ვირთხის
წელში დაბადებული ადამიანი უაღრესად ამბიციური, ამასთანავე საოცრად
ფრთხილი და მოხერხებულია. საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ვირთხა,
დასახულ მიზანს პირდაპირი გზით არასოდეს უახლოვდება. როგორც წესი, მას
შემოვლითი მანევრები უფრო მოსწონს. ამასთან სასურველი შედეგის მისაღებად,
ყველა შესაძლო ვარიანტს შორის, მაქსიმლურად უსაფრთხო და მოკლე გზასაც,
უშეცდომოდ და ოსტატურად პოულობს. ვირთხის წელში დაბადებულის ხასიათში
მთავარი და ყველაზე განვითარებული თვისება, სიფრთხილეა. მხოლოდ ყველაზე
უგუნური ვირთხა ( ასეთები კი, დიდ იშვიათობას წარმოადგენენ) თუ აღმოჩნდება
რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში, საკუთარი დაუდევრობის გამო. სამწუხაროდ
ვირთხების უმრავლესობა, ინტელექტუალური და გონებრივი კუთხით გაცილებით
უკეთაა განვითარებული, ვიდრე ემოციური თვალსაზრისით. აქედნ გამომდინარე ამ
ადამიანებს საერთოდ ძნელად ესმით (ან სულ არ ესმით) სხვათა ტკივილი,
რომლის პროვოცირების მიზეზიც, არც თუ იშვიათად სწორედ თვითონ არიან ხოლმე.
საზოგადოების თვალში, როგორც წესი ვირთხა ყოველთვის უნაკლო რეპუტაციით
სარგებლობს, თუმცა არსებობს რიგი შემთხვევები, როცა იგი უჩვეულოდ აგრესიული
ხდება და ასეთ დროს გასაკიცხი საქციელის ჩადენაც კი შეუძლია. ერთი
შეხედვით ვირთხა, შესაძლოა საკმაოდ კონტაქტურ და გულღია ადამიანად
მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით! გაითვალისწინეთ, რომ ამ
ადამიანებს მხოლოდ საკუთარი საქმეები აინტერესებთ და სხვათა ინტერესების
დასაცავად თავს ძალზე იშვიათად იწუხებენ. ამასთან არც გარშემომყოფთა
მიმართ გამოირჩევიან განსაკუთრებული, გულღია დამოკიდებულებით და საკუთარი
პერსონის შესახებ, ინფორმაციას ძნელად თუ დააცდენინებთ. ვირთხა ბუნებით
დიდი შემგროვებელია და შესაშური მონდომებით აგროვებს ყოველგვარ ხარხურას.
ხოლო ძველი, მოდიდან გამოსული ნივთების გადაყრაზე ვერაფრის დიდებით
დაითანხმებთ. თუმცა ფული არც ტექნიკის უახლესი მიღწევების შესაძენად
ენანება, რადგან კომფორტის სიყვარული ძვალ-რბილში
აქვს გამჯდარი. გამჭრიახი გონების წყალობით ვირთხას, გარშემომყოფი
ადამიანებით მანიპულირების ძალა შესწევს და ამას ოსტატურად იყენებს. მათ
შორის ყველაზე უარყოფით ინდივიდებს ძალა შესწევთ, საკუთარი კაპრიზის გამო
უახლოეს მეგობარსაც კი დაუფიქრებლად უღალატონ. თუმცა ვირთხების უმრავლესობა
მაინც ნაკლებ საშიში საქმიანობით გართობას ამჯობინებს. პირად
ურთიერთობებს რაც შეეხება, ვირთხა პარტნიორს ყველაზე ხშირად, საკუთარი
მესაკუთრული მიდგომის გამო კარგავს. იგი გულსწორისაგან აფსოლუტურ
გულწრფელობას და მორჩილებას ითხოვს, ამასთან თავის მხრივ უფლებას იტოვებს
ამ უკანასკნელისგან დაფარული საიდუმლოებები ჰქონდეს. თუმცა თუკი ვირთხა
მოწიფულ ასაკში და ისიც სიყვარულით ქორწინდება, ჭეშმარიტი ერთგულებისა და
სტაბილურობის ეტალონად იქცევა ხოლმე. მართალია ამ დროს იგი, როგორც
პარტნიორი ნაკლებად ვნებიანია, სამაგიეროდ მატერიალური თვალსაზრისით
მეუღლეს სრულად უზრუნველყოფს და ოჯახს მაქსიმალურ კომფორტში აცხოვრებს.
ვირთხები როგორც წესი ფულიანი ხალხია და ოჯახებსაც შესანიშნავად ინახავენ.
პარტნიორული თვალსაზრისით ვირთხას დრაკონი, ხარი ან მაიმუნი შეფერება. აი
კურდღელთან ან ცხენთან მისი კავშირი კი, ფატალური შედეგებით შეიძლება
დასრულდეს.
ხარი
იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისი როგორც ერთი ადგილიდან
დაძვრა, ისე შეჩერება ან სულაც დაშინება პრაქტიკულად შეუძლებელია. უსაზღვრო
სულის სიძლიერე, მიზანსწრაფულობა და ამტანობა ამ ადამიანებს დიდ
დახმარებას უწევს, დასახული ცხოვრებისეული მიზნების წარმატებით
განხორციელებაში. ხარი ყოველთვის მუყაითად შრომობს, მას არც სირთულეები
აშინებს და არც საკუთარი საქმეების სხვისთვის გადაბარება მოსდის თავში
აზრად. თუმცა დახარჯული ენერგიის ადექვატურ შედეგს, იგი იშვიათად იღებს.
