ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



воскресенье, 25 марта 2012 г.

მზისა და მთავრის მმართველი პლანეტები , ზოდიაქოს ნიშნები და სახლები

ღამის პლანეტები , ანუ ის პლანეტები რომლებიც მთვარით იმართებიან ნიშნები: მერკური (R), ვენერა(R), მარსი,ნეპტუნი, იუპიტერი (R) , ურანი, სატურნი (R)

დღის პლანეტები , ანუ ის პლანეტები რომლებიც მზით იმართებიან: მერკური, ვენერა,პლუტონი, მარსი(R), იუპიტერი, ნეპთუნი (R), სატურნი, ურანი (R).

მთვარით მართვადი ზოდიაქოს ნიშნებია: კირჩხიბი, კურო, ვერძი,თევზები, მერწყული,თხის რქა.

მზით მართვადი ზოდიაქოს ნიშნებია: ლომი, ქალწული,სასწორი,მორიელი, მშვილდოსანი.

მთვარით მართვადი სახლებია: IV,III,II, I, XI,XII, X.

მზით მართვადი სახლებია: V,VI,VII,VIII,IX.

среда, 14 марта 2012 г.

რექტიფიკაციის ბონათის მეთოდი

რექტიფიკაციის ბონათის მეთოდი

1. თუ მზე დაზიანებული არ არის სატურნით, ურანით და მარსით ( ან, საერთოდ არა აქვს დაძაბული ასპექტები ), ამ შემთხვევაში , ASC, DEC, MC და IC გვევლინება შუა წერტილად მზესა და რომელიმე პლანეტას შორის.

2. თუ მზე დაზიანებულია, მაშინ, ნებისმიერი პლანეტა უნდა იმყოფებოდეს რომელიმე კუთხის სახლის კუსპიდზე.

ეს მეთოდი გამოიყენება რექტიფიკაციის სხვა მეთოდებთან ერთობლიობაში.
 
Besiki Beciashvili

воскресенье, 4 марта 2012 г.

მარტის დასაწყისის ასტროლოგიური პლანეტების ასპექტებისგან შექმნილი ,,წერილის კონვერტი,; რა ,,საიდუმლო მესიჯს,, გვიგზავნის კოსმოსი დედამიწელებს?

4-5   მარტის  ასტროლოგიური პლანეტების ასპექტებისგან შექმნილი ,,წერილის კონვერტი,; რა ,,საიდუმლო მესიჯს,, გვიგზავნის კოსმოსი დედამიწელებს?

დედამიწა მარსთან უახლოეს წერტილს გაივლის ყოველ ორ წელიწადსა და ერთ თვეში ერთხელ, დაახლოებით, რაც იწვევს კლიმატის გლობალურ გაუარესებას; ასევე, უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე; ემოციურად აღაგზნებს მასებს, რაც, ხსირად მასობრივი კონფლიქტების მიზეზი ხდება, შესაბამისი უარყოფითი შედეგებით.

დღესდღეობით, 5 მარტის 14 საათიდან 6მარტის ღამის 2 საათამდე დაახლოებით, დედამიწა მარსის უახლოეს წერტილში იქნება. 0,67 ასტრონომიული ერთეულის სიშორეზე ( ერთი ასტრონომიული ერთეული, შემდგომში ა.ე. უდრის 149,597,870,610 კმ.ს აღნიშნულ ერთეულად აღებულია დედამიწასა და მზესთან მანძილი, რაც 1 ა.ე. ტოლოა).
დედამიწის მარსთან დღევანდელი მიახლოების მანძილი არ არის კატასტროფული ზღვარი მაგრამ, მაინც საკმაოდ კრიტიკულად მოქმედებს. 1939 წლის 28 ივლისს ეს მაჩვენებელი იყო 0,43 ა.ე. 1941 წლის 1 ოქტომბერს 0,38 ა.ე. . ძნელი მისახვედრი არ არის , რა მოვლენები გამოიწვია აღნისნულ პერიოდში კაცობრიობის ისტორიაში დედამიწა მარსისი ასეთმა სიახლოვემ.
აღნიშნული მოვლენის პარალელურად, 3-4 მარტს, ასტროლოგიური პრინციპებით გვაქვს ურთულესი განლაგება; მზე და მარსის და ვენერა სატურნის ოპოზიცია, აგრეთვე , მზე სატურნის და მარსი ვენერას პოლუტარაკვადრატი. თუ შევხედავთ ამ განლაგებებს რომელიმე ასტროლოგიური პროგრამის საშუალებით, ან ჰოროსკოპის ფორმულარში ხელით ავაგებთ აქტუალური კოსმოსის სურათს, დავინახავთ ,,წერილის კონვერტის ,, ფორმას, შიგ ჩადებულ ,,მესიჯზე,, კი ვერ ვიტყვით, რომ ეს დადებითი ინფორმაციული გზავნილია .
თუ დააკვირდებით, საზოგადოების ყველა სეგმენტში, მომატებულია პრობლემები, რბილად რომ ვთქვათ. მასობრივად გაუარესებულია ჯანმრთელობა და ადამიანების ფსიქიური მდგომარეობა.
როგორც ამ თემის კარგად მცოდნე საზოგადოებამ, უნდა გავაცნობიეროთ აღნიშნული პლანეტარული განლაგებების უარყოფითი, დამანგრეველი ძალა და სხვა, გაუთვითცნობიერებელი საზოგადოება გავაფრთხილოთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რადგან, ამ ყველაფრის კულმინაციაა ეს დგეები. როგორც ჩანს, 8 მარტის სავსემთვარეობის ჩათვლით.
გაცილებით მოხსნილი იქნება ასეთი ნეგატიური ზემოქმედება 12-16 მარტის პერიოდისათვის, დადებითი პლანეტარული განლაგებების, კერძოდ, ,,დიდი მერსედესის,, 3 ტრინის ერთობლიობის გამო,
ასეთი დადებითი განლაგება ყველას სასიცოცხლო ძალებს აღუდგენს, და გაცილებით ბევრ ბედნიერ სახეს დავინახავთ; საქმის კეთების სურვილიც მოიმატებს საზოგადოებაში. 12-16 მარტის პლანეტარულ განლაგებას ,,სიყვარულის მასობრის ისტერიას,, ვუწოდებდი.
 

