ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



вторник, 24 января 2012 г.

სატურნი და მისი როლი ზოდიაქოს ნიშნებში

ადამიანი ცხოვრების პირველ ნაწილს ატარებს სატურნიალური კარმული ვალების დასდაბრუნებლად. თუ მან სწორედ იცხოვრა 27-28 წლამდე 29-30 წლამდე უკვე საკმაოდ იცვლება მისი ცხოვრება . მერე იწყება სხვა ციკლი სატურნის და იღებს ახალ ვალებს , ამ ვალების გასტუმრება ძველად ადამიანს უხდებოდა შემდეგ ცხოვრებაში , დღეს კი ეს დრო ისეა აჩქარებული რომ ამ ცხოვრებაშივე იჩეხება სატურნიალურ ბარიერებში,
სატურნი მართავს დროს… და ასტროლოგია ესაა დროის მეცნიერება .
ადამიანი იმას თუ როგორ გაივლის სატურნისეულ გამოცდებს , ეს გამოჩნდება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ + - 2 წელი . ანუ 14, 21,28.35 და ა.შ.
იყო დრო ძველ რომში როდესაც რომაელები ეთაყვანებოდნენ სატურნს რომელიც იმ დროს მართავდა - დროს ტარებას , ქეიფს, სმას , ოღრაშობას და აღვირახსნილობას.
ხოლო როცა მოხდა მზის სისტემის შეცვლა , სატურნმა დაიკავა მცველის და მესაზღვრის ფუნქცია ცის კაბადონზე და იცვალა სტატუსი. გახდა შემბოჭველი , აქცევს ჩარჩოებში ყველაფერს , უწესებს ლიმიტს მავნე ჩვევებს და გახდა მკაცრი ცხოვრებისეული მასწავლებელი .
სადაცაა სატურნი ადამიანის ჰოროსკოპში , იქ არის გამოცდები, სირთულეები , ბარიერები ,შეზღუდვები . ესაა ადამიანის ზრდის , განვითარების წერტილი.
ის მიზნები რომელსაც ადამიანი აღწევს ადვილად , ერთი ხელისმოსმით ესაა ცრუ მიზნები.
ხოლო მიზნები რომელიც საჭიროებს ძალისხმევას , სირთულეების გადალახვას , ეს არის უკვე ის სატურნიალური ბარიერი რომელიც უნდა გადალახო და განვითარდე .
თუ სატურნი არის ჰარმონიული მაშინ ეს არის დიდი მადლი და საჩუქარი განგებისგან. ადამიანს სჭირდება ნაკლები ძალისხმევა , უფრო ადვილად გამოსდის სულის განვითარება აქვს , პასუხუსმგებლობის გრძნობა, შეუძლია კონცენტრაცია სამიზნე საკითხებზე .
თუ დაზიანებულია , მწვავედ ავლენს თავის თვისებებს , ადამიანი იმყოფება ერთგვარ წნეხში, სირთულეებში რომლებიც უნდა გაიაროს . აქ შეიძლება ადამიანის ბედიღბალში იყოს სირთულეები და უბედური შემთხვევებიც, ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა სახის სირთულეები . ამიტომ სატურნი ითხოვს რომ მუდმივად იმუშაო იმ სფეროში სადაც გყავთ სატურნი .საჭიროა სისტემური მუშაობა.
ოღონდ სატურნი აუცილებლად დაგაჯილდოვებს.

სიმკაცრე
კონკრეტულობა 

მეთოდურობა
დისციპლინა
მუდმივობა.                           

დრო
გრავიტაცია
ფორმა
სიმკაცრე
სიცივე
ერთგულება
აუცილებლობა
პასუხისმგებლობა
სირთულეები
შეზღუდვები
ფუნქცია
შეკავებულობა
შეზღუდვა
დამუხრუჭება
შენახვა
გამოცდა
გაყინვა
სტრეილიზაცია
გაფორმება
პარსვა
ნელნელა ამაღლება
ესაა სატურნიალური როცა ნელნელა სირთულეები და გაჭირვებით მიდის
მაგრამ შედეგს აღწევს და მწვერვალზე ადის
ესაა პაპა , მამა , დედა , დედინაცვალი, უფროსი, ციხისუფროსი, მოსამართლე,ალპინისტი.
კონსერვატორი , სახელმწიფო პირი ,
ბიუროკრატი, მესაზღვრე,შახტიორი, ყველა ის საქმე რომელიც დიდი შრომას მოითხოვს ესაა სატურნიალური სამსახური.
კასკადიორი , 100 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი .
ტექნოლოგი, ლაფშატნური დიზაინი ესეც სატურნიალურია .
კარიერისტი. სადაცაა სატურნი ესაა მიზნის წერტილი.