ამის უმთავრესი მიზეზი კი მისი მხრიდან, საკუთარი ძალების ჯეროვნად
განაწილების უუნარობაში მდგომარეობას. ამასთან ხარებს როგორც წესი, არც
საიმისო გამჭრიახობა ჰყოფნით, კონკტრეტული სამოქმედო გეგმა წინასწარ
შეიმუშავონ ან მოსალოდნელ შედეგებზე სერიოზულად დაფიქრდნენ. მართალია
გარშემომყოფები ხარს გამუდმებით და უშედეგოდ საყვედურობენ სიზანტისა და
პასიურობის გამო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ცხოვრების
დინებას მისთვის კომფორტულ და მისაღებ რიტმში მიჰყვება, სიჩქარე და უაზრო
ფაციფუცი კი მისი სტილი არ გახლავთ. ამიტომ კიდეც რომ სცადოთ, ფეხს არაფრის
დიდებით არ აუჩქარებს. ხარი ბუნებით ჭეშმარიტი მატერიალისტია, აქედან
გამომდინარე ცხოვრებაში, საკუთარ თავს ძირითადად მატერიალური სახის
მიზნებს უსახავს. ღრმა სულიერი და ინტელექტუალური ძიებები ამ
ადამიანებისთვის საკმაოდ უცხოა. ხარი არც რომანტიკას სწყალობს მაინც და
მაინც დიდად, მისი სიყვარული მიწიერ და ყოველგავარ აფეთქებებს მიკლებულ
ემოციებს ეფუძნება. სამაგიეროდ სტაბილური და მუდმივია. ხარის ცხოვრების
სიყმაწვილისა დ ადრეული ახალგაზრდობის წლები, როგორც წესი მუყაით შრომასა
და ჯაფაში გადის. სამაგიეროდ უკვე მოწიფულ ასაკში, როცა ბოლოს და ბოლოს
სასურველ სტაბილურობას მიაღწევს. იგი თავს განტვირთვისა და მოდუნების
საშუალებასაც აძლევს. ამ პერიოდში მის პიროვნებაში იუმორის გრძნობაც
იღვიძებს, რომელიც ამ ადამიანებს ასე ძალიან აკლია ცხოვრებისეული გზის
დასაწყისში. ხარისთვის კარგი იქნება თუ ქორწინებაში ბედს ვირთხას,
გველს ან მამალს დაუკავშირებს, ამ ადამიანებთან მას ჰარმონიული ოჯახური
ცხოვრება ექნება. თუმცა თუ ხარი საკუთარ თავში ისეთი თვისებების
გაღრმავებას შესძლებს როგორიცაა: კომპრომისზე წასვლის უნარი და
დიპლომატია, მაშინ მას საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ ნიშანთან
შეეძლება.
ვეფხვის
წელიწადში გამორჩეულად მამაცი და დიდსულოვანი ადამიანები იბადებიან.
აქედან გამომდინარე გასაკვირი როდია, რომ ამ ქმედით და ექსპანსიურ ნატურებს
გარშემომყოფები, ყოველთვის ჯეროვანი პატივისცემითა და მოწიწებით
ეპყრობიან. ვეფხვი უსაშველოდ მოუსვენარი, მოძრავი პიროვნებაა. თუმცა ამ
ადამიანების საქმიანობა ხშირად შემთხვევაში, უსისტემო და ქაოტურ ხასიათს
ატარებს. მართალია ვეფხვს უსაქმოდ ვერასოდეს ნახავთ, მაგრამ თვისება
ხელიდან არ გაუშვას არც ერთი, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო საქმიანი
შემოთავაზება, რეალურად მას ერთ კონკტრეტულ მიზანზე კონცენტრირების უნარს
აკარგვინებს. რის შედეგადაც, პროფესიულ ასპარეზზე მარცხი არც თუ იშვიათად
მოსდის. ვეფხვების კიდევ ერთი და უმთავრესი პრობლემა იმაში
მდგომარეობს, რომ ისინი თითქმის არასოდეს აძლევენ თავს დასვენების ან
მოდუნების უფლებას. ამიტომ გამუდმებულ საბრძოლო მზადყოფნასა და ფაციფუცში
ცხოვრობენ. მშვიდად ყოფნას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში
(და ისიც იძულებით) ახერხებენ, როცა ქრონიკული გადაღლის გამო, უკვე
აღაფრის კეთების ძალა აღარ შესწვეთ ან ამავე მიზეზით სერიოზული
ავადმყოფობა დარევთ ხოლმე ხელს. ვეფხვები საოცრად მომხიბვლელი და
ქარიზმატული ინდივიდები არიან. ამიტომ საპირისპირო სქესის ყურადღების
მიქცევას იმ შემთხვევაშიც ახერხებენ, როცა ამას გაკეთების სურვილი, შეგნებულად არც კი გააჩნიათ. ეს ადამიანები საკუთარი გულღია და მიმნდობი
ბუნების გამო, ძალზე ხშირად თავადვე იტანჯებიან. გამომდინარე იქედან, რომ
მათი გულწრფელობითა და სიძლიერით ბევრი გაიძვერა ოსტატურად
სარგებლობს, ბოროტი ადამიანების მიერ დახლართული ინტრიგების მსხვერპლი,
ვეფხვი არა ერთხელ ხდება. ვეფხვის საუკეთესო თვისება, კრიტიკულ
სიტუაციაში სწრაფი ადაპტირებისა და შესაბამისი მოქმედების უნარია. ისინი
არასოდეს იბნევიან იმ დროს,
როცა ნამდვილი საფრთხე მოდის. თუმცა რიგ შემთხვევაში, ვეფხვისთვის ურიგო
არ იქნებოდა დაფიქრებულიყო, სანამ უთანასწორო ბრძოლაში თავით
გადაეშვებოდეს იმ ადამიანების
გამო, ვინც მის თავგანწირვას ჯეროვნად არასოდეს დააფასებს. ქორწინებას
რაც შეეხება, ამ მხრივ ვეფხვისთვის საუკეთესო მეგობრობისა და პარტნიორობის
გაწევა დრაკონს, ცხენსა და ძაღლს შეუძლიათ. ცბიერი ვირთხა, ზანტი ხარი ან
ზედმეტად სერიოზული, იდუმალებით მოცული გველი, ვეფხვის მსგავს მოუსვენარ
და დაუოკებელ პიროვნებასთან ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძლებს.
