაც მის წინაპრებს უტარებიათ. ხოლო სული ინკარნაციის შედეგად მოდის ახალ სხეულში, და მისი წინა ინკარნაციების ცოდვა-მადლის მატარებელია. ანუ, ადამიანი გარკვეული (კონკრეტული) ცხოვრების პერიოდში რომელიღაც გენეტიური და კარმიული კოდების თავშესაყარია.
ცოდვა-მადლი ადამიანში სიყვარულის შედეგია. გენეტიური ცოდვა-მადლი ადამიანის ფიზიკურ თვისებებში და ხასიათში ავლენს თავს, ხოლო კარმიული _ სულიერ მისწრაფებებსა და ინტელექტში. რაც უფრო დიდი სიყვარულის მატარებელია ადამიანის კარმა, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი.
&ნბსპ;
10. ისევე, როგორც ცოდვა-მადლი, განუხორციელებელი იდეაც სულს გადაჰყვება შემდგომ ინკარნაციაში. ადამიანს ეძლევა საშუალება განიწმინდოს და სრულიად განახორციელოს ის სიყვარული, რომელიც მასზე ღვთიური მადლითაა გადმოსული, ეს კი ადამიანში ნების საშუალებით ხდება.
ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს თავის წარსულსა და დღევანდელობაში, მაგრამ იგი აღიქვამს მხოლოდ დღევანდელობას, ხოლო წარსული ღრმადაა მივიწყე ბული დღევანდელობაზე ზედმეტი ნებელობითი ზრუნვის გამო.
ინდივიდის მომავალი მთლიანადაა დამოკიდებული მისივე განვლილი გზის (წარსული ინკარნაციების) სრულ და სწორ აღქმაზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოულოდნელად იხსნება კარმიული კოდი და ადამიანი იხსენებს თავის წინა ინკარნაციას და თითქოს გაფრთხილებად, პირველ პლანზე გასული ცხოვრების ის ეპიზოდები წარმოესახება, რომელთა პრობლემები, გარკვეულწილად, დღევანდელ ცხოვრებაშიც გადასაჭრელი აქვს. თუ ადამიანი გაიაზრებს ამ პრობლემათა სიღრმეებს, მაშინ ის კეთილი ნებით მოახერხებს გაათავისუფლოს თავისი მომავალი წარსული ტკივილებისაგან და სული განვითარების ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს.
ყველაზე დიდი ცოდვა, ადამიანთა მიერ ჩადენილ ცოდვათაგან, სიყვარულის მოკვლაა, ხოლო ყველაზე დიდი მადლი _ სიყვარულის აღსრულება.
&ნბსპ;
&ნბსპ;&ნბსპ;11. აქედან გამომდინარე, ადამიანის მომავალი დამოკიდებულია წარსული ცხოვრების ცოდვა-მადლზე და დღევანდელ ნებაზე. მომავალი (მინიმუმ) სამგვარია: ერთი _ თუ მოვახერხეთ და გავასწორეთ წარსული შეცდომები _ უკეთესი, რადგან ვიწყებთ ცხოვრების ახალ და უფრო მაღალ ეტაპს; მეორე _ თუ ნებელობა დაგვეუფლა და წარსულს დღევანდელი Aშეცდომები დავუმატეთ _ უარესი, რადგან ცხოვრების შემდგომი ეტაპი განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მოგვიწევს; მესამე კი _ თითქოს, გარკვეულწილად, წრეზე ტრიალსა ჰგავს, რადგან არც წარსული შეცდომები გაგვისწორებია და არც დღევანდელი დაგვიმატებია.
ყველაფერ ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, ნათელხილვა მომავალში ალბათურია და ბევრადაა დამოკიდებული ჩვენს წარსულ და დღევანდელ ცხოვრებაზე.
&ნბსპ;
12. რაც შეეხება გენეტიურ კოდს _ რომელიც გენეტიური მეხსიერების მატარებელია: ნებისმიერი ადამიანი თავისი უშუალო წინაპრის გენეტიური მეხსიერების მატარებელია და მასში თავს იჩენს ყველა ის კომპლექსი რომელიც მის წინაპრებს ახასიათებდა. Aამას ემატება მისი ეროვნული ნიშან-თვისებანი, რამეთუ უფრო ფართო მასშტაბით ის თავისი ერის შვილია. უფრო ღრმად, ქვეცნობიერში, ჩამარხულია მისი რასიული მახასიათებელი, რადგან ნებისმიერი ერი რასის წიაღშია ჩამოყალიბებული. Dდიახ, ეს ყველაფერი აისახება ყოველი ინდივიდის ფიზიკურ აგებულებასა და ფსიქიკაში.