სატურნივერძში: ამ დროს ადამიანს უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ლიდერის თვისებების გამოვლენა. თუმცა თუ შეძლო საკუთარ თავში დიპლომატიისა და ტაქტის გრძნობის "მოძებნა" და ამასთან წინდახედული და დაფიქრებული იქნება, მაშინ სერიოზულ წარმატებებს მიაღწევს. ის სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, თუმცა უჭირს რაიმე სახის სტრუქტურებში მუშაობა.

სატურნიკუროში: მას უჭირს სტაბილურობის შენარჩუნება და ხშირად სასურველ მომენტში აგვიანებს. ზომაზე მეტად მესაკუთრეა და ამის გამო გარკვეული პრობლემები უჩნდება. აქვს მატერიალური ქონების დაკარგვის შიში. სასურველია მოთმინება და ორგანიზებული შრომა ისწავლოს და ამასთან ზედმეტად კონსერვატორი ნუ იქნება.

სატურნიტყუპებში: აქვს თავისუფლების დაკარგვის შიში და გარკვეული პრობლემები უჩნდება ურთიერთობებში. სიძნელეები უჩნებდა ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემაში. უნდა ისწავლოს ჭეშმარიტი და ყალბი ინფორმაციების ერთმანეთისგან გარჩევა. შეუძლია ერთდროულად ორ ან მეტ პროფესიაში ისაქმიანოს. უნდა ისწავლოს მოსმენა

სატურნიკირჩხიბში: მას ხშირად უჭირს საკუთარი ოჯახის შექმნა ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მგრძნობიარეა და ფაქიზი დამოკიდებულება აქვს, რაც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, მის წარმოშობასთან, მშობლებთან. უნდა გააკონტროლოს საკუთარი გრძნობები და მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს.

სატურნილომში: მას ძალიან უნდა გარშემომყოფებმა `შეამჩნიონ~, ქვეცნობიერად ითხოვს ყურადღებას. მისი შემოქმედებითი ენერგია ძნელად ვლინდება. ისწრფვის, რომ მიაღწიოს აღიარებას. ვერ იტანს რუტინს და ერთფეროვნებას. უნდა ისწავლოს. უნდა იყოს ღირსეულია და მოერიდოს მეწვრილამენობას და ამპარტავნებას.

სატურნიქალწულში: ქვეცნობიერად ერიდება ცხოვრებისეულ გამოცდებს, აქვს "უსარგებლობის" ან ავადმყოფობის შიში. ხშირად ხდება პედანტური და კრიტიკული. თუ ვინმეს რაიმეს დაპირდა, მაშინ ყველანაირად ცდილობს, მის შესრულებას. უნდა ისწავლოს ეკონომია და ხშირად მიმართოს იუმორს.

სატურნისასწორში: ეს არ არის ცუდი განლაგება, თუმცა არც თუ იშვიათად პრობლემები ჩნდება პარტნიორულ ურთიერთობებში. ადამიანის უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ჰარმონიის მოპოვება. ამ ადამიანმა კამათის დროს ოპონენტების შეურაცხყოფისგან თავი უნდა შეიკავოს. უნდა ისწავლოს პარტნიორობაში პასუხისმგებლობის აღება.

სატურნიმორიელში: ამ ადამიანს არ უყვარს საკუთარი გეგმების შეცვლა და ეს აღიზიანებს. შინაგანად სექსუალური და ვნებიანია, თუმცა გარეგნულად ეს არ ჩანს. მან უნდა გააკონტროლოს საკუთარი ემოციები და ვნებები, წინააღმდეგ შემთხვევში უსიამოვნებებში აღმოჩნდება. მან უნდა ისწავლოს წყენის დავიწყება და ყოველდღიურ ურთიერთობებში ნაკლებად მოღუშული უნდა იყოს.

სატურნიმშვილდოსანში: მას საკუთარი რეპუტაცია ძალიან ადარდებს და ქვეცნობიერად ეშინია წარუმატებლობის. სასურველია, რომ წინასწარი დაპირებების გარეშე შეასრულოს ის, რასაც ფიქრობს. უნდა ისწავლოს მოთმინება და გამოიმუშავოს ტაქტის გრძნობა, ასევე უნდა იყოს კანონმორჩილი და თავი დაანებოს საკუთარი კანონების შექმნას.

სატურნითხის რქაში: სასიკეთო განლაგებაა. ამ დროს ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, დისციპლინირებული და ორგანიზებულია, თუმცა ცოტა ასკეტურია. ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალებისთვის თავის გართმევას. სასურველია მეტად კომუნიკაბელური იყოს.

სატურნიმერწყულში: ვერ იტანს თავისუფლების შეზღუდვას და ცდილობს საზოგადოებაში ყოფნას და შეუძლია კიდეც ადამიანები ერთი იდეის გარშემო გააერთიანოს. მიდრეკილია ორიგინალობისადმი. უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ნაკლებად ეგოცენტრული უნდა იყოს.