წვრილმანებისადმი უსაზღვროდ ყურადღებიანი და საშინლად პრაქტიკული კატა-კურდღელი, ცხოვრებაში უპირველეს ყოვლისა ჰარმონიასა და კომფორტს დაეძებს. მხოლოდ ყოველივე ამის მოპოვების შემდეგღა დაფიქრდება იგი, პროფესიული კარიერის მოწყობაზე და მიზნის მისაღწევ გზებსაც ოსტატურად მოძებნის. კარგად განვითარებული, მძაფრი ინტუიციისა და წინდახედულების წყალობით, კურდღლი ყოველთვის დროულად ახერხებს თავი ოსტატურად აარიდოს ყოველგვარი სასხის კონფლიქტსა და შეხლა-შემოხლას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ უთანხმოებას პირადად მასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იგი მაინც ჩირგვებში უსაფრთხოდ ყოფნას და სიტუაციისთვის შორიდან თვალის მიდევნებას ამჯობინებს. თავად მითუმეტეს, ეს დიპლომატი და დახვეწილი მანერების მქონე ადამიანი, არასოდეს გახდება კონფლიქტის პროვოცირების მიზეზი. კატა-კურდღელმა ყოველთვის შესანიშნავად იცის თუ სად, როდის და როგორ მოიქცეს, არც ნაადრევი დასკვნების გამოტანას ჩქარობს ხოლმე არასდროს. მართალია ამ ადამიანებს გადამეტებულ მომხვეჭელობაში ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ფაქტია რომ კურდღლის წელში დაბადებულებს, როგორც წესი თითქმის ყოველთვის პრესტიჟული, მაღალანაზღაურებადი სამსახური და სოლიდური ანგარიში გააჩნიათ ბანკში. პროფესიულ ასპარეზზე კურდღელის წარმატების უმთავრესი საწინდარი, მისი ნაკლებად აგრესიული ხასიათი და ჯანსაღი ამბიციურობაა. ეს ადამიანები თითქოსდა შეუმჩნევლად, მაგრამ შეუფერხებლად მიიწევენ კარიერულ კიბეზე წინ და საბოლოო ჯამში სწორედ მათგან გამოდიან: მსხვილი ბანკირები, ცნობილი მეწარმეები ან უბრალოდ დიდი კაპიტალის მქონე პირები. ამ ადამიანების ერთადერთი სუსტი წერტილი, საკუთარი ჯანმრთელობაა. ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული, ხანშიშესულ ასაკამდე, კატა-კურდღელს როგორც წესი უამრავი, არცთუ იოლი ავადმყოფობის გადატანა უხდება. თუმცა როგორც კატას შეეფერება, იგი ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი, ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი თავის დაღწევას და ფეხებით კვლავ მიწაზე დავარდნას. კატა-კურდღელისთვის ჭეშმარიტი ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე, მხოლოდ ოჯახურ გარემოში ყოფნას მოაქვს. ოჯახები კი როგორც წესი ამ ადამიანებს, ყოველთვის დიდი და მრავალრიცხოვანი
აქვთ. თუკი ცხოვრების მეგზურად კურდღლი ცხვარს, ღორს ან გულკეთილ ძაღლს
აირჩევს, ბედნიერი ქორწინება გარანტირებული ექნება. მაგრამ ვეფხვი, მამალი და მით უმეტეს დრაკონი ამ ადამიანს ბედნიერებას ნამდვილად არასოდეს მოუტანს.
დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები,
როგორც წესი საზოგადოებაში საყოველთაოდ მისაბაძი ეტალონის რეპუტაციით
სარგებლობენ. თუმცა მათი ამგვარი საპატიო სტატუსი, უფრო საკუთარი თავის
ფლობის შესანიშნავ უნარსა და ”საგარეო იმიჯის” ოსტატურად შექმნის ცოდნას ეფუძნება, ვიდრე რაიმე განსაკუთრებული სახის პიროვნულ ღირსებებს. ამ ადამიანების გარეშე, არც ერთი არისტოკრატიული რაუტი, პრემიერა ან ოფიციალური მიღება არ ჩაივლის და მათ ნებისმიერი, ხალხმრავალი წვეულების ეპიცენტრში აღმოაჩენთ. დრაკონები როგორც წესი უნაკლოდ გამოიყურებიან, უზადოდ დახვეწილი გემოვნებით იცვამენ და საერთოდ
ეხერხებათ საკუთარი პერსონისადმი ჯეროვანი ყურადღების მიქცევა აიძულონ
გარშემომყოფთ. თუმცაღა ამგვარი ”ყალბი დიდებულების” მიღმა, დრაკონები
ძალზე ხშირად თავიანთ საოცრად სუსტ და დაუცველ ნამდვილ სახეს მალავენ ხოლმე. სამაგიეროდ, უცხო თვალი ვერასოდეს შეამჩნევს, როგორი ხანგრძლივი და ღრმა
ემოციებით იტანჯებიან ისინი, ამასთან ხშირ შემთხვევაში აფსოლუტურად
უმნიშვნელო წვრილმანების გამო. უფრო მეტიც, ამაყი ბუნების გამო მათ არათუ
სხვებთან, საკუთარ თავთანაც კი არ შეუძლიათ გულახდილი იყონ და ჩადენილი შეცდომები აღიარონ. დრაკონი ბუნებით გამოუსწორებელი რომანტიკოსი და იდეალისტია, ამიტომ ეს ადამიანები სასურველი პარტნიორის ძიებაში, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ერთი სასიყვარულო გატაცებიდან მეორეზე ადვილად და ძალზე სწრაფად გადადიან.
იმედოვნებენ რა, რომ საბოლოოდ მაინც იპოვნიან ისეთ პიროვნებას, ვინც მათი
მოლოდინის გამართლებას ბოლომდე შეძლებს. ქორწინებაში დრაკონისთვის
შესანიშნავი მეწყვილე იქნება: ვირთხა, მაიმუნი ან ვეფხვი. აი ხარს და მით უმეტეს ძაღლს, ამ ადამიანმა ცხოვრება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშიროს.
ჩვეულებრივ დრაკონებს რთული ბავშვობა აქვთ, ხშირ შემთხვევაში მშობლების
სიმკაცრით ან ოჯახში არასახარბიელო, მტრული ატმოსფეროთი დაღდასმული დრაკონი, უკვე დიდობაში საკუთარი ინტელექტუალური და გონებრივი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ძნელად ახერხებეს. თუმცა წლების მატებასთან ერთად გადაიტანს რა, რამოდენიმე სერიოზულ ცხოვრებისეულ კრიზისს და იმედის გაცრუებას, დრაკონი დინჯ და ბრძენ ადამიანად ყალიბდება. ერთადერთი რისი სწავლაც მას უძნელდება, საკუთარი არასრულყოფილების მიღება და დაშვებული შეცდომების იუმორით დანახვაა. მართალია ზოგიერთ დრაკონს გადამეტებული ეგოიზმი, ამბიციურობა და სნობიზმი ახასიათებს, მაგრამ საერთო ჯამში ამ ადამიანებს საკმარისი პიროვნული ღირსებები გააჩნიათ, რომელსაც ხშირად მორიდებული ხასიათის გამო, ბოლომდე ვერ ან არ ამჟღავნებენ.
გველი
წარმატებას ყოველთვის საკუთარი მომხიბვლელობისა და იდუმალების ხარჯზე
აღწევს. ნებისმიერ, ყველაზე ხალხმრავალ საზოგადოებაშიც კი, ამ ადამიანის
არ შემჩნევა უბრალოდ წარმოუდგენელია. მას გარშემომყოფებისაგან უზადო
გემოვნება, დახვეწილი მანერები და ჩაცმის არაორდინალური სტილი გამოარჩევს.
გველის წელში დაბადებულ
ადამიანს, ყოველთვის შესწევს საიმისო ძალა, რომ ნებისმიერი მეტოქე
გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. ამიტომ ვინც გაბედავს და გველს დასახული
მიზნისკენ სვლაში შეუშლის ხელს, ამ უკანასკნელისგან ნამდვილად მწარე
გაკვეთილს მიიღებს. ისე კი გველების უმეტესობა, როგორც წესი
მშვიდობიანი, ზომიერად კომუნიკაბელური და მეგობრული პიროვნებაა. გველს
ბევრი ლაპარაკი საერთოდაც არ უყვარს, ამასთან იგი ბუნებით საკმაოდ
სერიოზული ნატურაა და შესაძლოა ერთი შეხედვით გუჩათხრობილ ადამიანადაც კი
მოგეჩვენოთ. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ამ პიროვნებას რაიმე მართლა
მნიშვნელოვან თემაზე სურს საუბარი, მისი ორატორული ნიჭი და ლაკონური
აზროვნების უნარი გაგაოცებთ. გველს შესანიშნავად ეხერხება, საკუთარი
პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოს, ამასთან მისი გონება
ერთბაშად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს. რასაც იგი შემდგომში,
საჭიროების შემთხვევაში ძალზე ოსტატურად იყენებს. გველებს უაღრესად
განვითარებული და ძლიერი ინტუიცია გააჩნიათ. ამიტომ შემთხვევითი როდია,
რომ მათ შორის უამრავი მედიუმი და ნათელმხილველი გვხვდება. თუმცა
გველის წელიწადში ქვეყანას, ყველაზე დახვეწილი შარლატანები და საშიში
ავანტიურისტებიც შესაბამისი პროპორციულობით ევლინებიან. გველის მთავარი
ნაკლი, მკვეთრად გამოხატულ ეგოიზმში მდგომარეობს, ამიტომ უმჯობესი იქნება
თუ იგი საკუთარი მიღწევების შედეგის სხვებისთვის განაწილებას და
გარშემომყოფთა ღირსებების მაქსიმალურად დაფასებას ისწავლის . ამ ადამიანებს
ერთნაირად ეხერხებათ და უყვართ, ფულის როგორც შოვნა ისე ხარჯვა. არანაკლებ, იქნებ უფრო მეტადაც უყვართ, სინაზე და მოფერება. ამიტომ როგორც წესი
უშეცდომოდ პოულობენ და ცხოვრების მეგზურად ირჩევენ ისეთ ადამიანებს,
ვისგანაც ყოველივე ამის მიღება იქნება შესაძლებებლი. ქორწინებაში გველის
საუკეთესო პარტნიორია: ხარი და მამალი, სწორედ ამ ორს შესწევს საიმისო
ძალა, ბუნებით ფრთხილ გველს თავი დაცულად და კომფორტულად აგრძნობინოს.