კარმიულად ადამიანი სხვადასხვა ინკარნაციაში, შესაძლებელია, აბსოლუტურად განსხვავებულ რასიულ, თუ ეროვნულ ცნობიერებაში მოგვევლინოს. Aამდენად, კარმიულად იგი ზოგადსაკაცობრიო ფენომენს წარმოადგენს.
&ნბსპ;
13. როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, სამწევრა კაცობრიობამ სამ რასას დაუდო საფუძველი _ ლემურულს, ატლანტიდურსა და ნეგროიდულს, რომელთა კულტურების საფუძველი განუყოფელი სიყვარული იყო.
სამწევრა კაცობრიობის დროს შვიდგანზომილებიანი მსოფლიო განუყოფელი იყო და ამდენად სიკვდილი არ არსებობდა. რადგან არ არსებობდა სიკვდილი, არ არსებობდა ინკარნაცია (სულთა გარდასხეულება) და ამდენად არ არსებობდა გენეტიური და კარმიული კოდებიც.
პირველ ოთხწევრა ადამიანთა (ადამ და ევა) მოსვლასთან ერთად დედამიწაზე მოხდა ცოდვის დაცემაც, რამაც გამოიწვია შვიდგანზომილებიანი მსოფლიო სივრცის გაყოფა ორ _ მეტაფიზიკურ და ფიზიკურ _ სივრცედ. იმის გამო, რომ ადამიანისათვის ძნელი შეიქმნა ერთ ცხოვრებაში მიეღწია სრულყოფილებისათვის, რაც სულისა და ხორცის ჰარმონიულ ერთიანობაში მდგომარეობს, აუცილებელი გახდა ადამიანის კოდირებული განხორციელება ახალ-ახალ ეტაპებზე (მდგომარეობებში).
ყველაფერმა ამან ადამიანის ცნობიერებაში წარმოშვა სიყვარულის ორი სახე: პირველი _ სულიერი სიყვარულის, ხოლო მეორე _ ხორციელისა, რაც კარგად აისახა ძველ ელინთა აფროდიტეში.
ადამის შემდგომ ატლანტიდური რასა ახალ, იაფეტურ რასად ჩამოყალიბდა. Aმის შემდგომ კიდევ ორი _ ჯერ სემიტური, შემდგომ კი არიული რასები დადგინდნენ დედამიწაზე, რომლებმაც ძველ, კულტურულ _ მისტერიული ცოდნის ნაგლეჯებზე ააგეს ახალი ცივილიზაციები. Dდა ბოლოს კაცობრიობას შეემატა მონგოლ-თათართა რასა, რომელთაც არავითარი წვლილი არ შეუტანიათ კაცობრიობის არც კულტურულ და არც ცივილიზაციურ მონაპოვარში.
Dდა ბოლოს, თანამედროვე ოთხწევრა კაცობრიობა ექვს რასად იყოფა:
I.&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;ლემურული რასა: წითელ და ყვითელკანიანი ქვერასები (ამერიკელი ინდიელები, ჩინელები, იაპონელები, კორეელები, ავსტრალია და ოკეანედის აბორიგენი მოსახლეობა, მალააზიელები, აფრიკელი ბუშმენები და მადაგასკარელები);
II.&ნბსპ;&ნბსპ;ნეგროიდული რასა: ძირითადად, აფრიკის შავკანიანი მოსახლეობა;
III.&ნბსპ;&ნბსპ;იბერიული (იაფეტური) რასა: კავკასიურ-იბერიული და კელტ-იბერიული (დასავლეთ და ჩრდილო ევროპული მოსახლეობა) ქვერასები;
IV.&ნბსპ;&ნბსპ;სემიტური რასა: ძირითადად არაბები და ებრაელები;
&ნბსპ;V.&ნბსპ;&ნბსპ;არიული რასა: ინდოელები, სლავები, ფარსები, სომხები და სხვა;
VI.&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;მონგო-თათართა რასა: ძირითად მონგოლები და თურქები (თურქმენები, უზბეკები, აზერბიჯანელები, თათრები და სხვა).
Aარსებობენ ადამიანები, რომლებშიც შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ერის, ასევე განსხვავებული რასების სისხლი (გენეტიური კოდი) იყოს შერეული.
&ნბსპ;