სატურნითევზებში: ქვეცნობიერად ეშინია ქაოსის, ილუზიის, ამიტომ სასურველია მეტად პრაქტიკული და რეალისტი იყოს. უნდა გახდეს მეტად კონკრეტული და ორგანიზებული. ნუ დაელოდება დროს, რადგან ეს წამგებიანია მისთვის. არ არის სასურველი ადამიანებს ბრმად ენდოს.

ასპექტები

ძირითადი ასპექტები წრის პირველი სამ რიცხვზე (1,2,3) გაყოფის გზით მიიღება:
კონიუქცია(შეერთება) : 360 = გრადუსი, შესაბამისად 0-გრადუსი; ორ პლანეტის ძალთა გაერთიანება ხდება ორბისის 10 - გრადუსამდე
პირისპირდგომა(ოპოზიცია) : 360 - გრადუსი: 2 = 180 - გრადუსი; იქმნება ძლიერი დაძაბულობა ორბისის 9 - გრადუსამდე.
… ტრიგონი 360 - გრადუსი: 3=120 - გრადუსი ; მყარდება ძლიერი ჰარმონია, ორბისი 8 - გრადუსამდე.
ყველა სხვა დანარჩენი ასპექტები ძირითადი ასპექტებიდან გამომდინარეობენ. ესენია:
კვადრატი : გაყოფილი ოპოზიცია:
180 გრადუსი: 2=90 - გრადუსი: იქმნება ძლიერი დაძაბულობა, ორბისი 8 გრადუსამდე
ნახევარი კვადრატი : 90 - გრადუსი + 2= 45 - გრადუსი: სუსტი ანალიტიკური
ასპექტია, ორბისის 2 გრადუსამდე.
ერთნახევარი კვადრატი 90 - გრადუსი + 45 გრადუსი = 135 - გრადუსი: სუსტი ანალიტიკური ასპექტია , ორბისის 2 გრადუსამდე.
სექსტილი : გაყოფილი ტრიგონი
120 - გრადუსი : 2=60 - ჰარმონიული ასპექტია, უფრო სუსტი ვიდრე ტრიგონი, ორბისის 6 გრადუსამდე.
ნახევარი სექსტილი : 60 - გრადუსი : 2=30- გრადუსი:
ძალიან სუსტია, ორბისის 1 გრადუსამდე
კვინტილი : 360 - გრადუსი 5=73 გრადუსი; ძალიან სუსტია , ორბისის 1,5 გრადუსამდე .
ბიკვინტილი : 2 -ჯერ 72 - გრადუსი = 144 - გრადუსი . კვინტილისა და ბიკვინტილის ასპექტებს პენტაგრამიდან ვიღებთ . ისინი ძალზე ნაზი და მგრძნობიარენი არიან.
კვინკუნქსი : კვადრატს პლუს სექსტილი ; 90 + 60 - გრადუსი = 150 გრადუსი;
ორბისი 2 გრადუსამდე
კვიკუკქსის სექსტილის ასპექტთან შედარებით სუსტია

ქალდეა

ქალდეველები (ბაბილონურად Kaldu; ებრ. כשדים-ქასდიმ; ძვ.-ბერძნ. Χαλδαίοι) — სემიტ-ბერძნ სამხრეთ ბაბილონის მკვიდრი არამეული მოდგმის ხალხი, ცხოვრობდა ქალდეს ანუ ქალდუს ქვეყანაში, რაც უძველესი ცივილიზიაციის ერთ-ერთი აკვანია სამხრეთში, ტიგროსსა და ევფრატს შორის ძვ. წ, აღ-ით VII საუკუნეში. აქ ჩამოყალიბდა ახალი ბაბილონური დინასტია მესოპოტამია. (შუამდინარეთი) ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ ქალდეველ ასტროლოგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს, მოგვებს, მათი აღმოსავლური სიბრძნის სალაროს. ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეველთა ორაკულს, მისნობას, მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეველებს ბაბილონელებად მიიჩნევდნენ.
შეუძლებელია ქალდეველთა კულტურის, ენის, რაობის მიმოხილვა ძველ ქართულ ტომთა ისტორიისგან დამოუკიდებლად. ამ გარემოებას მეცნიერებამ ადრევე მიაქცია ყურადღება. (ლენორმანი და სხვა). ძალზე საგულისხმოა, რომ [საქრთველო]]ში, სვანეთში შემორჩენილია სოფელ-სიმაგრე ქალდე, აგრეთვე ცნობილი წარმართული სიმღერა ქვიან ქალდზე—იავ ქალდი. ბევრი სიტყვა და მითი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ ამ ძველი ცივილიზაციების კავშირსა და ნათესაობაზე. იმავე სოფელ-სიმაგრე ქალდეს მიდამოებში ვარსკვლავთმრიცხველთა გვარი დღემდეა ხალხში ცნობილი. ("ცაში ვარსკვლავებს ითვლიანო", იტყვიან სოფ. ქალდეს მახლობელი ლალხორის მკვიდრთა გვარზე). " კვირის" სვანური სახელია "ნაგაზი" — ნამგზავრი, გზაგავლილი, რაც ზოდიაქოს გზაზე მნათობის გავლაზე მეტყველებს. ასევე თქმები : "ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული", " ეტლიანია", "გზიანია", ვარსკვლავებს ეთამაშება" (ლამაზ ქალზე).