ცხენის
წელში დაბადებულ ადამიანებს გარშემომყოფები ბრალს არცთუ იშვიათად,
ხასიათში მკვეთრად გამოხატული ეგოიზმის გამო სდებენ და ეს ბრალდება არც თუ
უსაფუძვლოა. ახლოს რომ გაიცნობთ დარწმუნდებით, რომ ცხენი ყოველთვის და ყველაფერში, მხოლოდ საკუთარი თავისთვის
მისაღებ შედეგს დაეძებს. სათავისოდ მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე
დაუღალავი ზრუნვა, ცხენებს იმდენად დიდ დროსა და ენერგიას ართმევს
ცხოვრებაში, რომ მათ არც ერთი თავისუფალი წუთი აღარ რჩებათ საიმისოდ, რომ
ზოგჯერ სხვათა გრძნობებზეც დაფიქრდნენ. თუმცა ამ ფაქტს ისინი მაინც და
მაინც დიდად არც განიცდიან. ცხენისთვის ცხოვრება აზარტული რბოლაა, სადაც
ცივი გონება, ანგარება და მაქსიმალური თავდაჯერების უნარია აუცილებელი.
მართალია ზემოთ ჩამოთვლილ ამ თვისებებს, გარეგნულად იგი ბრწყინვალედ
ფლობს, თუმცა გულის სიღრმეში ცხენი სიცოცხლის ბოლომდე მიმნდობი ბავშვია,
რომლისთვისაც ემოციური კუთხით ზიანისა და ტკივილის მიყენება დიდ სირთულეს
არ წარმოადგენს. ცხენები სნობები არიან და მათი ეს თვისება ყველაზე
მკვეთრად, გემოვნებასა და ჩაცმულობის სტილში ვლინდება. ამ ადამიანებს შორის
როგორც წესი, ყველაზე მეტი მოდის მიმდევარი და სხვადასხვა ცნობილი ბრენდის
აქტიური თაყვანისმცემლია. ცხენი უაღრესად მერკანტილური ნატურაა, ამიტომ
ხშირად ფულსა და ქონებას, სიყვარულსა და ოჯახზე წინაც კი აყენებს ხოლმე.
თუმცა ამგვარი საქციელი მას უფრო ადრეული სიჭაბუკის წლებში ახასიათებს,
მოგვიანებით კი, დაახლოებით 32-37 წლის ასაკში, მასში როგორც წესი,
ფასეულობათა ძირეული გადაფასება ხდება. ამგვარი კარდინალური ცვლილების
მიზეზი, ხშირ შემთხვევაში თავს დატეხილი დიდი ტრაგედია ან თავბრუდამხვევი
სასიყვარულო რომანია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სიყვარული ცხენს
ეგოიზმის დაძლევასაც კი აიძულებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი ამგვარი
აღმაფრენა, მწარე იმედის გაცრუებით მთავრდება და საბოლოო ჯამში, მთელს
ქვეყანაზე დაბოღმილი ცხენი, სამუშაოში ყელამდე ჩაფლობას და ყველას მიმართ
გულგრილობის გამოჩენას ამჯობინებს, რათა მწარე გულისტკივილი როგორმე
დაივიწყოს. თუმცა არსებობს გამონაკლისი და ბედნიერი შემთხვევებიც, როცა
იგი საყვარელი არსების ხათრით, ბოლომდე ახერხებს საკუთარი ”ეგოს”
დამარცხებას. ამ შემთხვევაში, მით უმეტეს თუ მისი პარტნიორი ვირთხა ან
ცხვარი იქნება, იგი შესანიშნავი ოჯახის შექმნას შეძლებს.
ამ წელს დაბადებული
ადამიანები როგორც წესი, მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭითა და უსაზღვრო
ფანტაზიის უნარით არიან დაჯილდოვებულნი. სამაგიეროდ ცხვარი აფსოლუტურად
მოკლებულია ელემენტარულ დიპლომატიას და პრაქტიკულობას. იგი ბუნებით
საშინელი ზარმაცია და მუყაით მუშაობას, საკუთარი საქმეების სამომავლოდ
გადადება ან უკეთეს შემთხვევაში სხვისთვის გადაბარება ურჩევნია.
სამაგიეროდ თავისი პრობლემების გადაჭრის სანაცვლოდ, იგი გარშემომყოფებს
მისთვის დამახასიათებელი დადებითი, ხალისიანი განწყობითა და რთულ
სიტუაციაში მორალური თანადგომით აჯილდოვებს. ამასთან ცხვარს მართლაც რომ
შესანიშნავად ეხერხება ემოციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მხარდაჭერის
გაწევა. ოპტიმისტური ბუნების გამო, იგი ცუდ ხასიათზე იშვიათადაა,
ღიმილიანი და მხიარულია. ყოველივე ამას კი, სხვებსაც უშურველად უნაწილებს.
თუმცა თავის მხრივ, მასაც გამუდმებით ესაჭიროება გარშემომყოფთა მხრიდან
სითბო და ყურადღება, ხოლო თუ ეს ყველაფერი მოაკლდა ბუზღუნა, უკმაყოფილო და
პრეტენზიული ხდება. ცხვარი ხანშიშესულ ასაკშიც კი, ბავშვურ ქცევებსა და
შეხედულებებს ინარჩუნებს. ბავშვივით ანცი, თავქარიანი, გიჟმაჟი და
მხიარულია. ამასთანავე საშინლად უპასუხისმგებლო და არასტაბილური. ამ
ადამიანს იმდენად სძულს მოწყენილობა, რომ უკიდურეს შემთხვევაში თვითონვე
შესწევს საკუთარი თავის გართობის ძალა. წერს ლექსებს, ხატავს, უკრავს და
მღერის. ამასთან აზრადაც არასოდეს მოუვა, რომ ამგვარი სასიამოვნო ჰობი,
კომერციულად მომგებიან საქმიანობად აქციოს და ამ გზით არც თუ ურიგო
შემოსავლის წყარო გაიჩინოს. ფული კი მას არასოდეს არ ყოფნის, ცხვრები
გამუდმებით ფინანსურ გაჭირვებას განიცდიან. ამასთან თანხის დიდ ნაწილს
ძირითადად უაზრო და გამოუსადეგარი, წვრილმანი ნივთების შეძენაზე ხარჯავენ
და არა რაიმე სერიოზულ ბიზნეს-დაბანდებაზე. მართალია ცხვრები არც აზარტულ
თამაშებს, არც ნარკოტიკებს არ ეტანებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი
უმრავლესობა თვიდან თვემდეც კი, ძვლივს ახერხებს თავის გატანას. ოჯახურ
ცხოვრებაში ცხვრსითვის მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატურაა: ცხენი,
ღორი ან კურდღელი. ვეფხვი ცხვრის უპასუხისმგებლობას მოთმინებიდან
გამოჰყავს და მათი კავშირი ცუდად დასრულდება. ვერც სერიოზული და დინჯი
ხარი დიდი ხნით, ცხვრის ფუქსავატობას.
ავანტიურისტი და გამჭრიახი გონების პატრონი, ცბიერი და მოხერხებული მაიმუნი, ხელიდან არასოდეს გაუშვებს შანსს, გამოწვევა ესროლოს ან სასაცილოდ აიგდოს მასზე ძლიერი ადამიანები. მისი ერთი შეხედვით არასერიოზული, გულუბრყვილო გარეგნობის მიღმა, წარმოუდგენლად გონიერი და ეშმაკი პიროვნება იმალება. ამ ადამიანს
ძალა შეწევს არა თუ სხვის, საკუთარ ნაკლოვანებებსაც კი იუმორით შეხედოს და
თავადვე აიგდოს მასხრად თავი. მართალია ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაიმუნის
წელში დაბადებული ადამიანი, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს ჯეროვნად ვერ აფასებს. მაგრამ ამგვარი შემთხვევები ძალზე იშვიათი და ისიც ხანმოკლეა. მაიმუნს გამჭრიახი აზროვნების უნარი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა
ლიდერის პოზიციის დაკავებისაგან თავს იკავებს. მას უფრო ”რუხი კარდინალის”
როლი ურჩევნია, რადგან მართალია გადაწყვეტილებების მიღება ეხერხება, მაგრამ ყოველგვარი სახის პასუხისმგებლობა აშინებს და აღიზიანებს. ამასთან
იგი არც ვინმეს მიერ დახაზული სქემით მოქმედებას დასთანხმდება არასოდეს.
თუმცა შეუძლია, სხვების მიერ დაწყებულ საქმეებში მისთვის სასურველი
კორექტივები ოსტატურად შეიტანოს და წარმატებაც თავად შეიფეროს. მაიმუნი
კომუნიკაბელური და ყურადღებიანია, ადვილად ახერხებს ნებისმიერი კომპანიის
სული და გული გახდეს, თუმცა სიტუაცია რომ უკეთესად აკონტროლოს და
საჭიროების შემთხვევაში უკან დასახევი გზაც მოიტოვოს, ურთიერთობაში
დისტანციის დაცვას არჩევს. მაიმუნის სტიქია საიდუმლო გარიგებები და
ათასგვარი ინტრიგების ხლართვაა, ამასთან
მას შეუძლია სახეზე გულუბრყვილო ღიმილის მოუშორებლად აკონტროლოს მის
გარშემო შექმნილი სიტუაცია. თუმცა ხშირად სრულიად უმიზეზო წვრილმანების გამო იშლის ნერვებს. საერთოდ მაიმუნი საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს, არ სცნობს ავტორიტეტებს და აფსოლუტურად გულგრილია ყოველგვარი ჩინებისა და რეგალიების მიმართ. ერთადერთი რისიც ამ მოუხელთებელ
არსებას ეშინია, ეს სიბერეა. შემთხვევითი როდია, რომ პლასტიკურ ქირურგთა
პაციენტების ძირითად ნაწილს, სწორედ მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები შეადგენენ. ქორწინებაში მაიმუნისთვის კარგი პარტნიორობის გაწევა ვირთხას, დრაკონს ან ვეფხვს შეუძლია, სწორედ ისინი შესძლებენ მაიმუნის დამოუკიდებელი და ენერგიული ხასიათი ჯეროვნად შეაფასონ.
