ასტროლოგია-ეზოთერია

ტელეფონი: 593 97 88 67

ვებ.გვერდი:geoastro.ge

ელ.ფოსტა : info@geoastro.ge

შემოგვიერთდით Facebook - ზე



среда, 4 июля 2012 г.

ასტროლოგია

    ძვირფასო მეგობრებო, ჰოროსკოპის შექმნა ეს მარტო მხურვალე ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება კი არა, არამედ საკუთარ შინაგან სამყაროში შესვლა და შეგნების დონეზე გაცნობიერებაა. ყოველი ადამიანი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს საკუთარი ცხოვრების საბედისწერო შინაარსზე, ინფორმაციას, თუ როგორი პროგრამა გააჩნია საკუთარი თავის სრულყოფილებაში მოსაყვანად, ან  პირიქით.
      ნატალურ ჰოროსკოპში მოცემულია ადამიანის ერთი სიცოცხლის მთლიანი მისტერიული შინაარსი, წარსულთან აწმყოსა და მომავალთან. მასში ჩვენ შეგნების დონეზე გავაცნობიერებთ ამ სამყაროში მოვლენის ყველა პრობლემას, რომელიც თითოეულ ადამიანს საიდუმლო მდგომარეობაში გააჩნია.
      ყველას ესაჭიროება საკუთარი ხასიათის, ტემპერამენტის და სულიერი განვითარების შინაგანი შინაარსის ცოდნა. ამით ჩვენ ამ ცხოვრებას ზერელედ არ მოვებყრობით. არ გვექნება ყოველ ნაბიჯზე მწარე და რთულად გამოსასწორებელი პრობლემების დაშვება. გვეცოდინება საკუთარი თავის ინდივიდუალური შესაძლებლობები, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა.
      ნატალურ ჰოროსკოპში ამოვიცნობთ ჩვენს საკუთარ ბუნებას და მიდრეკილებებს, მემკვიდრეულ მონაცემებს, წარსულიდან გადმოცემულს. ქალებს ექნებათ დახვეწილი თავის ინსტიქტური გრძნობითი რეფლექსები და მამაკაცებს ინდივიდუალური შესაძლებლობები. გავიგებთ მოსალოდნელ ხიფათს, ანუ საიდან მოდის საბედისწერო დარტყმები და თუ რის გამო, რას უნდა ვერიდოთ და რა ღონისძიებები განვახორციელოთ, ჩვენი საკუთარი ცხოვრების ვალდებულებების შესასრულებლად.
      სულ უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში ხალხის მასებს ასტროლოგიის და სახელმწიფოს ბედისწერის მიმართ, რომ ქონდეთ ელემენტალური წარმოდგენა, არ მოხდებოდა ის სავალალო დაუკვირვებელი დრამატული მოქმედებები, რაც იყო ამ უახლოეს პერიოდში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 4-ივლისის მძიმე მოქმედების გაუთვალისწინებელი შედეგები, რამაც გამოიწვია რამოდენიმე ათეული ადამიანის დაშავება(ინტოქსიკაცია) და ამოვლენის და არამარტო ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ძალიან მარტივად.
ასტროლოგია ეს არის რადარი, რომელიც გვიკვალავს გზას, რითიც შეგვიძლია ავრიდოთ თავი უსიამოვნო მოვლენებს.

ჯონდო ტუხაშვილი



სანქტ-პეტერბურგის ასტროლოგიური აკადემიის თბილისის ფილიალი
http://www.astroacademy.spb.ru/fil12.html

Тбилиси
Торнике Бидзинашвили
+99532 247 94 86,
моб. +995 593 978867
tornike299@gmail.com .

воскресенье, 1 июля 2012 г.