ზოგი ავტორი ქალდეველებს ქურთთა წინაპრებად მიიჩნევდა, მაგრამ ეს არაა მართებული და არც რა საბუთი არსებობს საამისო. უფრო სწორი დასკვნით, ესაა ქართი, ქორთუ, კართუხი, ქართველი, იგივე ქალდე. ასეა დარჩენილი ტოპონიმიკაში, მითებში, ფოლკლორში, წერილობით წყაროებში, ტრადიციაში, ფაქტებში.
ქალდე, ქალდეა, ჰალდეა, მთვარის ღმერთია (ბაბილონური მითოლოგიით) ქალდური სამების პირველი წევრია (ვანის წარწერებში), მეორე წევრი შეესიტყვებოდა ასურთა ბინს (ცას, სვანურად "მშვილდს"). და მაშასადამე მზეს. მეცნიერთა ვარაუდით, აქედან წარმოებული ქალდეველი ქართველის სინონიმია: ორივე მთვარის შესატყვისია. ქალდეა, ქართი, სვანურად "თბილისია", იგივე "ქალდის" ქართული ფორმა. უფრო სარწმუნოა მეორე ცოცხალი საბუთი. მთვარის ღვთაებას ქალდის ძველ ქართულში მრავალი შესატყვისი მოეძებნება, კერძოდ სვანურში: სოფელ ქალდე (ხალდე) დღესაც კლდე-სოფელია სვანეთში და იქ მროკავი, მძლავრი მამაკაცების გუნდი დღესაც მღერის წარმართულ ჰიმნს: "იავ ქალდი და ბებუცია..." უთუოდ მთვარის ჰიმნია. ძველი ქართული გვარი ქალდანი დღესაც ცოცხალია. ქალდეველთა ტომობრივ სახელში ალბათ ისმის "ქალ, ქალი", რაც შუმერულადაც ქალს ნიშნავდა. მეორე ნაწილში ზოგი მკვლევარი ხედავს დევს, ე.ი. "ქალდეველი". "ქალდევის" შესატყვისი გამოდის, რაც აღმოსავლურ მითებში სრულიად ბუნებრივია, მათ შორის, ქართულშიც.

понедельник, 23 января 2012 г.