&ნბსპ;&ნბსპ;14. ადამიანის განვითარების ინდივიდუალური დონე მასში სიყვარულის ორი სახის ურთიერთმიმართების პროპორციაზეა დამოკიდებული: უმდაბლეს საფეხურზე მდგომი ადამიანი (რეპტილია) მონაა ნებელობითი სიყვარულის (ხორციელი სიამოვნებისა: ვნებები იქნება ეს თუ მატერიული ფასეულობანი. . .); შემდგომი, უფრო მაღალი (მეორე) საფეხური&ნბსპ;მოაზროვნე&ნბსპ;ადამიანია _ რომელშიც ნებელობითი სიყვარული, მართალია, სჭარბობს ნებითს (სულიერს), მაგრამ მეტ-ნაკლებად სულიერი საწყისის ჩანასახები მაინცა აქვს, თუმცა ეჭვი უღრღნის გონებას _ რადგან ის, რისი მატერიალიზებაც ვერ ხდება, ძნელი დასაჯერებელია; მესამე და სრულყოფილებას მიღწეული საფეხური _&ნბსპ;ზნეობრივი&ნბსპ;ადამიანია, რამეთუ მასში სიყვარულის ორივე სახე ჰარმონიულ მიმართებაშია ერთმანეთთან; ხოლო მეოთხე (უმაღლესი) საფეხური&ნბსპ;ზე-კაცია, რომლისთვისაც სიყვარული განუყოფელი ერთარსია და იგი უკვე თავისუფალია ყოველგვარ ვნებათაგან და თავადაა შემოქმედი სიყვარულისა.
&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;&ნბსპ;
15.&ნბსპ;&ნბსპ;ბიპოლარობის ხასიათი, როგორც წინააღმდეგობათა ერთიანობა, კარგად ჩანს მამაკაცის და დედაკაცის ურთიერთსიყვარულში. ეს სიყვარული ბიპოლარულია ყველა დონეზე და სწორედ ამას გვამცნობს ბიბლია, როცა გვეუბნება: “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” /დაბადება 1 (27) / და კიდევ: “ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. Dდედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული” /დაბადება 2 (22_23) /.&ნბსპ;&ნბსპ;
მაგრამ, ცოდვის დაცემასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა (და აქვს) სიყვარულში ბიპოლარობის რღვევას, გვხვდება ე. წ. ერთსქესობრივი სიყვარული, რომელიც ხორციელი აღტკინება უფროა, ვიდრე სიყვარული. Aასეთი სიყვარული დაკავშირებულია ადამიანის ენერგეტიკული აგებულების რღვევასთან (მამაკაცი ქალის ენერგეტიკული აგებულებით და პირიქით), რაც ფსიქიკისა და ფიზიკური აგებულების რღვევასაც იწვევს. ერთსქესობრივი (და საერთოდ _ ჰომასექსუალური) სიყვარული ბუნების საწინააღმდეგო პროცესია და იგი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სერიოზული დარღვევა (ცოდვა) მსოფლიო წესრიგისა.
&ნბსპ;
16. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის კონკრეტული ცხოვრება ორი _ გენეტიური და კარმიული კოდების თავშესაყარია; ორივე კოდში დაგროვილი ცოდვა-მადლი ერწყმის ერთმანეთს და ჰქმნის კონკრეტულ ინდივიდს (პიროვნებას). ნებისმიერი ინდივიდი თავისთავში მატარებელია როგორც თავის უშუალო წინაპრის, ასევე ზოგადსაკაცობრიო ცოდვა-მადლისა. მაგრამ მას ეძლევა საშუალება (ნება განიწმინდოს მთელი ამ ნაგვისაგან, რომლებმაც მასში მოიყარეს თავი, ეზიაროს ჰარმონიას (განუყოფელ სიყვარულს) და როგორც ლაო-ძი იტყოდა _ მსოფლიურ უსასრულობას შეუერთდეს.&ნბსპ;
კარმიული ცოდვა-მადლი ინდივიდის მეოთხე წევრის (მენტალური, იგივე “მე” სხეული) მეტ-ნაკლებ სრულყოფილებას მიგვანიშნებს, რაც უფრო სრულყოფილია (დიდია მადლი) ინდივიდის “მე”, მით უფრო მძლავრია და სრულყოფილია ადამიანში სიყვარული. ამდენად, ადამიანმა სრულყოფილებას სულიერი განწმენდის გზით (ანუ კარმის განწმენდა _ აღსრულებით) შეიძლება მიაღწიოს და შემდგომ გარდაიცვალოს განუყოფელ სიყვარულში, რაც ძირია ჭეშმარიტი ბედნიერებისა (აბსოლუტური სიმშვიდე _ მარადისობა).