დროის მართვა.უძველესი საიდუმლოებანი


წამი შეიძლება ასობით, ზოგჯერ კი ათასობითგაეიწელოს. გაიხსენეთ გამოთქმა ” მე ის წამი უსასრულოდ მომეჩვენაო” - და როცა ასეთ მდგომარეობში ადამიანიებიწამობით კი არა , გაცილებით მეტხანს იმყოფებიან, მაშინ მათ დღეები საუკუნედ ეჩვენებათ. შესაძლებელია , სწორედ აქ არის ის რეზერვები, რომლებიც გააზრებული ცხოვრების დროითი საზღვრების გაწევ-გამოწევის შესაძლებლობას იძლევა.
ამერიკელმა ნეირობოლოგმა ჯონ უირდმა გამოიკვლია ტენისის ერთ-ერთ სახეობის მწრთვნელის - მაიკლ ჰალის ფენომენი . იგი ბრწყინვალე მოტამაშეა და ისეთ ბურთებს იღებს , რომელთა ხელში ჩაგდება სრულიად უიმედო ჩანს ხოლმე.
მაიკლი თავის წარმატებას ასე ხსნის - ” მე კონცენტრაციას ვახდენ და შეგნებულად ვიგდებ თავს ისეთ მდგომარეობაში, როცა გეჩვენება, რომ ბურთულები ნელ-ნელა მოფრინავენ , ისე ნელა, რომ თითქოს ჰაერში არიან დაკიდებულნიო. ამ დროს ჩემთვის დრო თითქოს გაჩერებულია”.
იმისი ახსნა , როგორ ხდება ეს, ჰალს არ შეუძლია, მაგრამ ამბობს, რომ აქ მთელი საიდუმლო ყურადღების კონცენტრაციაშია - ისე, რომ ხედავდე მხოლოდ ბურთს და სხვა ყველაფერს გამოეთიშო ამ ქვეყანაზე. მისი თქმით , ამგვარი უნარი მან იოგასა და მედიტაციაში 12 წლიანი ვარჯიშის შედეგად მიაღწია.
არ არის გამორიცხული რომ აღმოსავლეთში მართლაც ფლობდნენ ”დროის გაჩერების” საიდუმლოებას. ერთ-ერთი ტრიუკი , რომლებსაც იოგები ასრულებენ ხოლმე, არის ის, რომ ისინი მრავალრიცხოვანი ხალხის თვალში ქრებიან და შემდეგ ბრუნდებიან ხოლმე, ოღონდ არა იმავე ადგილას, არამედ, როგორც წესი სეირის საყურებლად შეკრებილი ბრბოს უკან.
მოულოდნელი გაუჩინარების ფენომენი ისევე ძველია, როგორც მსოფლიო. უძველეს ინდურ მანუსკრიპებში , რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-1500 წლით თარიღდება, მოხსენიებულია რიტუალები , რომლის დახმარებითაც ადამიანი შაესაძლებელოა ”უხილავიც კი გახდეს” . სრული და სწრაფი გაქრობისათვის აქ საკმარისია აზრთა კონცენტრაცია .
პარანორმალური მოვლენების მკვლევარები ამგვარ ფაქტებს მყისიერი ტელეპორტაციით ხსნიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია რომ იოგები მრავალჯერ აჩქარებენ პირადი დროის მკვლელობას, ამის ხარჯზე თითქოსდა გაქრებიან ჰაერში და ასევე სწრაფად გაივლიან მაყურებელთა შორის, ისე, რომ ადამიანები ვერფერს ამჩნევენ. ამ ვერსიის სასარგებლოდ ერთი დეტალი მიუთითეს: დასვლეთელმა მეთვალყურეებმა ერთირამ დააფიქსირეს- მსგავსი გამოსვლის წინ იოგები თითქმის ყოველთვის ზრუნავდნენ იმაზე,, რომ მათ უკან თავისუფალი გასასვლელი ყოფილიყო, ტელეპორტაციას კი გასასვლელი ნამდვილად არ სჭირდება, რაც შეეხება სწრაფ გარბენს , მას კი - ნამდვილად.