ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



четверг, 3 мая 2012 г.

ტრანზიტული მთვარის ინტერპრეტაცია

მთვარე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში

თხის რქის ნიშნის ძალა განსაკუთებულ ზეგავლენას ახდენს კანზე, მუხლებსა და მთლიანობაში ჩონჩხზე. იმ დღეებში, როდესაც მთავრე იმყოფება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, ყველაფერი ექვემდებარება ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

თხის ნიშანში მთვარის დროს სასარგებლოა წესრიგის დამყარება, ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა. მხოლოდ იმ პრობლემით იყავით დაკავებულნი, რომლებიც მოითხოვს ნათელ აზროვნებას.



მთავრე თხის რქაში ხელს გიწყობთ არასაცხოვრბელი შენობების, ანტიკვარიატის შეძენაში. რეკომენდებულია სამკურნალო შიმშილობის ჩატარება. არასასურველია ოპერაციები,რომლებიც ძვლებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მუხლების სახსრებთნ. თუ განსაკუთრებული ტკივილი არ გაწუხებთ, გირჩევთ ექიმთან ვიზიტი სხვა დროისთვის გადადოთ.



მთვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში.

მერწყულის დღეების ენერგია განსაკუთრებულ ზეგვალენას აზდენს ბარძაყების ქვედა ნაწილსა და კოჭის სახსრებზე.

ეს ხელსაყრელი პერიოდია ყველა წყლის პროცედურებისთვის. მერწყულის დღეებში სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა.

როდესაც მთავრე იმყოფება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ჩვენ თავს ვგრძნობთ თავისუფლად და არაორდინარულად. ქვეცნობიერად მივილტვით რაღაც ახლისკენ და არაჩვეულებრივისკენ.

მთვარე მერწყულში ხელს გიწყობთ ელექტროტექნიკის, კომპიუტერების, ყოველივე ახლის და არაორდინარულის შეძენაში.არასასურველია სისძარღვებზე ოპერაციები თავის ქალის არეში.



მთვარე თევზების ნიშნის ზოდიაქოში

ამ დღეებში მწვავდება ინტუიცია, ეს არის გონების განათების დრო. მაგრამ ამ ნიშანს უკუმხარეც აქვს – მეტისმეტი მგრძნობიარობა და სენტიმენტალურობა, და შესაბამისად – გულჩვილობა და გადაჭარბებული მიმნდობელობა.

იმ დღეებში, როდესაც მთვარე იმყოფება თევზების ნიშანში, ჩვენ ვხდებით რომანტიულები და მეოცნებეები.

მთავრე თევზებში ხელს გიწყობთ სამედიცინო პრეპარატების და ქიმიური რეაქტივების შეძენაში. განგაწყობთ ქველმოქმედებისკენ და მეცენატობისკენ, მაგრამ უფრთხილდით მოტყუებასა და თაღლითობას.

არასასურველია ისეთ მკურნალობის მეთდები, რაც გავლენას ახდენს ლიმფატიკურ სისტემაზე, ასევე ქირურგიული ოპერაციები ლიმფატიკურ კვანძებზე, ჯირკვლებზე, ენდოკრინულ სისტემაზე. არაა რეკომენდებული გრძნობის ორგანოებზე ოპერაციის გაკეთება, ღვიძლზე და ფეხებზე. ამ პერიოდში მგრძნობიარეა კანი, იზრდება ალერგიის საფრთხე.



მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში

ვერძს ნიშანში მთავრისას თავი უნდა ავარიდოთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.ვერძის ნიშანი ასევე მოქმედებს თვალებზეც, ამიტომაც არ ღირს მათი ზედმეტად გადაღლა.

მთვარე ვერძში ხელს გიწყობთ ავტომობილის და სხვა ტექნიკის ყიდვაში. პრეზენტაციები ჩაივლის ბრწყინვალედ, ხოლო რეზულტატებმა სპორტულ შეჯიბრებებში შესაძლოა გადაჭარბოს ყოველ მოლოდინს. არაა რეკომენდებული თავის არეში ოპერაციის დაგეგმვა, ასევე აქტიური მკურნალობა. არასასურველია შიმშილობა და მწარე საკვების მიღება.

როდესაც მთვარე იმყოფება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, თმის შეჭრა არასასურველია.



მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში

იმ პერიოდში, როდესაც მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, არაა რეკომენდებული კბილისი ექიმთან მისვლა. ამ პერიოდშ სასარგებლოა სხვადასხვა ინჰალაციის გამოყენება და ყელის გამოვლება. კუროს ჩვენს ცხოვრებაში შემოქვს გარკვეული სიმშვიდე. ჩვენ ვხდებით იოლად მსუბუქად ფლეგმატურები და წამოსადგომად მძიმენი.

კუროში მთვარისას სასარგებლოა ყოველდღიური საოჯახო საქმეების კეთება.ა სევე მნიშვნელოვანია, რომ კუროს ზოდიაქოს ნიშანში მთვარის ყოფნის პერიოდში თქვენ კარგად და მოყიერად იკვებოდ. როდესაც მთვარე ხვდება კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ძლიერ გავლენას გრძნობენ ყბები და კისერი.