გნოსტიციზმი

გნოსტიციზმი I საუკუნეში აღმოცენებული ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება იყო, რომლის მიმდევრებსაც განსაკუთრებულ ცოდნაზე ჰქონდათ პრეტენზია.
“გნოსის” (ბერძნულად γνῶσις) ნიშნავს ცოდნას. გნოსტიციზმის მიმდევრებზე ინფორმაცია მოიპოვება მე-20 საუკუნეშიც.
მათი როლი: გნოსტიკებს სწამდათ, რომ მხოლოდ ისინი იგებდნენ მაცხოვრის სიტყვებს სწორად, ხოლო სხვა კონფესიები არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებდნენ.
გნოსის: ცოდნა მათთვის მხოლოდ ინტელექტუალურ თვისებას არ წარმოიადგენდა. მიაჩნდათ, რომ ცოდნა ეს იყო საშუალება, გათავისუფლებულიყვნენ მონობისგან.
ღმერთი: მათ მიაჩნდათ, რომ სამყარო შექმნა არასრულყოფილმა ღმერთმა დემიურგმა უზენაესი ღმერთის, პნევმას დახმარებით. დემიურგი ეს იგივე აბრაამისეული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ღმერთია, რომელიც სხვადასხვა წმინდა წიგნებში მოიხსენიება როგორც ალლაჰ, იაჰვე, ელოჰიმ, ელ-შადაი, ელ-საბაოთ და ა.შ. ასევე ისინი მიიჩნევდნენ, რომ იესო არა დემიურგის, არამედ სრულყოფილი ღმერთის შვილი იყო, რომელზეც მის მოვლინებამდე არავინ უწყოდა. სწორედ ეს ღმერთი დგას იერარქიის სათავეში. მან შვა გონება (ნუს). ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ დასაბამი მისცა სიტყვას (ლოგოს). მისგან წარმოიშვა უბიწოება (ფრონესის), უბიწოებისაგან – სიბრძნე (სოფია) და ძალა (დინამის). ეს ორი უკანასკნელი განაპირობებს იმ მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ზეციურ ძალებს ვუწოდებთ. სოფია მიიჩნეოდა დემიურგის დედად. დემიურგს ასევე უწოდებდნენ იალდაბაოთს ან ლალდაბაოთს, რომელიც არამეულ ენაზე “ზეცის მშობელს” ნიშნავს. ტრადიციული ქრისტიანობისგან განსხვავებით, დემიურგი გნოსტიციზმში ითვლება ეჭვიან, შურიან, თანაგრძნობის არმქონე ღვთაებად. ამას ასკვნიდნენ ძველი აღთქმის გარკევული მუხლების საფუძველზე, სადაც ღმერთს ადამიანური თვისებები აქვს მიწერილი (მაგალითად, “ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად”, “თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია”, ასევე ჩვილი ბავშვების გაწყვეტა ეგვიპტეში და ა.შ. ).
სხეული და სული: სული მუდმივად არსებობს და კარგია. ხორცი კი დროებითია და ფუჭი. გნოსტიკები ყველაფერს უარყოფითად ეკიდებოდნენ, რაც მატერიალურთან იყო კავშირში.
გადარჩენა: იერარქიული კიბის უფრო ქვედა საფეხურზე განლაგებულია 365 ცა. პავლე მოციქული ატაცებულ იქნა მხოლოდ მესამე ცამდე, ხოლო გნოსტიკოსებს, მათი მტკიცებით, ძალუძთ უმაღლეს სფეროებამდე ასვლა. ყოველი ცა განსაკუთრებული ანგელოზის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ყველაზე დაბალ ცას იაჰვე განაგებს.
ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდნენ:
* სულზე მზრუნავი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიაღწევს თავისუფლებას.
* გნოსის (ცოდნის) მფლობელი, რომელიც განსაკუთრებულ ნეტარებას მიაღწევს.
* ხორცზე მზრუნავი, რომელიც უიმედოდ განწირულია.
სატანა: ისინი უარყოფდნენ აზრს, რომ სატანა ერთ დროს ანგელოზი იყო და შემდეგ შესცოდა. სატანა მათთან დემიურგის ერთ-ერთ ქმნილებად განიხილება.
გველი: გნოსტიკების ზოგიერთი სექტა პატივს მიაგებდა გველს (დრაკონს). მათთან ეს ცხოველი არა ცდუნების, არამედ სიბრძნის სიმბოლო იყო. გამოსახავდნენ საკუთარი კუდით პირში და ოურობორუსს უწოდებდნენ. სხვათაშორის გუგლში ძიებისას წავაწყდი, რომ მსგავსი ნიშანი მასონებშიცაა მიღებული:




იესო ქრისტე: დიდი ხანი მიდიოდა კამათი გნოსტიკებში, რა იყო მაცხოვრის მიზანი. საბოლოოდ შეთანხმდნენ, ის არც მსაჯულია და არც მხსნელი, არამედ სიმართლის გამომააშკარავებელი და თავისუფლების მომტანი. მან შემოიტანა ცოდნა, რომელიც ადამიანს გაათავისუფლებს დემიურგის ზეგავლენისგან. მიაჩნიათ, რომ ქრისტეს მოციქულებში ქალებიც იყვნენ. ზოგიერთი კი თვლიდა, რომ მისი აღდგომა მოხდა ჯვარზევე.
სამყარო მათთან სამ ნაწილად იყოფა:


* კოსმოსი – თეთრი ფერის სფერო, რომელშიც 7 სფეროს ფორმის სხეულია: მთვარე, ვენერა, მერკური, მზე, მარსი, იუპიტერი და სატურნი. ურანი ძველ დროს პლანეტად არ ითვლებოდა და არც მათთანაა შეტანილი. ამ სფეროებზე ცხოვრობენ ანგელოზები და დემონები, რომლებსაც არხეონები ჰქვიათ.
* შუალედური სამეფო – ადგილი რომელიც უკუნი სიბნელისა და სინათლის ნაზავია (სტაფილოსფერი და ყვითელი წრე) . ეს არის სოფიას სამეფო.
* ღმერთის სამეფო – ვარდისფერი წრე იესო ქრისტეს სამეფოა, ხოლო უკანასკნელი წრე – მისი მამის, სრულყოფილი ღმერთისა.
წმინდა წიგნები: ცხადია, გნოსტიკების სწავლებები წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ბიბლიასთან. ამიტომ მათთან წმინდა წიგნებად აღიარებულია არაკანონიკური აპოკრიფებიც, რომელსაც ეკლესია სულისთვის მავნედ თვლის. ესენია: მარიამ მაგდალინელის სახარება, თომას სახარება, სიმართლის სახარება, ფილიპეს სახარება და იუდას სახარება. მიიჩნევენ , რომ გნოსტიკური ელემენტებია “და ვინჩის კოდში” და ფილმ “მატრიცის” მესამე სერიაში.