იესო გვმოძღვრავს: “როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. Dდარჩით ჩემს სიყვარულში! თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში. ეს&ნბსპ;&ნბსპ;ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული. ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ” /იოანე 15 (9. 10. 11. 12) /.
მალხაზ გველუკაშვილი

ზოდიაქო და სუნამო

ვერძი   21.03-20.04

ამ ცეცხლოვანი ნიშნის დევიზი ,,ყოველთვის წინსვლაა“. ისინი მუდამ ადგენენ გეგმებს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ მათ  რეალურად განხორციელებას.
თუ ვერძი ქალბატონისთვის ყვავილის ჩუქება გსურთ, საუკეთესო არჩევანი ტიტა და გლადიოლუსია. მათ უყვართ კლასიკური სუნამოები მკვეთრად გამოხატული არომატებით, უპირატესობას ანიჭებენ, მკვეთრ, ძლიერ და ვაჟკაცურ არომატებს, რომლებიც ასოცირდებიან ნამდვილი მამაკაცის ატრიბუტებთან, მაგალითად როგორიცაა: რბოლა და დაივინგი.
მათთვის სასურველი არომატები მოიცავენ პიტნის, ციტრუსების, ღვიისა და ბერგამოტის ნოტებს. მძაფრი სურნელი ვერძებს აქტიურებს, მიზანსწრაფულებსა და ყურადღებიანებს ხდის.
ვერძების საყვარელი არომატებია - კედარის, ლოტოსის, იის, ყაყაჩოსა და ვარდის, ასევე ციტრუსის არომატები.
ხის სურნელი აუმჯობესებს თვითშეგრძნებებს და უბიძგებს მათ დადებითი ქმედებებისკენ. ვერძებს სიამოვნებთ სუნამოები, რომელიც მოწითალო- ალუბლისფერ კოლოფებშია შეფუთული.

ვერძი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია -  Allure, Coco, Opium, Chanel 5, Magic Noire, Odeur 71 - Comme des Garcons, Lumiere - Rochas, Miracle - Lancome.
ვერძი მამაკაცებისათვისKenzo, Green Jens, M. Jordan, One Men Show. 


კურო  21.04-20.05

სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ყველაზე მეტად გურმანები არიან. მათ აბედნიერებთ  ოჯახში მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, არ მოსწონთ ხშირი ცვლილებები, უყვართ ბუნება და რომანტიკისგანაც არ დგანან შორს. გაზაფხულის იასამნის სურნელსაც კი ძალუძს თავბრუ დაახვიოს მათ.
კუროების შესაფერის სუნამოებს, მოტკბო-ყვავილოვანი სურნელი აქვთ. ასევე ბერგამოტის ნაზი სურნელი. ეს არომატები მართალია კუროების ესთეტიურობის სტიმულირებას ახდენს, თუმცა სიზარმაცისკენაც უბიძგებს მათ. სიახლეებთან და ცვლილებებთან  შეგუებაში  მათ ტყის ცვრიანი ხავსის სურნელი დაეხმარებათ.
ქალბატონებს რომელთაც სურთ მამაკაც კუროსთან ურთიერთობა, უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მოსწონთ ვანილის, დარიჩინის, ილანგ-ილანგის და მაიორანის არომატები. ასევე სექსუალურად აღმგზნები არომატებიც. კუროს ასიამოვნებთ თუ სუნამო მაღალ ფლაკონში და წითელ ან მწვანე კოლოფში იქნება მოთავსებული.
კურო ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებიაAmarige, Champagne, Organza, XS,  Mahora - Guerlain, La Perla.
კურო მამაკაცებისთვის - Egoist, Fahrenheit, Hugo, Yatagan



ტყუპები  21.05-21.06
ტყუპები- ცნობისმოყვარენი და ახალი იდეების მომხრეები არიან, სურთ ცხოვრებაში ყველაფერი სცადონ და ყველაფერს გაუგონ გემო.
უყვართ ვარდები და შროშანები. ტყუპების აქტიურ სტილს ციტრუსის არომატები ასტიმულირებს, ასეთი სურნელი მათ ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს, ისინი უფრო მობილიზებულები ხდებიან.
ქორფა მწვანილისა და ტკბილი სანელებლების არომატი სტაბილურს ხდის მათ ნერვულ სისტემას.
ტყუპებს ხშირად ეცვლებათ გემოვნება სხეულის  მოვლის საშუალებების მიმართ, მათი ყურადღების მისაქცევად საუკეთესოა ულტრა მოდური სუნამოები.
სასურველია სუნამო მოყვითალო ან ცისფერ ფლაკონში იყოს მოთავსებული
ტყუპი ქალბატონებისთვის რეკომენდირებული სუნამოებია -   5-Avenue, 1881-Cerruti, L&=+=&Eua Par Kenzo, Pleasures, Remember Me - Christian Dior, Betty Barclay Women - Betty Barclay.
ტყუპი მამაკაცებისთვის -  Aqua Digio, Blue Jens, Versus, What About Adam.

კირჩხიბი  22.06-22.07
მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი და  ჰარმონიული ატმოსფერო. კირჩხიბი წყლის ნიშანია, ამიტომ მის შემოქმედებით უნარებს  ზღვასთან სიახლოვე ასაზრდოებს.
ზღვის ნაზი სურნელი, ასევე კაქტუსების არომატი ძალიან კარგ განწყობას უქმნის მათ.
კირჩხიბებისთვის ყველაზე სასურველი ზაფხულის ხილისა და ყვავილების არომატია, ამიტომ ასეთი სურნელით გაჯერებული სუნამოების ჩუქება ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს სასიამოვნოდ დარჩებათ.
ჟასმინი მატებს კირჩხიბებს ენერგიას, კონსერვატორ კირჩხიბებს ურჩევენ  კლასიკურ კომპოზიციებს, ანუ ყველაფერს რაც გამოცდილია დროში.
მათ მოსწონთ მომრგვალებული ფორმის ფლაკონები მუქ-ყვითელ კოლოფში. ხშირად მოსწონთ თეთრი ფერიც, სინათლისა და სისუფთავის სიმბოლო.
კირჩხიბი ქალბატონებისთვის რეკომენდირებული სუნამოებია - Aqua Digio, Escape, L&=+=&Eua D&=+=&Issey, Magnetic, Flower by Kenzo - Kenzo, Hugo Boss Women - Hugo Boss.
კირჩხიბი მამაკაცებისთვის - Cool Water, 1881-Cerruti, Joop/Read, Pleasures.