კოსმეტოლოგიური სალონში ვიზიტი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება კუროს ნიშნის ქვეშ. მთვარე კუროში – შესანიშნავი დროა საუცხოო ნივთებისა და სამკაულების შეძენისთვის.

ხელს გიწყობთ საქონლის და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შეძენაში, ბაღში მუშაობაში. კულინარიული კერძები განსაკუთრებით გემრიელად გამოგივათ.

არასასურევლია ქირურგიური ჩარევა ყელის არეში.



მთვარე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში

ხელსაყრელი დროა ღვიძლზე სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად, ასევე ბარძაყების არეში ოპერაციების ჩასატარებლად. ტყუპების იმპულსი გავლენაზ ახდენს მხრებზე, ხელებსა და საკუთრივ ფილტვებზე.

ტყუპებისთვის – ესაა დრო არასტანდარტული ქმედებებისთვის და მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვსი.

მთვარე ტყუპებში – შესაფერისი დროა, რათა დაწეროთ წერილი; საქმიანი კონტაქტები ამ დღეებში ადვილად ფუძდება. იქმნება სასურველი სიტუაცია ყოველგვარი აზრების გადაცვლისთვის, ურთიერთობისთვის. სასურველია ნაკლებად მოსწიოთ და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოთ ყავისგან.



მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში

ამ დღეებში რეკომენდებულია ქვებისა და შლაკების გამოდევნის მიზნით ჩატარებული პროცედურების ჩატარება. შეიძლება კბილების ამოღება და მკურნალობა, პროთეზების ჩაყენება. მიზნობრივია ოპერაციები ფეხებზე, მუხლებსა და კოჭებზე.

კირჩხიბის თანავარსკვლავედი – მთვარის სავანე, რამეთუ ის მის „მმართველს“ წარმოადგენს. ამიტომაც მთვარის გავლენა მეტად ძლიერია სწორედ ამ შუალედში.

მთავრე კირჩხიბში გავძლევს გამწვავებულ ინტუიციას, მომეტებულ მგრძნობელობას. ამ პერიოდში არაფერი გააკეთოთ დაუფიქრებლად, ნუ დადგებით რისკის წინაშე. თუ თქვენ ინტუიციას უგდებთ ყურს, ის არ გიღალატებთ.

მთვარე კირჩხიბში გიწყობთ კვების პროდუქტების, სამელების ყიდვაში. ხელსაყრელი დროა, რთა შეიძინოთ საცხოვრებელი სახლი ან მიწის ნაკვეთი.

უმჯობესდება მადა და ქვეითდება ყურადღება. მეტად არასასუველია ქირურგიული ჩარევა კუჭის არეში, ქალებში – მკერდის არეში.



მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანში

ამ დღეებში შესაძლებელი ხდება ბევრი საქმეების კეთება. ჩვენ გვიჩნდება თავდაჯერებულობა ჩვენს ძალებში.

ლომის დღეები განსაკუთრებულად კარგია ზეიმებისთვის და მხიარულობისთვის.

ლომის დღეები ძლიერ ზეგავლენას ახდენენ გულზე და სისხლის მიმოქცევაზე, ასევე ზურგზე, დიქფრაგმასა და თმებზე.

ლომის ნიშნის ქვეშ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სისხლძარღვთა ყველა დაავადებაზე და ნერვული სისტემის დაავადებებზე. რეკომენდებულია წვივების, სახსრების, მხედველობის ორგანოების მკურნალობა.

მთვარე ლომში ხელს გიწყობთ ძვირფასეულობის, ოქროს და პრესტიჟული ნივთების შეძენაში.

ხელსაყრელი დროა პრეზენტაციისთვის, მაღალი წრის რაუტებისა და დარბაზობისთვის.

აღინიშნება გაძლიერებული დაღლილობა, გადამეტებული ფიზიკური დაძაბულობა შესაძლოა აისახოს გულის მოქმედებაზე. გირჩევთ გადადოთ ოპერაცია გულზე და ხერხემალზე.



მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში

განსაკუთრებული ძალა ქალწულის ნიშნისა გავლენას ახდენს მუცელზე და უპირველეს ყოვლისა კუჭის მოქმედების ორგანოებზე. შაგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურები ღვიძლის გასუფთავების მიზნით, უმკურნალოთ კანს. ეს დრო ასევე ხელსაყრელია კოსმეტიკური პროცედურებისთვის და პლასტიკრუი ოპერაციებისთვის მოსამზადებლად. თავად პლასტიკური ოპერაცია კი მიზანშეწონილია ჩატარდეს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში მთვარის ყოფნისას. ქალწულის ამ დღეებში მრავალი ადამიანი ხდება რაციონალური და პრაქტიკული. როდესაც მთვარე იმყოფება ქალწულის ნიშანში, უმჯობესია გადაწყვიტოთ ყოველღიური პრობლემები, შეასრულოთ ჩვეული ყოველდღიური საქმეები.