ჯონდი ტუხაშვილი (პირველი და უკანასკნელი დიპლომირებული ასტროლოგი და ეზოთერიკოსი საქართველოში)


დამალაიქეთ Facebook - ზე  Facebook LIKE
ასტროლოგი და ეზოთერიკოსი
ამაზადებს :
პირად (პერსონალური) ჰოროსკოპს (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია).

საკონტაქტო:
ელ.ფოსტა : geoastro@mail.ru

ჯონდი ტუხაშვილი ასტროლოგი 1  ამონარიდი გადაცემიდან ”100 გრადუსი ცელსიუსით”



ჯონდი ტუხაშვილი ასტროლოგი 2  ამონარიდი გადაცემიდან ”100 გრადუსი ცელსიუსით”

воскресенье, 22 января 2012 г.

მთვარე

ასტროლოგიურად მთვარე ადამიანის ემოციას, ინსტინქტებს და ქვეცნობიერს მართავს. ამ პლანეტის დადებითი თვისებები: მგრძნობიარობა, რომანტიულობა, მზრუნველობა, ტაქტიანობა, ათვისების უნარი. უარყოფითი თვისებები: მეოცნებეობა, ეჭვიანობა, ფანტაზიორობა, მერყეობა, სიმხდალე, ბუტიაობა.
ასტროლოგიურად მთვარე საკუთარ "ღირსებებს" ყველაზე პოზიტიურად კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი გავლენა ნეგატიურია მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოში.

მთვარე _ მთვარეს ისევე როგორც ადამიანს ცვალებადი ფსიქიკა აქვს და ატარებს ციკლურ ხასიათს: დაბადება, აპოგეა და გარდაცვალება, ანუ ახალი ციკლის დასაწყისი. იგი მართავს ადამიანის ირეალურ სამყაროს, ემოციას, ქვეცნობიერს. ეს ჩვენი ”ღამეული” არსია. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანდილოსნებისთვის, ვინაიდან მათ ჯანმრთელობასა და დედობრივ გამოვლენასა თუ ინსტიქტებზეა პასუხისმგებელი. დადებითი თვისებები: მგრძნობიარობა, რომანტიულობა, მზრუნველობა, ტაქტიანობა, ათვისების უნარი. უარყოფითი თვისებები: მეოცნებეობა, ეჭვიანობა, ფანტაზიორობა, მერყეობა, სიმხდალე, ბუტიაობა.

პლანეტა და სიმბოლიკები პირად ჰოროსკოპში

  1. მზე (ზოდიაქო) მზე = წრე (მუდმივობა)=სიცოცხლის ძალა=ცენტრი
  2. ☽ მთვარე მთვარე =  ნამგალი სული (წყალი).
  3. ☿ მერკური  მერკური= მატეერია , ცენტრში სული,იგი მატერიას და სულს აკავშირებს.
  4. ♀ ვენერა.  ვენერა = მატერიას სიცოცხლის ძალა აქვს
  5. ♂ მარსი.  მარსი= იმპულსს სულიდან იღებს.
  6. ♃ იუპიტერი.  იუპიტერი=სული,მატერიის წინ დგას და მას იმორჩილებს.
  7. ♄ სატურნი.   სატურნი = მატერია , სულს ტვირთად აწვება(პირიქით მოქმედებს)
  8. ♆ ნეპტუნი.  ნეპტუნი=ზევით გახსნილი ნამგალი(სული),
  9. ♇ პლუტონი . პლუტონი= ნამგალი, სული,წყალი მუდმივ მოძშრაობაშია ან: სული,რომელიც ფიალაში დევს.

ასტროლოგიაში მზეს, მთვარესა და სხვა პლანეტებს თავისი სიმბოლოები აქქვთ.სიმბოლოებს გარკვეული მნიშვნელობა აქვთ, სისნი პლანეტის მთელ რიგ თვისებებს ასახავენ.მათი ცოდნა ასტროლოგს  ზოდიაქოს ნიშნების დახასიათების დროს სჭირდება.ქვემოთ მომყავს პლანეტათა გარკვეული ახსნა განმარტებები ახლავთ.
აღსანიშნავია რომ ყოველი სიმბოლო მოცემული პლანეტის რამდენიმე ნიშან თვისებაზე მიუთითებს.