ნებისმიერი მამლის ცხოვრება, მუდმივი აღმაფრენა-დაცემის უწყვეტ ციკლს წააგავს. ამასთან გასაოცარი სულის სიძლიერე, რომლის ხარჯზეც ეს ადამიანები,
მორიგი მარცხის შემდეგ, ახალი წინსვლისთვის საკუთარ თავში ძალების პოვნას
ახერხებენ, მართლაც რომ აღფრთოვანების ღირსია. მამალი ბუნებით ძალზე
მამაცია, ამასთან ყოველთვის ჯეროვნად აფასებს, როგორც საკუთარ
შესაძლებლობებს ისე მოსალოდნელი საფრთხის ალბათობას. თუმცა მიუხედავად რისკის სიდიდისა, უკან არასოდეს იხევს. ამიტომ გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ყველაზე ერთგული და საიმედო მეგობრობა სწორედ მამლებს შეუძლიათ. ამ ადამიანს ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი აიძულებს, გასაჭირში ჩავარდნილი ახლობელი დახმარების
გარეშე მიატოვოს. მამალს კარგი გემოვნება აქვს, თუმცა შიში იმისა, რომ
გარშემომყოფთა თვალში ზედმეტად სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს, მას
ჩაცმულობის მხრივ თამამი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას ართმევს.
აქედან გამომდინარე ამ ადამიანების სამოსი, ყოველთვის საზოგადოებაში მკაცრად მიღებულ სტილს ემორჩილება. ამ წელს დაბადებულთა ნაკლებ სასიამოვნო თვისებებს შორის აღსანიშნავია, გადამეტებული ტრაბახის სიყვარული. გარდა ამისა, მამლების ჩვევა, დაუღალავად
ისაუბრონ საკუთარ მიღწევებსა თუ პროფესიულ საქმიანობაზე, ხშირად აუტანლად
ღლის ხოლმე გარშემომყოფებს. მართალია მამლები მრავალმხრივ ნიჭიერები არიან,
მაგრამ ერთ კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირება უჭირთ, რის გამოც წარმატებას
მხოლოდ დიდი ხნის შრომისა და ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვის შედეგად აღწევენ. ამასთან მუშაობისას მათთვის მთავრი სტიმულის მომცემი, გარშემომყოფთა მხრიდან შექება და წახალისება
უფროა, ვიდრე სოლიდური ანაზღაურების მოლოდინი. ნებისმიერი მამალი
გამოკვეთილი, კაშკაშა ინდივიდია, ამიტომ გასაკვირი როდია, რომ მათ
საზოგადოებაში საყოველთაოდ მისაბაძ ეტალონებად თვლიან. თავად მამლებს რაც
შეეხებათ, მათ ამგვარი საჯარო შექება იოტისოდენ უხერხულობასაც არ უქმნით.
ისინი ერთგვარი სიამოვნებითაც კი იწონებენ თავს, საზოგადოების წინაშე.
რადგან საკუთარი შესაძლებლობების ფასი, მშვენივრად იციან. ქორწინებაში
მამალს კარგ პარტნიორობას გველი, ძაღლი ან დრაკონი გაუწევს. ისინი მის
საქციელში პერიოდულად გამოვლენილ ცინიზმსა და ეგოისტურ ელემენტებს ნაკლებად ამჩნევენ. სამაგიეროდ ჯეროვნად აფასებენ მის კაცთმოყვარეობას, გულუხვობასა და პატიოსნებას.
ძაღლის
წელში დაბადებული ადამიანები სხვებისაგან უსაზღვრო პატიოსნებითა და
ერთგულებით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, გარშემომყოფთა შორის
ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ.
ძაღლები დიდსულოვანი, მზრუნველი ნატურები არიან. არ ახასიათებთ უმადურობა
და ყოველთვის ცდილობენ კეთილისმყოფელს ადექვატური საქციელით უპასუხონ. თუ
ძაღლი ხალისიან განწყობაზეა, მასზე კარგ კომპანიონსა და თანამოსაუბრეს
ვერსად იპოვით. მაგრამ თუ გუნება გაუფუჭდა, უსაშველოდ ენამწარე და
ცინიკოსი ხდება. ასეთ დროს მას არაფრად უღირს, ქუჩაში უბრალო გამვლელსაც კი
უმიზეზოდ აუხირდეს და შარი მოსდოს. ძაღლები აფასებენ ტრადიციებს, მკაცრად
ემორჩილებიან კანონებს და საკმაოდ ქველმოქმედი ნატურები არიან. ამ წელს
დაბადებულებს სხვებისაგან, ასაკოვანი ადამიანების მიმართ განსაკუთრებული
მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობა გამოარჩევს. ხანშიშესული ან მოხუცებული
ადამიანის წყენინებას, თვით ყველაზე ავი ძაღლიც კი არასოდეს იკადრებს.