მთვარე ქალწულში ხელს გიწყობთ ინსტრუმენტების, სასუქების, შინაური ცხოველების შეძენაში. ისეთ საკითხებში გფარველობთ, რაც ეხება, ასე ვთქვათ „ნოუ–ჰაუს“ შეძენას. ხელსაყრელი დროა ვაკანტურ ადგილებზე მომსახურე პერსონალის მისაღებად. ასევე ღირს სახლის დალაგებას და პირად ჰიგიენას მოჰკიდოთ ხელი. ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მოქმედებას. გირჩევთ გადადოთ ოპერაცია მუცლის ღრუს არეში.



მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში

სასწორის ძალები გავლენას ახდენენ უპირველეს ყოვლისა ბარძაყებზე, შარდის ბუშტზე და თირკმელებზე. შეგიძლიათ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, ამოიღოთ კბილები, იმკურნალოთ ყურებზე. სწორედ სასწორის ამ დღეებში გმართებთ დაიწყოთ პროცედურები ზედმეტი წონის მოსაცილებლად.

სასწორის ნიშანს ახასიათებს წონასწორობა, სიმშვიდე, ჰარმონია. ადამიანები ამ პერიოდში შეუმეცნებლად ისწრაფიან სილამაზისკენ და დახვეწილობისკენ... სასწორში მთავრისას ადვილია იპოვო საერთო ენა სხვა ადამიანებთან. მაგრამ ამავე დროს, სასწორის ზოდიაქოს ნიშანში მთავრის ყოფნისას ადამიანები მიდრეკილნი არიან მერყეობისკენ, გადაუწყვეტელობისკენ, ეჭვებისკენ.

მთავრე სასწორში – ეცადეთ თავი აარიდოთ ნებისმეირ გარჩევებს ურთიერთობებში. დღეები ხელსაყრელია ხელოვნების ნიმუშების შეძენისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და მაღალი წრის დარბაზობებისთვის.

რეკომენდებულია არ დაიგეგმოს ოპერაციები თირკმელებზე, შარდის ბუშტზე, ელენთაზე.

აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე ჰორმონალური პრეპარატების მიღებისას.



მთვარე ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშანში

ღრიანკალის ნიშანში მთვარისას შეიძლება ენდოკრინული სისტემის (წინამდებარე ჯირკლის გარდა), ყელის, ზევითა სასუნთქი გზების მკურნალობა, შეგიძლიათ ამოიკვეთოთ გლანდები, ადენოიდები, უმკურნლაოთ ჰაიმორიტს, სურდოს, რინიტს.

ზოდიაქოს არცერთი ნიშანი არ ახდენს ასეთ დიდ გავლენას სასქესო ორგანოებსა და შარდგამომყოფ ორგანოებზე, როგორც ღრიანკალი.

როდესაც მთვარე იმყოფება ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშანში, იზრდება დაძაბულობა, ისტერიულობა, ემოციური არასტაბილურობა. ადამიანები ხდებიან ნერვიულები და გაღიზიანებულები. ამ პერიოდში უნდა მომართოთ გონება პოზიტიურ აზრებზე.

მთვარე ღრიანკალში – ხელსაყრელი დროა (ნედლეულის ), ორგანული სასუქების შესყიდვაზე. თუ თქვენ დიდი ხანია აპირებთ რემონტის დაწყებას – ზუსტად რომ დროა დაიწყოთ იგი. გირჩევთ არ დაიწყოთ ურთიერთობების გარჩევა – შედეგი შეიძლება იყოს ყველაზე მოულოდნელი.

საკმაოდ არასასურველია ოპერაციები სასქესო ორგანოებზე და პირდაპირ ნაწლავზე, ასევე ცხვირის არეში.



მთავრე მშვილდოსანის ზოდიქოს ნიშანში

მთვარე მშვილდოსანის ზოდიაქოს ნიშანში ხელს უწყობს მაღალ განსწავლულობას. ამ პერიოდში ჩვენ ადვილად ვითვისებთ ინფორმაციას და ვღებულობთ შესაძლებლობას გადავცეთ ეს სხვებს. იზრდება საზოგადო ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი.

მშვილდოსანის დღეები განსაკუთრებულად მნშვნელოვანია ხარხემლისთვის და ბარძაყების ზედა ნაწილისთვის.

მშვილდოსანი – აქტიური დაჯერებული მოქმედებების დროა. ასევე ძალინ მნიშვნელოვანია ამ დღეებში არ მიეცეთ ამპარტავნობას.

ხელს უწყობს იმპორტულ ფართომოხმარების საყიდლებს, ასევე სერიოზული და იშვიათი ლიტერატურის შეძენას.

არაა რეკომენდებული ოპერაციის გაკეთება ბარძაყების არეში. არაა ასევე რეკომენდებული ამ პერიოდში ოპერაციის ჩატარება ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე, და ასევე სისხლის გადასხმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий