წამი შეიძლება ასობით, ზოგჯერ კი ათასობითგაეიწელოს. გაიხსენეთ გამოთქმა ”
მე ის წამი უსასრულოდ მომეჩვენაო” - და როცა ასეთ მდგომარეობში
ადამიანიებიწამობით კი არა , გაცილებით მეტხანს იმყოფებიან, მაშინ მათ
დღეები საუკუნედ ეჩვენებათ. შესაძლებელია , სწორედ აქ არის ის რეზერვები,
რომლებიც გააზრებული ცხოვრების დროითი საზღვრების გაწევ-გამოწევის
შესაძლებლობას იძლევა.
ამერიკელმა
ნეირობოლოგმა ჯონ უირდმა გამოიკვლია ტენისის ერთ-ერთ სახეობის მწრთვნელის -
მაიკლ ჰალის ფენომენი . იგი ბრწყინვალე მოტამაშეა და ისეთ ბურთებს იღებს ,
რომელთა ხელში ჩაგდება სრულიად უიმედო ჩანს ხოლმე.
მაიკლი თავის
წარმატებას ასე ხსნის - ” მე კონცენტრაციას ვახდენ და შეგნებულად ვიგდებ
თავს ისეთ მდგომარეობაში, როცა გეჩვენება, რომ ბურთულები ნელ-ნელა
მოფრინავენ , ისე ნელა, რომ თითქოს ჰაერში არიან დაკიდებულნიო. ამ დროს
ჩემთვის დრო თითქოს გაჩერებულია”.
იმისი ახსნა , როგორ ხდება ეს, ჰალს
არ შეუძლია, მაგრამ ამბობს, რომ აქ მთელი საიდუმლო ყურადღების
კონცენტრაციაშია - ისე, რომ ხედავდე მხოლოდ ბურთს და სხვა ყველაფერს
გამოეთიშო ამ ქვეყანაზე. მისი თქმით , ამგვარი უნარი მან იოგასა და
მედიტაციაში 12 წლიანი ვარჯიშის შედეგად მიაღწია.
არ არის
გამორიცხული რომ აღმოსავლეთში მართლაც ფლობდნენ ”დროის გაჩერების”
საიდუმლოებას. ერთ-ერთი ტრიუკი , რომლებსაც იოგები ასრულებენ ხოლმე, არის
ის, რომ ისინი მრავალრიცხოვანი ხალხის თვალში ქრებიან და შემდეგ
ბრუნდებიან ხოლმე, ოღონდ არა იმავე ადგილას, არამედ, როგორც წესი სეირის
საყურებლად შეკრებილი ბრბოს უკან.
მოულოდნელი გაუჩინარების ფენომენი
ისევე ძველია, როგორც მსოფლიო. უძველეს ინდურ მანუსკრიპებში , რომლებიც
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-1500 წლით თარიღდება, მოხსენიებულია რიტუალები ,
რომლის დახმარებითაც ადამიანი შაესაძლებელოა ”უხილავიც კი გახდეს” . სრული
და სწრაფი გაქრობისათვის აქ საკმარისია აზრთა კონცენტრაცია .
პარანორმალური მოვლენების მკვლევარები ამგვარ ფაქტებს მყისიერი
ტელეპორტაციით ხსნიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია რომ იოგები მრავალჯერ
აჩქარებენ პირადი დროის მკვლელობას, ამის ხარჯზე თითქოსდა გაქრებიან ჰაერში
და ასევე სწრაფად გაივლიან მაყურებელთა შორის, ისე, რომ ადამიანები
ვერფერს ამჩნევენ. ამ ვერსიის სასარგებლოდ ერთი დეტალი მიუთითეს:
დასვლეთელმა მეთვალყურეებმა ერთირამ დააფიქსირეს- მსგავსი გამოსვლის წინ
იოგები თითქმის ყოველთვის ზრუნავდნენ იმაზე,, რომ მათ უკან თავისუფალი
გასასვლელი ყოფილიყო, ტელეპორტაციას კი გასასვლელი ნამდვილად არ სჭირდება,
რაც შეეხება სწრაფ გარბენს , მას კი - ნამდვილად.
Комментариев нет:
Отправить комментарий