ლომი  23.07-23.08
იმ ამოუწურავი ენერგიის რესურსს ფლობს, რომელზეც ყოველმა ჩვენთაგანმა შეიძლება  მხოლოდ იოცნებოს.
მისთვის იდეალურია სუნამო რომელიც კომბინირებულია კლასიკურ-ელეგანტური და ყვავილოვანი არომატებით.
ლომი ყველაზე მგრძნობიარედ რეაგირებს  კარგად გაჯერებული არომატების მიმართ. ქორფა  ნარგიზის სურნელი შთაგონებით ავსებს მას და უფანტავს უარყოფით აზრებს.
ხის არომატები აღვივებს თავდაჯერებულების გრძნობას და აძლიერებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას.
ლომები ძირითადად სამახსოვრო სურნელს ანიჭებენ უპირატესობას. ეს შეიძლება იყოს ვანილის, იმბირის, ილანგ-ილანგის, ბაზილიკის და პაჩულის არომატები.
მას მოსწონს დიდი ფლაკონები ფანტაზიით გაფორმებულ ოქროსფერ, ყვითელ  ან  მწვანე კოლოფში.
ლომისთვის სურნელზე მნიშვნელოვანი სუნამოს პრესტიჟულობა და ღირებულებაა. მათთვის მნიშვნელოვანია გარშემო დღესასწაულისა და წარმატებული ატმოსფეროს შექმნა.
ლომი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია - Eternity, Miss Dior, Paris, Poison, Intuition - Estee Lauder, J&=+=&Adore - Christian Dior.
ლომი მამაკაცებისთვის - Havana, Polo Sport, Romo Uomo, Zino Davidoff.


ქალწული  24.08-23.09
ქალწულთა უმეტესობა კეთილ-გონიერია და ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით სურთ. მათი აივნები მწვანეშია ჩაფლული, მათთვის მნიშვნელოვანია მატერიალური კეთილდღეობა.
მოსწონთ ძლიერი ყვავილების მძაფრი და ეგზოტიკური არომატები.
ეგზოტიკურ არომატებს ისინი რომანტიკაში გადაჰყავთ, თუ რა თქმა უნდა რეალობის შეგრძნებამ არ გადაწონა
ჩვეულებრივ ქალწულებს არ უყვართ თავის გამოჩენა, ამიტომ უპირატესობას ცივ, თავშეკავებულ არომატებს ანიჭებენ. ამით ისინი საკუთარ რომანტიზმს ფარავენ.
მათთვის სასურველია ჩაის, ღვიის                                  სურნელი.
ქალწულებს იზიდავთ რთული გეომეტრიული ფორმის ფლაკონები, რომელიც ლურჯ ან მწვანე კოლოფში იქნება მოთავსებული.
ქალწული ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია - Anais Anais, Diva, Paloma Picasso, Roma,  Lilias Sexy Night Cologne - Pola Lilias, Sensations - Jil Sander.
ქალწული მამაკაცებისთვის - Jazz!, One, Sculpture, Angel.
სასწორი  24.09-23.10
ჰაეროვანი ნიშანი სწორედ ამიტომ ისინი ადვილად ართმევენ თავს იმას, რაც სხვისთვის მიუღწეველია.
უპირატესობას ვარდსა და ფრეზიას ანიჭებენ. მათ ბაღებს ამშვენებს анютины глазки и осенние цветы. ტკბილი არომატები მათ თავდაჯერებულებას ჰმატებს.
თამბაქოს თბილი  სურნელი ეხმარებათ გადაწყვეტილების  სწრაფად მიღებაში.
ზოგადად ქალწულები დიდი დროს უთმობენ გარეგნობაზე ზრუნვას და მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ ყურადღებას.
მოსწონთ ეგზოტიკური არომატები ტკბილი ხილის სურნელით ასევე   ვანილის, კამის альмарозы или мирта. სუნამოები.
მათთვის სასურველია მართკუთხა  ფორმის ფლაკონი მომრგვალებული კუთხეებით მწვანე კოლოფში
სასწორი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია -  Gabriela Sabatini, Poeme, Priscilla Presley, Venezia, Еlla Mikao - Ella Mikao Design, Toujourns Masumi - Coty, Jean Luc Amsler Femme - Jean Luc Amsler.
სასწორი მამაკაცებისთვის - Hugo, Declaration, Boss Elements, Black Seans.