ძაღლისთვის ცხოვრების მთავარი აზრი და ძირითადი მოწოდება,
სამართლიანობისთვის ბრძოლაში მდგომარეობს. ამიტომ იგი დეპრესიაში ვარდება
თუკი ხედავს, რომ არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას საკუთარი
ძალებით ვერ ახერხებს. ყველაზე უფრო მტკივნეულად კი, ახლობელი ადამიანების
მხრიდან ღალატისა და ორგულობის შემთხვევები გადააქვს. ასეთ დროს ძაღლი
იმდენად განიცდის მომხდარს, რომ შესაძლოა მომეტებული ნერვიულობის ნიადაგზე
სრულიად გაუაზრებელი, საბედისწერო ქმედებებიც კი ჩაიდინოს ან სულაც
ჯანმრთელობა დაიზიანოს. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან, ძაღლი ინტუიტიურად
გრძნობს, რომ მხოლოდ კარგი ადამიანებით არაა გარშემორტყმული. ამიტომ
მაქსიმალურად ცდილობს, ცხოვრების მანძილზე დადებითი და ოპტიმისტი მეგობრები
შეიძინოს და შემოიკრიბოს. ქორწინებას რაც შეეხება, ვეფხვთან, კატასთან და
ცხენთან მას ჰარმონიული ოჯახის შექმნა შეუძლია, რადგან ამ უკანასკნელთ
ძალა შესწევთ დაეხმარონ ძაღლს, გარემომცველი სამყაროს ნაკლებ იდეალურობას
როგორმე შეურიგდეს. აი დანარჩენ ნიშნებს კი, სავარაუდოდ ძაღლთან საერთო
ენის გამონახვა გაუჭირდებათ.
ამ წელს დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული
ზნეობრივი თვისებებითა და სულიერი სიძლიერით გამოირჩევიან. უჩვეულო
გულწრფელობა, გარშემომყოფთა მიმართ კეთილი დამოკიდებულება და სხვათა
ნაკლოვანებების მიმართ ტოლერანტული მიდგომა, ღორებს საზოგადოებაში
განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას უხვეჭავს. ამას გარდა მათ
უმრავლესობას, დახვეწილი გემოვნება გააჩნია და როგორც წესი სახელოვნებო
სფეროებშიც საკმაოდ კარგად ერკვევიან. თანდაყოლილი სტილის გრძნობის
წყალობით, ღორს ყოველთვის უზადოდ დახვეწილი გემოვნებით აცვია და
საცხოვრებელი ადგილიც შესაბამისი დიზაინით აქვს მოწყობილი. ამ ადამიანებთან
ურთიერთობას ბევრი ეძებს, უპრველეს ყოვლისა მათი მხრიდან მეგობრული
თანადგომისა და ოპტიმისტური განწყობის გაზიარების თვალსაზრისით. თუმცა
ოპტიმიზმის ამგვარი, მოჩვენებითი ნიღბის მიღმა, ძალზე ხშირად ღორი ძლიერ
სულიერ განცდებს მალავს, რომლითაც მას გარშემომყოფთა შეწუხება უბრალოდ არ
სურს. ღორებს ძალზე განვითარებული ინტუიცია აქვთ, ამიტომ ახლობელი ადამიანების
ტკივილი და გასაჭირი გულთან საკუთარივით ახლოს მიაქვთ. საერთოდაც, სხვათა
კარგად ყოფნისთვის ისინი გამუდმებით და დაუღალავად იღწვიან. მეტიც,
ზოგიერთი ახლობლის ცხოვრების უკეთ მოწყობაზე ფიქრი, ღორს უბრალოდ
მოსვენებას უკარგავს ხოლმე. ეს ადამიანები გარშემომყოფებს
გამუდმებით ამარაგებენ ბრძნული რჩევებითა და შეგონებებით. თუმცა სწორედ
თავიანთი, ამგვარი მზრუნველი ბუნებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე, რომ
ხშირად საკუთარ შვილებს გადამეტებული სიმკაცრითაც კი ეპყრობიან. ღორი
როგორც მატერიალური, ისე ემოციური ფასეულობების გაღების თვალსაზრისით,
უკიდურესად გულუხვი ნატურაა, აქედან გამომდინარე მისთვის პერიოდულად
სულიერი სიცარიელისა და მარტოობის განცდა უცხო არაა. თუმცა როგორც წესი,
ამგვარი განდეგილობის ხანას, ღორის ცხოვრებაში აქტიური და ქმედითი პერიოდი
ცვლის. ღორს ფულისა და მატერიალური დოვლათის შეგროვების განსაკუთრებული
სიყვარული არ ახასიათებს, იგი ცხოვრებისთვის საარსებო მინიმუმითაც
კმაყოფილდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც თუ იშვიათად ხდება დიდი
ქონების პატრონი. ამ ადამიანისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მიწასთან,
ბუნებასთან ხშირ კონტაქტს. ამიტომ მათი უმრავლესობა ხშირად ქალაქგარეთ
ცხოვრებას ამჯობინებს. ქორწინებაში ღორისთვის საუკეთესო წყვილი კურდღელი,
ცხვარი და დრაკონი შეიძლება იყოს. ნაკლებად პოულობს იგი საერთო ენას
გველთან და მით უმეტეს მამალთან.