პირველი ბავშვის სქესი საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ მთვარის ანდა, ასცენდენტის მდებარეობა მშობლის ჰოროსკოპში.

რექტიფიკაციის მეთოდი Het Moncter -პირველი ბავშვის სქესი საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ მთვარის ანდა, ასცენდენტის მდებარეობა მშობლის ჰოროსკოპში.

ვერძი- 1; 14; 24; სასწორი- 1; 12; 26

კურო- 9; 22; 26; მორიელი- 9; 22; 26;

ტყუპები- 4. 17; 24; მშვილდოსანი- 4 ; 13; 25;

კირჩხიბი- 10; 13; 26; თხის რქა- 1; 13; 26;

ლომი- 9; 22; 26; მერწყული- 9; 22; 26;

ქალწული- 4; 18; 25; თევზები- 5; 18; 26;

თუ ასცენდენტი, მთვარე, ზოგჯერ მზე, მოხვდება ასეთ გრადუსში ანდა, მდებარეობს ახლოს 1-2 გრადუსით მასთან, მაშინ პირველი ბავში დაიბადება ბიჭი, ხოლო, თუ კრიტიკული გრადუსიდან შორს, გოგონა.

ანუ, თუ ჩვენ ვიცით მთვარის ზუსტი მდებარეობა ჰოროსკოპში, შეგვიძლია განვსაზღვროთ პირველი ბავშვის სქესი; ხოლო, თუ ვიცით ბავსვის სქესი, მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ მთვარის კორექტირება ჰოროსკოპში.

მაგალითად, თუ პიროვნება ამბობს , რომ მას პირველი შვილი ჰყავს ბიჭი, და ჩვენ მთვარე გვაქვს შორს კრიტიკული გრადუსიდან მის ჰოროსკოპში, ამ შემთხვევაში საჭიროა მთვარე გადავწიოთ უახლოესი კრიტიკული გრადუსის ადგილას.
მთვარის გრადუსის მიხედვით შესაძლოა საკმაოდ ზუსტად განვსაზღვროთ დაბადების დრო, რის შემდეგაც რექტიფიკაციისათვის ვიხმაროთ სხვა მეთოდები.

ბონათის მეთოდი

ვითვალისწინებთ მზის მდებარეობას ჰოროსკოპში. საჭიროა რუკა, გამოთვლილი ასპექტებით.

1. თუ მზე არ არის დაზიანებული სატურნით, ურანით და მარსით, ანდა, საერთოდ არა აქვს დაძაბული ასპექტები, ასცენდენტი, დესცენდენტი, MC, ანდა IC გვევლინება საშუალო წერტილად მზესა და რომელიმე პლანეტას შორის.

2. თუ მზე დაზიანებულია, მაშინ, ნებისმიერი პლანეტა უნა იყოს შეერთებული რომელიმე კუთხის სახლის კუსპიდთან.
ეს მეთოდი გამოიყენება სხვა მეთოდების ერთობლიობაში.

თარგმანი ბ. ბეციაშვილი
 
Besiki Beciashvili