მორიელი  24.10-22.11
ხასიათით თავნება მორიელი, იმის კეთებასაა ჩვეული რაც თავში მოუვა. მისი დევიზია - "ან ყველაფერი ან არაფერი“.
თუ შეძლებთ მისი ქეთილგანწყობა დაიმსახუროთ, იცოდეთ რომ მისი სახით უერთგულესი მეგობარი შეიძინეთ.
მორიელს მოსწონს ლურჯი ფერის ყვავილები, ალბათ იმიტომ,  რომ ლურჯი წყლის ფერია წყალი კი მორიელის სტიქიაა.
ეს ფერი მათზე დამამშვიდებლად მოქმედებს. მათზე დადებითად მოქმედებს ნარგიზის სურნელი. ციტრუსის არომატი ასტიმულირებს მათ სულიერ ძალას.
ვანილის არომატი აუმჯობესებს ნერვიული მორიელის განწყობას, არბილებს მის შინაგან კონფლიქტებს და ხდის უფრო მისაწვდომს.
მათ იზიდავთ ცივი ციტრუსის არომატები.
მორიელზე შთაბეჭდილების მოსახდენად სუნამო უმჯობესია ასიმეტრიულ ფლაკონში, მუქ ლურჯ, მუქ წითელ ან  კაშკაშა მწვანე კოლოფში იყოს მოთავსებული.
მორიელი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია - Contradiction, Extravagance, D"Amarige, Vanessa, Truth - Calvin Klein, Eau d`lvoire - Balmain. 
მორიელი მამაკაცებისთვის - Tommy, L&=+=&Eua D&=+=&Issey, Eternity, Dune.


მშვილდოსანი  23.11-21.12
მშვილდოსანთა უმეტესობა ოპტიმისტადაა დაბადებული, მათი სტიქია ცეცხლია, რომელიც ეხმარება მათ თავისი იდეალების მოძებნაში.
სამყაროსა და ხალხის მიმართ მშვილდოსნების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება განაპირობებს მათი მეგობრების სიმრავლეს
ჰერბერების თიგული მშვილდოსნების გულს გრძნობებით აღავსებს. ლავანდის, ციტრუსებისა და ხავსის სურნელი კი მათზე მაცოცხლებელი წყალივით მოქმედებს
მშვილდოსნებს მოსწონთ ეგზოტიკური და ორიგინალური არომატები, რომელიც მათ ზღვის, შორეული ყვავილებისა და ტროპიკული ხილის სურნელს აგონებთ.
მშვილდოსნებისთვის მიზანშეწონილი და სასურველია - ილანგ-ილანგის, მიხაკის, მაიორანისა და ანისის სურნელები.
მას მოეწონება არატრადიციული ფორმის ფლაკონი ლურჯი ან წითელი კოლოფით.
მშვილდოსანი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია -  L.B.de Ricci, Sculpture, S.Jacomo, Champs Elysees, E`Zup - DeBon, Premier Jour - Nina Ricci.
მშვილდოსანი მამაკაცებისთვის - Escape, One, Bulgari, Dolce & Gabbana.