მზისა და ვენერას შეერთება

გრძნობების  ძალა, ოპტიმიზმი,მხიარულებისა გა გართობისკენ სწარაფვა.ზოგჯერ თვითტკბობა.თვითგამოხატვის ხერხებში იგრძნობა სილამაზე და დახვეწილობა.ხელოვნებისად მი მიდრეკილებები.თუ მე2 და მევ სახლები დაუზიანებელია,სპეკულაციით გამდიდრების შესაძლებლობა.წარმატება მოდის ძმების ან ცოლის მხრიდან.ქალები აეთი შსერთებით ძალიან კეთილები არიან.თუ ვენერა მზეს უკან მოსდევს მამაკაცებისათვის ეს ქალებთან მუდმივ უსიამოვნებებსა და მარცხს მოასწავებს.ხოლო ცარიელი ან დაზიანებული მე4 სახლის შემთხვევაში კი ანალოგიურ პრობლემებს ქორწინებაში.
ეს შეერთება ნიშანია ემოციონალურისა და შეგნების შეღწყმის, რის შედეგადაც ვღებულობთ სურვილს მოსწონდეთ, იყვნენ დაფასებული დამსახურებისამებრ, ღირსებისამებრ;  მოთხოვნილებას უყვარდეთ .  ასეთი ადამიანები არიან გულთბილნი, ბუნებრივი მომხიბვლელობით დაჯილდოვებულნი,  რაც ღებულობს განსაკუთრებულ ელფარს იმისდა მიხედვით თუ რომელ ნიშანში ხდება შეერთება.

.ვენერას შეერთება გულისხმობს რომსაზოგადოებისათვის სიკეთის მოტანა შასაძლებელია მხოლოდ მაშინ , თუ ჯერ საკუთარ თავს გამოყოფ მისგან.
 ვენერასთნ შეერთბა პლანეტის პრინციპებს ანიჭებს სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს. დაბალ საფეხურზე ესეთი ადამიანი იქნება ესთეტურად კაპრიზული და სოციალურად დეტერმინებული, საზოგადოებრივი აზრი და პრინციპები მისთვის იქნება გადაჭარბებულად მნიშვნელოვანი და ამ სოციალური კლიშეებისაგან განთავისუფლება ფრიად გაუჭირდება.გამოიყენებს რა მათ დროდადრო სრულიად შეუფერებელ სიტუაციებში , გამოიწვევს  აბსურდულ დოგმატიზმს და  არაპროგნოზირებად ეფექტებს.
მეორე თავისებურება ვენერას პლანეტასთან შეერთებისა- არის აქცენტი სიყვარულზე,და  არა მხოლოდ  ეროტიკულზე.ასპექტის გამოხატულება იძლება ღვთაებრივ გასხივოსნებას პლანეტის პრინციპების გამოვლინებაში.დაბალ საფეხურზე ადამიანი ვერ აღიქვამს პლანეტარულ პრინციპებს , თუ მათ არ ემატება შესაბამის სიტუაციებში მასზედ მიმართული სიყვარულის განსაკუთრებული რაოდენობა. თუმცა( კარმულად) იგი არა იმდენად უნდა ღებულობდეს , არამედ გასცემდეს სიყვარულს. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც აქვს  ვენერას შეერთება სატურნთან, მხოლოდ მოფერებით,სიყვარულით,  ძალდაუტანებელი დარწმუნებით შეიძლება დაიყოლიო სისტემატურ მეცადინეობაზე. ხოლო დაცინვა, მითუმეტეს საზოგადოების წინაშე, კუთხეში მოამწყვდევს მას და სწავლის ნაცვლად ქვითინს აიძულებს . დაბალ საფეხურზე  ვენერა ადუნებს პლანეტას, ადამიანს აქცევს დახვეწილ ეგოისტად და პარაზიტად ამ პლანეტის  შესბამის სფეროებში. თუმცა განვითარებისას  ეგოიზმი ადგილს უთმობს ხალხისათვის სამსახურს,მაგალითად ვენერას მთვარესთან შერთებამ შეიძლება მოგვცეს მუცელის პატივის მოყვარული გურმანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ კუჭზე ზრუნავს,ხოლო ასპექტის განვითარების შემთხვევაში- ჩინებული კულინარი, რომლის თითოეული ნამუშევარი ტოლფასია მხატვრული ქმნილებისა.იგივენაირად მუშაობს ეს ასპექტი პიროვნების სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.




როდესაც ვენრა ჩამორჩება მზეს ანუ არის მზის უკან მშინ ესეთი ადამიანი არის თავის თავის მოყვარე , მის გარსემო ტრიალებს დედამიწა და მისგან უნდა აიღონ მაგალითი, ისაა მისაბაძი და არა სხვა . ეძებს პარტნიორად თავისივნაირს ან იმას ვინც მას ეტრფის და ხოტბას ასხავს.
ხოლო როცა ვენრეა მზის წინაა მოქცეული ესეთი ადამიანი არის ძალიან ინტერესიანი , გაკვირვებით უყურებს ყველაფერს ოცდება , ესეთი ადამიანი ეზებს თავისი მამის მზგავს პარტნიორს .

ასტროლოგიური ცენტრი გთავაზობთ

         
                                            ასტროლოგიური ცენტრი გთავაზობთ
კომპეტენტური ასტროლოგები გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია).