თხის რქა  22.12-20.01

სუნამოებს  თხის რქა განსაკუთრებული გულმოდგინებით ეკიდება. მათ მიერ შერჩეული არომატი, გარშემო ყოველთვის  ავრცელებს ინტრიგას და ქმნის იდუმალების განცდას ირგვლივ მყოფებს შორის.
ისინი ამით თითქოს  სულის სიღრმეებს გადმოსცემენ, რაც დადებითი აურის შექმნას უზრუნველყოფს.
მათ სასურველ სუნამოში კარგია თუ იქნება კვიპაროსის ვარდის იის, ყაყაჩოს ან ჟასმინის სურნელი.
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონებისთვის  წესრიგი ტრადიციები და პასუხისმგებლობის გრძნობა უპირველესია.
მათთვის საყვარელია კამელიას სურნელი, მოსწონთ თამბაქოს არომატები.
სამკურნალო მცენარეების,  ხის მერქნისა და  ხავსის სურნელი ასტიმულირებს  მათი კონცენტრირების უნარს 
თუ საჩუქრის გაკეთება  გადაწყვიტეთ  სასურველია მათთვის განკუთვნილი სუნამო მასიურ ფლაკონში, მუქ მწვანე ან მუქ ლურჯ კოლოფში შეფუთული მიართვათ.
თხის რქა ქალბატონებისთვის  რეკომენდირებული  სუნამოებია -  Ocean Dream, Organza, Dolce Una, Rocco Barocco Silver, Naomagic - Naomi Campbell, Lacoste for Women - Lacoste.
თხის რქა მამაკაცებისთვის - Hugo, Yatagan, Havana, Green Jens.


მერწყული  21.01-20.02
მერწყულს სუნამოებთან ექსპერიმენტები არ უჭირს.
მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, ყველაზე მეტად შეესაბამება იმბირი, ციტრუსები, მწვანე ჩაის არომატით გაჯერებული სუნამოები.
ეს არომატები ავსებს მათ სრული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნებით.
ასეთი ტიპის სუნამოები, პირდაპირ რეკომენდებულია მერწყული ქალბატონებისთვის.
მერწყული ქალბატონებისთვის რეკომენდირებული სუნამოებია -  Anais Anais, 1881-Cerruti, XS, Oh Lala, Ghost, Givenchy Oblique - Givenchy, Donna - Nautilus.
მერწყული მამაკაცებისთვის - Kenzo, Polo Sport, Opium, Roma Uomo.


თევზები  21.02-20.03
მიუხედავდ იმისა რომ თევზები დელიკატური და მგრძნობიარები არიან, ენერგიული მოქმედებებსაც ახერხებენ. ეს ქმედებები მათ ეხმარება უსიამოვნებების დაძლევაში
თევზებს  ქვეცნობიერი კავშირი აქვთ შროშანსა და ორქიდეასთან. სილამაზის შეგრძნება თევზებში გამოხატულებას პოვებს განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ შეხება აქვთ იშვიათი ყვავილებისა და ხავსის არომატებთან
მიმოზას სურნელი აძლევს მათ სტიმულს, რათა წამოიწყონ ახალი საქმეები. ეს აძლიერებს მათ შესაძლებლობებს - შეეთვისოს ახლობელი ადამიანების ხასიათსა და გრძნობებს
მძიმე ბალზამისებრი ამბრისა და ხავსის სურნელი აღვიძებს მათში სინაზისა და ფანტაზიის განცდას. მოსწონთ სუნამოები ფანტაზიური მიმართულებებით, აგრეთვე რბილი სუნამოები, ნაკლებად გამყოლი სურნელით.
მათ მოეწონებათ ყვავილოვანი არომატები: თეთრი შროშანი, ვარდი, китайский лимонни, тубероза, мирт, ღვია და ციტრუსები.
უყვართ  კედარის, ლოტოსის, იის, ყაყაჩოს და ვარდის არომატები
თევზებს ასიამოვნებთ, თუ სუნამოს უჩვეულო ნაზი ფორმის ფლაკონში და პასტელური ფერის კოლოფში მიართმევთ.
თევზი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია -  Champs Elysees, Roma, Jungle, Diva, Ozone - Sergio Taccini, Words - Coty.
თევზი მამაკაცებისთვის - Fahrenheit, Sculpture, One Men Show, Minotaure.