 ტელეფონი:  595 91 07 88
ელ.ფოსტა : geoastro@mail.ru

ლილიტი კირჩხიბის ზოდიაქოში

ლილიტი კირჩხიბში - ეს პოზიცია ლილიტის გვიჩვენებს შეცდომებს და ცდუნებებს, რომელიც უკავშირდება დედობას და ბავშვევს. ესეთი კარმა შეიძლება მიანიშნებდეს უმოწოწყალო დამოკიდებულებას დაკავშირებული ქალებსა და ბავშვებზე - მკაცობრიობის ისტორია რომელიც სავსეა ომებით... შეიძლება ბედნიერი მფლობელის ლილიტის ამ ზოდიაქოში  ავნებდა საკუთარ თავს როცა იყო დედა.
  ცუდი ბედიღბალს შეიძლება  იყოს დაკავშირებული ოჯახის  შავ წარსულზე.
ადამიანი წინა ცხოვრებაში ანგრევდა ქალაქებს, ოჯახებს,სახლებს ასევე სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობა, ოკუპაცია სხვადასხვა ქვეყნების და მიწების მითვისება.
 ამ ცხოვრებაში თქვენ უნდა განავითაროთ პატივისცემა  ქალურ ასპექტის, ჩვილების და ბავშვების, მშობლების, წინაპრების, საკუთარი ოჯახისა თუ ქვეყნის  ისტორიას.

 ესეთი კარმა მიუთითებს უპატივცემულობას სასაფლაოების, კულტურის, ტაძრების, , ტრადიციებს , უცხო ქვეყნების და ასევე მათი  ენების მიმართ.
თქვენ უნდა გამოავლინოთ სითბო სხვების მიმართ და გულწრფელად უნდა  იწრუნოდ მათზე თუ გინდათ რომ გქონდეთ ოჯახში ბედნიერება.

ბედნიერი ლილიტის მფლობელი შეიძლება ანახოს ცუდი კარმა , რომელიც უკავშირდება პროსტიტუციას , სხეულით ვაჭრობას და შუამავლობას მზგავს საქმეებში. ეს საქმიანო შორეული წარსულის შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამ ცხოვრების გარკვეულ სფეროში. ადამიანმა იწვნიოს უბედურება ოჯახში,  ახლო  ნათესავებში, პრობლემები გამრავლებასთან, ორსულობასთან.
ლილიტი კირჩხიბში უკავშირდება ლაჩრის კარმას - ეს ადამიანი იყო მშიშარა და მოღლატე წინა ცხოვრებაში . უნდა განავითაროს  ამ ცხოვრებაში სიმამაცე,  უნდა აჯობოს შიშის და სამუდამოდ განთავისუფლდეს ამისგან.
ლილიტი კირჩხიბში ასევე მიუთითებს ადამიანი ეგოისტზე და ექსპლუატატორზე სხვადასხვა ფორმით. ამ ადამიანმა შეიძლება გააზვიადოს თავისი დაავადება, ნევროზი, ის არის მიდრეკილი მზგავსი სიტუაციების დრამატიზირებაზე  მიიპყროს სასურველი ადამიანის ან ხალხის  ყურადღება და მიიღოს ის დახმარება რაც მასს სურას.
ესეთი ადამიანი უნდა გურბოდეს სენტიმენტალურ განწყობას ცხოვრებისადმი, წუწუნს, დესპოტიზმს, ეგოისტურობას სიყვარულში რომელიც არ აძლევს სხვებს თავისუფლები და დამოუკიდებლობის. მთლიანი სიტუაცია ხატავს გაუწონასწორებელი და დისჰარმონიული ქალის ასპექტებს: ერთ შემთხვევაში ძალიან ბევრის მასტიმულირებელი იქნება სენტიმენტალურობა ,სირთულეები, ეგოიზმი ექსპლუატაცია ან ქალის პრინციპული დესპოტიზმის, მეორე შემთხვევაში- ქალური სითბო , ყურადღება და სიკეთე  იქნება შეზღუდული.

უმჯობესია ბედნიერმა ლილიტის მფლობელმა კირჩხიბში არ ითაოს ოჯახის სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. ეს შეიძლება კრახით დამნტავრდეს ოჯახისთვისაც.
თუ თქვენ დაამთავრეთ თქვენი უარყოფითი კარმა მაშინ თქვენ მუდამ ეცდებით და ისწრაფვით იქითკენ რათა  მიეხმაროთ დედებს, მიტოვებულ ბავშვებს, უმწეოებს და სუსტებს.
 უბავშვობა, ოჯახის დაშლა, უსიამოვნებები ოჯახში და ამგავრი პრობლემები ამ დროს საკამოდ დიდი თემაა და აქ არ განვიხილე.